მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
flydubai-მ ბიზნეს-კლასის რეისების შესრულება ოფიციალურად დაიწყო
flydubai-მ ბიზნეს-კლასის რეისების შესრულება ოფიციალურად დაიწყო

flydubai-მ პირ­ვე­ლი ბიზ­ნეს-კლა­სის რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყო. ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ ახა­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე ჯერ კი­დევ ივ­ნის­ში და­ა­ნონ­სა, რე­ი­სის და­მა­ტე­ბა კომ­პა­ნი­ამ მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­წყვი­ტა.

Flydubai-ს მგზავ­რებს უკვე თა­ვად შე­უძ­ლი­ათ გა­მოს­ცა­დონ ბიზ­ნეს-კლა­სის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა: მათ შო­რის სპე­ცი­ა­ლურ ბიზ­ნეს გუნ­დის სერ­ვი­სი, მომ­სა­ხუ­რე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა და უს­წრა­ფე­სი სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რი.

ბიზ­ნეს-კლა­სის კა­ბი­ნა მო­ი­ცავს 12 სპე­ცი­ა­ლურ სკამს, რო­მე­ლიც იტა­ლი­უ­რი ტყა­ვის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და რომ­ლის ზო­მაც 1 მ-ს აღე­მა­ტე­ბა; რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სა­ჰა­ე­რო გა­სარ­თო­ბი სის­ტე­მა სენ­სო­რუ­ლი ეკ­რა­ნის მეშ­ვე­ო­ბით 1300 სა­ა­თი­ან უწყვეტ გა­სარ­თობ პროგ­რა­მას სთა­ვა­ზობს მგზავრს. ბიზ­ნეს-კლა­სის მგზავ­რებს ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ პერ­სო­ნა­ლუ­რი სერ­ვი­სით და და­ა­გე­მოვ­ნონ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ნიუ, რო­მელ­საც flydubai-ს მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გუნ­დი შეს­თა­ვა­ზებს.

პირ­ვე­ლი ბიზ­ნეს-კლა­სი­ა­ნი ხო­მალ­დი ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ აგ­ვის­ტო­ში მი­ი­ღო, მას შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლურ წვრთნებს გა­დი­ო­და და სპე­ცი­ა­ლურ ფო­კუს ჯგუ­ფებ­თან მუ­შა­ო­ბით ხვე­წავ­და ბიზ­ნეს-კლა­სის შე­თა­ვა­ზე­ბას.

"ჩვენ მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით, ჩა­მოთ­ვლი­ლი სერ­ვი­სი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვა­მა­ტოთ. ამ ეტაპ­ზე flydubai-ს ქსე­ლი მო­ი­ცავს 65-ზე მეტ მი­მარ­თუ­ლე­ბას 34 ქვე­ყა­ნა­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ნამ­დე არ­ცერ­თი ავი­ა­კომ­პა­ნია არ ახორ­ცი­ე­ლებ­და ბიზ­ნეს-კლა­სის ფრე­ნებს და ჩვენ ამ მხრი­ვაც პი­ო­ნე­რე­ბი ვართ. მას შემ­დეგ, რაც და­ვი­წყეთ ბიზ­ნეს-კლა­სის გან­ვი­თა­რე­ბა, აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ზე, გავ­ხა­დეთ ის უფრო მე­ტად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო. ამავდრო­უ­ლად ჩვენს მთა­ვარ მიზ­ნად კვლა­ვაც რჩე­ბა, ერ­თმა­ნეთს და­ვუ­კავ­ში­როთ სხვადსხვა ბაზ­რე­ბი და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი",- გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა გაიტ ალ გა­იტ­მა.

ეტა­პობ­რი­ვად flydubai ბიზ­ნეს-კლასს ქსე­ლის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ა­მა­ტებს. ბიზ­ნეს-კლა­სით აღ­ჭურ­ვილ ახალ ხო­მალ­დებს კომ­პა­ნია უკვე წლის ბო­ლომ­დე მი­ი­ღებს.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

flydubai-მ ბიზნეს-კლასის რეისების შესრულება ოფიციალურად დაიწყო

flydubai-მ ბიზნეს-კლასის რეისების შესრულება ოფიციალურად დაიწყო

flydubai-მ პირველი ბიზნეს-კლასის რეისების შესრულება ოფიციალურად დაიწყო. ავიაკომპანიამ ახალი მომსახურების დაწყების თაობაზე ჯერ კიდევ ივნისში დაანონსა, რეისის დამატება კომპანიამ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა.

Flydubai-ს მგზავრებს უკვე თავად შეუძლიათ გამოსცადონ ბიზნეს-კლასის მრავალფეროვანი მომსახურება: მათ შორის სპეციალურ ბიზნეს გუნდის სერვისი, მომსახურების უპირატესობა და უსწრაფესი საემიგრაციო სამსახური.

ბიზნეს-კლასის კაბინა მოიცავს 12 სპეციალურ სკამს, რომელიც იტალიური ტყავისგანაა დამზადებული და რომლის ზომაც 1 მ-ს აღემატება; რევოლუციური საჰაერო გასართობი სისტემა სენსორული ეკრანის მეშვეობით 1300 საათიან უწყვეტ გასართობ პროგრამას სთავაზობს მგზავრს. ბიზნეს-კლასის მგზავრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ პერსონალური სერვისით და დააგემოვნონ საერთაშორისო მენიუ, რომელსაც flydubai-ს მაღალპროფესიონალი გუნდი შესთავაზებს.

პირველი ბიზნეს-კლასიანი ხომალდი ავიაკომპანიამ აგვისტოში მიიღო, მას შემდეგ სპეციალურ წვრთნებს გადიოდა და სპეციალურ ფოკუს ჯგუფებთან მუშაობით ხვეწავდა ბიზნეს-კლასის შეთავაზებას.

"ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩამოთვლილი სერვისი ყველა მიმართულებით დავამატოთ. ამ ეტაპზე flydubai-ს ქსელი მოიცავს 65-ზე მეტ მიმართულებას 34 ქვეყანაში, ამ მიმართულებით მანამდე არცერთი ავიაკომპანია არ ახორციელებდა ბიზნეს-კლასის ფრენებს და ჩვენ ამ მხრივაც პიონერები ვართ. მას შემდეგ, რაც დავიწყეთ ბიზნეს-კლასის განვითარება, აქცენტი გავაკეთეთ მოგზაურობის თითოეულ დეტალზე, გავხადეთ ის უფრო მეტად მოსახერხებელი, კომფორტული და სასიამოვნო. ამავდროულად ჩვენს მთავარ მიზნად კვლავაც რჩება, ერთმანეთს დავუკავშიროთ სხვადსხვა ბაზრები და მიმართულებები",- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა.

ეტაპობრივად flydubai ბიზნეს-კლასს ქსელის ყველა მიმართულებით დაამატებს. ბიზნეს-კლასით აღჭურვილ ახალ ხომალდებს კომპანია უკვე წლის ბოლომდე მიიღებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა