Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ქორწინების ინსტიტუტი 2050 წლამდე ძლივს გასტანს"
"საქართველოში ქორწინების ინსტიტუტი 2050 წლამდე ძლივს გასტანს"

გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის მკვლე­ვარ­თა ერთი ნა­წი­ლის ვა­რა­უ­დით, თა­ნა­მედ­რო­ვე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა, შე­საძ­ლოა, მალე და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლიც შე­აჩ­ვე­ნონ არას­რულ­წლო­ვან­ზე ძა­ლა­დო­ბის "წა­ხა­ლი­სე­ბა­ში", - ამის მი­ზე­ზი გახ­დე­ბა "ქარ­თლის ჭი­რის" ცნო­ბი­ლი სტრი­ქო­ნე­ბი: "ნუ გე­ნაღ­ვლე­ბის სწავ­ლა­ზედ/ ყრმის წკეპ­ლის ცე­მით კი­ვი­ლი,/ მალ გამ­თელ­დე­ბის უწამ­ლოდ/ მისი წყლუ­ლე­ბის ტკი­ვი­ლი..."

ან­ტიგ­ლო­ბა­ლის­ტე­ბის თქმით­ვე, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გამ­ძაფ­რდე­ბა ბრძო­ლა ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის, კერ­ძოდ, ოჯა­ხუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და აღ­ზრდის სის­ტე­მას­თან, ამ საქ­მე­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ე.წ. იუ­ვე­ნა­ლუ­რი იუს­ტი­ცია და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი ითა­მა­შებს(!). და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მო­ზარ­დთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მო­ტი­ვით შექ­მნი­ლი კა­ნო­ნე­ბით მშობ­ლებს და­ა­შან­ტა­ჟე­ბენ, მშობ­ლის უფ­ლე­ბა­სა და შვი­ლებს ჩა­მო­არ­თმე­ვენ და მათ აღ­საზ­რდე­ლად სხვა ოჯა­ხებს ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­დას­ცე­მენ(!).

გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის მკვლე­ვა­რი ზვი­ად ირე­მა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იუ­ვე­ნა­ლუ­რი იუს­ტი­ცი­ის სა­კი­თხე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, მშვი­დად, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს და ხალ­ხმა არა­ფე­რი იცის მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ.

ზვი­ად ირე­მა­ძე: - აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­დეს პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს შეს­წო­რე­ბას კა­ნონ­ში: "ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თის, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა დაც­ვი­სა და დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ". მოქ­მე­დი კა­ნო­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ჩარ­თვას. პარ­ლა­მენ­ტარ გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით კი კა­ნონ­ში უნდა შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რიც მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- რა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ეს და რას გუ­ლის­ხმობს იუ­ვე­ნა­ლუ­რი იუს­ტი­ცია და ვინ, რა­ტომ და რო­გორ წა­მარ­თმევს შვილს?

- იუ­ვე­ნა­ლუ­რი იუს­ტი­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გუ­ლის­ხმობს მო­ზარ­დთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ოჯახ­ში. თქვენს შვილს მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში გა­ა­კონ­ტრო­ლებს მან­და­ტუ­რის ტი­პის სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ან სხვა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი პირი, რო­მელ­საც და­ვა­ლე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა, გა­მო­იკ­ვლი­ოს თქვე­ნი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა (ფი­ნან­სუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი) და შვილ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. საკ­მა­რი­სია, ბავ­შვმა უამ­ბოს, რო­გორ და­სა­ჯეთ აკ­რძა­ლუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წა­კი­თხვის ან კომ­პი­უ­ტერ­ში გარ­თო­ბის გამო, ამის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბე­ბა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს და სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით დე­დო­ბის უფ­ლე­ბა­სა და შვილს ჩა­მო­გარ­თმვენ. მათი დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა მხო­ლოდ ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლო­ში შე­გეძ­ლე­ბათ, რად­გან იუ­ვე­ნა­ლუ­რი იუს­ტი­ცია გა­ე­როს პრო­ექ­ტია და იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ის უკვე მოქ­მე­დებს (მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სეთ­სა და ფი­ნეთ­ში), ად­გი­ლობ­რივ სა­სა­მარ­თლო­ებს მხო­ლოდ ჩა­მორ­თმე­ვის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ანი­ჭებს. არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, თქვენ ფი­ნან­სუ­რად შე­გიძ­ლი­ათ თუ არა ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლო­ში ბრძო­ლა.

- არ ში­შობთ, რომ თქვენს ვა­რა­უდს მძი­მე ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფად მი­იჩ­ნევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

- ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ასე ჩან­დეს, მაგ­რამ ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი ეყ­რდნო­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, სა­დაც უკვე მოქ­მე­დებს იუ­ვე­ნა­ლუ­რი იუს­ტი­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი.

უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სეთ­სა და ფი­ნეთ­ში უკვე ათე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით ბავ­შვი მოს­წყვი­ტეს ოჯა­ხებს.

უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით: 2008 წელს 14 800 მო­ზარ­დი და­ა­შო­რეს მშობ­ლებს და იმის გამო, რომ თურ­მე ად­გი­ლობ­რივ უპატ­რო­ნო ბავ­შვთა სახ­ლებს არა აქვთ და­ფი­ნან­სე­ბა, მათ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აშ­ვი­ლე­ბენ ევ­რო­პა­ში.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ოჯა­ხის კულ­ტია, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ მსგავ­სი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას და­უშ­ვებს ვინ­მე?

- მე არ ვამ­ბობ, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, სწო­რედ იმ სის­ტე­მას და­ამ­კვიდ­რებს, რაც უკვე არ­სე­ბობს იუ­ვე­ნა­ლუ­რი იუს­ტი­ცი­ის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ეს იქ­ნე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დეს ცვლი­ლე­ბე­ბი. და­აკ­ვირ­დით, რას აკე­თე­ბენ რე­ლი­გი­უ­რი მი­სი­ო­ნე­რე­ბი თუნ­დაც აჭა­რის მთი­ა­ნეთ­ში. ეძე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რად ხელ­მოკ­ლე, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს და მათ სთა­ვა­ზო­ბენ კარგ მო­მა­ვალს, ბავ­შვე­ბის სას­წავ­ლებ­ლად წაყ­ვა­ნას უცხო­ეთ­ში, სა­დაც ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი­ან და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­საქმდე­ბი­ან კი­დეც. ცხა­დია, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ის ბავ­შვე­ბი გახ­დე­ბი­ან იმ იდე­ო­ლო­გი­ის მიმ­დევ­რე­ბი, რომ­ლი­თაც აღიზ­რდე­ბი­ან გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სწო­რედ იმ ძა­ლის და­საყ­რდე­ნი გახ­დე­ბი­ან, რო­მელ­მაც მათი მო­მა­ვა­ლი უზ­რუნ­ველ­ყო. ეს პრო­ცე­სი ხომ დღეს მშვი­დად, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს? და­ი­ნერ­გე­ბა იუ­ვე­ნა­ლუ­რი იუს­ტი­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც. სკო­ლა­ში სუ­ლაც რომ არ იმუ­შა­ოს სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მა და რე­გი­ო­ნებ­ში, მი­ვარ­დნილ რა­ი­ო­ნებ­ში და­ი­წყოს ოჯა­ხე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­გორ ფიქ­რობთ, გა­უ­ჭირ­დე­ბათ ისე­თი ბავ­შვე­ბის ნახ­ვა, რო­მელ­თა უფ­ლე­ბე­ბიც ირ­ღვე­ვა თუნ­დაც იმის გამო, რომ მშობ­ლებს უჭირთ და ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ შვი­ლე­ბის რი­გი­ა­ნად კვე­ბას, გა­ნათ­ლე­ბას ვერ აძ­ლე­ვენ და ა.შ.?

ოჯა­ხებს ჩა­მო­არ­თმე­ვენ ასეთ ბავ­შვებს და არა­ვინ იცის, რა სუ­ლის­კვე­თე­ბის ოჯა­ხებ­ში ან რა იდე­ო­ლო­გი­ის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან. იუ­ვე­ნა­ლუ­რი იუს­ტი­ცი­ის გამო ოჯა­ხი დი­ლე­მის წი­ნა­შე დგე­ბა, ის იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, შვი­ლის დამ­ღუპ­ველ ხუშ­ტუ­რებ­ზე ია­როს, რომ არ წა­არ­თვან მშობ­ლის უფ­ლე­ბა.

ბავ­შვებს ტვინს გა­მო­უ­ჭე­და­ვენ ვი­თომ მათი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და წა­ა­ქე­ზე­ბენ, რომ არ და­ინ­დოს დედა ან მამა, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბას და­ა­პი­რებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ გა­ცხა­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით კონ­ფლიქ­ტუ­რია, მშობ­ლის და­რი­გე­ბა­ზე რე­ა­გი­რებს, რო­გორც თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა­ზე და მი­მარ­თავს სა­მარ­თალ­დამ­ცველ ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი იწყებს ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის "დაც­ვას". რა გა­რან­ტია გვექ­ნე­ბა, რომ ბავ­შვი, რო­მე­ლიც კა­ნო­ნებ­სა და უფ­ლე­ბებ­ში კი არა, ამ ასაკ­ში სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­შიც ვერ ერ­კვე­ვა რი­გი­ა­ნად, შეძ­ლებს ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ნოს დე­ფი­ნი­ცი­ე­ბი: მშო­ბე­ლი-აღ­მზრდე­ლი, მშო­ბე­ლი-მრჩე­ვე­ლი და მშო­ბე­ლი-კრი­მი­ნა­ლი?

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

"საქართველოში ქორწინების ინსტიტუტი 2050 წლამდე ძლივს გასტანს"

"საქართველოში ქორწინების ინსტიტუტი 2050 წლამდე ძლივს გასტანს"

გლობალიზაციის მკვლევართა ერთი ნაწილის ვარაუდით, თანამედროვე უფლებადამცველებმა, შესაძლოა, მალე დავით გურამიშვილიც შეაჩვენონ არასრულწლოვანზე ძალადობის "წახალისებაში", - ამის მიზეზი გახდება "ქართლის ჭირის" ცნობილი სტრიქონები: "ნუ გენაღვლების სწავლაზედ/ ყრმის წკეპლის ცემით კივილი,/ მალ გამთელდების უწამლოდ/ მისი წყლულების ტკივილი..."

ანტიგლობალისტების თქმითვე, უახლოეს მომავალში გამძაფრდება ბრძოლა ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების, კერძოდ, ოჯახური ინსტიტუტისა და აღზრდის სისტემასთან, ამ საქმეში კი განსაკუთრებულ როლს ე.წ. იუვენალური იუსტიცია და არასამთავრობო სექტორი ითამაშებს(!). დაინტერესებული ძალები მოზარდთა უფლებების დაცვის მოტივით შექმნილი კანონებით მშობლებს დააშანტაჟებენ, მშობლის უფლებასა და შვილებს ჩამოართმევენ და მათ აღსაზრდელად სხვა ოჯახებს ან ორგანიზაციებს გადასცემენ(!).

გლობალიზაციის მკვლევარი ზვიად ირემაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში იუვენალური იუსტიციის საკითხების დამუშავება, მშვიდად, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის ფონზე მიმდინარეობს და ხალხმა არაფერი იცის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

ზვიად ირემაძე: - აუცილებელია ფართო საზოგადოების განხილვის საგანი გახდეს პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც გულისხმობს შესწორებას კანონში: "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ". მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებებში არასამთავრობო სექტორის ჩართვას. პარლამენტარ გუგული მაღრაძის ინიციატივით კი კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვით ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებებში არასამთავრობო სექტორიც მიიღებს მონაწილეობას.

- რა საფრთხის შემცველია ეს და რას გულისხმობს იუვენალური იუსტიცია და ვინ, რატომ და როგორ წამართმევს შვილს?

- იუვენალური იუსტიციის ტექნოლოგიები გულისხმობს მოზარდთა უფლებების დაცვას ოჯახში. თქვენს შვილს მაგალითად, სკოლაში გააკონტროლებს მანდატურის ტიპის სოციალური მუშაკი ან სხვა ანგარიშვალდებული პირი, რომელსაც დავალებული ექნება, გამოიკვლიოს თქვენი ოჯახური მდგომარეობა (ფინანსური, სოციალური) და შვილთან დამოკიდებულება. საკმარისია, ბავშვმა უამბოს, როგორ დასაჯეთ აკრძალული ლიტერატურის წაკითხვის ან კომპიუტერში გართობის გამო, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის ორგანოებს და სასამართლოს ძალით დედობის უფლებასა და შვილს ჩამოგართმვენ. მათი დაბრუნებისთვის ბრძოლა მხოლოდ ევროპის სასამართლოში შეგეძლებათ, რადგან იუვენალური იუსტიცია გაეროს პროექტია და იმ ქვეყნებში, სადაც ის უკვე მოქმედებს (მაგალითად, უკრაინაში, რუსეთსა და ფინეთში), ადგილობრივ სასამართლოებს მხოლოდ ჩამორთმევის საკითხის განხილვის უფლებამოსილებას ანიჭებს. არ არის გათვალისწინებული, თქვენ ფინანსურად შეგიძლიათ თუ არა ევროპის სასამართლოში ბრძოლა.

- არ შიშობთ, რომ თქვენს ვარაუდს მძიმე ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს საზოგადოება?

- ერთი შეხედვით შეიძლება ასე ჩანდეს, მაგრამ ჩემი მოსაზრებები ეყრდნობა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, სადაც უკვე მოქმედებს იუვენალური იუსტიციის ტექნოლოგიები.

უკრაინაში, რუსეთსა და ფინეთში უკვე ათეულათასობით ბავშვი მოსწყვიტეს ოჯახებს.

უკრაინის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით: 2008 წელს 14 800 მოზარდი დააშორეს მშობლებს და იმის გამო, რომ თურმე ადგილობრივ უპატრონო ბავშვთა სახლებს არა აქვთ დაფინანსება, მათ ოფიციალურად აშვილებენ ევროპაში.

- საქართველოში, სადაც ოჯახის კულტია, წარმოგიდგენიათ, რომ მსგავსი კანონის მიღებას დაუშვებს ვინმე?

- მე არ ვამბობ, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ეტაპზე განიხილება პარლამენტში, სწორედ იმ სისტემას დაამკვიდრებს, რაც უკვე არსებობს იუვენალური იუსტიციის მქონე ქვეყნებში, მაგრამ მერწმუნეთ, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ეტაპობრივად მოხდეს ცვლილებები. დააკვირდით, რას აკეთებენ რელიგიური მისიონერები თუნდაც აჭარის მთიანეთში. ეძებენ სოციალურად ხელმოკლე, მრავალშვილიან ოჯახებს და მათ სთავაზობენ კარგ მომავალს, ბავშვების სასწავლებლად წაყვანას უცხოეთში, სადაც ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნებიან და მოგვიანებით დასაქმდებიან კიდეც. ცხადია, სწავლის დასრულების შემდეგ ის ბავშვები გახდებიან იმ იდეოლოგიის მიმდევრები, რომლითაც აღიზრდებიან განათლების მიღების დროს. საჭიროების შემთხვევაში კი სწორედ იმ ძალის დასაყრდენი გახდებიან, რომელმაც მათი მომავალი უზრუნველყო. ეს პროცესი ხომ დღეს მშვიდად, წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარეობს? დაინერგება იუვენალური იუსტიციის ტექნოლოგიებიც. სკოლაში სულაც რომ არ იმუშაოს სოციალურმა მუშაკმა და რეგიონებში, მივარდნილ რაიონებში დაიწყოს ოჯახების მონიტორინგი, როგორ ფიქრობთ, გაუჭირდებათ ისეთი ბავშვების ნახვა, რომელთა უფლებებიც ირღვევა თუნდაც იმის გამო, რომ მშობლებს უჭირთ და ვერ უზრუნველყოფენ შვილების რიგიანად კვებას, განათლებას ვერ აძლევენ და ა.შ.?

ოჯახებს ჩამოართმევენ ასეთ ბავშვებს და არავინ იცის, რა სულისკვეთების ოჯახებში ან რა იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციების ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდებიან. იუვენალური იუსტიციის გამო ოჯახი დილემის წინაშე დგება, ის იძულებული ხდება, შვილის დამღუპველ ხუშტურებზე იაროს, რომ არ წაართვან მშობლის უფლება.

ბავშვებს ტვინს გამოუჭედავენ ვითომ მათი უფლებების დამცველი ინფორმაციით და წააქეზებენ, რომ არ დაინდოს დედა ან მამა, რომელიც ძალადობას დააპირებს. წარმოიდგინეთ გაცხარებული მოზარდი, რომელიც გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით კონფლიქტურია, მშობლის დარიგებაზე რეაგირებს, როგორც თავისი უფლებების შელახვაზე და მიმართავს სამართალდამცველ ან არასამთავრობო ორგანიზაციას, ეს უკანასკნელი კი იწყებს ბავშვის უფლებების "დაცვას". რა გარანტია გვექნება, რომ ბავშვი, რომელიც კანონებსა და უფლებებში კი არა, ამ ასაკში საკუთარ გრძნობებშიც ვერ ერკვევა რიგიანად, შეძლებს ერთმანეთისგან გამიჯნოს დეფინიციები: მშობელი-აღმზრდელი, მშობელი-მრჩეველი და მშობელი-კრიმინალი?

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ