პრეზიდენტის პროექტი "ღიმილიანი საქართველო" აღარ გაგრძელდება. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი, ვიდრე ორთოპედია-სტომატოლოგიური პროექტი "ღიმილიანი საქართველოა".
მინისტრის ინფორმაციით, ხელისუფლებაში არ განიხილება და აღარ გაგრძელდება წინა ხელისუფლების მიერ, წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც რეგიონების მოსახლეობას უფასოდ უკეთებდნენ კბილების პროტეზს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილმა მოასწრო პროთეზების უფასოდ ჩასმა. ნაწილი კი უკმაყოფილო დარჩა, ვინაიდან, ამ პროექტის ფარგლებში, პროთეზების მორგებამდე მათ კბილები ამოუღეს, არჩევნებში "ქართული ოცნების"გამარჯვების შემდეგ, კი პროექტი გაჩერდა, რის გამოც, ისინი კბილებისა და პროთეზების გარეშე დარჩნენ.