საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ჟირინოვსკი - სასაზღვრო ბოძები იქ უნდა იდგეს, სადაც ისინი რუსეთის მეფემ ჩაარჭო
ვლადიმერ ჟირინოვსკი - სასაზღვრო ბოძები იქ უნდა იდგეს, სადაც ისინი რუსეთის მეფემ ჩაარჭო

ჩვენ უკვე ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში გვაქვს, რომ რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს პირ­და­პი­რი სა­ზღვა­რი უნდა ჰქონ­დეთ და რო­დე­საც შუ­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოა, ეს გა­უ­გე­ბა­რია, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­მა ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკიმ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იყო რუ­სე­თის ნა­წი­ლი.

"ჩვენ ერ­თად ვართ, ერთი ერი ვართ, რა ბო­ძე­ბი უნდა იყოს. მო­დით, და­ვი­წყოთ პირ­და­პირ სო­ფელ სარფში, იქ იქ­ნე­ბა რუ­სეთ-თურ­ქე­თის სა­ზღვა­რი. აბა რაში გვჭირ­დე­ბა ზედ­მე­ტი თა­ვის ტკი­ვი­ლი. ხომ სჯობს, ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ტვირ­თის თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, გა­ვუშ­ვათ მა­ტა­რე­ბე­ლი - ერე­ვა­ნი-თბი­ლი­სი-სო­ხუ­მი-მოს­კო­ვი. აქე­დან და­ვი­წყოთ, რათა ადა­მი­ა­ნებს შო­რის კავ­ში­რე­ბი იყოს, თუნ­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი. თქვენ კი­დევ ბო­ძებ­ზე სა­უბ­რობთ. სა­სა­ზღვრო ბო­ძე­ბი იქ უნდა იდ­გეს, სა­დაც ისი­ნი რუ­სე­თის მე­ფემ ჩა­არ­ჭო და არა­ვის აქვს მათი შე­ხე­ბის უფ­ლე­ბა. ვინც შე­ე­ხე­ბა, ხე­ლებს მო­ვამ­ტვრევთ", - გა­ნა­ცხა­და ჟი­რი­ნოვ­სკიმ.

დუ­მის დე­პუ­ტა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მიერ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის შე­საძ­ლო ბო­ი­კო­ტი­რე­ბის სა­კი­თხსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბო­ი­კო­ტი სუს­ტე­ბის საქ­მეა.

"თუ ვინ­მე სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბას ბო­ი­კოტს გა­მო­უ­ცხა­დებს, ეს მხო­ლოდ ამ ქვეყ­ნის და მისი სპორ­ტსმე­ნე­ბის სი­სუს­ტე­ზე მე­ტყვე­ლებს. სპორ­ტი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი არ არის. პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი არ უნდა იყოს არც ვაჭ­რო­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბა. ამ­დე­ნად, ბო­ი­კო­ტი სუს­ტე­ბის საქ­მეა. არა­ფე­რი იცი­ან და ამ­ბო­ბენ – "არ წა­ვალ", "არ გა­ვა­კე­თებ". იმი­ტომ, რომ სუს­ტი და ლა­ჩა­რი ხარ და იწყებ ბო­ი­კოტ­ზე ლა­პა­რაკს. ვის სჭირ­დე­ბა ბო­ი­კოტ­ზე ლა­პა­რა­კი. ოლიმ­პი­ა­და­ზე მუ­დამ მი­ლი­ო­ნო­ბით სპორ­ტსმე­ნი ას­პა­რე­ზობ­და და კი­დევ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", - აღ­ნიშ­ნა ჟი­რი­ნოვ­სკიმ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვლადიმერ ჟირინოვსკი - სასაზღვრო ბოძები იქ უნდა იდგეს, სადაც ისინი რუსეთის მეფემ ჩაარჭო

ვლადიმერ ჟირინოვსკი - სასაზღვრო ბოძები იქ უნდა იდგეს, სადაც ისინი რუსეთის მეფემ ჩაარჭო

ჩვენ უკვე ცნობიერებაში გვაქვს, რომ რუსეთსა და თურქეთს პირდაპირი საზღვარი უნდა ჰქონდეთ და როდესაც შუაში საქართველოა, ეს გაუგებარია, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო რუსეთის ნაწილი.

"ჩვენ ერთად ვართ, ერთი ერი ვართ, რა ბოძები უნდა იყოს. მოდით, დავიწყოთ პირდაპირ სოფელ სარფში, იქ იქნება რუსეთ-თურქეთის საზღვარი. აბა რაში გვჭირდება ზედმეტი თავის ტკივილი. ხომ სჯობს, ადამიანებისა და ტვირთის თავისუფლად გადაადგილება. უმჯობესია, გავუშვათ მატარებელი - ერევანი-თბილისი-სოხუმი-მოსკოვი. აქედან დავიწყოთ, რათა ადამიანებს შორის კავშირები იყოს, თუნდაც ეკონომიკური. თქვენ კიდევ ბოძებზე საუბრობთ. სასაზღვრო ბოძები იქ უნდა იდგეს, სადაც ისინი რუსეთის მეფემ ჩაარჭო და არავის აქვს მათი შეხების უფლება. ვინც შეეხება, ხელებს მოვამტვრევთ", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

დუმის დეპუტატი საქართველოს მიერ სოჭის ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტირების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოიკოტი სუსტების საქმეა.

"თუ ვინმე სპორტულ ღონისძიებას ბოიკოტს გამოუცხადებს, ეს მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი სპორტსმენების სისუსტეზე მეტყველებს. სპორტი პოლიტიკის ნაწილი არ არის. პოლიტიკის ნაწილი არ უნდა იყოს არც ვაჭრობა, მეცნიერება და ხელოვნება. ამდენად, ბოიკოტი სუსტების საქმეა. არაფერი იციან და ამბობენ – "არ წავალ", "არ გავაკეთებ". იმიტომ, რომ სუსტი და ლაჩარი ხარ და იწყებ ბოიკოტზე ლაპარაკს. ვის სჭირდება ბოიკოტზე ლაპარაკი. ოლიმპიადაზე მუდამ მილიონობით სპორტსმენი ასპარეზობდა და კიდევ მიიღებს მონაწილეობას", - აღნიშნა ჟირინოვსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?