სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩიორა თაქთაქიშვილი - ვერცერთი ოქროს მედალი ვერ ჩამორეცხავს ერს ამ სირცხვილს
ჩიორა თაქთაქიშვილი - ვერცერთი ოქროს მედალი ვერ ჩამორეცხავს ერს ამ სირცხვილს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს.

"შე­ვეც­დე­ბი, რომ ამ თე­მა­ზე მეტი აღარც დავ­წე­რო. ამას ვწერ მარ­ტო იმი­ტომ, რომ მა­ინც ვერ გა­ვი­გე, რა არის აქ გა­უ­გე­ბა­რი?! სოჭ­ში იმი­ტომ არ უნდა წა­ვი­დეთ ოლიმ­პი­ა­და­ზე, რა­ტო­მაც არ მი­დი­ან სა­ქე­ი­ფოდ და დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად იმ არა­ა­და­მი­ან­თან, რო­მელ­მაც სახლ-კარი გა­და­გიწ­ვა, ცოლ-შვი­ლი გა­გი­უ­პა­ტი­უ­რა და ქმა­რი მო­გიკ­ლა, შენს სახ­ლში და­სახ­ლდა, შენ კი გა­მოგ­დევ­ნა და შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბის საფ­ლავ­თა­ნაც არ გა­კა­რებს, თან ქე­ი­ფის პა­რა­ლე­ლუ­რად შენი ახა­ლი სახ­ლი­და­ნაც აყ­რას გი­პი­რებს და სხვა­გან გა­და­სახ­ლე­ბას გა­ი­ძუ­ლებს ია­რა­ღის მუ­ქა­რით. ეს არ არის გაზ­ვი­ა­დე­ბა, ეს არის რე­ა­ლო­ბა. ასე­თია დღეს ჩვე­ნი და რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა. და რა შუ­ა­შია ამას­თან სპორ­ტის და პო­ლი­ტი­კის გა­მი­ჯვნა-არ­გა­მი­ჯვნა. ერს, ისე­ვე რო­გორც ადა­მი­ანს ან აქვს ღირ­სე­ბა, ან - არა. სა­ხელ­მწი­ფოს ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი კი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, ერის ნება აღას­რუ­ლონ. ამი­ტომ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და ორ­მა­გი ტეს­ტია ერის­თვი­საც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც. რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტსმე­ნებს, ვერ­ცერ­თი ნი­ჭი­ე­რი სპორ­ტსმე­ნის ოქ­როს მე­და­ლი ვერ ჩა­მო­რე­ცხავს ვერც ერს და ვერც სა­ხელ­მწი­ფოს ამ სირ­ცხვილს", - წერს თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

2014 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი 7 თე­ბერ­ვალს სოჭ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ოლიმ­პი­ა­და­ში 4-მა სპორ­ტსმენ­მა უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჩიორა თაქთაქიშვილი - ვერცერთი ოქროს მედალი ვერ ჩამორეცხავს ერს ამ სირცხვილს

ჩიორა თაქთაქიშვილი - ვერცერთი ოქროს მედალი ვერ ჩამორეცხავს ერს ამ სირცხვილს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას აპროტესტებს.

"შევეცდები, რომ ამ თემაზე მეტი აღარც დავწერო. ამას ვწერ მარტო იმიტომ, რომ მაინც ვერ გავიგე, რა არის აქ გაუგებარი?! სოჭში იმიტომ არ უნდა წავიდეთ ოლიმპიადაზე, რატომაც არ მიდიან საქეიფოდ და დროის გასატარებლად იმ არაადამიანთან, რომელმაც სახლ-კარი გადაგიწვა, ცოლ-შვილი გაგიუპატიურა და ქმარი მოგიკლა, შენს სახლში დასახლდა, შენ კი გამოგდევნა და შენი ოჯახის წევრების საფლავთანაც არ გაკარებს, თან ქეიფის პარალელურად შენი ახალი სახლიდანაც აყრას გიპირებს და სხვაგან გადასახლებას გაიძულებს იარაღის მუქარით. ეს არ არის გაზვიადება, ეს არის რეალობა. ასეთია დღეს ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა. და რა შუაშია ამასთან სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნა-არგამიჯვნა. ერს, ისევე როგორც ადამიანს ან აქვს ღირსება, ან - არა. სახელმწიფოს ჩინოვნიკები კი ვალდებული არიან, ერის ნება აღასრულონ. ამიტომ სოჭის ოლიმპიადა ორმაგი ტესტია ერისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც. რაც შეეხება სპორტსმენებს, ვერცერთი ნიჭიერი სპორტსმენის ოქროს მედალი ვერ ჩამორეცხავს ვერც ერს და ვერც სახელმწიფოს ამ სირცხვილს", - წერს თაქთაქიშვილი.

2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს სოჭში ჩატარდება. საქართველოს სახელით ოლიმპიადაში 4-მა სპორტსმენმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს