პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავაღწიოთ თავი გრიპისა და გაციების სიპტომებს
როგორ დავაღწიოთ თავი გრიპისა და გაციების სიპტომებს

შე­მოდ­გო­მის დად­გო­მას­თან ერ­თად, იმა­ტა ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რისკმა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, წელს ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის და გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად, ღო­რის გრი­პის H1N1 და H3N2 შტა­მე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

რო­გორ და­ვაღ­წი­ოთ თავი გრი­პი­სა და გა­ცი­ე­ბის სიპ­ტო­მებს?– თქვენს კი­თხვებს გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

ნანა:

არის თუ არა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ზამ­თარ­ში ღო­რის გრი­პის H1N1 და H3N2 შტა­მე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბი და რო­გორ და­ვიც­ვათ თავი?

-ზამ­თრის სა­ზონ­ზე გრი­პი გარ­და­უ­ვა­ლია, ეს არის მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც ყო­ველ ზამ­თრის სე­ზონ­ზე აქვს ად­გი­ლი. ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის­თვის ით­ვლე­ბა, რომ ყო­ვე­ლი წლის მე­ორ­მო­ცე კვი­რი­დან მომ­დევ­ნო წლის მე­ო­ცე კვი­რამ­დე მა­ტუ­ლობს გრი­პით ავა­დო­ბა. ეს არის უფრო ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დი ვიდ­რე მე და­ვა­სა­ხე­ლე, მაგ­რამ წი­ნას­წარ ზუს­ტი გან­სა­ზღვრა რო­მელ პე­რი­ოდ­ში იქ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ამ პე­რი­ოდს არ ცდე­ბა. ამ დროს მო­სახ­ლე­ო­ბის 15-20% მო­ი­ა­ვად­მყო­ფებს გრი­პის რო­მე­ლი­მე ვირუ­სით, შემ­დგომ გა­და­ივ­ლის კი­დეც გრი­პის სე­ზო­ნი. მიმ­დი­ნა­რე წელს გრი­პის რო­მე­ლი ქვე­ტი­პი გავ­რცელ­დე­ბა და რო­მე­ლი შტა­მი, ამის წი­ნას­წარ ვა­რა­უ­დი შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ეს იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვირუ­სე­ბი - ანუ H1n1, h3N2 ან B გრი­პის რო­მე­ლი­მე ქვე­სა­ხე­ო­ბა. თა­ვის დაც­ვის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა არის სე­ზო­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია. ეს ტარ­დე­ბა წე­ლი­წად­ში ერთხელ, იმ კონ­კრე­ტუ­ლი შტა­მე­ბის წა­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­თა გავ­რცე­ლე­ბაც ნა­ვა­რა­უ­დე­ბია ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის­თვის. რო­გორ წესი ეს არის ტრი­ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც სამ ქვე­ტიპს შე­ი­ცავს. წელს რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ასე­ვე ოთხ კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნე­ბი, სა­დაც გარ­და 2 A და 1B სა­ხე­ო­ბი­სა კიდე და­მა­ტე­ბი­თაა შე­ტა­ნი­ლი ერთ-ერთ B გრი­პის სა­ხე­ო­ბა.

ნა­ზიბ­რო­ლა:

ძა­ლი­ან ხში­რად ვცივ­დე­ბი,ზამ­თარ­ში თით­ქმის სულ გა­ცი­ე­ბუ­ლი ვარ, რა წა­მა­ლი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღო რომ ასე ხში­რად არ გავ­ცივ­დე?

-გა­ცი­ე­ბა კრე­ბით სა­ხე­ლია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს გა­მომ­წვე­ვე­ბის ძა­ლი­ან დიდ ნა­ირ­სა­ხე­ო­ბას. ეს არის ვირუ­სე­ბის 200-ზე მეტი სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­ცი­ე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს. ნამ­დვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ წლის მან­ძილ­ზე ჩვენ გა­და­ვე­ყა­როთ სხვა­დას­ხვა გა­მომ­წვევს და მათი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს გრი­პის მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი. უდა­ვოა, რომ სა­ერ­თო გა­კა­ჟე­ბა არის ყვე­ლა­ზე კარ­გი არა­პირ­და­პი­რი დაც­ვა ვირუ­სე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც გა­ცი­ე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს და არა გრიპს. გრი­პის პრე­ვენ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა არის ვაქ­ცი­ნა­ცია. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ვირუ­სე­ბი­სა­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად სა­უ­კე­თე­სოა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და სა­ერ­თო გა­კა­ჟე­ბა.

ქეთი:

პე­დი­ატ­რე­ბის ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სამი წლის ბავ­შვის აცრა ვირუ­სებ­ზე ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია და ერთი წლის მან­ძილ­ზე და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა. ნა­წი­ლი თვლის, რომ აბ­სო­ლი­ტუ­რად არ იცავს და შე­საძ­ლე­ბე­ლია ისევ შეხ­ვდეს ვირუ­სი, ამი­ტომ ზედ­მე­ტად ვაქ­ცი­ნის შეყ­ვა­ნა პა­ტა­რას ორ­გა­ნიზ­მში სა­სურ­ვე­ლი არ არის. გთხოვთ მირ­ჩი­ოთ ავცრა თუ არა ბავ­შვი?

-ალ­ბათ კი­თხვის ავ­ტო­რი გუ­ლის­ხმობს გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას, მარ­თა­ლია ნა­წი­ლი თვლის რომ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არის ეფექ­ტუ­რი, იმი­ტომ რომ ის იცავს მხო­ლოდ გრი­პის­გან. ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 200-ზე მეტი სა­ხე­ო­ბის ვირუ­სე­ბის­გან ვაქ­ცი­ნა­ცი­ით თა­ვის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ავიც­რე­ბით თუ არა და­ცუ­ლე­ბი არ ვართ და­ნარ­ჩე­ნი ვირუ­სე­ბის­გან, რო­მე­ლიც გა­ცი­ე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს. გრი­პი არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს გა­და­აქვთ საკ­მა­ოდ იო­ლად და მთავ­რდე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბით, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის­თვის ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მძიმ­დე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს 6 თვის ზე­მოთ ასა­კის ბავ­შვე­ბი აიც­რან გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით. 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან გრი­პის გარ­თუ­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს, ამი­ტომ ამ ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ავცრათ გრი­პის წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა ეს არ მოგ­ვცემს გა­რან­ტი­ას, რომ ბავ­შვს არ და­ე­მარ­თე­ბა სხვა გა­ცი­ე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბა. გრი­პის ვაქ­ცი­ნა მი­ე­კუთ­ვნე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნებს რაც კი არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში. ბავ­შვიც და მოზ­რდი­ლიც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში იმ­დენ ვე­ლურ გა­მომ­წვევს ვეყ­რე­ბით, ჩვენ­და უნე­ბუ­რად და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ავა­დაც ვხდე­ბით გრი­პით, რომ მას­თან შე­და­რე­ბით ვაქ­ცი­ნის შეყ­ვა­ნა სხე­ულ­ში არა­ვი­თარ რის­კის ქვეშ არ აყე­ნებს ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბას.

სოფო:

მყავს წლი­სა და ოთხი თვის ბიჭი. გა­სულ ზამ­თარ­ში ორ­ჯერ გა­და­ვი­ტა­ნეთ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და ოთხჯერ ბრონ­ხი­ტი. ზა­ფხულ­ში მყავ­და მან­გლის­ში (ივ­ლი­სი, აგ­ვის­ტო). იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად მი­ვა­ღე­ბი­ნე კი­ნატრო­ფი­ნი, ლან­დი­ჯე ბ, ვანს-იარი, ბრონ­ხო იმუ­ნალ პ. (მა­პა­ტი­ეთ, თუ ზუს­ტად ვერ და­ვა­სა­ხე­ლე წამ­ლე­ბი). ეხლა მოვ­რჩით ლან­დი­ჯინ ბ-ს მი­ღე­ბას. ორი კვი­რის წინ ისევ გახ­და ავად. დი­აგ­ნო­ზი- მსტვე­ნა­ვი ბრონ­ხი­ტი. ინ­გა­ლა­ცი­ე­ბით (ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი + ულ­მი­კორ­ტი, ატ­რო­ვენ­ტი) პრედ­ნი­ზო­ლო­ნით გმო­ვე­დით მდგო­მა­რე­ო­ბი­დან (ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად). ეხლა ისევ სის­ვე­ლე და­ე­წყო ცხვირ­ში ისევ სი­ცხე გვქონ­და.

სახ­ლში კი­დევ ერთი პა­ტა­რა გვყავს (3.8 წლის), რო­მე­ლიც ბაღ­ში და­დის, ცივ­დე­ბა, რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი, მაგ­რამ მსგავ­სი სიხ­ში­რი­თა და სირ­თუ­ლით არა. იქ­ნებ მირ­ჩი­ოთ რა­ი­მე კვლე­ვა, მე­დი­კა­მენ­ტი, იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რი, აცრა, რაც ბავ­შვს წინა წლის უკი­დუ­რე­სი პრობ­ლე­მე­ბის­გან და­ი­ცავს.

-აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვურ­ჩი­ოთ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია, ვი­ნა­ი­დან ბავ­შვი არის ხში­რად მო­ა­ვა­დე, რო­გორც მშობ­ლის მო­ნა­თხრო­ბი­დან ჩანს. ასა­კი­თაც და იმი­თაც რომ ხში­რად მო­ა­ვა­დეა ის მი­ე­კუთ­ვნე­ბა მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს გრი­პის გარ­თუ­ლე­ბე­ბის, ალ­ბათ სჯობს, რომ იყოს სე­ზო­ნუ­რად აც­რი­ლი. მე­ო­რე მხრივ მე­დი­კა­მენ­ტის და­ნიშ­ვნა თუნ­დაც ეს იყოს იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით ან მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ასე­თი მო­ნა­თხრო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა. სჯობს კი­თხვის ავ­ტორ­მა მი­მარ­თოს პი­რად პე­დი­ატრს, რო­მე­ლიც თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და­ნიშ­ნავს სპე­ცი­ფი­ურ მკურ­ნა­ლო­ბას.

თე­ო­ნა:

მყავს ორი შვი­ლი გოგო და ბიჭი (4 და 5 წლის). გო­გოს აც­რე­ბი ყვე­ლა გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს ორ წლამ­დე. ბიჭს მხო­ლოდ ერთი, ისიც და­ბა­დე­ბის დროს სამ­შო­ბი­ა­რო­ში. ახ­ლობ­ლე­ბი მირ­ჩე­ვენ რომ არ გა­ვუ­კე­თო, თქვენ რას მირ­ჩევთ?

-მე ვურ­ჩევ მშო­ბელს, რომ გა­უ­კე­თოს ყვე­ლა აცრა, რად­გან აცრა არის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა და­ვიც­ვათ ბავ­შვე­ბი იმ ვაქ­ცი­ნით მარ­თვა­დი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც უქ­მნი­ან ყვე­ლა­ზე დიდ რისკს ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლეს. ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლე არ უნდა და­ვა­ყე­ნოთ საფრ­თხის ქვეშ, მა­შინ როცა არ­სე­ბობს ასე­თი საფრ­თხის­გან დაც­ვის ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­გო­რიც არის ვაქ­ცი­ნა. დღეს რა ვაქ­ცი­ნე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს არის უსაფრ­თხო, არის მო­წო­დე­ბუ­ლი ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის გა­დარ­ჩე­ნის­კენ და ნუ ვი­ტყვით უარს იმ სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე, რა­საც გვაძ­ლევს მე­დი­ცი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი.

ზან­და:

მყავს 5 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც ბაღ­ში და­დის. ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ხში­რად ცივ­დე­ბა, ძი­რი­თა­დად ყელი აქვს წი­თე­ლი. რა ზო­მებს მივ­მარ­თო, რომ იმუ­ნი­ტე­ტი აუ­მაღ­ლდეს. ასე­ვე მყავს მე­ო­რე - 4 წლის, აც­რე­ბი ჯერ არ აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. რას გვირ­ჩევთ?

-ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­დე­საც ბავ­შვებს არ აქვთ აც­რე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ეხლა ვართ ფა­ზა­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას დიდი ეპიდ-აფეთ­ქე­ბა არის და ჯერ კი­დევ არ არის ჩა­თა­ვე­ბუ­ლი. იმ მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც არ ჰყავთ აც­რი­ლი ბავ­შვე­ბი წი­თე­ლა­ზე, წი­თუ­რა­ზე და ყბა-ყუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ვახ­სე­ნებ, რომ წი­თე­ლა ერთ-ერთი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­სიც ხში­რად არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შე­დე­გე­ბით მთავ­რდე­ბა, მა­შინ რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა არის უსაფრ­თხო, არ იწ­ვევს გარ­თუ­ლე­ბას და რისკს არ უქ­მნის ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბას. რა ჯო­ბია გა­და­ვა­ტა­ნი­ნოთ ბავ­შვს უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა, თუ ავცრათ ერთხელ და გვყავ­დეს ბავ­შვე­ბი და­ცუ­ლი ამ და­ა­ვა­დე­ბის­გან? მე ყვე­ლა მშო­ბელს ვურ­ჩევ­დი ჩა­უ­ტა­რონ ბავ­შვებს აც­რე­ბი ყვე­ლა იმ გეგ­მი­უ­რი ვაქ­ცი­ნე­ბით, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლია ბავ­შვთა ასა­კის­თვის.

თეკო:

ვარ 20 წლის გო­გო­ნა. მაქვს ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი, ხში­რად ვარ მო­წყე­ნი­ლი, მა­წუ­ხებს გა­მუდ­მე­ბით დაღ­ლი­ლო­ბა. ხომ არ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­მოდ­გო­მის სე­ზონ­თან და შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამის მი­ზე­ზი სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი იყოს?

-გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა ხში­რად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მარ­თლაც ბუ­ნე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბას­თან. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია შე­მოდ­გო­მა- ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბობს ასე­თი მცნე­ბა -ზამ­თრის დეპ­რე­სია. ცუდი გან­წყო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია სუფ­თა ჰა­ე­რი, მეტი სე­ირ­ნო­ბა და თვი­თონ შე­ვუქ­მნათ სა­კუ­თარ გან­წყო­ბას სი­ხა­რუ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი. მე გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

როგორ დავაღწიოთ თავი გრიპისა და გაციების სიპტომებს

როგორ დავაღწიოთ თავი გრიპისა და გაციების სიპტომებს

შემოდგომის დადგომასთან ერთად, იმატა ვირუსების გავრცელების რისკმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, წელს ვირუსის ახალი შტამი მოსალოდნელი არ არის და გასული წლების მსგავსად, ღორის გრიპის H1N1 და H3N2 შტამების ნაირსახეობებია მოსალოდნელი.

როგორ დავაღწიოთ თავი გრიპისა და გაციების სიპტომებს?– თქვენს კითხვებს გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ნანა:

არის თუ არა მოსალოდნელი ზამთარში ღორის გრიპის H1N1 და H3N2 შტამების ნაირსახეობები და როგორ დავიცვათ თავი?

-ზამთრის საზონზე გრიპი გარდაუვალია, ეს არის მოვლენა, რომელსაც ყოველ ზამთრის სეზონზე აქვს ადგილი. ევროპის რეგიონისთვის ითვლება, რომ ყოველი წლის მეორმოცე კვირიდან მომდევნო წლის მეოცე კვირამდე მატულობს გრიპით ავადობა. ეს არის უფრო ხანმოკლე პერიოდი ვიდრე მე დავასახელე, მაგრამ წინასწარ ზუსტი განსაზღვრა რომელ პერიოდში იქნება შეუძლებელია, თუმცა ამ პერიოდს არ ცდება. ამ დროს მოსახლეობის 15-20% მოიავადმყოფებს გრიპის რომელიმე ვირუსით, შემდგომ გადაივლის კიდეც გრიპის სეზონი. მიმდინარე წელს გრიპის რომელი ქვეტიპი გავრცელდება და რომელი შტამი, ამის წინასწარ ვარაუდი შეუძლებელია, თუმცა ეს იქნება აუცილებლად სეზონური გრიპის ვირუსები - ანუ H1n1, h3N2 ან B გრიპის რომელიმე ქვესახეობა. თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება არის სეზონური ვაქცინაცია. ეს ტარდება წელიწადში ერთხელ, იმ კონკრეტული შტამების წანააღმდეგ, რომელთა გავრცელებაც ნავარაუდებია ევროპის რეგიონისთვის. როგორ წესი ეს არის ტრივაქცინა, რომელიც სამ ქვეტიპს შეიცავს. წელს რეკომენდირებულია ასევე ოთხ კომპონენტიანი ვაქცინები, სადაც გარდა 2 A და 1B სახეობისა კიდე დამატებითაა შეტანილი ერთ-ერთ B გრიპის სახეობა.

ნაზიბროლა:

ძალიან ხშირად ვცივდები,ზამთარში თითქმის სულ გაციებული ვარ, რა წამალი შეიძლება მივიღო რომ ასე ხშირად არ გავცივდე?

-გაციება კრებით სახელია, რომელიც მოიცავს გამომწვევების ძალიან დიდ ნაირსახეობას. ეს არის ვირუსების 200-ზე მეტი სახეობა, რომელიც გაციებით მიმდინარე დაავადებას იწვევს. ნამდვილად შესაძლებელია, რომ წლის მანძილზე ჩვენ გადავეყაროთ სხვადასხვა გამომწვევს და მათი ინფიცირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გრიპის მაგვარი დაავადების სიმპტომები. უდავოა, რომ საერთო გაკაჟება არის ყველაზე კარგი არაპირდაპირი დაცვა ვირუსებისაგან, რომლებიც გაციებით მიმდინარე დაავადებას იწვევს და არა გრიპს. გრიპის პრევენციის საუკეთესო საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დანარჩენი ვირუსებისაგან თავის დასაცავად საუკეთესოა ჯანსაღი ცხოვრების წესი და საერთო გაკაჟება.

ქეთი:

პედიატრების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამი წლის ბავშვის აცრა ვირუსებზე ძალიან ეფექტურია და ერთი წლის მანძილზე დაცული იქნება. ნაწილი თვლის, რომ აბსოლიტურად არ იცავს და შესაძლებელია ისევ შეხვდეს ვირუსი, ამიტომ ზედმეტად ვაქცინის შეყვანა პატარას ორგანიზმში სასურველი არ არის. გთხოვთ მირჩიოთ ავცრა თუ არა ბავშვი?

-ალბათ კითხვის ავტორი გულისხმობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, მართალია ნაწილი თვლის რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არის ეფექტური, იმიტომ რომ ის იცავს მხოლოდ გრიპისგან. ხოლო დანარჩენი 200-ზე მეტი სახეობის ვირუსებისგან ვაქცინაციით თავის დაცვის საშუალება არ არსებობს. მიუხედავად იმისა გრიპის საწინააღმდეგოდ ავიცრებით თუ არა დაცულები არ ვართ დანარჩენი ვირუსებისგან, რომელიც გაციებით მიმდინარე დაავადებას იწვევს. გრიპი არის დაავადება, რომელიც ადამიანებს გადააქვთ საკმაოდ იოლად და მთავრდება გამოჯანმრთელებით, თუმცა გარკვეული კატეგორიისთვის ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც რიგ შემთხვევებში მძიმდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს 6 თვის ზემოთ ასაკის ბავშვები აიცრან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. 5 წლამდე ასაკის ბავშვები მიეკუთვნებიან გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფს, ამიტომ ამ ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდირებულია ავცრათ გრიპის წინააღმდეგ, თუმცა ეს არ მოგვცემს გარანტიას, რომ ბავშვს არ დაემართება სხვა გაციებით მიმდინარე დაავადება. გრიპის ვაქცინა მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ვაქცინებს რაც კი არსებობს მსოფლიოში. ბავშვიც და მოზრდილიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენ ველურ გამომწვევს ვეყრებით, ჩვენდა უნებურად და ხშირ შემთხვევაში ავადაც ვხდებით გრიპით, რომ მასთან შედარებით ვაქცინის შეყვანა სხეულში არავითარ რისკის ქვეშ არ აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას.

სოფო:

მყავს  წლისა და ოთხი თვის ბიჭი. გასულ ზამთარში ორჯერ გადავიტანეთ ფილტვების ანთება და ოთხჯერ ბრონხიტი. ზაფხულში მყავდა მანგლისში (ივლისი, აგვისტო). იმუნიტეტის გასაძლიერებლად მივაღებინე კინატროფინი, ლანდიჯე ბ, ვანს-იარი, ბრონხო იმუნალ პ. (მაპატიეთ, თუ ზუსტად ვერ დავასახელე წამლები). ეხლა მოვრჩით ლანდიჯინ ბ-ს მიღებას. ორი კვირის წინ ისევ გახდა ავად. დიაგნოზი- მსტვენავი ბრონხიტი. ინგალაციებით (ფიზიოლოგიური + ულმიკორტი, ატროვენტი) პრედნიზოლონით გმოვედით მდგომარეობიდან (ექიმის დანიშნულების შესაბამისად). ეხლა ისევ სისველე დაეწყო ცხვირში ისევ სიცხე გვქონდა.

სახლში კიდევ ერთი პატარა გვყავს (3.8 წლის), რომელიც ბაღში დადის, ცივდება, როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ მსგავსი სიხშირითა და სირთულით არა. იქნებ მირჩიოთ რაიმე კვლევა, მედიკამენტი, იმუნომოდულატორი, აცრა, რაც ბავშვს წინა წლის უკიდურესი პრობლემებისგან დაიცავს.

-აუცილებლად უნდა ვურჩიოთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვინაიდან ბავშვი არის ხშირად მოავადე, როგორც მშობლის მონათხრობიდან ჩანს. ასაკითაც და იმითაც რომ ხშირად მოავადეა ის მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს გრიპის გართულებების, ალბათ სჯობს, რომ იყოს სეზონურად აცრილი. მეორე მხრივ მედიკამენტის დანიშვნა თუნდაც ეს იყოს იმუნომოდულაციის თვალსაზრისით ან მკურნალობისთვის ასეთი მონათხრობის საფუძველზე არ შეიძლება. სჯობს კითხვის ავტორმა მიმართოს პირად პედიატრს, რომელიც თუ საჭირო იქნება დანიშნავს სპეციფიურ მკურნალობას.

თეონა:

მყავს ორი შვილი გოგო და ბიჭი (4 და 5 წლის). გოგოს აცრები ყველა გაკეთებული აქვს ორ წლამდე. ბიჭს მხოლოდ ერთი, ისიც დაბადების დროს სამშობიაროში. ახლობლები მირჩევენ რომ არ გავუკეთო, თქვენ რას მირჩევთ?

-მე ვურჩევ მშობელს, რომ გაუკეთოს ყველა აცრა, რადგან აცრა არის ერთადერთი საშუალება დავიცვათ ბავშვები იმ ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან, რომლებიც უქმნიან ყველაზე დიდ რისკს ბავშვების სიცოცხლეს. ჩვენი შვილების სიცოცხლე არ უნდა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ, მაშინ როცა არსებობს ასეთი საფრთხისგან დაცვის ისეთი საშუალება, როგორიც არის ვაქცინა. დღეს რა ვაქცინებიც საქართველოში არსებობს არის უსაფრთხო, არის მოწოდებული ბავშვთა ჯანმრთელობის გადარჩენისკენ და ნუ ვიტყვით უარს იმ საშუალებაზე, რასაც გვაძლევს მედიცინაში არსებული მიღწევები.

ზანდა:

მყავს 5 წლის ბიჭი, რომელიც ბაღში დადის. ზამთრის პერიოდში ხშირად ცივდება, ძირითადად ყელი აქვს წითელი. რა ზომებს  მივმართო, რომ იმუნიტეტი აუმაღლდეს. ასევე მყავს მეორე - 4 წლის, აცრები ჯერ არ აქვს ჩატარებული. რას გვირჩევთ?

-ძალიან ცუდია, როდესაც ბავშვებს არ აქვთ აცრები ჩატარებული. ეხლა ვართ ფაზაში, როდესაც საქართველოში წითელას დიდი ეპიდ-აფეთქება არის და ჯერ კიდევ არ არის ჩათავებული. იმ მშობლებს, რომლებსაც არ ჰყავთ აცრილი ბავშვები წითელაზე, წითურაზე და ყბა-ყურის წინააღმდეგ შევახსენებ, რომ წითელა ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა, რომელსიც ხშირად არასასიამოვნო შედეგებით მთავრდება, მაშინ როდესაც ვაქცინა არის უსაფრთხო, არ იწვევს გართულებას და რისკს არ უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას. რა ჯობია გადავატანინოთ ბავშვს უმძიმესი დაავადება, თუ ავცრათ ერთხელ და გვყავდეს ბავშვები დაცული ამ დაავადებისგან? მე ყველა მშობელს ვურჩევდი ჩაუტარონ ბავშვებს აცრები ყველა იმ გეგმიური ვაქცინებით, რომელიც მოწოდებულია ბავშვთა ასაკისთვის.

თეკო:

ვარ 20 წლის გოგონა. მაქვს ცვალებადი ხასიათი, ხშირად ვარ მოწყენილი, მაწუხებს გამუდმებით დაღლილობა. ხომ არ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული შემოდგომის სეზონთან და შეიძლება თუ არა ამის მიზეზი სუსტი იმუნიტეტი იყოს?

-გუნება-განწყობა ხშირად არის დამოკიდებული მართლაც ბუნების ცვალებადობასთან. საყოველთაოდ ცნობილია შემოდგომა- ზამთრის პერიოდში არსებობს ასეთი მცნება -ზამთრის დეპრესია. ცუდი განწყობის საწინააღმდეგოდ მიზანშეწონილია სუფთა ჰაერი, მეტი სეირნობა და თვითონ შევუქმნათ საკუთარ განწყობას სიხარულის საფუძველი. მე გისურვებთ ჯანმრთელობას.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას