მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ანგელა მერკელის ფავორიტი ქართველი ბალერინა?
ვინ არის ანგელა მერკელის ფავორიტი ქართველი ბალერინა?

თათა ჯაში გერ­მა­ნი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და - სწავ­ლობ­და და და პა­რა­ლე­ლუ­რად ცეკ­ვავ­და. რო­გორც ამ­ბობს, ღა­მე­ში 4 სა­ა­თი ეძი­ნა, ისე­თი დატ­ვირ­თუ­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ბა­ლე­ტო კა­რი­ე­რა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, მაგ­რამ ტრავ­მამ არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ზე უარი ათ­ქმე­ვი­ნა.

- თათა, ტრავ­მის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დი. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ რა­ტომ აღარ გა­ნაგ­რძე შენი საქ­მი­ა­ნო­ბა?

- სამ­წუ­ხა­როდ, ტრავ­მამ ქრო­ნი­კუ­ლი ტკი­ვი­ლი და­მი­ტო­ვა, ამი­ტომ სა­ბა­ლე­ტო კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. რა­საც აქამ­დე მი­ვაღ­წიე, იმი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასაკ­ში შევ­ძე­ლი და გა­დავ­წყვი­ტე, მა­ყუ­რე­ბელს ისე­თი დავ­მახ­სოვ­რე­ბო­დი, რო­გო­რიც ვი­ყა­ვი. ტრავ­მის შემ­დეგ ფორ­მის აღ­დგე­ნა გარ­თულ­დე­ბო­და. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე ვცეკ­ვავ Contemporarys და მო­დერნს. ვცდი­ლობ, ამ გან­ხრით, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიტ­ვირ­თო თავი და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს დარ­გი აქ ჯერ კი­დევ გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლი­ან და­ბალ ეტაპ­ზეა.

- Contemporary - რა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა?

- ეს თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვაა, უფრო სწო­რად რომ ვთქვა, სხე­უ­ლის "ენაა" მო­ო­დერ­ნით შე­საძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა ემო­ცი­ის სხე­უ­ლით გად­მო­ცე­მა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა იდ­გამს ფეხს და უკვე გა­მოჩ­ნდნენ კი­დეც თვით­ნას­წავ­ლი მო­ვეკ­ვა­ვე­ე­ბიც. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ დარ­გში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. გერ­მა­ნი­ა­ში ტრე­ნინ­გებს 3 წელი გავ­დი­ო­დი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ამ­ჟა­მინ­დელ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, ეს მარ­კე­ტინ­გია. იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია LA CASA TINA-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ვარ.

- არა­და, რო­გორც ვიცი, გერ­მა­ნი­ა­ში ცნო­ბი­ლი ბა­ლე­რი­ნა იყა­ვი და ან­გე­ლა მერ­კე­ლის ფა­ვო­რი­ტიც.

- ცეკ­ვის მერე გა­მი­ჭირ­და ახალ სფე­როს­თან შე­გუ­ე­ბა, რად­გან სა­კუ­თა­რი თავი სხვა პრო­ფე­სი­ა­ში ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, თუმ­ცა მივ­ხვდი, რომ სხვა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სფე­როც არ­სე­ბობს, მათ შო­რის, მარ­კე­ტინ­გი. თან, ამ ორი საქ­მი­ა­ნო­ბის ერ­თმანთთან შე­თავ­სე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გად ვა­ხერ­ხებ... თუმ­ცა მე­გობ­რე­ბი დღემ­დე ხუმ­რო­ბით მე­უბ­ნე­ბი­ან ხოლ­მე, გა­და­უ­რე­კე ერთი ან­გე­ლა­სო...

ის წლე­ბი ჩემ­თვის მარ­თლაც რომ ზღაპ­რუ­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად დიდი შრო­მი­სა, როცა ვხე­დავ­დი, რომ მი­ფას­დე­ბო­და, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვევ­დნენ, მათ შო­რის, ან­გე­ლა მერ­კე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზეც, ეს დიდ სტი­მულს მაძ­ლევ­და.

ხალ­ხი ქუ­ჩა­ში მცნობ­და და ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბო­და, რომ პა­ტა­რა ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ სამ­შობ­ლო ვა­სა­ხე­ლე. "შტა­ატ­სო­პე­რა­ში" ცეკ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გერ­მა­ნე­ლე­ბი დიდ­ხანს ფეხ­ზე დამ­დგა­რი ტაშს მიკ­რავ­დნენ. მა­შინ არა­ერ­თი სტა­ტი­აც და­ი­წე­რა ასე­თი ში­ნა­არ­სით - ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ გერ­მა­ნე­ლე­ბი ფეხ­ზე აა­ყე­ნა და ა.შ. გა­მოს­ვლა ძი­რი­თა­დად ბერ­ლინ­ში მქონ­და, ასე­ვე ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა თე­ატ­რებ­შიც მიწ­ვე­ვით ვცეკ­ვავ­დი.

- ასე­თი ლა­მაზ გო­გო­ნას გერ­მა­ნე­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ალ­ბათ საკ­მა­ოდ გყავ­და, არა?

- დიახ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა მა­შინ ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­როს მხო­ლოდ კა­რი­ე­რა წარ­მო­ად­გენ­და. სხვა­თა შო­რის, გერ­მა­ნი­ა­ში ძა­ლი­ან მოს­წონთ კავ­კა­სი­უ­რი გა­რეგ­ნო­ბის გო­გო­ე­ბი. სკო­ლა­ში ბოლო წელს, გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ზე დე­დოფ­ლად ამირ­ჩი­ეს.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყავს?

- ახ­ლაც მხო­ლოდ კა­რი­ე­რა­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი... მაგ­რამ რაც გა­ვი­ზარ­დე, მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­მაა. ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ვარ, ყვე­ლა დე­ტალს ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი გუ­ლის მო­გე­ბაც ალ­ბათ რთუ­ლია...

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რას უთ­მობ, კი­დევ რა გი­ტა­ცებს ცხოვ­რე­ბა­ში?

- თა­ვი­სუ­ფალ დროს ვხა­ტავ, ზო­გა­დად მხატ­ვრო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ვგიჟ­დე­ბი მუ­ზე­უ­მებ­ში სი­ა­რულ­ზე. ასე­ვე ვმღე­რი, თუმ­ცა მხო­ლოდ კა­რა­ო­კე­თი შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი. მეტი გამ­ბე­და­ო­ბა არ მაქვს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფო­ტო­სე­სი­ე­ბი და სხვა­დას­ხვა არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ამ­პლუ­ის მორ­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა, რაც მა­ხა­ლი­სებს.

ხე­ლო­ვა­ნის­თვის ცოტა უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მი­ტა­ცებს კრი­მი­ნა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბე­ბი, სულ დე­ტექ­ტი­ვებს ვკი­თხუ­ლობ და გა­მო­ძი­ე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ.

- ვიცი, რომ დიდი ხე­ლო­ვა­ნის - მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მოს­წავ­ლეც იყა­ვი... ისევ გაქვს შენ პე­და­გოგ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- არა, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ მას­თან სი­ა­რულს, ბა­ტო­ნი მე­რა­ბი უნი­ჭი­ე­რე­სი ხე­ლო­ვა­ნია და დიდ პა­ტივს ვცემ. ასეთ ადა­მი­ა­ნებს ქარ­თვე­ლე­ბი მე­ტად უნდა ვა­ფა­სებ­დეთ.

ჰო, კი­დევ მინ­დო­და, მეთ­ქვა, რომ ვცდი­ლობ, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" თვა­ლი ვა­დევ­ნო. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ცეკ­ვას ამ სა­ხით მა­ინც მი­ექ­ცა ჩვენ­თან მეტი ყუ­რა­დღე­ბა.

- რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვეს ამ პრო­ექ­ტში არ გინ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ჩემ­თვის არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ალ­ბათ მეტ აქ­ცენტს სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე აკე­თე­ბენ, თუმ­ცა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვაც შეს­წავ­ლი­ლი მაქვს.

- ისე, პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა წელს გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს, რომ მე­ცა­მე­ტე მო­ნა­წი­ლე, ხალ­ხის რჩე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ასე­თი შე­ირ­ჩა კი­დეც...

- კი, მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო, მაგ­რამ ვფიქ­რობ, უსა­მარ­თლო­ბა იქ­ნე­ბო­და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გვერ­დით ჩემი ცეკ­ვის ვი­დე­ოს გან­თავ­სე­ბა. ცეკ­ვა ხომ ჩემი პრო­ფე­სი­აა. ისე, ამ პრო­ექ­ტში მო­ცეკ­ვა­ვედ სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნიც ვიქ­ნე­ბო­დი.

სულ მალე ერთ პრო­ექ­ტში წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში წარვდგე­ბი და თავს არ დარ­გშიც მოვ­სინ­ჯავ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

ვინ არის ანგელა მერკელის ფავორიტი ქართველი ბალერინა?

ვინ არის ანგელა მერკელის ფავორიტი ქართველი ბალერინა?

თათა ჯაში გერმანიაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა - სწავლობდა და და პარალელურად ცეკვავდა. როგორც ამბობს, ღამეში 4 საათი ეძინა, ისეთი დატვირთული იყო, ვინაიდან სერიოზული საბალეტო კარიერა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ტრავმამ არჩეულ პროფესიაზე უარი ათქმევინა.

- თათა, ტრავმის შემდეგ საქართველოში დაბრუნდი. რეაბილიტაციის შემდეგ რატომ აღარ განაგრძე შენი საქმიანობა?

- სამწუხაროდ, ტრავმამ ქრონიკული ტკივილი დამიტოვა, ამიტომ საბალეტო კარიერის გაგრძელება გამიჭირდებოდა. რასაც აქამდე მივაღწიე, იმითაც კმაყოფილი ვარ. ეს ყველაფერი ძალიან პატარა ასაკში შევძელი და გადავწყვიტე, მაყურებელს ისეთი დავმახსოვრებოდი, როგორიც ვიყავი. ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა გართულდებოდა. თუმცა საქართველოში დღემდე ვცეკვავ Contemporarys და მოდერნს. ვცდილობ, ამ განხრით, მაქსიმალურად დავიტვირთო თავი და ღონისძიებებში მივიღო მონაწილეობა. სამწუხაროა, რომ ეს დარგი აქ ჯერ კიდევ განვითარების ძალიან დაბალ ეტაპზეა.

- Contemporary - რა მიმდინარეობაა?

- ეს თანამედროვე ცეკვაა, უფრო სწორად რომ ვთქვა, სხეულის "ენაა" მოოდერნით შესაძლებელია ყველა ემოციის სხეულით გადმოცემა. საქართველოში ახლა იდგამს ფეხს და უკვე გამოჩნდნენ კიდეც თვითნასწავლი მოვეკვავეებიც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ დარგში კვალიფიციური სპეციალისტი ვარ. გერმანიაში ტრენინგებს 3 წელი გავდიოდი.

რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ ყოველდღიურ საქმიანობას, ეს მარკეტინგია. იტალიური კომპანია LA CASA TINA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ.

- არადა, როგორც ვიცი, გერმანიაში ცნობილი ბალერინა იყავი და ანგელა მერკელის ფავორიტიც.

- ცეკვის მერე გამიჭირდა ახალ სფეროსთან შეგუება, რადგან საკუთარი თავი სხვა პროფესიაში ვერ წარმომედგინა, თუმცა მივხვდი, რომ სხვა ბევრი საინტერესო სფეროც არსებობს, მათ შორის, მარკეტინგი. თან, ამ ორი საქმიანობის ერთმანთთან შეთავსებას ჯერჯერობით კარგად ვახერხებ... თუმცა მეგობრები დღემდე ხუმრობით მეუბნებიან ხოლმე, გადაურეკე ერთი ანგელასო...

ის წლები ჩემთვის მართლაც რომ ზღაპრული იყო. მიუხედავად დიდი შრომისა, როცა ვხედავდი, რომ მიფასდებოდა, ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიწვევდნენ, მათ შორის, ანგელა მერკელის ღონისძიებებზეც, ეს დიდ სტიმულს მაძლევდა.

ხალხი ქუჩაში მცნობდა და ძალიან მეამაყებოდა, რომ პატარა ქართველმა გოგონამ სამშობლო ვასახელე. "შტაატსოპერაში" ცეკვის დასრულების შემდეგ, გერმანელები დიდხანს ფეხზე დამდგარი ტაშს მიკრავდნენ. მაშინ არაერთი სტატიაც დაიწერა ასეთი შინაარსით - ქართველმა გოგონამ გერმანელები ფეხზე ააყენა და ა.შ. გამოსვლა ძირითადად ბერლინში მქონდა, ასევე ევროპის სხვადასხვა თეატრებშიც მიწვევით ვცეკვავდი.

- ასეთი ლამაზ გოგონას გერმანელი თაყვანისმცემელი მამაკაცები ალბათ საკმაოდ გყავდა, არა?

- დიახ, თაყვანისმცემლები იყვნენ, თუმცა მაშინ ჩემი ინტერესის სფეროს მხოლოდ კარიერა წარმოადგენდა. სხვათა შორის, გერმანიაში ძალიან მოსწონთ კავკასიური გარეგნობის გოგოები. სკოლაში ბოლო წელს, გამოსაშვებ საღამოზე დედოფლად ამირჩიეს.

- შეყვარებული არ გყავს?

- ახლაც მხოლოდ კარიერაზე ვარ ორიენტირებული... მაგრამ რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ცხოვრებაში სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ძალიან მგრძნობიარე ვარ, ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევ და აქედან გამომდინარე, ჩემი გულის მოგებაც ალბათ რთულია...

- თავისუფალ დროს რას უთმობ, კიდევ რა გიტაცებს ცხოვრებაში?

- თავისუფალ დროს ვხატავ, ზოგადად მხატვრობა ძალიან მიყვარს, ვგიჟდები მუზეუმებში სიარულზე. ასევე ვმღერი, თუმცა მხოლოდ კარაოკეთი შემოვიფარგლები. მეტი გამბედაობა არ მაქვს. ძალიან მიყვარს ფოტოსესიები და სხვადასხვა არაორდინარული ამპლუის მორგების საშუალება მეძლევა, რაც მახალისებს.

ხელოვანისთვის ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან მიტაცებს კრიმინალური გამოძიებები, სულ დეტექტივებს ვკითხულობ და გამოძიებაზე სხვადასხვა დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ.

- ვიცი, რომ დიდი ხელოვანის - მერაბ ბერძენიშვილის მოსწავლეც იყავი... ისევ გაქვს შენ პედაგოგთან ურთიერთობა?

- არა, სამწუხაროდ, ვეღარ ვახერხებ მასთან სიარულს, ბატონი მერაბი უნიჭიერესი ხელოვანია და დიდ პატივს ვცემ. ასეთ ადამიანებს ქართველები მეტად უნდა ვაფასებდეთ.

ჰო, კიდევ მინდოდა, მეთქვა, რომ ვცდილობ, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" თვალი ვადევნო. მოხარული ვარ, რომ ცეკვას ამ სახით მაინც მიექცა ჩვენთან მეტი ყურადღება.

- როგორც მოცეკვავეს ამ პროექტში არ გინდა მონაწილეობა?

- ჩემთვის არავის შემოუთავაზებია მონაწილეობა, ალბათ მეტ აქცენტს სამეჯლისო ცეკვის სპეციალისტებზე აკეთებენ, თუმცა სამეჯლისო ცეკვაც შესწავლილი მაქვს.

- ისე, პროექტის ორგანიზატორებმა წელს გამონაკლისი დაუშვეს, რომ მეცამეტე მონაწილე, ხალხის რჩეული ყოფილიყო და ასეთი შეირჩა კიდეც...

- კი, მეგობრები მეუბნებოდნენ, მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ვფიქრობ, უსამართლობა იქნებოდა არაპროფესიონალების გვერდით ჩემი ცეკვის ვიდეოს განთავსება. ცეკვა ხომ ჩემი პროფესიაა. ისე, ამ პროექტში მოცეკვავედ სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას და ვფიქრობ, ძალიან კონკურენტუნარიანიც ვიქნებოდი.

სულ მალე ერთ პროექტში წამყვანის ამპლუაში წარვდგები და თავს არ დარგშიც მოვსინჯავ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

"ეს საოცრება მოხდა" - ანიტა რაჭველიშვილი ორსულად არის

"50 წლისაც არ იყო, მეუღლე რომ დაეღუპა, 2000 წელს ვაჟი გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა... მსახიობის საფლავს 27 წელი ეძებდნენ" - უცნობი ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

"ბევრმა მითხრა, რომ აქამდე ამინდის პროგნოზისთვის ასე არ უყურებია" - თათული ედიშერაშვილისა და თამუნა ნიკოლაძის დუეტმა ახალი ამპლუა მოირგო