პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უხარიათ ჭორვილელებს ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლა
რატომ უხარიათ ჭორვილელებს ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლა

"რამე ცუდს ხომ არ და­წერთ?! ბი­ძი­ნა რომ გა­მი­ნა­წყენ­დეს, არ მინ­და..." - ასე იწყებს ლა­პა­რაკს სო­ფელ ჭორ­ვი­ლას ერთ-ერთი მკვიდ­რი და­რე­ჯან დვა­ლი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სახ­ლი­დან ერთ კი­ლო­მეტრში, ერთ პა­ტა­რა კედ­ლებ­დაბ­ზა­რულ სახ­ლში ცხოვ­რობს. ყა­ვარ­ჯნებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ გა­სა­ჭირ­ზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, ამ­ბობს, რომ მის ოჯახ­ში არა­ვინ მუ­შა­ობს და ძა­ლი­ან უჭირთ. სახ­ლშიც თაგ­ვე­ბი დარ­ბი­ან და ჭერი ენგრე­ვათ, რომ თა­ნა­სოფ­ლე­ლი მი­ლი­არ­დე­რის პრე­მი­ე­რო­ბამ არა­ფე­რი შეც­ვა­ლა, თუმ­ცა მას, რო­გორც ყვე­ლა ჭორ­ვი­ლელს, ისევ ივა­ნიშ­ვი­ლის იმე­დი აქვს.

მარ­თა­ლია, პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა პრე­მი­ერს ბევ­რმა არ მო­უ­წო­ნა, მათ შო­რის მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მაც", მაგ­რამ ჭორ­ვი­ლა­ში ამ სა­კი­თხზე სულ სხვა მო­საზ­რე­ბა აქვთ. ეს არ­ცაა გა­საკ­ვი­რი - გაპ­რე­მი­ე­რე­ბის მერე ივა­ნიშ­ვილ­მა ბევ­რს მო­უხ­სნა 200 ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა, ზოგს - 300 ლა­რი­ა­ნიც, ასე­ვე შე­ჩერ­და სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბაც და სხვა დახ­მა­რე­ბე­ბიც იმ მი­ზე­ზით, რომ ეს მოს­ყიდ­ვა­ში არ ჩათ­ვლო­და. ახლა კი იმე­დი აქვთ, რომ გა­დად­გო­მის მერე ეს სი­კე­თე კვლავ აღუდ­გე­ბათ.

ამ­ბო­ბენ, რომ 800-მდე ამომ­რჩევ­ლი­დან შარ­შან ოქ­ტომ­ბერ­ში 57-ს ხმა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის" მი­უ­ცია, რა­საც პრე­მი­ე­რის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­უწ­ვე­ვია. "ბი­ძი­ნა გა­გი­ჟე­ბუ­ლა, ეს რომ გა­უ­გია. ვინ არის ის 57 კაცი, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მის­ცა ხმა, და­ად­გი­ნე­თო", - გვე­უბ­ნე­ბა ჭორ­ვი­ლას მკვიდ­რი.

სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მა­მუ­ლია, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­რეგ­ნუ­ლად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნი­დან 6 კი­ლო­მეტ­რით მო­შო­რე­ბულ სო­ფელ­ში გზა ისევ ისე­თი, ალაგ-ალაგ ათხრი­ლი და ორ­მო­ე­ბი­ა­ნია. რო­გორც კი სო­ფელ­ში შე­დი­ხარ, იქ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და კოხ­ტაა, ევ­რო­პის პა­ტა­რა პრო­ვინ­ცი­უ­ლი და­სახ­ლე­ბის მსგავ­სად - წი­თე­ლი და მწვა­ნე­სა­ხუ­რა­ვი­ა­ნი სახ­ლე­ბი, ყვე­ლა სახ­ლში სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნე­ბი, ერთ ფერ­ში შე­ღე­ბი­ლი ღო­ბე­ე­ბი, მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლი გზე­ბი, ლამ­პი­ო­ნე­ბი და მწვა­ნე მე­ტა­ლის ნაგ­ვის ურ­ნე­ბი; აქვე არის გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი სკო­ლა, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, "ფი­ლარ­მო­ნი­ის" მსგავ­სი სა­ბან­კე­ტო დარ­ბა­ზი, სა­დაც ქორ­წილ­სა თუ ქელეხს ყვე­ლა უფა­სოდ იხ­დის.

ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისეა, რო­გორც მი­ლი­არ­დე­რის გაპ­რე­მი­ე­რე­ბამ­დე იყო. თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის ბიზ­ნეს­მე­ნი ისევ კე­თი­ლი პატ­რო­ნია, სა­მარ­თლი­ა­ნი და ფი­ცხი. სუფ­რა­ზე მის სა­დღეგ­რძე­ლოს ისევ სვა­მენ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ "პატ­რო­ნის" გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბამ და მთავ­რო­ბა­ში გა­დას­ვლამ სო­ფე­ლი მა­ინც და­ა­ზა­რა­ლა - ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ გვეხ­მა­რე­ბა, კა­ნო­ნი უკ­რძა­ლავს, მოს­ყიდ­ვა­ში ეთ­ვლე­ბაო, შე­მოგვჩივ­ლეს.

სო­ფე­ლი ორ ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი, ზემო და ქვე­მო უბ­ნე­ბად. ზემო უბან­ში ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი და ნა­პატ­რო­ნე­ბია. ქვე­მო­ში - ალაგ-ალაგ არის ახა­ლი სახ­ლე­ბი, რო­მელ­საც თვალს უმალ­ვე მოჰ­კრავ ახა­ლი წი­თელ-მწვა­ნე სა­ხუ­რა­ვის გამო. ყვე­ლა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ე­რაა აშე­ნე­ბუ­ლი. სოფ­ლის მცხოვ­რებ­თა ის ერ­თე­უ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც უკ­მა­ყო­ფი­ლოა, სწო­რედ ამ ქვე­მო უბან­ში ცხოვ­რობს. უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან, თუმ­ცა ხმა­მაღ­ლა ამის თქმას ერი­დე­ბი­ან. იმე­დი აქვთ, რომ მათი დახ­მა­რე­ბის დროც მოვა.

"ივა­ნაშ­ვი­ლი ახლა ჩი­ნოვ­ნი­კია და დახ­მა­რე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს, მოს­ყიდ­ვა­ში ეთ­ვლე­ბაო, - ასე ამ­ბო­ბენ. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც მი­დის პრე­მი­ე­რო­ბი­დან, რომ თა­ვის სო­ფელს, ხალ­ხს და­ეხ­მა­როს. აქ, ჭორ­ვი­ლა­ში ყვე­ლას ასე სჯე­რა", - ამ­ბობს და­რე­ჯან დვა­ლი.

მას­პინ­ძე­ლი ყა­ვარ­ჯნებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი მე­ლა­პა­რა­კე­ბა. სახ­ლშიც მე­პა­ტი­ჟე­ბა, თან ფქვი­ლი­სა­გან დას­ვრილ ხე­ლებს იწ­მენ­დს და ახ­ლად გა­მომ­ცხვარ პურს მთა­ვა­ზობს.

ეზო­ში 83 წლის მო­ხუ­ცი ქალი ზის. რომ გა­ი­გო, ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი კა­ცის, ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის ამ­ბე­ბი და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გან­წყო­ბა მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარო, - გა­მო­ა­ცხა­და.

"არა­ვის არ მივ­ცემ ხმას! გა­მამ­ტყუ­ნეთ... რაზე მივ­ცე ხმა, არც ძვე­ლი მთავ­რო­ბა და­მეხ­მა­რა და არც ახა­ლი?! ასე, უპატ­რო­ნოდ ვართ მი­ტო­ვე­ბუ­ლი... 83 წლის ქალი ვარ, წლე­ბია, მი­წისძვრის­გან დან­გრე­უ­ლი სახ­ლი მაქვს, თხლი­ში­ნით ჩა­მომ­დის წყა­ლი, მი­თხრეს, ივა­ნაშ­ვი­ლი აგი­შე­ნებს, და­წყე­ბუ­ლია მშე­ნებ­ლო­ბა და აგერ მი­ტო­ვე­ბუ­ლია. კა­ცის­შვი­ლი არ მო­სუ­ლა ჩემ­თან, არა­და, მი­თხრეს, სი­ა­ში პირ­ვე­ლი წე­რი­ხა­რო. სახ­ლის პატ­რონ­მა სა­მა­მუ­ლო ომს შეს­წი­რა თავი, იქ დარ­ჩა, თო­რემ იმას არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ დას­ჭირ­დე­ბო­და. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ. შვიდ თავ წა­მალს ვსვამ და ამით ვბორ­ჯი­ა­ლობ კი­დევ. 4 ვაჟ­კა­ცი რომ უმუ­შე­ვა­რი და უკა­პე­ი­კოდ გე­ყო­ლე­ბა, რო­გორ უნდა იყო?! ან ჩემ­მა პენ­სი­ამ რამ­დე­ნი უნდა შე­ი­ნა­ხოს?!" - რძლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით ივა­ნიშ­ვი­ლის გაბ­რა­ზე­ბის არ ეში­ნია და საყ­ვე­დურს ხმა­მაღ­ლა ამ­ბობს მერი დვა­ლი.

რძალ-დე­დამ­თი­ლი ყვე­ბა, რომ ივა­ნაშ­ვილ­მა (აქ პრე­მი­ერს ყვე­ლა ივა­ნაშ­ვი­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს), სახ­ლე­ბი მის უბან­ში აა­შე­ნა, ყვე­ლას ლა­მა­ზი სა­ხუ­რა­ვე­ბით გა­და­უ­ხუ­რა და ღო­ბე­ე­ბიც ერთ ფერ­ში შე­უ­ღე­ბა. დაბ­ლა უბ­ნის­კენ კი ეს დახ­მა­რე­ბა არ წა­მო­სუ­ლა.

და­რე­ჯან დვა­ლი: "200 ლარს ური­გებ­და თა­ვის მე­ზობ­ლებს, ჩვენ ეს არ გვქო­ნია, მაგ­რამ გაზი და დენი 3 წელი გვქონ­და უფა­სოდ, მარ­ტო ჭორ­ვი­ლას კი არა, მთელ რა­ი­ონს. უფა­სო სა­ა­ვად­მყო­ფოც გაგ­ვი­კე­თა. ფეხი მტკი­ო­და, ოჯახს ვე­რაფ­რით ვეხ­მა­რე­ბო­დი და ახლა პრო­ტე­ზი ჩა­ვის­ვი... ჩემ­თვის სახ­ლი არ აუ­შე­ნე­ბია, ამას თქვენც ხომ ხე­დავთ?! აქეთ დაბ­ლა სახ­ლი არა­ვის­თვის გა­უ­კე­თე­ბია. ზედა მხა­რეს, თა­ვის უბან­ში მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ა­კე­თა და ქა­ლა­ქი­ვით გა­ხა­და. ვე­ლო­დე­ბით, იქ­ნებ სახ­ლე­ბი ჩვენც გაგ­ვი­კე­თოს. სამ ოთახ­ში 7 სული ვცხოვ­რობთ. სახ­ლი დაბ­ზა­რუ­ლია. თაგ­ვე­ბი შედი-გა­მო­დი­ან. ია­ტა­კი დამ­ტვრე­უ­ლია. კი მე­რი­დე­ბა, მაგ­რამ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვცხოვ­რობთ, ხომ ხე­დავთ და ამას თუ და­წერთ, კარ­გი იქ­ნე­ბა. აგერ ჩემს დე­დამ­თილს მი­წისძვრის­გან დან­გრე­უ­ლი სახ­ლი აქვს, წყა­ლი ჩა­დის. უნდა აე­შე­ნე­ბი­ნათ და მი­ა­ტო­ვეს. 31 წლის უცო­ლო ბიჭი ჰყავს და დან­გრე­უ­ლი სახ­ლის გამო ცოლი რომ ვერ მოჰ­ყავს, ამას დარ­დობს ჩემი დე­დამ­თი­ლიც. სამი მაზ­ლიშ­ვი­ლი მყავს. ორს ცოლ-შვი­ლი ჰყავს და ყვე­ლა სამ ოთახ­შია შე­ყუ­ჟუ­ლი. მათი სახ­ლი რომ ნა­ხოთ, თქვენც გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მათ რომ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა არ აქვთ", - ამ­ბობს და­რე­ჯან დვა­ლი და მთხოვს, ის ოჯა­ხი აუ­ცი­ლებ­ლად ვნა­ხო.

მისი მაზ­ლიშ­ვი­ლის სახ­ლშიც მივ­დი­ვარ. იქაც სოფ­ლის პა­ტა­რა სახ­ლი დგას, სულ 3 და ისიც პა­ტა­რა ოთა­ხია. ამ სამ ოთახ­ში კი 9 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, მათ­გან 4 ბავ­შვი.

"რამ­დე­ნი ვიწ­ვა­ლე, სო­ცი­ა­ლუ­რი რომ დაგ­ვნიშ­ნო­და. სულ ასე წყალ­წა­ღე­ბულ­ნი ვი­ყა­ვით და თავი რომ გაგ­ვე­ტა­ნა, ჩემი 2 შვი­ლი ერაყ­ში წა­ვი­და. 7 წე­ლი­წადს ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­დნენ. ორი­ვე ცოლ-შვი­ლი­ა­ნია. ამ სამ ოთახ­ში სამი ოჯა­ხი ვცხოვ­რობთ. 3 ოთახ­ში 9 სული. ადრე დახ­მა­რე­ბა გვქონ­და. სამი თვის დახ­მა­რე­ბა ბან­კი­დან გა­მო­ვი­ტა­ნე, შეშა რომ მე­ყი­და. შარ­შან ზა­ფხულ­ში კი დახ­მა­რე­ბა შეგ­ვი­ჩე­რეს. ბი­ჭებ­მა ერა­ყი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ფუ­ლით რა­ღაც საბ­ჭო­თა მან­ქა­ნა იყი­დეს, ძლივს და­დის ისე­თი და ამი­ტომ დახ­მა­რე­ბის სი­ი­დან ამოგ­ვშა­ლეს", - ყვე­ბა ნატო დვა­ლი.

მისი მე­უღ­ლე მა­მია დვა­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ სა­ნამ ივა­ნიშ­ვი­ლი გა­პო­ლი­ტი­კოს­დე­ბო­და, სო­ფელს ეხ­მა­რე­ბო­და, ნელ-ნელა ყვე­ლას სახ­ლებს უშე­ნებ­და; მთელ სა­ჩხე­რე­შიც რა­ღა­ცებს აშე­ნებ­და და ხალ­ხი და­საქ­მე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ვინ და­ა­ცა­ლა, პო­ლი­ტი­კა­ში აღ­მოჩ­ნდაო.

"და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ასე­თი გა­ჭირ­ვე­ბა არ იყო. ვი­ცით, რომ ობ­ლებს და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ მე რომ მი­ჭირს, ამას ვინ გა­ა­გე­ბი­ნებ­და?! ბი­ძი­ნას­თან მე ვინ მი­მიშ­ვებს?! დე­და­ჩე­მი და ჩემი ცოლი გა­და­არ­ჩი­ნა, უფა­სო სა­ა­ვად­მყო­ფო რომ არ­სე­ბობს მა­გით და მად­ლო­ბის მეტი რა მეთ­ქმის?! მე მა­გას ფუ­ლის შოვ­ნა­ში არ დავ­ხმა­რე­ბი­ვარ და რა უფ­ლე­ბა მაქვს, მოვ­თხო­ვო?! ასეა თუ ისე, ჩემი სოფ­ლე­ლია და მა­ინც მის იმე­დად ვართ. ახლა არ­ჩევ­ნებს მივ­ჩე­რე­ბი­ვართ, ბი­ძი­ნაც მი­დი­სო და ვნა­ხოთ. ალ­ბათ მერე უფრო დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. აბა, მიშა მა­ჭა­ვა­რი­ანს არა­ვის­თვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, მარ­ტო სა­კუ­თა­რი სახ­ლი აი­შე­ნა", - ამ­ბობს მა­მია დვა­ლი.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რს, მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ანს ჭორ­ვი­ლა­ში მშობ­ლე­ბის სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი აქვს. მის სა­მე­ზობ­ლო­შიც არის ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი და წი­თელ­სა­ხუ­რა­ვი­ა­ნი კოხ­ტა სახ­ლე­ბი. მე­ზობ­ლებს გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თვით მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ნა­თე­სა­ვებ­საც კი ივა­ნიშ­ვილ­მა აუ­შე­ნა სახ­ლი.

"ივა­ნიშ­ვი­ლი დე­ნის, გა­ზის ფულს გვიხ­დი­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კარ­მე­ბი გვა­ჩუ­ქა, გაზი გვა­ჩუ­ქა, ყვე­ლა­ფერს სი­კე­თეს გვი­კე­თებს. 200 ლარს უხ­დის ობ­ლებს და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნებს. ხალ­ხის­თვი­საც მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა უფრო კარ­გია. ბევ­რს გა­უ­მარ­თავს ხელს", - ამ­ბობს ელი­სო შუ­კა­კი­ძე და დას­ძენს, რომ პე­და­გო­გია და ივა­ნიშ­ვი­ლი 7 წელი ხელ­ფას­ზე და­ნა­მა­ტის სა­ხით 300 ლარს აძ­ლევ­და. რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და, ეს 300 ლა­რის და­ფი­ნან­სე­ბა შე­წყდა - "პრე­მი­ე­რი რო­მაა, დახ­მა­რე­ბა არ შე­უძ­ლია, წავა და მერე ისევ შე­ეძ­ლე­ბა".

3 შვი­ლის დედა ანა მაჭ­ვა­რი­ა­ნი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა 60-ათას­ლა­რი­ა­ნი სახ­ლი აჩუ­ქა.

"ის მა­ინც რად ღირს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აღარ გვე­ში­ნია იმის თქმა, ჭორ­ვი­ლა­დან რომ ვართ. შარ­შან არ­ჩევ­ნე­ბის წინ ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ჩემი ქმა­რი, გი­ორ­გი, სა­კონ­ტრაქ­ტო ჯარ­ში იყო, სამი თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, რომ კონ­ტრაქ­ტი შე­უ­ჩე­რეს და გა­მო­უშ­ვეს. მხო­ლოდ იმი­ტომ გა­მო­უშ­ვეს, რომ ჭორ­ვი­ლა­დან იყო. მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გვარ­მაც არ უშ­ვე­ლა. სუ­რა­თე­ბი გად­მო­უ­ღი­ათ, სახ­ლი აგი­შე­ნა, გაზი-დენი გა­გი­კე­თა და ხმას ვის მის­ცე­მო? ჩემს ქმარ­საც უპა­სუხ­ნია, აბა, შენი აზ­რით, ვის მივ­ცე­მო?! ვინც მთავ­რო­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, ყვე­ლას ასე დევ­ნიდ­ნენ. მაზ­ლის­შვი­ლი პატ­რულ­ში მუ­შა­ობ­და და ისიც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ახლა აღიდ­გი­ნა თავი", - გვიყ­ვე­ბა ანა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

სო­ფელ­ში ივა­ნიშ­ვი­ლი რომ რუ­სე­თის გა­მოგ­ზავ­ნი­ლია, არა­ვის სჯე­რა.

"და­ვე­ლო­დოთ და ვნა­ხავთ ყვე­ლა... თა­ვის რა­ი­ონ­ში იმ­დე­ნი კარ­გი გა­ა­კე­თა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც კარ­გი უნდა. მე და ჩემს ძმას სახ­ლი აგ­ვი­შე­ნა. ჩვენ­სა­ვით კი­დევ ბევრ სხვას. რო­გორც ბი­ძაშ­ვი­ლი, მიშა (მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი) მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა და ხმა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის" არ მი­მი­ცია. ბი­ძი­ნა დაგ­ვეხ­მა­რა და ხმას სხვას რო­გორ მივ­ცემ­დი?! ისე, სო­ფელ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც არი­ან, არ­ჩევ­ნებ­ზეც და­ფიქ­სირ­და რამ­დე­ნი­მე ხმა. ივა­ნიშ­ვილ­მა ამ­დე­ნი კარ­გი რამ გა­ა­კე­თა, მაგ­რამ სოფ­ლი­დან 100%-იანი ხმა მა­ინც ვერ აიღო. ახლა მი­შას (მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი) ძმა ოც­ნე­ბის მხა­რე­საა, მიშა კი მო­ყო­ლი­ლია ამ გა­უ­გებ­რო­ბა­ში და რა ქნას, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" უნდა და­უ­ჭი­როს მხა­რი", - მე­უბ­ნე­ბა სი­მონ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. იქვე, მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მე­ო­რე ბი­ძაშ­ვი­ლის სახ­ლთა­ნაც მა­ცი­ლებს.

პე­და­გო­გი ნინო კა­პა­ნა­ძე სახ­ლში მე­პა­ტი­ჟე­ბა შე­მოდ­გო­მის ნო­ბა­თით გა­სა­მას­პინ­ძლებ­ლად. ამ­ბობს, რომ 15 წე­ლია, ჭორ­ვი­ლა­ში სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეა და წელს უარი თქვა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დახ­მა­რე­ბა რომ არ დაბ­რალ­დეს. მე კი არა, მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ძმა არ არის "ნა­ცი­ო­ნა­ლიო".

"მათ ოჯახ­შიც ერთი ძმა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხა­რე­საა, მე­ო­რე ძმა - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ვა­ნოს მე­გო­ბა­რია, კლა­სე­ლე­ბი არი­ან, ადრე აქაც ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი და ვიც­ნობ. ვანო იყო წინა კვი­რას ჩა­მო­სუ­ლი და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი ვარო, გვი­თხრა", - ამ­ბობს ნინო კა­პა­ნა­ძე.

ყვე­ბა, რომ წინა არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" 57-მა კაც­მა მის­ცა ხმა და ამის გამო ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლა.

"800-მა კაც­მა მა­ინც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ჭორ­ვი­ლა­ში ჩა­წე­რი­ლე­ბი კი იყ­ვნენ, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. ძა­ლი­ან დიდი რი­გე­ბი იდგა. წელს ასე არ იქ­ნე­ბა. ამ­დე­ნი კარ­გი რამ აქვს ივა­ნიშ­ვილს გა­კე­თე­ბუ­ლი და 57-მა ადა­მი­ან­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მის­ცა ხმა. სხვა­თა შო­რის, ბი­ძი­ნა გა­გი­ჟე­ბუ­ლა, ეს რომ გა­უ­გია. ვინ არის ის 57 კაცი, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მის­ცა ხმა, და­ად­გი­ნე­თო. 8 მარტს სკო­ლა­ში სუფ­რა გვქონ­და, მისი და გვეს­წრე­ბო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ხმა მის­ცა, ის სახ­ლე­ბი უნდა და­ეწ­ვათ, ჩემ­მა ძმამ რომ აუ­შე­ნაო. ახ­ლაც შე­იძ­ლე­ბა ისევ და­ფიქ­სირ­დეს მსგავ­სი რამ, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა ამას არა­ვინ იტყვის", - ამ­ბობს კა­პა­ნა­ძე.

გა­მომ­შვი­დო­ბე­ბი­სას მე­უბ­ნე­ბა, რომ ჭორ­ვი­ლა­ში ივა­ნიშ­ვილს ყვე­ლა სი­ტყვის კა­ცად იც­ნობს და ყვე­ლას გვჯე­რო­დეს, რომ "რა­საც შეგ­ვპირ­და, გა­ა­კე­თებს და პრე­მი­ე­რო­ბი­დან რომ წავა, მე­ტის გა­სა­კე­თებ­ლად ხელ-ფე­ხიც უფრო გახ­სნი­ლი ექ­ნე­ბა".

ეკა ბა­სი­ლა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ უხარიათ ჭორვილელებს ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლა

რატომ უხარიათ ჭორვილელებს ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლა

"რამე ცუდს ხომ არ დაწერთ?! ბიძინა რომ გამინაწყენდეს, არ მინდა..." - ასე იწყებს ლაპარაკს სოფელ ჭორვილას ერთ-ერთი მკვიდრი დარეჯან დვალი, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახლიდან ერთ კილომეტრში, ერთ პატარა კედლებდაბზარულ სახლში ცხოვრობს. ყავარჯნებზე დაყრდნობილი საკუთარ სოციალურ გასაჭირზე გველაპარაკება, ამბობს, რომ მის ოჯახში არავინ მუშაობს და ძალიან უჭირთ. სახლშიც თაგვები დარბიან და ჭერი ენგრევათ, რომ თანასოფლელი მილიარდერის პრემიერობამ არაფერი შეცვალა, თუმცა მას, როგორც ყველა ჭორვილელს, ისევ ივანიშვილის იმედი აქვს.

მართალია, პოლიტიკიდან წასვლა პრემიერს ბევრმა არ მოუწონა, მათ შორის მასთან დაპირისპირებულმა "ნაციონალებმაც", მაგრამ ჭორვილაში ამ საკითხზე სულ სხვა მოსაზრება აქვთ. ეს არცაა გასაკვირი - გაპრემიერების მერე ივანიშვილმა ბევრს მოუხსნა 200 ლარიანი დახმარება, ზოგს - 300 ლარიანიც, ასევე შეჩერდა სახლების მშენებლობაც და სხვა დახმარებებიც იმ მიზეზით, რომ ეს მოსყიდვაში არ ჩათვლოდა. ახლა კი იმედი აქვთ, რომ გადადგომის მერე ეს სიკეთე კვლავ აღუდგებათ.

ამბობენ, რომ 800-მდე ამომრჩევლიდან შარშან ოქტომბერში 57-ს ხმა "ნაციონალებისთვის" მიუცია, რასაც პრემიერის აღშფოთება გამოუწვევია. "ბიძინა გაგიჟებულა, ეს რომ გაუგია. ვინ არის ის 57 კაცი, ვინც "ნაციონალებს" მისცა ხმა, დაადგინეთო", - გვეუბნება ჭორვილას მკვიდრი.

სოფელ ჭორვილაში, რომელიც საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის პრემიერ-მინისტრის მამულია, არჩევნების შემდეგ გარეგნულად არაფერი შეცვლილა. საჩხერის რაიონიდან 6 კილომეტრით მოშორებულ სოფელში გზა ისევ ისეთი, ალაგ-ალაგ ათხრილი და ორმოებიანია. როგორც კი სოფელში შედიხარ, იქ ყველაფერი ძალიან ლამაზი და კოხტაა, ევროპის პატარა პროვინციული დასახლების მსგავსად - წითელი და მწვანესახურავიანი სახლები, ყველა სახლში სატელიტური ანტენები, ერთ ფერში შეღებილი ღობეები, მოასფალტებული გზები, ლამპიონები და მწვანე მეტალის ნაგვის ურნები; აქვე არის გარემონტებული სკოლა, სპორტული დარბაზი, "ფილარმონიის" მსგავსი საბანკეტო დარბაზი, სადაც ქორწილსა თუ ქელეხს ყველა უფასოდ იხდის.

ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მილიარდერის გაპრემიერებამდე იყო. თანასოფლელების უმრავლესობისათვის ბიზნესმენი ისევ კეთილი პატრონია, სამართლიანი და ფიცხი. სუფრაზე მის სადღეგრძელოს ისევ სვამენ, თუმცა ამბობენ, რომ "პატრონის" გაპოლიტიკოსებამ და მთავრობაში გადასვლამ სოფელი მაინც დააზარალა - ძველებურად ვეღარ გვეხმარება, კანონი უკრძალავს, მოსყიდვაში ეთვლებაო, შემოგვჩივლეს.

სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ზემო და ქვემო უბნებად. ზემო უბანში ივანიშვილის მიერ გალამაზებული და ნაპატრონებია. ქვემოში - ალაგ-ალაგ არის ახალი სახლები, რომელსაც თვალს უმალვე მოჰკრავ ახალი წითელ-მწვანე სახურავის გამო. ყველა ივანიშვილის მიერაა აშენებული. სოფლის მცხოვრებთა ის ერთეული ნაწილი, რომელიც უკმაყოფილოა, სწორედ ამ ქვემო უბანში ცხოვრობს. უკმაყოფილონი არიან, თუმცა ხმამაღლა ამის თქმას ერიდებიან. იმედი აქვთ, რომ მათი დახმარების დროც მოვა.

"ივანაშვილი ახლა ჩინოვნიკია და დახმარების უფლება არ აქვს, მოსყიდვაში ეთვლებაო, - ასე ამბობენ. ალბათ, ამიტომაც მიდის პრემიერობიდან, რომ თავის სოფელს, ხალხს დაეხმაროს. აქ, ჭორვილაში ყველას ასე სჯერა", - ამბობს დარეჯან დვალი.

მასპინძელი ყავარჯნებზე დაყრდნობილი მელაპარაკება. სახლშიც მეპატიჟება, თან ფქვილისაგან დასვრილ ხელებს იწმენდს და ახლად გამომცხვარ პურს მთავაზობს.

ეზოში 83 წლის მოხუცი ქალი ზის. რომ გაიგო, ჟურნალისტი ვიყავი და საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცის, ქვეყნის მმართველის თანასოფლელების ამბები და წინასაარჩევნო განწყობა მაინტერესებდა, ხელისუფლებაზე გაბრაზებული ვარო, - გამოაცხადა.

"არავის არ მივცემ ხმას! გამამტყუნეთ... რაზე მივცე ხმა, არც ძველი მთავრობა დამეხმარა და არც ახალი?! ასე, უპატრონოდ ვართ მიტოვებული... 83 წლის ქალი ვარ, წლებია, მიწისძვრისგან დანგრეული სახლი მაქვს, თხლიშინით ჩამომდის წყალი, მითხრეს, ივანაშვილი აგიშენებს, დაწყებულია მშენებლობა და აგერ მიტოვებულია. კაცისშვილი არ მოსულა ჩემთან, არადა, მითხრეს, სიაში პირველი წერიხარო. სახლის პატრონმა სამამულო ომს შესწირა თავი, იქ დარჩა, თორემ იმას არავის დახმარება არ დასჭირდებოდა. გაბრაზებული ვარ. შვიდ თავ წამალს ვსვამ და ამით ვბორჯიალობ კიდევ. 4 ვაჟკაცი რომ უმუშევარი და უკაპეიკოდ გეყოლება, როგორ უნდა იყო?! ან ჩემმა პენსიამ რამდენი უნდა შეინახოს?!" - რძლისაგან განსხვავებით ივანიშვილის გაბრაზების არ ეშინია და საყვედურს ხმამაღლა ამბობს მერი დვალი.

რძალ-დედამთილი ყვება, რომ ივანაშვილმა (აქ პრემიერს ყველა ივანაშვილით მოიხსენიებს), სახლები მის უბანში ააშენა, ყველას ლამაზი სახურავებით გადაუხურა და ღობეებიც ერთ ფერში შეუღება. დაბლა უბნისკენ კი ეს დახმარება არ წამოსულა.

დარეჯან დვალი: "200 ლარს ურიგებდა თავის მეზობლებს, ჩვენ ეს არ გვქონია, მაგრამ გაზი და დენი 3 წელი გვქონდა უფასოდ, მარტო ჭორვილას კი არა, მთელ რაიონს. უფასო საავადმყოფოც გაგვიკეთა. ფეხი მტკიოდა, ოჯახს ვერაფრით ვეხმარებოდი და ახლა პროტეზი ჩავისვი... ჩემთვის სახლი არ აუშენებია, ამას თქვენც ხომ ხედავთ?! აქეთ დაბლა სახლი არავისთვის გაუკეთებია. ზედა მხარეს, თავის უბანში მართლა ყველაფერი კარგად გააკეთა და ქალაქივით გახადა. ველოდებით, იქნებ სახლები ჩვენც გაგვიკეთოს. სამ ოთახში 7 სული ვცხოვრობთ. სახლი დაბზარულია. თაგვები შედი-გამოდიან. იატაკი დამტვრეულია. კი მერიდება, მაგრამ რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ, ხომ ხედავთ და ამას თუ დაწერთ, კარგი იქნება. აგერ ჩემს დედამთილს მიწისძვრისგან დანგრეული სახლი აქვს, წყალი ჩადის. უნდა აეშენებინათ და მიატოვეს. 31 წლის უცოლო ბიჭი ჰყავს და დანგრეული სახლის გამო ცოლი რომ ვერ მოჰყავს, ამას დარდობს ჩემი დედამთილიც. სამი მაზლიშვილი მყავს. ორს ცოლ-შვილი ჰყავს და ყველა სამ ოთახშია შეყუჟული. მათი სახლი რომ ნახოთ, თქვენც გაგიკვირდებათ, მათ რომ სოციალური დახმარება არ აქვთ", - ამბობს დარეჯან დვალი და მთხოვს, ის ოჯახი აუცილებლად ვნახო.

მისი მაზლიშვილის სახლშიც მივდივარ. იქაც სოფლის პატარა სახლი დგას, სულ 3 და ისიც პატარა ოთახია. ამ სამ ოთახში კი 9 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 4 ბავშვი.

"რამდენი ვიწვალე, სოციალური რომ დაგვნიშნოდა. სულ ასე წყალწაღებულნი ვიყავით და თავი რომ გაგვეტანა, ჩემი 2 შვილი ერაყში წავიდა. 7 წელიწადს ჯარში მსახურობდნენ. ორივე ცოლ-შვილიანია. ამ სამ ოთახში სამი ოჯახი ვცხოვრობთ. 3 ოთახში 9 სული. ადრე დახმარება გვქონდა. სამი თვის დახმარება ბანკიდან გამოვიტანე, შეშა რომ მეყიდა. შარშან ზაფხულში კი დახმარება შეგვიჩერეს. ბიჭებმა ერაყიდან ჩამოტანილი ფულით რაღაც საბჭოთა მანქანა იყიდეს, ძლივს დადის ისეთი და ამიტომ დახმარების სიიდან ამოგვშალეს", - ყვება ნატო დვალი.

მისი მეუღლე მამია დვალი მეუბნება, რომ სანამ ივანიშვილი გაპოლიტიკოსდებოდა, სოფელს ეხმარებოდა, ნელ-ნელა ყველას სახლებს უშენებდა; მთელ საჩხერეშიც რაღაცებს აშენებდა და ხალხი დასაქმებული იყო, მაგრამ ვინ დააცალა, პოლიტიკაში აღმოჩნდაო.

"დასაქმებულები ვიყავით. ასეთი გაჭირვება არ იყო. ვიცით, რომ ობლებს და გაჭირვებულებს ეხმარებოდა, მაგრამ მე რომ მიჭირს, ამას ვინ გააგებინებდა?! ბიძინასთან მე ვინ მიმიშვებს?! დედაჩემი და ჩემი ცოლი გადაარჩინა, უფასო საავადმყოფო რომ არსებობს მაგით და მადლობის მეტი რა მეთქმის?! მე მაგას ფულის შოვნაში არ დავხმარებივარ და რა უფლება მაქვს, მოვთხოვო?! ასეა თუ ისე, ჩემი სოფლელია და მაინც მის იმედად ვართ. ახლა არჩევნებს მივჩერებივართ, ბიძინაც მიდისო და ვნახოთ. ალბათ მერე უფრო დაგვეხმარება. აბა, მიშა მაჭავარიანს არავისთვის არაფერი გაუკეთებია, მარტო საკუთარი სახლი აიშენა", - ამბობს მამია დვალი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს, მიხეილ მაჭავარიანს ჭორვილაში მშობლების სამსართულიანი სახლი აქვს. მის სამეზობლოშიც არის ახლად აშენებული და წითელსახურავიანი კოხტა სახლები. მეზობლებს გვეუბნებიან, რომ თვით მაჭავარიანის ნათესავებსაც კი ივანიშვილმა აუშენა სახლი.

"ივანიშვილი დენის, გაზის ფულს გვიხდიდა წლების განმავლობაში, კარმები გვაჩუქა, გაზი გვაჩუქა, ყველაფერს სიკეთეს გვიკეთებს. 200 ლარს უხდის ობლებს და მრავალშვილიანებს. ხალხისთვისაც მისი თანამდებობიდან წასვლა უფრო კარგია. ბევრს გაუმართავს ხელს", - ამბობს ელისო შუკაკიძე და დასძენს, რომ პედაგოგია და ივანიშვილი 7 წელი ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარს აძლევდა. რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ეს 300 ლარის დაფინანსება შეწყდა - "პრემიერი რომაა, დახმარება არ შეუძლია, წავა და მერე ისევ შეეძლება".

3 შვილის დედა ანა მაჭვარიანი გვეუბნება, რომ ივანიშვილმა 60-ათასლარიანი სახლი აჩუქა.

"ის მაინც რად ღირს, რომ არჩევნების შემდეგ აღარ გვეშინია იმის თქმა, ჭორვილადან რომ ვართ. შარშან არჩევნების წინ ძალიან დაძაბულები ვიყავით. ჩემი ქმარი, გიორგი, საკონტრაქტო ჯარში იყო, სამი თვე ჰქონდა დარჩენილი, რომ კონტრაქტი შეუჩერეს და გამოუშვეს. მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ჭორვილადან იყო. მაჭავარიანის გვარმაც არ უშველა. სურათები გადმოუღიათ, სახლი აგიშენა, გაზი-დენი გაგიკეთა და ხმას ვის მისცემო? ჩემს ქმარსაც უპასუხნია, აბა, შენი აზრით, ვის მივცემო?! ვინც მთავრობის სამსახურში მუშაობდა, ყველას ასე დევნიდნენ. მაზლისშვილი პატრულში მუშაობდა და ისიც გაათავისუფლეს. ახლა აღიდგინა თავი", - გვიყვება ანა მაჭავარიანი.

სოფელში ივანიშვილი რომ რუსეთის გამოგზავნილია, არავის სჯერა.

"დაველოდოთ და ვნახავთ ყველა... თავის რაიონში იმდენი კარგი გააკეთა, საქართველოსთვისაც კარგი უნდა. მე და ჩემს ძმას სახლი აგვიშენა. ჩვენსავით კიდევ ბევრ სხვას. როგორც ბიძაშვილი, მიშა (მაჭავარიანი) მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და ხმა "ნაციონალებისთვის" არ მიმიცია. ბიძინა დაგვეხმარა და ხმას სხვას როგორ მივცემდი?! ისე, სოფელში "ნაციონალების" მხარდამჭერებიც არიან, არჩევნებზეც დაფიქსირდა რამდენიმე ხმა. ივანიშვილმა ამდენი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ სოფლიდან 100%-იანი ხმა მაინც ვერ აიღო. ახლა მიშას (მაჭავარიანი) ძმა ოცნების მხარესაა, მიშა კი მოყოლილია ამ გაუგებრობაში და რა ქნას, "ნაციონალებს" უნდა დაუჭიროს მხარი", - მეუბნება სიმონ მაჭავარიანი. იქვე, მიხეილ მაჭავარიანის მეორე ბიძაშვილის სახლთანაც მაცილებს.

პედაგოგი ნინო კაპანაძე სახლში მეპატიჟება შემოდგომის ნობათით გასამასპინძლებლად. ამბობს, რომ 15 წელია, ჭორვილაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა და წელს უარი თქვა "ნაციონალების" დახმარება რომ არ დაბრალდეს. მე კი არა, მიხეილ მაჭავარიანის ძმა არ არის "ნაციონალიო".

"მათ ოჯახშიც ერთი ძმა ნაციონალების მხარესაა, მეორე ძმა - მარგველაშვილის. მარგველაშვილი ვანოს მეგობარია, კლასელები არიან, ადრე აქაც ჰყავდა ჩამოყვანილი და ვიცნობ. ვანო იყო წინა კვირას ჩამოსული და მარგველაშვილის მრჩეველი ვარო, გვითხრა", - ამბობს ნინო კაპანაძე.

ყვება, რომ წინა არჩევნებში "ნაციონალებს" 57-მა კაცმა მისცა ხმა და ამის გამო ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულა.

"800-მა კაცმა მაინც მიიღო მონაწილეობა. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, საარჩევნო უბანზე ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც ჭორვილაში ჩაწერილები კი იყვნენ, მაგრამ საერთოდ არ ჩამოდიოდნენ. ძალიან დიდი რიგები იდგა. წელს ასე არ იქნება. ამდენი კარგი რამ აქვს ივანიშვილს გაკეთებული და 57-მა ადამიანმა "ნაციონალებს" მისცა ხმა. სხვათა შორის, ბიძინა გაგიჟებულა, ეს რომ გაუგია. ვინ არის ის 57 კაცი, ვინც "ნაციონალებს" მისცა ხმა, დაადგინეთო. 8 მარტს სკოლაში სუფრა გვქონდა, მისი და გვესწრებოდა და აღნიშნა, რომ ვინც "ნაციონალებს" ხმა მისცა, ის სახლები უნდა დაეწვათ, ჩემმა ძმამ რომ აუშენაო. ახლაც შეიძლება ისევ დაფიქსირდეს მსგავსი რამ, მაგრამ ხმამაღლა ამას არავინ იტყვის", - ამბობს კაპანაძე.

გამომშვიდობებისას მეუბნება, რომ ჭორვილაში ივანიშვილს ყველა სიტყვის კაცად იცნობს და ყველას გვჯეროდეს, რომ "რასაც შეგვპირდა, გააკეთებს და პრემიერობიდან რომ წავა, მეტის გასაკეთებლად ხელ-ფეხიც უფრო გახსნილი ექნება".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია