მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასაჟისტი - ქარ­თველ მაღალჩინოსნებს მა­სა­ჟი სექ­სი ჰგო­ნი­ათ
მასაჟისტი - ქარ­თველ მაღალჩინოსნებს მა­სა­ჟი სექ­სი ჰგო­ნი­ათ

მა­სა­ჟი ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­რელა­ქსა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბაა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ შე­სა­ბა­მის ცენ­ტრებს ბო­ლო დროს კლი­ენ­ტუ­რა მო­ე­მა­ტა. ხა­ტია წე­რე­თე­ლი წლე­ბი­ა, რაც ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს, აქვს სა­კუ­თა­რი მა­სა­ჟის ცენ­ტრი და არა­ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის პი­რა­დი მა­სა­ჟის­ტი­ა.

- 18 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ვლა­დი­ვოს­ტკში ჩა­ვა­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლე­ბელ­ში და და­ვე­უფ­ლე მა­სა­ჟის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბას. მე­რე წა­ვე­დი ტი­ბეტ­ში, სა­დაც და­ვე­უფ­ლე აუ­რა მა­საჟს. ეს არის მა­სა­ჟის სა­ხე­ო­ბა, რომ­ლის დრო­საც შე­გიძ­ლია სა­ერ­თოდ არ შე­ე­ხო ადა­მი­ანს, უბ­რა­ლოდ, უნ­და შე­გეძ­ლოს აუ­რით მარ­თვა. იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ წერ­ტი­ლებ­ში შე­ხე­ბა. ტი­ბე­ტი­დან წა­ვე­დი ჩი­ნეთ­ში და იქ შე­ვის­წავ­ლე წერ­ტი­ლო­ვა­ნი მა­სა­ჟი, მე­რე ტა­ი­ლან­დში გა­ვი­ა­რე, სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­სა­ჟის კურ­სე­ბი. არ­სე­ბობს მი­თე­ბი, რომ წერ­ტი­ლო­ვა­ნი მა­სა­ჟი კურ­ნავს ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის­გან, გარ­კვე­უ­ლი დრო­ით მას ტკი­ვი­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა შე­უძ­ლი­ა, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა ზედ­მი­წევ­ნით ცოდ­ნა, მით უმე­ტეს - სა­ქარ­თვე­ლო­ში. რად­გან წერ­ტი­ლო­ვა­ნი მა­სა­ჟის დროს ლიმ­ფურ ზო­ნებ­ზე შე­ხე­ბა გვიხ­დე­ბა, ამან შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მში მი­ძი­ნე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, მათ შო­რის სიმ­სივ­ნის. შე­საძ­ლო­ა, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ალერ­გი­ის გა­მოწ­ვე­ვა, ამი­ტომ ყვე­ლას ვურ­ჩევ, თა­ვი აა­რი­დოს წერ­ტი­ლო­ვან მა­საჟს. აღ­მო­სავ­ლე­ლი ხალ­ხის კულ­ტუ­რა გან­სხვავ­დე­ბა ჩვენ­გან, თუნ­დაც კვე­ბის კულ­ტუ­რა, მათ მრგვლო­ვა­ნი კუნ­თე­ბი აქვთ, ჩვენ კი "ნევ­რას­თე­ნი­კე­ბი" ვართ. წერ­ტი­ლის მო­ძებ­ნის ის მე­თო­დი, რა­საც ას­წავ­ლი­ან, შე­იძ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი იყოს. ერ­თმა პა­ტა­რა ცდო­მი­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს.

- ძი­რი­თა­დად რა სა­ხის მა­საჟ­ზეა მოთხ­ოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლო და სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­საჟ­ზე ერ­თნა­ი­რად არის მოთხ­ოვ­ნა. წერ­ტი­ლო­ვან და აუ­რა მა­საჟს ნაკ­ლე­ბად ითხ­ო­ვენ, არც არის ჩვენ­თან კარ­გად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­რა მა­სა­ჟის მცნე­ბა. ბო­ლო დროს მა­მა­კა­ცებ­საც გა­ე­ზარ­დათ მა­სა­ჟის სურ­ვი­ლი. ქა­ლე­ბი თუ სამ­კურ­ნა­ლო მა­საჟს ითხ­ო­ვენ, მა­მა­კა­ცებ­ში უფ­რო სა­რე­ლაქ­სა­ციო და ნა­ბა­ხუ­სე­ვის მა­საჟ­ზეა მოთხ­ოვ­ნა. ნა­ბა­ხუ­სე­ვის მა­სა­ჟი ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ცე­დუ­რა­ა, რად­გან ამ დროს შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლია სის­ხლძარ­ღვე­ბი, სის­ხლი ძნე­ლად მოძ­რა­ობს და ორ­გა­ნიზ­მი­დან ალ­კო­ჰო­ლი დრო­უ­ლად ვერ გა­მო­ი­დევ­ნე­ბა. ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რთხი­ლეა სა­ჭი­რო, რად­გან შე­საძ­ლო­ა, ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ეს მა­სა­ჟი 70 ლა­რი ღირს.

- გა­სახ­დომ მა­საჟ­ზე არ არის მოთხ­ოვ­ნა?

- ჩვენ არ ვა­კე­თებთ გა­სახ­დომ მა­საჟს, რად­გან ასე­თი მა­სა­ჟი არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს ან­ტი­ცე­ლუ­ლი­ტუ­რი მა­სა­ჟი, რო­მე­ლიც ხელს უწყ­ობს ცე­ლუ­ლი­ტის შრე­ე­ბის გაქ­რო­ბას, მაგ­რამ ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი კურ­სი, რომ­ლის შე­დე­გად იკ­ლებ 2-3 სან­ტი­მეტრს გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა­ში. დი­ე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია სხე­უ­ლის ლა­მა­ზი ფორ­მე­ბის­თვის. თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია ე.წ. თაფ­ლის მა­სა­ჟი, ამას უფ­რო ან­ტი­ცე­ლუ­ლი­ტუ­რი და კოს­მე­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუ ადა­მი­ა­ნი ალერ­გი­უ­ლი­ა, მის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია თაფ­ლის მა­სა­ჟი, თუ მშრა­ლი კა­ნი აქვს - თაფლს სხვა მა­სა­ლა უნ­და და­ვუ­მა­ტოთ და ეს ძა­ლი­ან კარ­გია კა­ნის­თვის. სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­სა­ჟი მო­ი­ცავს არო­მა­თე­რა­პი­ას, სა­ჭი­რო­ებს ზე­თებს, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ წერ­ტი­ლებ­ში შე­ი­ზი­ლე­ბა და დიდ­ხანს მოქ­მე­დებს ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე. ასე­ვე ვი­ყე­ნებთ ცხელ ქვებს, რო­მე­ლიც ხსნის და­ძა­ბუ­ლო­ბას, და­ჭი­მუ­ლო­ბას და წმენ­დს ადა­მი­ა­ნის აუ­რას. მა­სა­ჟის ფა­სე­ბი 40-დან 100 ლა­რამ­დე გა­ნი­საზღ­ვრე­ბა, გა­აჩ­ნი­ა, რას მო­ითხ­ოვს კლი­ენ­ტი.

- კლი­ენ­ტებს უც­ნა­უ­რი მოთხ­ოვ­ნე­ბი არ აქვთ?

- ჩემ­თვის ისიც უც­ნა­უ­რი­ა, სექსს რომ ითხ­ო­ვენ. იმ­დე­ნი უც­ნა­უ­რი მოთხ­ოვ­ნა აქვთ, ვერ ჩა­მოვ­თვლი, ზო­გი­ერ­თი კლი­ენ­ტი ეჭ­ვი­ა­ნობს, მი­აჩ­ნი­ა, რომ მი­სი სა­კუთ­რე­ბა ხარ. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა 2004 წელს და­ვიწყ­ე. შე­ვე­დი კა­ბი­ნეტ­ში და კლი­ენტს ვუთხ­ა­რი, გა­ი­ხა­დეთ­-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა - ჯერ შენ გა­ი­ხა­დე, მე მე­რე გა­ვიხ­დი­ო. მა­სა­ჟის დროს რა­ღაც მო­მენ­ტში ძა­ლი­ან კარ­გია ცო­ტა ძლი­ე­რად დარ­ტყმა კუნ­თზე, ერ­თ-ერ­თი ასე­თი პრო­ცე­დუ­რის დროს კლი­ენ­ტი წა­მო­მიხ­ტა და მცე­მა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი ერ­თი კლი­ენ­ტი მო­ვი­და და მითხ­რა, ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლი ვა­რო... ჩვენ­თან უამ­რა­ვი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და­დის, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი პარ­ლა­მენ­ტა­რი ფიქ­რობს, რომ სირ­ცხვი­ლია მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვას მო­ითხ­ოვს და არ მაქვს მა­თი გვა­რე­ბის და სა­ხე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის უფ­ლე­ბა. ახ­ლან­დე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ერ­თ-ერ­თი წევ­რი, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზორ­ში კი არა, ლა­მის უთო­შიც კი ჩანს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ პირ­ვე­ლად მო­ვი­და ჩვენ­თან, მაგ­რამ რე­გის­ტრა­ცია სხვა გვარ­-სა­ხე­ლით გა­ი­ა­რა. მა­საჟ­ზე მოთხ­ოვ­ნა კი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ მას რა­ტომ­ღაც სექ­სთან აი­გი­ვე­ბენ და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ურ­ჩევ­ნი­ათ, ღა­მის სა­ა­თებ­ში მო­ვიდ­ნენ. ხში­რად მო­დი­ან უცხ­ო­ე­ლე­ბი, რო­ცა სტუმ­რად ჩა­მო­სულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს სურთ მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა, მა­შინ გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი და მათ­თან მივ­დი­ვართ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ღირს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მასაჟისტი - ქარ­თველ მაღალჩინოსნებს მა­სა­ჟი სექ­სი ჰგო­ნი­ათ

მასაჟისტი - ქარ­თველ მაღალჩინოსნებს მა­სა­ჟი სექ­სი ჰგო­ნი­ათ

მა­სა­ჟი ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­რელა­ქსა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბაა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არსებულ შე­სა­ბა­მის ცენ­ტრებს ბო­ლო დროს კლი­ენ­ტუ­რა მო­ე­მა­ტა. ხა­ტია წე­რე­თე­ლი წლე­ბი­ა, რაც ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს, აქვს სა­კუ­თა­რი მა­სა­ჟის ცენ­ტრი და არა­ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის პი­რა­დი მა­სა­ჟის­ტი­ა.

- 18 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ვლა­დი­ვოს­ტკში ჩა­ვა­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლე­ბელ­ში და და­ვე­უფ­ლე მა­სა­ჟის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბას. მე­რე წა­ვე­დი ტი­ბეტ­ში, სა­დაც და­ვე­უფ­ლე აუ­რა მა­საჟს. ეს არის მა­სა­ჟის სა­ხე­ო­ბა, რომ­ლის დრო­საც შე­გიძ­ლია სა­ერ­თოდ არ შე­ე­ხო ადა­მი­ანს, უბ­რა­ლოდ, უნ­და შე­გეძ­ლოს აუ­რით მარ­თვა. იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ წერ­ტი­ლებ­ში შე­ხე­ბა. ტი­ბე­ტი­დან წა­ვე­დი ჩი­ნეთ­ში და იქ შე­ვის­წავ­ლე წერ­ტი­ლო­ვა­ნი მა­სა­ჟი, მე­რე ტა­ი­ლან­დში გა­ვი­ა­რე, სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­სა­ჟის კურ­სე­ბი. არ­სე­ბობს მი­თე­ბი, რომ წერ­ტი­ლო­ვა­ნი მა­სა­ჟი კურ­ნავს ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის­გან, გარ­კვე­უ­ლი დრო­ით მას ტკი­ვი­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა შე­უძ­ლი­ა, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა ზედ­მი­წევ­ნით ცოდ­ნა, მით უმე­ტეს - სა­ქარ­თვე­ლო­ში. რად­გან წერ­ტი­ლო­ვა­ნი მა­სა­ჟის დროს ლიმ­ფურ ზო­ნებ­ზე შე­ხე­ბა გვიხ­დე­ბა, ამან შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მში მი­ძი­ნე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, მათ შო­რის სიმ­სივ­ნის. შე­საძ­ლო­ა, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ალერ­გი­ის გა­მოწ­ვე­ვა, ამი­ტომ ყვე­ლას ვურ­ჩევ, თა­ვი აა­რი­დოს წერ­ტი­ლო­ვან მა­საჟს. აღ­მო­სავ­ლე­ლი ხალ­ხის კულ­ტუ­რა გან­სხვავ­დე­ბა ჩვენ­გან, თუნ­დაც კვე­ბის კულ­ტუ­რა, მათ მრგვლო­ვა­ნი კუნ­თე­ბი აქვთ, ჩვენ კი "ნევრასთენიკები" ვართ. წერ­ტი­ლის მო­ძებ­ნის ის მე­თო­დი, რა­საც ას­წავ­ლი­ან, შე­იძ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი იყოს. ერ­თმა პა­ტა­რა ცდო­მი­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს.

- ძი­რი­თა­დად რა სა­ხის მა­საჟ­ზეა მოთხ­ოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლო და სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­საჟ­ზე ერ­თნა­ი­რად არის მოთხ­ოვ­ნა. წერ­ტი­ლო­ვან და აუ­რა მა­საჟს ნაკ­ლე­ბად ითხ­ო­ვენ, არც არის ჩვენ­თან კარ­გად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­რა მა­სა­ჟის მცნე­ბა. ბო­ლო დროს მა­მა­კა­ცებ­საც გა­ე­ზარ­დათ მა­სა­ჟის სურ­ვი­ლი. ქა­ლე­ბი თუ სამ­კურ­ნა­ლო მა­საჟს ითხ­ო­ვენ, მა­მა­კა­ცებ­ში უფ­რო სა­რე­ლაქ­სა­ციო და ნა­ბა­ხუ­სე­ვის მა­საჟ­ზეა მოთხ­ოვ­ნა. ნა­ბა­ხუ­სე­ვის მა­სა­ჟი ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ცე­დუ­რა­ა, რად­გან ამ დროს შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლია სის­ხლძარ­ღვე­ბი, სის­ხლი ძნე­ლად მოძ­რა­ობს და ორ­გა­ნიზ­მი­დან ალ­კო­ჰო­ლი დრო­უ­ლად ვერ გა­მო­ი­დევ­ნე­ბა. ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რთხი­ლეა სა­ჭი­რო, რად­გან შე­საძ­ლო­ა, ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ეს მა­სა­ჟი 70 ლა­რი ღირს.

- გა­სახ­დომ მა­საჟ­ზე არ არის მოთხ­ოვ­ნა?

- ჩვენ არ ვა­კე­თებთ გა­სახ­დომ მა­საჟს, რად­გან ასეთი მა­სა­ჟი არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს ან­ტი­ცე­ლუ­ლი­ტუ­რი მა­სა­ჟი, რო­მე­ლიც ხელს უწყ­ობს ცე­ლუ­ლი­ტის შრე­ე­ბის გაქ­რო­ბას, მაგ­რამ ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი კურ­სი, რომ­ლის შე­დე­გად იკ­ლებ 2-3 სან­ტი­მეტრს გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა­ში. დი­ე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია სხე­უ­ლის ლა­მა­ზი ფორ­მე­ბის­თვის. თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია ე.წ. თაფ­ლის მა­სა­ჟი, ამას უფ­რო ან­ტი­ცე­ლუ­ლი­ტუ­რი და კოს­მე­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუ ადა­მი­ა­ნი ალერ­გი­უ­ლი­ა, მის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია თაფ­ლის მა­სა­ჟი, თუ მშრა­ლი კა­ნი აქვს - თაფლს სხვა მა­სა­ლა უნ­და და­ვუ­მა­ტოთ და ეს ძა­ლი­ან კარ­გია კა­ნის­თვის. სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­სა­ჟი მო­ი­ცავს არო­მა­თე­რა­პი­ას, სა­ჭი­რო­ებს ზე­თებს, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ წერ­ტი­ლებ­ში შე­ი­ზი­ლე­ბა და დიდ­ხანს მოქ­მე­დებს ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე. ასე­ვე ვი­ყე­ნებთ ცხელ ქვებს, რო­მე­ლიც ხსნის და­ძა­ბუ­ლო­ბას, და­ჭი­მუ­ლო­ბას და წმენდს ადა­მი­ა­ნის აუ­რას. მა­სა­ჟის ფა­სე­ბი 40-დან 100 ლა­რამ­დე გა­ნი­საზღ­ვრე­ბა, გა­აჩ­ნი­ა, რას მო­ითხ­ოვს კლი­ენ­ტი.

- კლი­ენ­ტებს უც­ნა­უ­რი მოთხ­ოვ­ნე­ბი არ აქვთ?

- ჩემ­თვის ისიც უც­ნა­უ­რი­ა, სექსს რომ ითხ­ო­ვენ. იმ­დე­ნი უც­ნა­უ­რი მოთხ­ოვ­ნა აქვთ, ვერ ჩა­მოვ­თვლი, ზო­გი­ერ­თი კლი­ენ­ტი ეჭ­ვი­ა­ნობს, მი­აჩ­ნი­ა, რომ მი­სი სა­კუთ­რე­ბა ხარ. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა 2004 წელს და­ვიწყ­ე. შე­ვე­დი კა­ბი­ნეტ­ში და კლი­ენტს ვუთხ­ა­რი, გა­ი­ხა­დეთ­-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა - ჯერ შენ გა­ი­ხა­დე, მე მე­რე გა­ვიხ­დი­ო. მა­სა­ჟის დროს რა­ღაც მო­მენ­ტში ძა­ლი­ან კარ­გია ცო­ტა ძლი­ე­რად დარ­ტყმა კუნ­თზე, ერ­თ-ერ­თი ასე­თი პრო­ცე­დუ­რის დროს კლი­ენ­ტი წა­მო­მიხ­ტა და მცე­მა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი ერ­თი კლი­ენ­ტი მო­ვი­და და მითხ­რა, ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლი ვა­რო... ჩვენ­თან უამ­რა­ვი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და­დის, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი პარ­ლა­მენ­ტა­რი ფიქ­რობს, რომ სირ­ცხვი­ლია მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვას მო­ითხ­ოვს და არ მაქვს მა­თი გვა­რე­ბის და სა­ხე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის უფ­ლე­ბა. ახ­ლან­დე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ერ­თ-ერ­თი წევ­რი, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზორ­ში კი არა, ლა­მის უთო­შიც კი ჩანს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ პირ­ვე­ლად მო­ვი­და ჩვენ­თან, მაგ­რამ რე­გის­ტრა­ცია სხვა გვარ­-სა­ხე­ლით გა­ი­ა­რა. მა­საჟ­ზე მოთხ­ოვ­ნა კი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ მას რა­ტომ­ღაც სექ­სთან აი­გი­ვე­ბენ და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ურ­ჩევ­ნი­ათ, ღა­მის სა­ა­თებ­ში მო­ვიდ­ნენ. ხში­რად მო­დი­ან უცხ­ო­ე­ლე­ბი, რო­ცა სტუმ­რად ჩა­მო­სულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს სურთ მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა, მა­შინ გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი და მათ­თან მივ­დი­ვართ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ღირს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია