მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდიანი" - საქართველო რუსეთის აგრესიას სიფრთხილით ეკიდება
"გარდიანი" - საქართველო რუსეთის აგრესიას სიფრთხილით ეკიდება

"სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბა", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "გარ­დი­ა­ნი" პი­ოტრ სმო­ლა­რის სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, თბი­ლისს მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის დიდი სურ­ვი­ლი აქვს, მაგ­რამ ში­შობს, რომ მისი მე­ზობ­ლის მო­ტი­ვი სამ­ხრეთ ოსე­თის გა­კონ­ტრო­ლე­ბაა.

"რუ­სე­თი ამას სა­ქარ­თვე­ლოს "ის­ტე­რი­ულ პრო­პა­გან­დას" უწო­დებს. მაგ­რამ რუ­სე­თი თან­და­თა­ნო­ბით იპყრობს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებს. მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის მცდე­ლო­ბი­სა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­კენ ის­წრაფ­ვის, სა­ქარ­თვე­ლო-სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ზღვა­რი მა­ინც მოძ­რა­ობს", - წერს პი­ოტრ სმო­ლა­რი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე წერს, რომ სამ­ხრეთ ოსე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მავ­თულხლარ­თე­ბი გა­ა­ბეს დე­მარ­კა­ცი­ის ზოლ­თან. მი­სი­ვე თქმით, სო­ფელ დი­ცის მცხოვ­რებ­ნი გა­სულ თვეს ამის გამო ატე­ხი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სრო­ლის მომსწრე­ნიც კი გახ­დნენ. რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მხა­რე­ებს თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, მაგ­რამ მათ მწირ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს არა­ნა­ი­რი წონა არ გა­აჩ­ნი­ათ და არც სა­ზღვრის მე­ო­რე მხა­რეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ში აქვთ ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა.

პი­ოტრ სმო­ლა­რი ასე­ვე წერს, რომ სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნი, რო­მელ­მაც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ახლა რუ­სე­თის ფი­ნან­სუ­რი და სამ­ხედ­რო კონ­ტროლ­ქვე­შაა. რუ­სე­თის კი სა­ერ­თოდ არ აქვს იმის გან­წყო­ბა, რომ დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ქვეყ­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, რო­მე­ლიც ამ თვის ბო­ლოს არის და­ნიშ­ნუ­ლი. ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის ათწ­ლი­ა­ნი ერა სრულ­დე­ბა.

"რა თქმა უნდა, მოს­კოვს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, და­არ­წმუ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შუ­ერ­თდეს ევ­რა­ზი­ულ სა­ბა­ჟო კავ­შირს, რო­მელ­შიც ბე­ლო­რუ­სი და ყა­ზა­ხე­თი არი­ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. ამ ზე­წო­ლის მიღ­მა კი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის საფრ­თხე იმა­ლე­ბა, თუ თბი­ლი­სი ევ­რო­კავ­შირ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის­კენ სწრაფ­ვას გა­აგ­რძე­ლებს", - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"გარ­დი­ა­ნის" სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­სულ თვეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა კი­დევ ერთხელ დაგ­მო ცხინ­ვალ­თან ახ­ლოს რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი. თუმ­ცა, რო­გორც პი­ოტრ სმო­ლა­რი აღ­ნიშ­ნავს, ივა­ნიშ­ვი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რად­გან ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას ცდი­ლობ­და.

"ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სრულ ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ას შე­საძ­ლოა 5-7 წელი დას­ჭირ­დეს და ხში­რად იმე­ო­რებს, რომ თბი­ლისს მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი ამ რე­გი­ო­ნებ­ზე კონ­ტრო­ლის დაბ­რუ­ნე­ბა ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის გა­რე­შე. ის იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო შეძ­ლებს ორი­ვე ანკლავ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბას", - წერს პი­ოტრ სმო­ლა­რი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოპო­ზი­ცია პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მოს­კო­ვის მი­მართ მორ­ჩი­ლე­ბის­თვის აკ­რი­ტი­კებს, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვილს მტკი­ცე პა­სუ­ხი აქვს სო­ჭის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც რუ­სე­თი 2014 წლის თე­ბერ­ვალ­ში უმას­პინ­ძლებს.

"ყვე­ლა­ფე­რი რაც ახლა ხდე­ბა, მათ შო­რის მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მა, სო­ჭის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს უკავ­შირ­დე­ბა. სრუ­ლი­ად რუ­სე­თის ყუ­რა­დღე­ბა იქით­კე­ნაა მი­პყრო­ბი­ლი, რომ თა­მა­შებ­მა მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში ჩა­ი­ა­როს. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს ასე მოხ­დეს და და­ვეხ­მა­როთ მათ", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს, რო­მელ­მაც მავ­თულხლარ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვა­ზე კი უპა­სუ­ხა "რა უნდა ვქნათ, ომს ხომ ვერ და­ვი­წყებთ?"

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მე­ტად რა­დი­კა­ლუ­რი პო­ზი­ცია აქვს და ცი­ტი­რებს გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზეა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი ძვე­ლი იმ­პე­რი­აა და და­კარ­გუ­ლი სა­ზღვრე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს და მი­უ­ხე­და­ვად ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი მე­გობ­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ წი­ნას­ვლას და ხალ­ხს მავ­თულხლარ­თე­ბით ყო­ფენ.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლი­სას რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ამ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა დარ­ბა­ზი. გა­ე­რო-ში რუ­სე­თის ელჩმა ვი­ტა­ლი ჩურ­კინ­მა კი მის სი­ტყვას რუ­სო­ფო­ბი­უ­ლი უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა პრო­ფე­სი­ულ ჩა­რე­ვას მო­ი­თხოვს", - ნათ­ქვა­მია "გარ­დი­ა­ნის" სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Guardian-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"გარდიანი" - საქართველო რუსეთის აგრესიას სიფრთხილით ეკიდება

"გარდიანი" - საქართველო რუსეთის აგრესიას სიფრთხილით ეკიდება

"საქართველო რუსეთის აგრესიას სიფრთხილით ეკიდება", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" პიოტრ სმოლარის სტატიას საქართველოს შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თბილისს მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ შიშობს, რომ მისი მეზობლის მოტივი სამხრეთ ოსეთის გაკონტროლებაა.

"რუსეთი ამას საქართველოს "ისტერიულ პროპაგანდას" უწოდებს. მაგრამ რუსეთი თანდათანობით იპყრობს საქართველოს ტერიტორიებს. მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვის მცდელობისა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ ისწრაფვის, საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარი მაინც მოძრაობს", - წერს პიოტრ სმოლარი.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დახმარებით რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები გააბეს დემარკაციის ზოლთან. მისივე თქმით, სოფელ დიცის მცხოვრებნი გასულ თვეს ამის გამო ატეხილი მოულოდნელი სროლის მომსწრენიც კი გახდნენ. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირის მონიტორინგის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ მათ მწირ შესაძლებლობებს არანაირი წონა არ გააჩნიათ და არც საზღვრის მეორე მხარეს განვითარებულ მოვლენებში აქვთ ჩარევის უფლება.

პიოტრ სმოლარი ასევე წერს, რომ სეპარატისტული რეგიონი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ახლა რუსეთის ფინანსური და სამხედრო კონტროლქვეშაა. რუსეთის კი საერთოდ არ აქვს იმის განწყობა, რომ დათმობაზე წავიდეს საქართველოსთან მიმართებაში ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც ამ თვის ბოლოს არის დანიშნული. ამ არჩევნების შემდეგ სააკაშვილის მმართველობის ათწლიანი ერა სრულდება.

"რა თქმა უნდა, მოსკოვს გადაწყვეტილი აქვს, დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება შუერთდეს ევრაზიულ საბაჟო კავშირს, რომელშიც ბელორუსი და ყაზახეთი არიან გაწევრიანებული. ამ ზეწოლის მიღმა კი რეგიონალური არასტაბილურობის საფრთხე იმალება, თუ თბილისი ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებისკენ სწრაფვას გააგრძელებს", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"გარდიანის" სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ თვეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალთან ახლოს რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები. თუმცა, როგორც პიოტრ სმოლარი აღნიშნავს, ივანიშვილი მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო შექმნილი დაძაბულობის შემცირებას ცდილობდა.

"ივანიშვილის განცხადებით, სრულ ნორმალიზაციას შესაძლოა 5-7 წელი დასჭირდეს და ხშირად იმეორებს, რომ თბილისს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ რეგიონებზე კონტროლის დაბრუნება ძალის გამოუყენებლობის გარეშე. ის იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს ორივე ანკლავზე გამარჯვების მოპოვებას", - წერს პიოტრ სმოლარი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს მოსკოვის მიმართ მორჩილებისთვის აკრიტიკებს, მაგრამ ივანიშვილს მტკიცე პასუხი აქვს სოჭის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი 2014 წლის თებერვალში უმასპინძლებს.

"ყველაფერი რაც ახლა ხდება, მათ შორის მავთულხლართების გაბმა, სოჭის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება. სრულიად რუსეთის ყურადღება იქითკენაა მიპყრობილი, რომ თამაშებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს და დავეხმაროთ მათ", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს, რომელმაც მავთულხლართებთან დაკავშირებულ კითხვაზე კი უპასუხა "რა უნდა ვქნათ, ომს ხომ ვერ დავიწყებთ?"

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს მეტად რადიკალური პოზიცია აქვს და ციტირებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზეა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი ძველი იმპერიაა და დაკარგული საზღვრების დაბრუნებას ცდილობს და მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებული მეგობრული განცხადებებისა, რუსი სამხედროები განაგრძობენ წინასვლას და ხალხს მავთულხლართებით ყოფენ.

"სააკაშვილის გამოსვლისას რუსეთის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი. გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა კი მის სიტყვას რუსოფობიული უწოდა და განაცხადა, რომ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა პროფესიულ ჩარევას მოითხოვს", - ნათქვამია "გარდიანის" სტატიაში.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა