საქართველო აზერბაიჯანის გავლით თურქმენეთიდან იაფი საწვავის იმპორტს განახორციელებს, რაც ქსელში საწვავის ფასების შემცირებას გამოიწვევს, - ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, გასულ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტისას ხელი მოეწერა დოკუმენტს სატრანზიტო დერეფნის ლიბერალიზაციის შესახებ, რაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს.
"მთავრობამ უარი თქვა იმ თანხაზე, რაც საწვავის იმპორტიდან მიდიოდა "ხელისუფლებაში". ეს იყო დაახლოებით 5 თეთრი 1 ლიტრ საწვავზე, რაც წელიწადში 60 მლნ ლარს შეადგენდა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მთავრობა უხეშად ჩაერიოს ბიზნესში, ისე დავუწიოთ ფასი, რომ კომპანიები წაგებაზე გავუშვათ, ან ადამიანებმა დაკარგონ სამსახური. ეს არ მოხდება, მაგრამ იქნება ზღვარი, რომ გადამეტებული მოგება არ ჰქონდეთ კომპანიებს. მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო კორიდორის ლიბერალიზაციაც, რამაც შეიძლება პირდაპირ იმოქმედოს საწვავის გაიაფებაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
საქართველოში ბენზინის იმპორტი რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და საბერძნეთიდან ხორციელდება.
რაც შეეხება დიზელს, საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალშია: აზერბაიჯანი, რუმინეთი, რუსეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9