რომელია ქორწინებაში ყველაზე ბედნიერი ხანა? ბრიტანელმა სოციოლოგებმა გაარკვიეს, რომ ქორწინების პირველი წელი ქორწინების შემდგომი ეიფორიის მდგომარეობაა, მეორე წელი კი ერთმანეთის საფუძვლიანად გაცნობის შესაძლებლობა. რაც შეეხება ქორწინების მესამე წელს, აღმოჩნდა, რომ წყვილი ბედნიერების მაქსიმალურ ხარისხს ამ დროს აღწევს. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ცოლ-ქმარი ეგუება ერთმანეთის არასრულყოფილებას, გეგმავს ბედნიერ მომავალს და განამტკიცებს ურთიერთობას.
კვლევის ფარგლებში 2 000 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ყველაზე ბედნიერი პერიოდი ცოლ-ქმრის ცხოვრებაში ქორწინებიდან მესამე წელს დგება. როგორც ფინანსური, ასევე სექსუალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მესამე წელი ყველაზე სახარბიელოა.
ყველაზე რთული კი მეხუთე წელია. ამ დროს ვლინდება ერთმანეთისგან დაღლილობა, მობეზრება. სწორედ მეხუთე წელს მიდიან წყვილები ფსიქოლოგთან, რათა დაძლიონ უთანხმოებები, ან ადვოკატთან - განქორწინებისთვის.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.