ლალი მაროშკინა მზად არის, ქართველ სპორტსმენებს სოჭის ოლიმპიადაზე გაჰყვეს

 ლალი მაროშკინა მზად არის, ქართველ სპორტსმენებს სოჭის ოლიმპიადაზე გაჰყვეს

სოჭელები, ლალი მოროშკინას მეშვეობით, ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

როგორც ლალი მოროშკინა აცხადებს, მას გუშინ სოჭიდან დაუკავშირდნენ და ქართულ მხარეს მოუწოდეს,  პროვოკაციას არ აყვნენ.

"ამ განცხადებას ვაკეთებ არა როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი, არამედ რიგითი საქართველოს მოქალაქე, როგორც წარმოშობით სოჭელი. გუშინ სოჭიდან დამიკავშირდა უამრავი ქართველი, იქაური სათვისტომოს თავმჯდომარე, უფლებადამცველები და ჟურნალისტები, რომლებიც გვთხოვენ არ ავყვეთ პროვოკაციას, არ დავიმსახუროთ სანქციები, არ გავუფუჭოთ მომავალი პერსპექტიულ სპორტსმენებს და სოჭში გამოვიყენოთ მაღალი ტრიბუნა, მსოფლიოს სწორედ სოჭიდან ველაპარაკოთ პრობლემებზე. მე მზადყოფნას ვაფიქსირებ, როგორც ეთნიკურად რუსი, წარმოშობით სოჭელი და საქართველოს მოქალაქე, იმ შემთხვევაში თუ იქნება პოლიტიკური ნება, გავყვე ქართველ სპორტსმენებს და სოჭიდან დავაფიქსირო საქართველოს პოზიცია", - აცხადებს ლალი მოროშკინა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია