"იმედის" ახალი პროექტის, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის ყველაზე ექსტრავაგანტური და ეპატაჟური წევრი გოჩა ჩერტკოევი ფართო საზოგადოებისათვის დღემდე მხოლოდ, როგორც პროფესიონალი მოცეკვავე, იყო ცნობილი.
როგორც აღმოჩნდა, ჩერტკოევი ჰოლივუდის კინოინდუსტრიაშიც მოღვაწეობს. Streets of Blood - ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელშიც ჩერტკოევი ეპიზოდურ როლს თამაშობს. კრიმინალურ დრამაში მან შერონ სტოუნთან, ველ კილმერთან და რეპერ 50 Cent-თან ითამაშა.