სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ არასრულწლოვან პატიმარს ვინმესთან უთანხმოება ჰქონდა

სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ არასრულწლოვან პატიმარს ვინმესთან უთანხმოება ჰქონდა

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვანს ვინმესთან უთანხმოება ჰქონდა და ამიტომ მოითხოვა საკანში მარტო ყოფნა. სოზარ სუბარის თქმით, არასრულწლოვანმა ცალკე საკანში მოთავსება ითხოვა, მან შესაბამისი განცხადებაც დაწერა და საკანში მარტო იმყოფებოდა.

"მას პატიმრობაც არ ჰქონდა მისჯილი, შეფარდებული ჰქონდა გირაო და ოჯახის მხრიდან თანხის გადახდის შემდეგ, გათავისუფლდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო სუიციდი, თუმცა საბოლოო პასუხს ამ კითხვას გამოძიება გასცემს. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და პირველად მოხდა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში", - აღნიშნა სუბარმა.

ქუთაისის საპატიმროში გარდაცვლილი 16 წლის გოგი ძველაიას ოჯახის წევრების განცხადებით კი, არასრულწლოვანს პრობლემები ე.წ. ციხის მაყურებელთან ჰქონდა და შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი ეს დაპირისპირება გამხდარიყო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ