საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული მედია - საქართველომ რუსეთს მეჩირაღდნე აპატია
 რუსული მედია - საქართველომ რუსეთს მეჩირაღდნე აპატია

"სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთს მე­ჩი­რაღ­დნე - სამ­ხრეთ ოსე­თის ომის გმი­რი აპა­ტია", - ამ სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო Lenta.ru სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ ვერ ხე­დავს 2014 წლის სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­ხედ­ვის სა­ფუძ­ველს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის თხოვ­ნით ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს მი­მარ­თა. მისი ეს რე­აქ­ცია მოჰ­ყვა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ 6 ოქ­ტომ­ბერს მოს­კოვ­ში და­წყე­ბულ ოლიმ­პი­უ­რი ცე­ცხლის ეს­ტა­ფე­ტა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მფრი­ნავ­მა ივან ნე­ჩა­ევ­მა, რო­მე­ლიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში იბ­რძო­და და ომში გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბი­სა და გმი­რო­ბის­თვის რუ­სეთ­მა გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა", - წერს Lenta.ru.

რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ნა­ჩა­ე­ვის მე­ჩი­რაღ­დნე­ო­ბას "გა­მომ­წვე­ვი" უწო­და და ცი­ტი­რებს მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებს და ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კითხს გა­და­ხე­და­ვენ, თუ დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ მისი პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა ხდე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა.

"ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლის მას­პინ­ძე­ლიც რუ­სე­თია, მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე კი­თხვის ქვეშ იყო. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია ამ დრომ­დე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის "ოკუ­პა­ცი­ა­ში" ადა­ნა­შა­უ­ლებს. ქვეყ­ნის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სო­ჭის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ბო­ი­კო­ტი­რე­ბის მო­წო­დე­ბით გა­მო­დი­ო­და. თუმ­ცა, ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­საც მი­ლი­არ­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უდ­გას სა­თა­ვე­ში. მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა სო­ჭის ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - წერს Lenta.ru.

სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ერთ-ერთი მე­ჩი­რაღ­დნე 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის "გმი­რი", რუსი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი, ივან ნი­ჩა­ე­ვია. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, იგი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­საც ის მარ­თავ­და, და­ა­ზი­ა­ნეს, თუმ­ცა, პი­ლოტ­მა და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა და ავი­ა­ბა­ზა­ზე თვითმფრი­ნა­ვის დაშ­ვე­ბა შეძ­ლო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რუსული მედია - საქართველომ რუსეთს მეჩირაღდნე აპატია

 რუსული მედია - საქართველომ რუსეთს მეჩირაღდნე აპატია

"საქართველომ რუსეთს მეჩირაღდნე - სამხრეთ ოსეთის ომის გმირი აპატია", - ამ სათაურით ეხმაურება რუსული სააგენტო Lenta.ru საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებას, რომ ვერ ხედავს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის გადაწყვეტილების გადახედვის საფუძველს.

"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე სწორი გადაწყვეტილების მიღების თხოვნით ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა. მისი ეს რეაქცია მოჰყვა ინფორმაციას, რომ 6 ოქტომბერს მოსკოვში დაწყებულ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღო მფრინავმა ივან ნეჩაევმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა და ომში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისთვის რუსეთმა გმირის წოდება მიანიჭა", - წერს Lenta.ru.

რუსული სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნაჩაევის მეჩირაღდნეობას "გამომწვევი" უწოდა და ციტირებს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ყურადღებით დააკვირდება სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საკითხს გადახედავენ, თუ დარწმუნდებიან, რომ მისი პოლიტიზირება ხდება და საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული გამოყენება.

"ქართველი სპორტსმენების სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა, რომლის მასპინძელიც რუსეთია, მიმდინარე წლის გაზაფხულამდე კითხვის ქვეშ იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეჩერებულია ამ დრომდე, რადგან საქართველო რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "ოკუპაციაში" ადანაშაულებს. ქვეყნის წინა ხელისუფლება სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების მოწოდებით გამოდიოდა. თუმცა, ქვეყნის ოფიციალური პოზიცია კარდინალურად შეიცვალა საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. მიმდინარე წლის მაისში საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გადაწყვეტილება", - წერს Lenta.ru.

სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევია. რუსული მედიის ცნობით, იგი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ის მართავდა, დააზიანეს, თუმცა, პილოტმა დავალება შეასრულა და ავიაბაზაზე თვითმფრინავის დაშვება შეძლო.

მომზადებულია Lenta.ru-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა