დღეს სტუდენტები თსუ-ს ეზოში საქართველოს რუკის კონტურის ფორმაში ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ და სპეციალურ მიმართვას გაავრცელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორმა, "თსუ-ს სტუდენტურმა საზოგადოებამ" აცნობა, აქცია საპროტესტოა და მიმართულია რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ.
"ვინაიდან სტუდენტების უმრავლესობა ვერ ახერხებს ოკუპაციის ხაზთან ჩასვლას და ანექსიის გაპროტესტებას, სტუდენტებს მოვუწოდებთ, ერთად დგომით მხარი დავუჭიროთ საქართველოს ერთიანობას და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ პროცესთან დაკავშირებით", - აცხადებენ ორგანიზატორები.