მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა გაახაროთ ვარდი - რჩევები დამწყებ მებაღეებს ზურა შევარდნაძისგან
როგორ უნდა გაახაროთ ვარდი - რჩევები დამწყებ მებაღეებს ზურა შევარდნაძისგან

ვარ­დი რომ ყვა­ვილ­თა დე­დო­ფა­ლია, არა­ვინ და­ვობს. ვარ­დის გა­რე­შე გა­ზა­ფხუ­ლი, მით უფრო, მა­ი­სი არ დგე­ბა, ამი­ტო­მაც შე­არ­ქვეს მა­ისს ვარ­დო­ბის­თვე. რო­გორ გა­ვა­შე­ნოთ უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ვარ­დე­ბის ბაღი - ამას ამ საქ­მის ექ­სპერ­ტი, ბი­ო­ლო­გი და ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძე აგ­ვიხ­სნის.

"ვარ­დის ბა­ღის­თვის ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბა შე­მოდ­გო­მა­ზე უნდა და­ი­წყოთ: სა­ვარ­დე მო­ნაკ­ვე­თი 40 სან­ტი­მეტრ სიღ­რმე­ზე (ორი ბა­რის პირ­ზე) გა­და­ი­ბა­რე­ბა. ღრმად და­ბა­რუ­ლი ად­გი­ლი სა­რე­ვე­ლე­ბი­სა და ფე­სუ­რე­ბის­გან უნდა გა­სუფ­თავ­დეს. შემ­დეგ ნი­ა­დაგს გა­ვა­ფხვი­ე­რებთ, სა­ქონ­ლის ახალ ნა­კელს (იმ წლის) შე­ვი­ტანთ და ზამ­თარ­ში დავ­ტო­ვებთ. გა­ზა­ფხუ­ლის­თვის ნა­კე­ლი ყინ­ვის, წვი­მი­სა და თოვ­ლის შე­დე­გად უკვე გა­ფხვი­ე­რე­ბუ­ლი და ნეს­ტით გა­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. შემ­დეგ კი­დევ ერთხელ გა­დავ­ბა­რავთ ისე, რომ ნა­კე­ლი მი­წა­ში ჩა­ი­ბა­როს. თე­ბერ­ვლი­დან აპ­რი­ლამ­დე იწყე­ბა ვარ­დის დარ­გვა.

ნი­ა­და­გი და­იკ­ვა­ლე­ბა, ვარ­დის მწკრი­ვებ­სა და ეგ­ზემპლა­რებს შო­რის მან­ძი­ლი 40 სან­ტი­მეტ­რი უნდა იყოს. ნერ­გე­ბი ჭად­რა­კუ­ლად ირ­გვე­ბა. ვარ­დის უამ­რა­ვი ჯიში არ­სე­ბობს. სე­ლექ­ცი­ო­ნე­რებს ყო­ველ­წლი­უ­რად ასო­ბით ახა­ლი ჯიში გა­მოჰ­ყავთ. ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფე­ბი­დან ცნო­ბი­ლია ჩაის ჰიბ­რი­დე­ბი, ფო­რი­ბუნ­დას ჯი­შის ვარ­დე­ბი (უფრო დიდი ბუჩ­ქია), კლა­ი­მინ­გის, ხვი­ა­რა ვარ­დე­ბის დიდი ჯგუ­ფი (ღო­ბე­ებს, ტა­ლა­ვე­რებს, ფან­ჩა­ტუ­რებ­სა და აივ­ნებს ამ­შვე­ნებს) და მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი, ანუ ჯუჯა, ძი­რი­თა­დად, სა­ქოთ­ნე ვარ­დე­ბი. ამ ჯი­შე­ბის შე­რე­უ­ლად ერთ ყვა­ვილ­ნარ­ში დარ­გვა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის.

სჯობს ვარ­დი ნამ­ყე­ნი და არა კალ­მით გამ­რავ­ლე­ბუ­ლი იყოს, რად­გა­ნაც ნამ­ყე­ნი ვარ­დე­ბი ძლი­ე­რი და უხვყვა­ვი­ლი­ა­ნია. ამას­თან, ხან­გრძლი­ვია ნამ­ყე­ნი ვარ­დე­ბის ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დი და გა­მო­ირ­ჩე­ვა მრა­ვალ­ჯე­რა­დი ყვა­ვი­ლო­ბით. კალ­მით გამ­რავ­ლე­ბუ­ლი შე­და­რე­ბით სუს­ტი და არამ­დგრა­დია.

- მას შემ­დეგ, რაც ვარდს კვალ­ში დავრგავთ, რას ვა­კე­თებთ?

- დარ­გვი­დან თვე-ნა­ხე­ვა­რი მცე­ნა­რეს თით­ქმის არა­ფე­რი სჭირ­დე­ბა. გა­თოხ­ვნა და გა­ფხვი­ე­რე­ბა მა­შინ არის სა­ჭი­რო, რო­დე­საც ვარ­დი ყლორ­ტებს გა­მო­ი­ტანს. იმ წელს გას­ხვლა აღარ სჭირ­დე­ბა, რად­გა­ნაც გას­ხლუ­ლი ირ­გვე­ბა. შემ­დეგ ვარ­დის მოვ­ლა იწყე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა. ის მავ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან - ვარ­დის ნაც­რი­სა და ვარ­დის ჟან­გას­გან უნდა და­ვიც­ვათ. ვარ­დის ნაც­რის შემ­თხვე­ვა­ში ფოთ­ლე­ბი ინაც­რე­ბა, რაც სხვა ხე­ხი­ლო­ვან კულ­ტუ­რებ­საც ემარ­თე­ბა, მათ შო­რის, ვაზ­საც. ფოთ­ლე­ბი თეთ­რად იფერ­ფლე­ბა. მცე­ნა­რეს ფოთ­ლის უკან ჟან­გის­ფე­რი სო­კო­ვა­ნი ლა­ქე­ბი უჩ­ნდე­ბა.

ვარდს ბუგ­რიც უჩ­ნდე­ბა, რაც ყლორ­ტებ­სა და კვირ­ტებს ანად­გუ­რებს, - ისი­ნი პა­ტა­რა მწე­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მცე­ნა­რეს წყალს სწო­ვენ. ამის გამო ვარდს ყვა­ვი­ლი უხა­რის­ხო უხ­დე­ბა. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი მავ­ნე­ბე­ლი - ვარ­დის ხვა­ტა­რი, რო­მე­ლიც კო­კორ­ში იბუ­დებს, იქი­დან გულ­ში ჩა­დის და ღე­როს ხვრეტს. ხვა­ტა­რის წი­ნა­აღ­მდეგ ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს, მას მე­ქა­ნი­კუ­რი მე­თო­დით ებ­რძვი­ან იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ფო­ტო­ე­ბი გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი­დან

როგორ უნდა გაახაროთ ვარდი - რჩევები დამწყებ მებაღეებს ზურა შევარდნაძისგან

როგორ უნდა გაახაროთ ვარდი - რჩევები დამწყებ მებაღეებს ზურა შევარდნაძისგან

ვარდი რომ ყვავილთა დედოფალია, არავინ დავობს. ვარდის გარეშე გაზაფხული, მით უფრო, მაისი არ დგება, ამიტომაც შეარქვეს მაისს ვარდობისთვე. როგორ გავაშენოთ უმშვენიერესი ვარდების ბაღი - ამას ამ საქმის ექსპერტი, ბიოლოგი და ცნობილი მებაღე ზურაბ შევარდნაძე აგვიხსნის.

"ვარდის ბაღისთვის ნიადაგის მომზადება შემოდგომაზე უნდა დაიწყოთ: სავარდე მონაკვეთი 40 სანტიმეტრ სიღრმეზე (ორი ბარის პირზე) გადაიბარება. ღრმად დაბარული ადგილი სარეველებისა და ფესურებისგან უნდა გასუფთავდეს. შემდეგ ნიადაგს გავაფხვიერებთ, საქონლის ახალ ნაკელს (იმ წლის) შევიტანთ და ზამთარში დავტოვებთ. გაზაფხულისთვის ნაკელი ყინვის, წვიმისა და თოვლის შედეგად უკვე გაფხვიერებული და ნესტით გაჯერებული იქნება. შემდეგ კიდევ ერთხელ გადავბარავთ ისე, რომ ნაკელი მიწაში ჩაიბაროს. თებერვლიდან აპრილამდე იწყება ვარდის დარგვა.

ნიადაგი დაიკვალება, ვარდის მწკრივებსა და ეგზემპლარებს შორის მანძილი 40 სანტიმეტრი უნდა იყოს. ნერგები ჭადრაკულად ირგვება. ვარდის უამრავი ჯიში არსებობს. სელექციონერებს ყოველწლიურად ასობით ახალი ჯიში გამოჰყავთ. ძირითადი ჯგუფებიდან ცნობილია ჩაის ჰიბრიდები, ფორიბუნდას ჯიშის ვარდები (უფრო დიდი ბუჩქია), კლაიმინგის, ხვიარა ვარდების დიდი ჯგუფი (ღობეებს, ტალავერებს, ფანჩატურებსა და აივნებს ამშვენებს) და მინიატიურული, ანუ ჯუჯა, ძირითადად, საქოთნე ვარდები. ამ ჯიშების შერეულად ერთ ყვავილნარში დარგვა მიზანშეწონილი არ არის.

სჯობს ვარდი ნამყენი და არა კალმით გამრავლებული იყოს, რადგანაც ნამყენი ვარდები ძლიერი და უხვყვავილიანია. ამასთან, ხანგრძლივია ნამყენი ვარდების ყვავილობის პერიოდი და გამოირჩევა მრავალჯერადი ყვავილობით. კალმით გამრავლებული შედარებით სუსტი და არამდგრადია.

- მას შემდეგ, რაც ვარდს კვალში დავრგავთ, რას ვაკეთებთ?

- დარგვიდან თვე-ნახევარი მცენარეს თითქმის არაფერი სჭირდება. გათოხვნა და გაფხვიერება მაშინ არის საჭირო, როდესაც ვარდი ყლორტებს გამოიტანს. იმ წელს გასხვლა აღარ სჭირდება, რადგანაც გასხლული ირგვება. შემდეგ ვარდის მოვლა იწყება, რაც მნიშვნელოვანი საქმეა. ის მავნებელი დაავადებებისგან - ვარდის ნაცრისა და ვარდის ჟანგასგან უნდა დავიცვათ. ვარდის ნაცრის შემთხვევაში ფოთლები ინაცრება, რაც სხვა ხეხილოვან კულტურებსაც ემართება, მათ შორის, ვაზსაც. ფოთლები თეთრად იფერფლება. მცენარეს ფოთლის უკან ჟანგისფერი სოკოვანი ლაქები უჩნდება.

ვარდს ბუგრიც უჩნდება, რაც ყლორტებსა და კვირტებს ანადგურებს, - ისინი პატარა მწერები არიან, რომლებიც მცენარეს წყალს სწოვენ. ამის გამო ვარდს ყვავილი უხარისხო უხდება. არსებობს კიდევ ერთი მავნებელი - ვარდის ხვატარი, რომელიც კოკორში იბუდებს, იქიდან გულში ჩადის და ღეროს ხვრეტს. ხვატარის წინააღმდეგ ქიმიური საშუალება არსებობს, მას მექანიკური მეთოდით ებრძვიან იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ფოტოები გარდენია შევარდნაძის ფეისბუქის გვერდიდან

"ქალბატონი 60 წლის იყო" - ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი?

"კორონავირუსის 92 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 31 კი თბილისში" - როგორია ვირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება

"მე ვანგა არ ვარ, მაგრამ... 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი" - პაატა იმნაძე