მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს სამართალდამცავები დააკვირდებიან
რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს სამართალდამცავები დააკვირდებიან

რა­ჭა­ში რთვე­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ჯი­შე­ბის აღ­რე­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, კონ­ტრო­ლის პრო­ცეს­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

და­ვი­თაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, რა­ჭის რთვე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ყუ­რადსა­ღე­ბია, მით უმე­ტეს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რაჭა ხვან­ჭკა­რის სამ­შობ­ლოა.

"ხვან­ჭკა­რა არის ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტი რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, დსთ-ს ქვეყ­ნებ­ში. ხვან­ჭკა­რა იმ­დე­ნად შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მო­დის, ყო­ველ­თვის იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რამ­დე­ნად არის ნამ­დვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ხვან­ჭკა­რა. ჩვენ შევ­ხვდით ად­გი­ლობ­რივ მე­ვე­ნა­ხე­ებს, გლე­ხებს, რო­მელ­თა სურ­ვი­ლია, და­ცუ­ლი იყოს ის ღირ­სე­ბა და სა­ხე­ლი, რა­საც ხვან­ჭკა­რა ჰქვია. ვეც­დე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ მკაც­რი მო­ნი­ტო­რინ­გი რთვე­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში. ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტო აღ­რი­ცხავს ჩა­ბა­რე­ბულ თი­თო­ე­ულ კი­ლოგ­რამ ყუ­რძენს, რათა არ და­ვუშ­ვათ სხვა წი­თე­ლი ყუ­რძნის შე­მო­დი­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნი­ტო­რინ­გი რთვე­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში, კვი­რის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

"ეს კეთ­დე­ბა, რათა არ მოხ­დეს ჯი­შე­ბის აღ­რე­ვა, ჯი­შუ­რი სიწ­მინ­დის დარ­ღვე­ვა და მკაც­რი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბით მი­ვი­ღოთ ნამ­დვი­ლი "ხვან­ჭკა­რა", რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი ღვი­ნოა. იმის­თვის, რომ პრო­ცე­სი სწო­რად წა­რი­მარ­თოს, იყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი და სწო­რი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა მა­ღალ დო­ნე­ზე შეს­რულ­დეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მინ­სიტ­რო იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ რთვე­ლი რა­ჭა­ში კვი­რის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი უკვე რა­ჭა­ში იმ­ყო­ფე­ბა და გან­მარ­ტავს, რომ რთვე­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცესს მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს სამართალდამცავები დააკვირდებიან

რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს სამართალდამცავები დააკვირდებიან

რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესზე მონიტორინგი განხორციელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა, ჯიშების აღრევის თავიდან ასაცილებლად, კონტროლის პროცესში სამართალდამცავებიც ჩაერთვებიან.

დავითაშვილის შეფასებით, რაჭის რთველი ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ რაჭა ხვანჭკარის სამშობლოა.

"ხვანჭკარა არის ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი რუსეთში, უკრაინაში, დსთ-ს ქვეყნებში. ხვანჭკარა იმდენად შეზღუდული რაოდენობით მოდის, ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რამდენად არის ნამდვილი საქართველოში წარმოებული ხვანჭკარა. ჩვენ შევხვდით ადგილობრივ მევენახეებს, გლეხებს, რომელთა სურვილია, დაცული იყოს ის ღირსება და სახელი, რასაც ხვანჭკარა ჰქვია. ვეცდებით, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად განვახორციელოთ მკაცრი მონიტორინგი რთველის მიმდინარეობის პროცესში. ჩვენი სააგენტო აღრიცხავს ჩაბარებულ თითოეულ კილოგრამ ყურძენს, რათა არ დავუშვათ სხვა წითელი ყურძნის შემოდინება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი ინფორმაციით, მონიტორინგი  რთველის მიმდინარეობის პროცესში, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

"ეს კეთდება, რათა არ მოხდეს ჯიშების აღრევა, ჯიშური სიწმინდის დარღვევა და მკაცრი ადმინისტრირებით მივიღოთ ნამდვილი "ხვანჭკარა", რომელიც ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ღვინოა. იმისთვის, რომ პროცესი სწორად წარიმართოს, იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და სწორი ადმინისტრირება მაღალ დონეზე შესრულდეს, შინაგან საქმეთა სამინსიტრო იქნება ჩართული", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ რთველი რაჭაში კვირის ბოლომდე დასრულდება.

ლევან დავითაშვილი უკვე რაჭაში იმყოფება და განმარტავს, რომ რთველის მიმდინარეობის პროცესს მთელი კვირის განმავლობაში უშუალოდ უხელმძღვანელებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია