მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2013 წლის 10 საუკეთესო ფილმი - კვენტინ ტარანტინოს ვერსიით
2013 წლის 10 საუკეთესო ფილმი - კვენტინ ტარანტინოს ვერსიით

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წელი ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა და ბოლო 3 თვის მან­ძილ­ზე კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ახა­ლი ფილ­მე­ბის პრე­მი­ე­რებს ელო­დე­ბი­ან, კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნომ გა­და­წყვი­ტა, წი­ნას­წარ გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა მისი აზ­რით, წლის 10 სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის სია. ტა­რან­ტი­ნომ სა­გან­გე­ბოდ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არ არის ფილ­მე­ბის რე­ი­ტინ­გი, ამი­ტომ რე­ჟი­სო­რის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე ფილ­მე­ბი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვი­თაა და­ლა­გე­ბუ­ლი.

მაშ ასე, გთა­ვა­ზობთ ტა­რან­ტი­ნოს მო­წო­ნე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის სიას:

Gravity (Alfonso Cuarón)

ალ­ფონ­სო კუ­ა­რო­ნის ფან­ტას­ტი­კუ­რი თრი­ლე­რი ეკ­რა­ნებ­ზე სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ვი­და და რო­გორც კრი­ტი­კო­სე­ბის, ასე­ვე მა­ყუ­რებ­ლე­ბის და­დე­ბი­თი რე­ცენ­ზია მი­ი­ღო. სხვა­თა შო­რის, ქა­ლის მთა­ვარ როლს ფილმში ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის სთა­ვა­ზობ­დნენ, მაგ­რამ მას შემ­დეგ რაც მსა­ხი­ობ­მა უარი თქვა, როლ­ზე სან­დრა ბა­ლო­კი და­ამ­ტკი­ცეს. ფილმში სან­დრას პარტნი­ო­რო­ბას ჯორჯ კლუ­ნი უწევს.

Before Midnight (Richard Linklater)

1995 წელს რე­ჟი­სორ­მა რი­ჩარდ ლინ­კლე­ი­ტერ­მა ბერ­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ფილ­მის­თვის Before Sunrise სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის პრი­ზი მი­ი­ღო. ფილმში მთა­ვარ როლს ითან ჰო­უ­კი და ჯული დელ­ფი ას­რუ­ლებ­და. სუ­რა­თი მი­ე­ძღვნა რე­ა­ლურ გო­გო­ნას - ემას, რო­მე­ლიც ერთ სა­ღა­მოს რე­ჟი­სორ­მა გა­იც­ნო, მაგ­რამ მას შემ­დეგ მას­თან კავ­ში­რი და­კარ­გა.

გა­ვი­და თით­ქმის 10 წელი და რე­ჟი­სორ­მა მსა­ხი­ო­ბე­ბი კვლავ შეკ­რი­ბა, რათა ფილ­მის ის­ტო­რია გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ფილ­მი Before Sunset ეკ­რა­ნებ­ზე 2004 წელს გა­მო­ვი­და და ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო ოს­კარ­ზე სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რის­თვის.

მე­ო­რე ფილ­მის შემ­დეგ რე­ჟი­სორ­მა შეძ­ლო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი ნაც­ნო­ბი გო­გო­ნას ბე­დის შე­სა­ხებ გა­ე­გო - აღ­მოჩ­ნდა, რომ ის რამ­დე­ნი­მე წლის წინ ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა. ლინ­კლე­ი­ტერ­მა ჰო­უ­კი და დელ­პი კვლავ მო­იწ­ვია და ფილ­მის მე­სა­მე ნა­წი­ლი გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც ემას მი­უ­ძღვნა.

Blue Jasmine (Woody Allen)

ვუდი ალე­ნის ახა­ლი ფილ­მი. ფილმში მთა­ვარ როლს კეიტ ბლან­შე­ტი და ალეკ ბოლ­დუ­ი­ნი ას­რუ­ლე­ბენ.

Lone Ranger (Gore Verbinski)

ტა­რან­ტი­ნოს სი­ა­ში ამ ფილ­მის მოხ­ვედ­რამ ბევ­რი გა­აკ­ვირ­ვა. ფილმმა კრი­ტი­კო­სებ­ში დიდი მო­წო­ნე­ბა არ და­იმ­სა­ხუ­რა და მსოფ­ლიო კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­შიც მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი თან­ხა შე­აგ­რო­ვა. რამ მო­ახ­დი­ნა ტა­რან­ტი­ნო­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა - მსა­ხი­ობ­თა ოს­ტა­ტო­ბამ (ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ჯონი დეპი და ჰე­ლე­ნა ბო­ნემ კარ­ტე­რი), ვეს­ტერ­ნის კლა­სი­კუ­რი სი­უ­ჟე­ტის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ამ თუ ვერ­ბინკსის რე­ჟი­სუ­რამ, უც­ნო­ბია.

Kick Ass 2 (Jeff Wadlow)

კი­დევ ერთი "მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა" ტა­რან­ტი­ნოს ფილ­მებ­ში - კო­მე­დი­უ­რი თრი­ლე­რი. ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ აა­რონ ტე­ი­ლორ ჯონ­სო­ნი და ჯიმ კერი.

Drinking Buddies (Joe Swanberg)

ფილ­მი ოთხი ახალ­გაზ­რდის არე­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მოგ­ვი­თხრობს. ლუკი და კე­ი­ტი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ლუ­დის ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ო­ბენ. ისი­ნი სა­ღა­მო­ებს ერ­თად ატა­რე­ბენ, აგე­მოვ­ნე­ბენ ლუდს, აქვთ მსუ­ბუ­ქი ფლირ­ტი და სა­უბ­რო­ბენ ცხოვ­რე­ბა­ზე. თი­თო­ე­ულ მათ­განს ჰყავს "მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი" და რო­დე­საც წყვი­ლე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან, მათ მო­უ­წევთ ერ­თმა­ნეთ­ზე სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა.

Frances Ha (Noah Baumbach)

ნოა ბა­უმ­ბა­ჰის დრა­მა მსოფ­ლიო ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ჯერ კი­დევ გა­სულ წელს გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა, გა­ქი­რა­ვე­ბა­ში 2013 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ჩა­ეშ­ვა.

ამ შავ-თეთ­რი ფილ­მის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რი - ახალ­გზრდა ფრენ­სი­სი ნიუ-იორკში, უფრო ზუს­ტად, თა­ვის ოც­ნე­ბებ­ში ცხოვ­რობს.

The Conjuring (James Wan)

ჯე­იმს ვა­ნის სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი - სახ­ლი, რო­მელ­შიც მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. სუ­რათს სა­ფუძ­ვლად და­ე­დო პე­რო­ნე­ბის ოჯა­ხის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მათ სახ­ლში კე­თი­ლი და ბო­რო­ტი სუ­ლე­ბი ბი­ნად­რობ­დნენ.

This Is the End (Seth Rogen, Evan Goldberg)

კო­მე­დი­ამ კინო გა­ქი­რა­ვე­ბა­ში 122 მლნ დო­ლა­რი შე­აგ­რო­ვა, მა­შინ რო­დე­საც ფილ­მის გა­და­ღე­ბას 32 მლნ დას­ჭირ­და. ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ჯე­იმს ფრან­კო, ჩე­ნინგ ტა­ტუ­მი და სხვა.

Afternoon Delight (Jill Soloway)

ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი დი­ა­სახ­ლი­სის, რე­ი­ჩე­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ლოს-ან­ჯე­ლე­სის მდიდ­რულ სახ­ლში ერ­თფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ერთ დღე­საც რე­ი­ჩე­ლი ად­გი­ლობ­რივ სტრიპ­ტიზ-კლუბ­ში წავა და ასე და­უ­გეგ­მა­ვად, სტიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვეს ძი­ძად და­ი­ქი­რა­ვებს. სუ­რა­თის­თვის რე­ჟი­სორ­მა სო­ლო­ვე­იმ "სან­დენ­სის" ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რის კა­ტე­გო­რი­ა­ში პრი­ზი მი­ი­ღო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია www.tarantino.info-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

2013 წლის 10 საუკეთესო ფილმი - კვენტინ ტარანტინოს ვერსიით

2013 წლის 10 საუკეთესო ფილმი - კვენტინ ტარანტინოს ვერსიით

მიუხედავად იმისა, რომ წელი ჯერ არ დამთავრებულა და ბოლო 3 თვის მანძილზე კინომოყვარულები ახალი ფილმების პრემიერებს ელოდებიან, კვენტინ ტარანტინომ გადაწყვიტა, წინასწარ გამოექვეყნებინა მისი აზრით, წლის 10 საუკეთესო ფილმის სია. ტარანტინომ საგანგებოდ აღნიშნა, რომ ეს არ არის ფილმების რეიტინგი, ამიტომ რეჟისორის ოფიციალურ საიტზე ფილმები ანბანის მიხედვითაა დალაგებული.

მაშ ასე, გთავაზობთ ტარანტინოს მოწონებული ფილმების სიას:

Gravity (Alfonso Cuarón)

ალფონსო კუარონის ფანტასტიკური თრილერი ეკრანებზე სექტემბერში გამოვიდა და როგორც კრიტიკოსების, ასევე მაყურებლების დადებითი რეცენზია მიიღო. სხვათა შორის, ქალის მთავარ როლს ფილმში ანჯელინა ჯოლის სთავაზობდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც მსახიობმა უარი თქვა, როლზე სანდრა ბალოკი დაამტკიცეს. ფილმში სანდრას პარტნიორობას ჯორჯ კლუნი უწევს.

Before Midnight (Richard Linklater)

1995 წელს რეჟისორმა რიჩარდ ლინკლეიტერმა ბერლინის კინოფესტივალზე  ფილმისთვის Before Sunrise საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი მიიღო. ფილმში მთავარ როლს ითან ჰოუკი და ჯული დელფი ასრულებდა. სურათი მიეძღვნა რეალურ გოგონას - ემას, რომელიც ერთ საღამოს რეჟისორმა გაიცნო, მაგრამ მას შემდეგ მასთან კავშირი დაკარგა.

გავიდა თითქმის 10 წელი და რეჟისორმა მსახიობები კვლავ შეკრიბა, რათა ფილმის ისტორია გაეგრძელებინა. ფილმი Before Sunset ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა და ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო სცენარისთვის.

მეორე ფილმის შემდეგ რეჟისორმა შეძლო საიდუმლოებით მოცული ნაცნობი გოგონას ბედის შესახებ გაეგო - აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაში მოყვა. ლინკლეიტერმა ჰოუკი და დელპი კვლავ მოიწვია და ფილმის მესამე ნაწილი გადაიღო, რომელიც ემას მიუძღვნა.

Blue Jasmine (Woody Allen)

ვუდი ალენის ახალი ფილმი. ფილმში მთავარ როლს კეიტ ბლანშეტი და ალეკ ბოლდუინი ასრულებენ.

Lone Ranger (Gore Verbinski)

ტარანტინოს სიაში ამ ფილმის მოხვედრამ ბევრი გააკვირვა. ფილმმა კრიტიკოსებში დიდი მოწონება არ დაიმსახურა და მსოფლიო კინოგაქირავებაშიც მოკრძალებული თანხა შეაგროვა. რამ მოახდინა ტარანტინოზე შთაბეჭდილება - მსახიობთა ოსტატობამ (ფილმში მონაწილეობენ ჯონი დეპი და ჰელენა ბონემ კარტერი), ვესტერნის კლასიკური სიუჟეტის ინტერპრეტაციამ თუ ვერბინკსის რეჟისურამ, უცნობია.

Kick Ass 2 (Jeff Wadlow)

კიდევ ერთი ”მოულოდნელობა” ტარანტინოს ფილმებში - კომედიური თრილერი. ფილმში მონაწილეობენ აარონ ტეილორ ჯონსონი და ჯიმ კერი.

Drinking Buddies (Joe Swanberg)

ფილმი ოთხი ახალგაზრდის არეულ ურთიერთობებზე მოგვითხრობს. ლუკი და კეიტი საუკეთესო მეგობრები არიან, რომლებიც ლუდის ქარხანაში მუშაობენ. ისინი საღამოებს ერთად ატარებენ, აგემოვნებენ ლუდს, აქვთ მსუბუქი ფლირტი და საუბრობენ ცხოვრებაზე. თითოეულ მათგანს ჰყავს ”მეორე ნახევარი” და როდესაც წყვილები დასასვენებლად გაემგზავრებიან, მათ მოუწევთ ერთმანეთზე საკუთარი შეხედულებების გადახედვა.

Frances Ha (Noah Baumbach)

ნოა ბაუმბაჰის დრამა მსოფლიო ფესტივალებზე ჯერ კიდევ გასულ წელს გამოჩნდა, თუმცა, გაქირავებაში 2013 წლის გაზაფხულზე ჩაეშვა.

ამ შავ-თეთრი ფილმის მთავარი მოქმედი გმირი - ახალგზრდა ფრენსისი ნიუ-იორკში, უფრო ზუსტად, თავის ოცნებებში ცხოვრობს.

The Conjuring (James Wan)

ჯეიმს ვანის საშინელებათა ფილმი - სახლი, რომელშიც მოჩვენებები ბინადრობენ. სურათს საფუძვლად დაედო პერონების ოჯახის რეალური ისტორია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ სახლში კეთილი და ბოროტი სულები ბინადრობდნენ.

This Is the End (Seth Rogen, Evan Goldberg)

კომედიამ კინო გაქირავებაში 122 მლნ დოლარი შეაგროვა, მაშინ როდესაც ფილმის გადაღებას 32 მლნ დასჭირდა. ფილმში მონაწილეობენ ჯეიმს ფრანკო, ჩენინგ ტატუმი და სხვა.

Afternoon Delight (Jill Soloway)

ფილმი მოგვითხრობს განათლებული და მიმზიდველი დიასახლისის, რეიჩელის შესახებ, რომელიც ლოს-ანჯელესის მდიდრულ სახლში ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს. ერთ დღესაც რეიჩელი ადგილობრივ სტრიპტიზ-კლუბში წავა და ასე დაუგეგმავად, სტიპტიზის მოცეკვავეს ძიძად დაიქირავებს. სურათისთვის რეჟისორმა სოლოვეიმ ”სანდენსის” ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში პრიზი მიიღო.

მომზადებულია www.tarantino.info-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება