უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში? - ამ საკითხზე ქვეყნის ყოფილი და მოქმედი მთავრობების მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდება. მიხეილ სააკაშვილის მთავრობისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ფიქრობს, რომ ქართველი სპორტსმენები აუცილებლად უნდა წარსდგნენ "სოჭი 2014"-ზე.
დვანში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გათვალისწინებით, ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ამასთან, რომ სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევი იქნება.
"ამბები.ge"-სთვის ამ თემაზე მკითხველის აზრი საინტერესოა, სწორედ ამიტომ, გთავაზობთ გამოკითხვას.