პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე ივან ნიჩაევის თვითმფრინავს რუსებმა ესროლეს (ექსკლუზივი)
სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე ივან ნიჩაევის თვითმფრინავს რუსებმა ესროლეს (ექსკლუზივი)

რუსი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის ივან ნი­ჩა­ე­ვის თვითმფრი­ნა­ვი რუს­მა სერ­ჟან­ტმა, ალექ­სეი ტი­უ­რინ­მა და­ა­ზი­ა­ნა, რის მიჩ­ქმალ­ვა­საც რუ­სუ­ლი და ოსუ­რი მხა­რე­ე­ე­ბი დღემ­დე ცდი­ლო­ბენ.

ნი­ჩა­ე­ვის თვითმფრი­ნავს 11 აგ­ვის­ტოს ეს­რო­ლეს, რო­დე­საც ცხინ­ვა­ლის თავ­ზე დაფ­რი­ნავ­და და ქა­ლაქს ბომ­ბავ­და.

"სუ-25" ტი­პის მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვი კი, რომ­ლი­თაც ნი­ჩა­ევ­მა ძრა­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბუ­დი­ო­ნოვ­სკში დაჯ­დო­მა შეძ­ლო, თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

რო­გორ და­ა­ჯილ­დო­ვეს რუსი სერ­ჟან­ტი და რუსი მფრი­ნა­ვი რუ­სუ­ლი თვიმფრი­ნა­ვის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის, ამის შე­სა­ხებ "ამ­ბე­ბი.გე"-ს სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვილ­მა უამ­ბო.

"ივა­ნე ნი­ჩა­ე­ვის თვიმფრი­ნა­ვი, "სუ-25" ტი­პის მო­ი­ე­რი­შე, ცხინ­ვა­ლის თავ­ზე და­ა­ზი­ა­ნეს, 2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით დღის პირ­ველ სა­ათ­ზე, რო­დე­საც ქა­ლაქს ბომ­ბავ­და. ყვე­ლა­ზე სენ­სა­ცი­უ­რი ის არის, რომ მისი თვითმფრი­ნა­ვი და­ა­ზი­ა­ნეს თა­ვად რუ­სებ­მა, "იგლა"-ს ტი­პის გა­და­სა­ტა­ნი სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სით. ცნო­ბი­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ ვინც ეს­რო­ლა, ეს არის სერ­ჟან­ტი ალექ­სეი ტი­უ­რი­ნი. რის გა­მოც მა­შინ და­ა­ჯილ­დო­ვეს, ასე­ვე და­ა­ჯილ­დო­ვეს ნი­ჩა­ე­ვიც. ნი­ჩა­ე­ვი აფ­რინ­და ბუ­დი­ო­ნოვ­კის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან, აე­როდ­რო­მი­დან. ცხინ­ვა­ლის თავ­ზე, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, კო­ლო­ნას ვბომ­ბავ­დიო. მას ეგო­ნა, რომ ქარ­თვე­ლე­ბის კო­ლო­ნას ბომ­ბავ­და, მაგ­რამ ბომ­ბავ­და რუ­სე­ბის კო­ლო­ნას. იმათ რომ და­ი­ნა­ხეს, ეგო­ნათ ქარ­თვე­ლე­ბის "სუ"-25 იყო და ეს­რო­ლეს რა­კე­ტა. გა­და­ღე­ბუ­ლი აქვთ სრო­ლის მო­მენ­ტი, ვი­დე­ო­სი­უ­ჟე­ტიც კი არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს ფო­ტო­ე­ბიც. თვითმფრი­ნავს ორი­ვე ძრა­ვა და­უ­ზი­ან­და. რომ დას­ვა, თქვა - დი­დე­ბა კონ­სტრუქ­ტო­რებს, ვინც ეს თვითმფრი­ნა­ვი გა­ა­კე­თაო. ეს თვითმფრი­ნა­ვი კი იყო თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი, 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს. რუ­სე­ბი არ აღი­ა­რე­ბენ, რომ თვი­თონ­ვე და­ა­ზი­ა­ნეს სა­კუ­თა­რი თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა და დაჯ­და ბუ­დი­ო­ნოვ­სკში",-აცხა­დებს ალა­დაშ­ვი­ლი.

ამას­თან, ალა­დაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ქარ­თულ­მა "სუ-25"-ებმა მხო­ლოდ ერთხელ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს საბ­რძო­ლო გაფ­რე­ნა 8 აგ­ვის­ტოს, დი­ლის 6-დან 7 სა­ა­თამ­დე.

"მას შემ­დეგ ქარ­თველ თვითმფრი­ნა­ვებს არც უფ­რე­ნი­ათ, მით უმე­ტეს ვერ და­ბომ­ბავ­დნენ ცხინ­ვალს. რუ­სე­ბი და ოსე­ბი მა­ლა­ვენ, რომ ცხინ­ვალ­ში, რაც კი არის და­ბომ­ბი­ლი ჰა­ე­რი­დან, ყვე­ლა და­ბომ­ბეს რუ­სებ­მა და ყვე­ლა სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბი ჩა­მოგ­დე­ბუ­ლია რუ­სუ­ლი თვიმფრი­ნა­ვე­ბი­დან",-აცხა­დებს ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი.

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის "გმი­რი", რუსი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი, ივან ნი­ჩა­ე­ვი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ერთ-ერთი მე­ჩი­რაღ­დნე იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი. რუ­სუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რა­სი­ას" მიერ მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ნი­ჩა­ე­ვი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­საც ის მარ­თავ­და, და­ა­ზი­ა­ნეს, თუმ­ცა, პი­ლოტ­მა და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა და ავი­ა­ბა­ზა­ზე თვითმფრი­ნა­ვის დაშ­ვე­ბა შეძ­ლო.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

ასე­ვე იხი­ლეთ: სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ერთ-ერთი მე­ჩი­რაღ­დნე 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის "გმი­რი" რუსი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი იქ­ნე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე ივან ნიჩაევის თვითმფრინავს რუსებმა ესროლეს (ექსკლუზივი)

სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე ივან ნიჩაევის თვითმფრინავს რუსებმა ესროლეს (ექსკლუზივი)

რუსი სამხედრო მფრინავის ივან ნიჩაევის თვითმფრინავი რუსმა სერჟანტმა, ალექსეი ტიურინმა დააზიანა, რის მიჩქმალვასაც რუსული და ოსური მხარეეები დღემდე ცდილობენ.

ნიჩაევის თვითმფრინავს 11 აგვისტოს ესროლეს, როდესაც ცხინვალის თავზე დაფრინავდა და ქალაქს ბომბავდა.

"სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი კი, რომლითაც ნიჩაევმა ძრავების დაზიანების მიუხედავად, ბუდიონოვსკში დაჯდომა შეძლო, თბილისის საავიაციო ქარხანაში იყო დამზადებული.

როგორ დააჯილდოვეს რუსი სერჟანტი და რუსი მფრინავი რუსული თვიმფრინავის დაზიანებისთვის, ამის შესახებ "ამბები.გე"-ს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა უამბო.

"ივანე ნიჩაევის თვიმფრინავი, "სუ-25" ტიპის მოიერიშე, ცხინვალის თავზე დააზიანეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, როდესაც ქალაქს ბომბავდა. ყველაზე სენსაციური ის არის, რომ მისი თვითმფრინავი დააზიანეს თავად რუსებმა, "იგლა"-ს ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსით. ცნობილია, სავარაუდოდ ვინც ესროლა, ეს არის სერჟანტი ალექსეი ტიურინი. რის გამოც მაშინ დააჯილდოვეს, ასევე დააჯილდოვეს ნიჩაევიც. ნიჩაევი აფრინდა ბუდიონოვკის სამხედრო ნაწილიდან, აეროდრომიდან. ცხინვალის თავზე, როგორც თვითონ ამბობს, კოლონას ვბომბავდიო. მას ეგონა, რომ ქართველების კოლონას ბომბავდა, მაგრამ ბომბავდა რუსების კოლონას. იმათ რომ დაინახეს, ეგონათ ქართველების "სუ"-25 იყო და ესროლეს რაკეტა. გადაღებული აქვთ სროლის მომენტი, ვიდეოსიუჟეტიც კი არსებობს. არსებობს ფოტოებიც. თვითმფრინავს ორივე ძრავა დაუზიანდა. რომ დასვა, თქვა - დიდება კონსტრუქტორებს, ვინც ეს თვითმფრინავი გააკეთაო. ეს თვითმფრინავი კი იყო თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადებული, 80-იანი წლების ბოლოს. რუსები არ აღიარებენ, რომ თვითონვე დააზიანეს საკუთარი თვითმფრინავი, რომელმაც მოახერხა და დაჯდა ბუდიონოვსკში",-აცხადებს ალადაშვილი.

ამასთან, ალადაშვილი განმარტავს, რომ ქართულმა "სუ-25"-ებმა მხოლოდ ერთხელ განახორციელეს საბრძოლო გაფრენა 8 აგვისტოს, დილის 6-დან 7 საათამდე.

"მას შემდეგ ქართველ თვითმფრინავებს არც უფრენიათ, მით უმეტეს ვერ დაბომბავდნენ ცხინვალს. რუსები და ოსები მალავენ, რომ ცხინვალში, რაც კი არის დაბომბილი ჰაერიდან, ყველა დაბომბეს რუსებმა და ყველა საავიაციო ბომბი ჩამოგდებულია რუსული თვიმფრინავებიდან",-აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევი სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე იქნება. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. რუსული ტელეკომპანია "რასიას" მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ ნიჩაევი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ის მართავდა, დააზიანეს, თუმცა, პილოტმა დავალება შეასრულა და ავიაბაზაზე თვითმფრინავის დაშვება შეძლო.

ნათია ლეშკაშელი

ასევე იხილეთ: სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი" რუსი სამხედრო მფრინავი იქნება

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე