სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეზარ ჩოჩელი - "ლომისის მადლს ვფიცავ, მერაბიშვილი ჩემს არცერთ ბიზნესში წილში არ ყოფილა"
ცეზარ ჩოჩელი - "ლომისის მადლს ვფიცავ, მერაბიშვილი ჩემს არცერთ ბიზნესში წილში არ ყოფილა"

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ბიზ­ნეს­მენ­მა ცე­ზარ ჩო­ჩელ­მა Palitra TV-ის გა­და­ცე­მა "ემას შო­უ­ში" მის­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან მე­გობ­რო­ბა ძვი­რად და­უჯ­და. ნა­წი­ლობ­რივ, სწო­რედ ამას უკავ­ში­რებს ბრალ­დე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მისი გა­კოტ­რე­ბის მცდე­ლო­ბას.

"პრო­კუ­რა­ტუ­რაც და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლიც მო­ი­თხოვ­და ჩემ­გან, ვა­ნო­ზე ხელი და­მე­დო; მეთ­ქვა, რომ მფარ­ვე­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ ფულს ვიხ­დი­დით და ა.შ." - აღ­ნიშ­ნა ჩო­ჩელ­მა და დას­ძი­ნა, რომ რად­გან ამ სა­ხის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა არ გაჭ­რა, მას­ზე ზე­წო­ლა სხვა ფორ­მით გრძელ­დე­ბა. "ნო­ემ­ბერ­ში ხუ­ხაშ­ვილ­მა უთხრა ჩემს მე­გო­ბარს: თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ ჩარ­თუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა და ნა­ხავთ, რაც მო­გი­ვათ".

ამას­თან, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი მის არ­ცერთ ბიზ­ნეს­ში მო­წი­ლე არ ყო­ფი­ლა: "მთი­უ­ლი კაცი ვარ. ლო­მი­სის მადლს ვფი­ცავ, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ჩემ­თან არ­ცერთ ბიზ­ნეს­ში არას­დროს არ ყო­ფი­ლა წილ­ში და ვერც იქ­ნე­ბო­და. და­მეხ­მა­რა რა­მე­ში? რამე გა­მი­კე­თეს, ხელი შე­მი­წყვეს თუ რა­ტომ?" - დას­ძი­ნა ჩო­ჩელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ცეზარ ჩოჩელი - "ლომისის მადლს ვფიცავ, მერაბიშვილი ჩემს არცერთ ბიზნესში წილში არ ყოფილა"

ცეზარ ჩოჩელი - "ლომისის მადლს ვფიცავ, მერაბიშვილი ჩემს არცერთ ბიზნესში წილში არ ყოფილა"

მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა Palitra TV-ის გადაცემა "ემას შოუში" მისსა და ვანო მერაბიშვილის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მეგობრობა ძვირად დაუჯდა. ნაწილობრივ, სწორედ ამას უკავშირებს ბრალდებული ბიზნესმენი მისი გაკოტრების მცდელობას.

"პროკურატურაც და საგამოძიებო ნაწილიც მოითხოვდა ჩემგან, ვანოზე ხელი დამედო; მეთქვა, რომ მფარველობის სანაცვლოდ ფულს ვიხდიდით და ა.შ." - აღნიშნა ჩოჩელმა და დასძინა, რომ რადგან ამ სახის მოლაპარაკებებმა არ გაჭრა, მასზე ზეწოლა სხვა ფორმით გრძელდება. "ნოემბერში ხუხაშვილმა უთხრა ჩემს მეგობარს: თქვენს წინააღმდეგ ჩართულია სახელმწიფო მანქანა და ნახავთ, რაც მოგივათ".

ამასთან, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ირწმუნება, რომ მერაბიშვილი მის არცერთ ბიზნესში მოწილე არ ყოფილა: "მთიული კაცი ვარ. ლომისის მადლს ვფიცავ, მერაბიშვილი ჩემთან არცერთ ბიზნესში არასდროს არ ყოფილა წილში და ვერც იქნებოდა. დამეხმარა რამეში? რამე გამიკეთეს, ხელი შემიწყვეს თუ რატომ?" - დასძინა ჩოჩელმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა