პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრა რულოვსმა პრესაში ატეხილი აჟიოტაჟი გაითვალისწინა და კაბა დაიგრძელა
სანდრა რულოვსმა პრესაში ატეხილი აჟიოტაჟი გაითვალისწინა და კაბა დაიგრძელა

რუბ­რი­კა "ჭორი და მარ­თა­ლი"

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სი ხში­რად გამ­ხდა­რა ჭო­რე­ბის ობი­ექ­ტი, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის სიმ­პა­თი­ას ყო­ველ­თვის იმ­სა­ხუ­რებ­და. ჰო­ლან­დი­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე უცხო­უ­რი ენის გარ­და ქარ­თულს და მეგ­რულ­საც და­ე­უფ­ლა, ხში­რად აღიქ­მე­ბო­და ყვე­ლა­ზე გა­წო­ნას­წო­რე­ბულ, სადა და უბ­რა­ლო პირ­ველ ლე­დიდ. გა­რე­დან ისე ჩან­და, რომ სან­დრა არა­სო­დეს ერე­ო­და ქვეყ­ნის მარ­თვა­ში, ამის გა­მოც­დი­ლე­ბა კი უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში ბევ­რი გვაქვს.

სან­დრა რუ­ლოვ­სი ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, ექთ­ნის კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა და ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მედ­დად მუ­შა­ობ­და.

ბოლო წლებ­ში ბევ­რჯერ აუმ­ხედ­რდა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა მოქ­მედ პრე­ზი­დენტს და უამ­რა­ვი აქ­ცია გა­ი­მარ­თა მისი გა­და­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით. მა­შინ ხუმ­რობ­დნენ კი­დეც, მიშა წა­ვი­დეს და სან­დრა დარ­ჩე­სო, მაგ­რამ მიშა დარ­ჩა და სან­დრა უფრო ნაკ­ლე­ბად ჩნდე­ბო­და კა­მე­რე­ბის წინ. ის პრე­ზი­დენტს მხო­ლოდ უცხო­ეთ­ში ახ­ლდა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბის დროს, ხან­და­ხან სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ხიბ­ვლას ცდი­ლობ­და. სან­დრა არა­სო­დეს გა­მო­ირ­ჩე­ო­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით და ყო­ველ­თვის ჩრდილ­ში დგო­მას ამ­ჯო­ბი­ნებ­და.

და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნეთ, რომ სან­დრა რუ­ლოვ­სი ხში­რად გამ­ხდა­რა ჭო­რე­ბის ობი­ექ­ტი. ძი­რი­თა­დად იმა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ, რომ სან­დრა მშობ­ლი­ურ ჰო­ლან­დი­ა­ში დაბ­რუნ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას აღარ აპი­რებ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ის მა­ინც ჩნდე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტის გვერ­დით და ჭო­რე­ბის ნა­კა­დიც წყდე­ბო­და.

სადა, თავ­მდა­ბა­ლი პირ­ვე­ლი ლედი არა­სო­დეს აქ­ცევ­და სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბას დიდ ყუ­რა­დღე­ბას. ის მუ­დამ ერთი და იმა­ვე ვარ­ცხნი­ლო­ბით ჩნდე­ბო­და, იშ­ვი­ა­თად თმა ზე­ვით ჰქონ­და აწე­უ­ლი. სან­დრა მა­კი­აჟს მსუ­ბუ­ქად, ან თით­ქმის არ იკე­თებს, არც სამ­კა­უ­ლე­ბი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩაც­მის სტილს, ეს თემა პირ­ვე­ლი ლე­დის აქი­ლევ­სის ქუს­ლი გახ­ლავთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გე­მოვ­ნე­ბას მუდ­მი­ვად უწუ­ნებ­დნენ, ის არა­სო­დეს გვახ­სენ­დე­ბა გა­მომ­წვე­ვად ჩაც­მუ­ლი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სანდრა რულოვსმა პრესაში ატეხილი აჟიოტაჟი გაითვალისწინა და კაბა დაიგრძელა

სანდრა რულოვსმა პრესაში ატეხილი აჟიოტაჟი გაითვალისწინა და კაბა დაიგრძელა

რუბრიკა "ჭორი და მართალი"

საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი ხშირად გამხდარა ჭორების ობიექტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილის სიმპათიას ყოველთვის იმსახურებდა. ჰოლანდიელი ქალბატონი, რომელიც რამდენიმე უცხოური ენის გარდა ქართულს და მეგრულსაც დაეუფლა, ხშირად აღიქმებოდა ყველაზე გაწონასწორებულ, სადა და უბრალო პირველ ლედიდ. გარედან ისე ჩანდა, რომ სანდრა არასოდეს ერეოდა ქვეყნის მართვაში, ამის გამოცდილება კი უახლოეს ისტორიაში ბევრი გვაქვს.

სანდრა რულოვსი ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში, ექთნის კურსები გაიარა და ერთ-ერთ საავადმყოფოში მედდად მუშაობდა.

ბოლო წლებში ბევრჯერ აუმხედრდა საკუთარი მოსახლეობა მოქმედ პრეზიდენტს და უამრავი აქცია გაიმართა მისი გადაყენების მოთხოვნით. მაშინ ხუმრობდნენ კიდეც, მიშა წავიდეს და სანდრა დარჩესო, მაგრამ მიშა დარჩა და სანდრა უფრო ნაკლებად ჩნდებოდა კამერების წინ. ის პრეზიდენტს მხოლოდ უცხოეთში ახლდა ოფიციალური ვიზიტების დროს, ხანდახან საქართველოშიც, როდესაც პრეზიდენტი მოსახლეობის მოხიბვლას ცდილობდა. სანდრა არასოდეს გამოირჩეოდა პოლიტიკური განცხადებებით და ყოველთვის ჩრდილში დგომას ამჯობინებდა.

დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ სანდრა რულოვსი ხშირად გამხდარა ჭორების ობიექტი. ძირითადად იმაზე ლაპარაკობდნენ, რომ სანდრა მშობლიურ ჰოლანდიაში დაბრუნდა და საქართველოში ჩამოსვლას აღარ აპირებდა. ამის მიუხედავად, ის მაინც ჩნდებოდა პრეზიდენტის გვერდით და ჭორების ნაკადიც წყდებოდა.

სადა, თავმდაბალი პირველი ლედი არასოდეს აქცევდა საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას. ის მუდამ ერთი და იმავე ვარცხნილობით ჩნდებოდა, იშვიათად თმა ზევით ჰქონდა აწეული. სანდრა მაკიაჟს მსუბუქად, ან თითქმის არ იკეთებს, არც სამკაულებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, ეს თემა პირველი ლედის აქილევსის ქუსლი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ გემოვნებას მუდმივად უწუნებდნენ, ის არასოდეს გვახსენდება გამომწვევად ჩაცმული.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"