სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი მელუა: "ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ 155 სანტიმეტრი ვარ”
ქეთი მელუა: "ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ 155 სანტიმეტრი ვარ”

ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, ქეთი მე­ლუ­ას ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მა Daily Mail-ში და­ი­ბეჭ­და.

- ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე ძვე­ლი მო­გო­ნე­ბა...

- ეს იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ბი­ნა­ში ცეკ­ვა. ეს კო­მუ­ნიზ­მის დღე­ე­ბი იყო. 3 წლის ვი­ყა­ვი და მის ფე­ხებ­ზე ვცეკ­ვავ­დი. ეს სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბაა. თუმ­ცა, იმა­ვე ბი­ნა­ში წლე­ბის შემ­დეგ ბა­ბუ­ას გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა - ნამ­დვი­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა იყო.

- რო­გო­რი ხა­სი­ა­თის ბავ­შვი იყა­ვით?

- თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ენერ­გი­უ­ლი ვი­ყა­ვი. სხვა­დას­ხვა შო­უ­ებს ვდგამ­დი და მშობ­ლებს ვაჩ­ვე­ნებ­დი. ისი­ნი ბი­ლე­თებს ტკბი­ლე­უ­ლით ყი­დუ­ლობ­დნენ. კორ­პუ­სის ბი­ნა­ში მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დით. მე­ზობ­ლად უამ­რა­ვი ბავ­შვი ცხოვ­რობ­და. ბავ­შვის­თვის ძა­ლი­ან თბი­ლი და ბედ­ნი­ე­რი გა­რე­მო იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი ბო­ბოქ­რობ­და და დენი არ გვქონ­და.

- ბო­ლოს თავი ბედ­ნი­ე­რად რო­დის იგ­რძე­ნით?

- დღეს, რო­დე­საც რე­პე­ტი­ცია ქარ­თულ გუნდთან ერ­თად გა­ვი­ა­რე. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს წარ­სუ­ლი და აწ­მყო გა­ერ­თი­ან­და.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გა­წუ­ხებთ?

- სი­მაღ­ლე. 155 სან­ტი­მეტ­რი ვარ. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ცოტა მა­ღა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- თქვე­ნი ყვე­ლა­ზე ცუდი თვი­სე­ბა?

- გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მი­ჭირს. კო­მუ­ნის­ტურ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ზარ­დე და პო­ლი­ტი­კო­სო­ბა მინ­დო­და.

- რაზე ოც­ნე­ბობთ?

- დღემ­დე მაქვს აუს­რუ­ლე­ბე­ლი ოც­ნე­ბა - ყო­ველ­თვის მინ­დო­და სკო­ლა­ში გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და­მეგ­ვი­ა­ნა, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. კლა­სის სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ზი­კა­ში, ქი­მი­ა­სა და ის­ტო­რი­ა­ში.

- ვინ­მეს­თვის ბო­დი­შის მოხ­და ხომ არ გინ­დათ?

- რო­დე­საც 15 წლის ვი­ყა­ვი, ჩემს მე­გო­ბარ რე­ი­ჩელ­თან ერ­თად Ouija-ს (სუ­ლე­ბის სე­ან­სის დაფა) ვთა­მა­შობ­დი. მო­ვა­ტყუე, რომ და­ფა­ზე ასო­ე­ბი თა­ვი­სით შე­იც­ვა­ლა. მას ძა­ლი­ან შე­ე­შინ­და და ამის გამო ძა­ლი­ან აღელ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვუ­თხა­რი, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­ვი­გო­ნე. ის დღემ­დე არ მე­ლა­პა­რა­კე­ბა. რე­ი­ჩელ, მა­პა­ტიე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა: ქეთი მე­ლუა პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ქეთი მელუა: "ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ 155 სანტიმეტრი ვარ”

ქეთი მელუა: "ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ 155 სანტიმეტრი ვარ”

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას ვრცელი ინტერვიუ ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ში დაიბეჭდა.

- ბავშვობის ყველაზე ძველი მოგონება...

- ეს იყო საქართველოში, ბაბუასთან ერთად ბინაში ცეკვა. ეს კომუნიზმის დღეები იყო. 3 წლის ვიყავი და მის ფეხებზე ვცეკვავდი. ეს საუკეთესო მოგონებაა. თუმცა, იმავე ბინაში წლების შემდეგ ბაბუას გულის შეტევა დაემართა - ნამდვილი საშინელება იყო.

- როგორი ხასიათის ბავშვი იყავით?

- თავდაჯერებული და ენერგიული ვიყავი. სხვადასხვა შოუებს ვდგამდი და მშობლებს ვაჩვენებდი. ისინი ბილეთებს ტკბილეულით ყიდულობდნენ. კორპუსის ბინაში მეოთხე სართულზე ვცხოვრობდით. მეზობლად უამრავი ბავშვი ცხოვრობდა. ბავშვისთვის ძალიან თბილი და ბედნიერი გარემო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი ბობოქრობდა და დენი არ გვქონდა.

- ბოლოს თავი ბედნიერად როდის იგრძენით?

- დღეს, როდესაც რეპეტიცია ქართულ გუნდთან ერთად გავიარე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს წარსული და აწმყო გაერთიანდა.

- ყველაზე მეტად რა გაწუხებთ?

- სიმაღლე. 155 სანტიმეტრი ვარ. კარგი იქნებოდა, ცოტა მაღალი ვყოფილიყავი.

- თქვენი ყველაზე ცუდი თვისება?

- გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. კომუნისტურ საქართველოში გავიზარდე და პოლიტიკოსობა მინდოდა.

- რაზე ოცნებობთ?

- დღემდე მაქვს აუსრულებელი ოცნება - ყოველთვის მინდოდა სკოლაში გაკვეთილებზე დამეგვიანა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. კლასის საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, განსაკუთრებით ფიზიკაში, ქიმიასა და ისტორიაში.

- ვინმესთვის ბოდიშის მოხდა ხომ არ გინდათ?

- როდესაც 15 წლის ვიყავი, ჩემს მეგობარ რეიჩელთან ერთად Ouija-ს (სულების სეანსის დაფა) ვთამაშობდი. მოვატყუე, რომ დაფაზე ასოები თავისით შეიცვალა. მას ძალიან შეეშინდა და ამის გამო ძალიან აღელდა. მოგვიანებით ვუთხარი, რომ ყველაფერი მოვიგონე. ის დღემდე არ მელაპარაკება. რეიჩელ, მაპატიე.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ ფოტოგალერეა: ქეთი მელუა პარაშუტით გადმოხტა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება