მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატიმროებში მსჯავრდებულების კლასიფიკაცია მოხდება
 საპატიმროებში მსჯავრდებულების კლასიფიკაცია მოხდება

უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცია მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ ღურწკა­ია აცხა­დებს.

რო­გორც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ღურწკა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, პა­ტიმ­რე­ბის გან­თავ­სე­ბის სა­კი­თხი მათი ქცე­ვი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი ნა­ხევ­რად ღია და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სდე­ბა, სა­დაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა და პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, და­საქმდე­ბი­ან, გრძე­ლი და მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პა­ემ­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა. ამ პრი­ვი­ლე­გი­ით შე­საძ­ლოა, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრალ­დე­ბულ­მაც ისარ­გებ­ლოს, რად­გან იქ მოხ­ვედ­რა ცხოვ­რე­ბის წე­სით და­იმ­სა­ხუ­როს. ასე­თი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი რუს­თა­ვის მე-16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სდე­ბი­ან.

მი­ხე­ილ ღურწკა­ი­ას თქმით, ყვე­ლა­ზე მკაც­რი ლა­ი­თუ­რის ციხე იქ­ნე­ბა, სა­დაც და­ხუ­რუ­ლი სის­ტე­მაა. იქ მოხ­ვედ­რილ პა­ტიმ­რებს გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­ემ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ. მა­ღა­ლი რის­კის პა­ტიმ­რე­ბი ცალ-ცალ­კე საკ­ნებ­ში გან­თავ­სდე­ბი­ან და მათ ხმას მე­ო­რე სა­კან­ში მყო­ფი ვერ გა­ი­გებს. ასე­ვე იქ­ნე­ბა ცალ­კე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლო რის­კის პა­ტიმ­რე­ბის­თვის.

რო­გორც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, ე.წ. მა­ყუ­რებ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მე­ქა­ნიზ­მი მალე ამოქ­მედ­დე­ბა და მსჯავ­რდე­ბულ­თა კლა­სი­ფი­კა­ცი­ის შემ­დეგ ისი­ნი უმ­კაც­რეს რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბი­ან.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი რუს­თავ­ში ამ­ჟა­მინ­დელ ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სდე­ბი­ან.

პა­ტიმ­რებს დე­პარ­ტა­მენ­ტის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჯგუ­ფი შე­არ­ჩევს, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის, რე­ჟი­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი, ფსი­ქი­ატ­რი, ექი­მი და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი იქ­ნე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საპატიმროებში მსჯავრდებულების კლასიფიკაცია მოხდება

 საპატიმროებში მსჯავრდებულების კლასიფიკაცია მოხდება

უახლოეს პერიოდში საპატიმროებში მსჯავრდებულების კლასიფიკაცია მოხდება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაია აცხადებს.

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ღურწკაიამ აღნიშნა, პატიმრების განთავსების საკითხი მათი ქცევისა და ცხოვრების წესის მიხედვით განისაზღვრება.

მისივე ინფორმაციით, მსჯავრდებულების ნაწილი ნახევრად ღია დაწესებულებაში განთავსდება, სადაც საგანმანათლებლო სკოლა და პროფესიული სასწავლებელი იქნება, დასაქმდებიან, გრძელი და მოკლევადიანი პაემნებისთვის საუკეთესო პირობები იქნება. ამ პრივილეგიით შესაძლოა, მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულმაც ისარგებლოს, რადგან იქ მოხვედრა ცხოვრების წესით დაიმსახუროს. ასეთი მსჯავრდებულები რუსთავის მე-16 დაწესებულებაში განთავსდებიან.

მიხეილ ღურწკაიას თქმით, ყველაზე მკაცრი ლაითურის ციხე იქნება, სადაც დახურული სისტემაა. იქ მოხვედრილ პატიმრებს გრძელვადიანი პაემნების უფლება არ ექნებათ. მაღალი რისკის პატიმრები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან და მათ ხმას მეორე საკანში მყოფი ვერ გაიგებს. ასევე იქნება ცალკე დაწესებულება საშუალო რისკის პატიმრებისთვის.

როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი მალე ამოქმედდება და მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის შემდეგ ისინი უმკაცრეს რეჟიმში იქნებიან.

ამასთან, მისივე თქმით, ფსიქიკურად დაავადებულები რუსთავში ამჟამინდელ ქალთა დაწესებულებაში მოთავსდებიან.

პატიმრებს დეპარტამენტის მულტიდისციპლინური ჯგუფი შეარჩევს, რომლის შემადგენლობაში უსაფრთხოების, რეჟიმის თანამშრომელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ექიმი და სოციალური მუშაკი იქნებიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"