საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის წევრებს "ნაციონალური მოძრაობის" ახალი დროშა შესთავაზა .
როგორც პარტიის ყრილობაზე სააკაშვილმა განაცხადა, 10 წლის წინ ხუთჯვრიანი, "ნაციონალური მოძრაობის" დროშა ერმა ეროვნულ დროშად აიტაცა.
პრეზიდენტმა პარტიის წევრებს ახალი დროშა შესთავაზა, რომელზეც ხუთ ჯვრის ნაცვლად ერთი დიდი ჯვარია, პატარა ჯვრების ადგილზე კი წითელი ფერის გულებია გამოსახული.
"თქვენ შეეამჩინეთ ახალი დროშა. მინდა გითხრათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროშა ერმა ეროვნულ დროშად აიტაცა. მე გთავაზობთ ახალ დროშას - ჯვრის გარშემო გაერთიანებულ სიყვარულის დროშას, აღმშენებლობის დროშას. ეს დროშა ნიშნავს შემდეგ რამეს - ეს არის ქრისტიანული ფასეულობების გარშემო გაერთიანება", _ დასძინა სააკაშვილი.