პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მთავრობა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის "ზედ­მე­ტი პო­ლი­ტი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში" შე­სა­ბა­მის პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ის ფონ­ზე სო­ჭის ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი მი­სა­ღე­ბი იყო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ხა­ტა კე­თი­ლი ნება და სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი მო­წეს­რი­გე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს 2014 წლის სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე.

ვთვლი­დით და ახ­ლაც ვთვლით, რომ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა ორი­ვე ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ რთულ გზა­ზე კი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბის ისე­თი სფე­რო­ე­ბის გა­მოკ­ვე­თა, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვია და ასე­ვე ნაკ­ლე­ბად უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ძი­რი­თად პრობ­ლე­მებს. ასე­თე­ბად ჩვენ მი­ვიჩ­ნევთ კულ­ტუ­რას, ვაჭ­რო­ბას, სატ­რან­სპორ­ტო კავ­ში­რებს, ტუ­რიზმსა და სპორ­ტს.

სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კე­თი­ლი ნება ჯერ კი­დევ ვერ ან არ არის სა­თა­ნა­დოდ შე­ფა­სე­ბუ­ლი და შე­იმ­ჩნე­ვა სა­პი­რის­პი­რო ტენ­დენ­ცი­ე­ბი. მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი სურ­ვი­ლია ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცია და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ჯან­საღ სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბა­ში, რად­გან ოლიმ­პი­უ­რი იდეა სწო­რედ მშვი­დო­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მე­ო­რე მხა­რე სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის ცდი­ლობს მის გა­მო­ყე­ნე­ბას.

სხვა ვე­რაფ­რით აიხ­სნე­ბა, მა­გა­ლი­თად ის, რომ ოლიმ­პი­ა­დის ერთ-ერთ მე­ჩი­რაღ­დნედ რუ­სეთ­მა შე­არ­ჩია "2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გმი­რი მფრი­ნა­ვი"". ცხა­დია, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბაა თა­ვად აირ­ჩი­ოს გმი­რე­ბი, მაგ­რამ ასე­ვე ცხა­დია, რომ მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მო­წეს­რი­გე­ბის მსურ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა ასე გა­მომ­წვე­ვად არ მო­იქ­ცე­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არც ის რჩე­ბა, რომ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მწვავ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ამ კუ­თხით ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან - პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ამა­ვე დროს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ერ­თგუ­ლია რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მო­წეს­რი­გე­ბის არ­ჩე­უ­ლი - თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი კურ­სის.

ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ დღე­ი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით და­ვაკ­ვირ­დე­ბით სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებს. თუ სა­ქარ­თვე­ლო სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­დე­ბა, რომ ხდე­ბა სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ზედ­მე­ტი პო­ლი­ტი­ზა­ცია და მისი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნი­სა და მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ღირ­სე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად შე­სა­ბა­მის პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს.

იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის მეს­ვე­უ­რე­ბი და ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბე­ბი სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას და­უთ­მო­ბენ ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოს მთავრობა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა სპორტული თამაშების "ზედმეტი პოლიტიზაციის შემთხვევაში" შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, - ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ფონზე სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ოლიმპიური გუნდის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება, უკიდურესად რთული მისაღები იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გამოხატა კეთილი ნება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თანამიმდევრული მოწესრიგების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე.

ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ რთულ გზაზე კი, აუცილებელია ურთიერთობის ისეთი სფეროების გამოკვეთა, რომლებიც ნაკლებად წინააღმდეგობრივია და ასევე ნაკლებად უკავშირდება საქართველო-რუსეთის ძირითად პრობლემებს. ასეთებად ჩვენ მივიჩნევთ კულტურას, ვაჭრობას, სატრანსპორტო კავშირებს, ტურიზმსა და სპორტს.

სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს კეთილი ნება ჯერ კიდევ ვერ ან არ არის სათანადოდ შეფასებული და შეიმჩნევა საპირისპირო ტენდენციები. მაშინ, როდესაც ჩვენი სურვილია ოლიმპიური თამაშების დეპოლიტიზაცია და მონაწილეობის მიღება ჯანსაღ სპორტულ შეჯიბრებაში, რადგან ოლიმპიური იდეა სწორედ მშვიდობასა და თანამშრომლობას ემსახურება, მეორე მხარე სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს მის გამოყენებას.

სხვა ვერაფრით აიხსნება, მაგალითად ის, რომ ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ რუსეთმა შეარჩია "2008 წლის აგვისტოს ომის გმირი მფრინავი"". ცხადია, ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა თავად აირჩიოს გმირები, მაგრამ ასევე ცხადია, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოწესრიგების მსურველი ქვეყანა ასე გამომწვევად არ მოიქცევა.

საქართველოს მთავრობის ყურადღების მიღმა არც ის რჩება, რომ სოჭის ოლიმპიადასა და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მწვავდება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

საქართველოს მთავრობა ამ კუთხით ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან - პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ამავე დროს საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთგულია რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების არჩეული - თანამიმდევრული კურსის.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენ დღეიდან განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს. თუ საქართველო საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ხდება სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზაცია და მისი მიზანმიმართული გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ღირსებისა და ინტერესების დასაცავად შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები და ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების მთავრობები სათანადო ყურადღებას დაუთმობენ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?