ჰოლივუდის მსახიობმა დიანა კრუგერმა იცის, რომ ძლიერი სქესი მისი დიდი მკერდით აღფრთოვანებულია და ცდილობს, ღრმა დეკოლტიანი კაბები შეარჩიოს.
თუმცა, Hammer Museum-ის გალა საღამოზე მისმა ალისფერმა კაბამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 37 წლის ვარსკვლავი ღონისძიებაზე საყვარელთან, ჯოშუა ჯექსონთან ერთად მივიდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დიანა ხშირად ისწორებდა დეკოლტეს, რათა უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩენილიყო.
დიანა ყოფილი მოდელია და უნაკლო ტანადობით რეჟისორებისა და ფოტოგრაფების გულებს ატყვევებს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.