პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახურ სკოლაში, სანთლის შუქზე და ვირთხებთან ერთად
კახურ სკოლაში, სანთლის შუქზე და ვირთხებთან ერთად

გაბ­ზა­რუ­ლი კედ­ლე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფან­ჯრე­ბი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა - ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მაშ­ნა­ა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 76 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს. ამას­თან, უკვე 3 წე­ლია, რაც სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სან­თლე­ბის შუქ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სან­თლე­ბი კი მოს­წავ­ლე­ებს თვი­თონ მო­აქვთ სახ­ლი­დან. ზამ­თარ­ში მას­წავ­ლებ­ლებს პირ­ვე­ლი და მე­ო­რე გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა უძ­ნელ­დე­ბათ, რად­გან ბნე­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის გამო სან­თლის შუქ­ზეც კი ვერ ახერ­ხე­ბენ წე­რა­სა და კი­თხვას.

"ძლივს ვკი­თხუ­ლობ ხოლ­მე ჩემს და­წე­რილს სან­თლის შუქ­ზე. არც კი გვქო­ნია სი­ნათ­ლე სკო­ლა­ში. იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, ვა­ტა­როთ სან­თლე­ბი. სა­ერ­თოდ არ ჩანს მას­წავ­ლებ­ლის ან მოს­წავ­ლის მიერ და­ფა­ზე და­წე­რი­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი", - ამ­ბობს მე-5 კლა­სის მოს­წავ­ლე აკა­კი ყან­ჩაშ­ვი­ლი.

ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში კი, მოს­წავ­ლე­ე­ბი ქვე­წარ­მავ­ლე­ბის მომ­რავ­ლე­ბას უჩი­ვი­ან. რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბის დროს ია­ტა­კი­დან ქვე­წარ­მა­ვა­ლი ამო­სუ­ლა, რის გა­მოც მოს­წავ­ლე­ებს კლა­სი და­უ­ტო­ვი­ათ და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩაშ­ლი­ლა. "ერთხელ ჩემს ფე­ხებ­თან და­ვი­ნა­ხე შავი გვე­ლი რო­გორ და­სი­სი­ნებ­და. სხვა დრო­საც და­მი­ნა­ხავს ეს გვე­ლი და როცა ვხე­დავ, ში­შის­გან ვკან­კა­ლებ. იყო შემ­თხვე­ვა, როცა ჩვენს საკ­ლა­სო ოთახ­ში ჩემ­მა კლა­სელ­მა გვე­ლი მოკ­ლა", - ამ­ბობს მე-7 კლა­სის მოს­წავ­ლე შო­თი­კო სარ­დლიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"კა­ხე­თის ხმა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

კახურ სკოლაში, სანთლის შუქზე და ვირთხებთან ერთად

კახურ სკოლაში, სანთლის შუქზე და ვირთხებთან ერთად

გაბზარული კედლები, დაზიანებული ფანჯრები, განადგურებული ინფრასტრუქტურა - ასე გამოიყურება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარის საჯარო სკოლა, სადაც დაახლოებით 76 მოსწავლე სწავლობს. ამასთან, უკვე 3 წელია, რაც სკოლაში სასწავლო პროცესი სანთლების შუქზე მიმდინარეობს, სანთლები კი მოსწავლეებს თვითონ მოაქვთ სახლიდან. ზამთარში მასწავლებლებს პირველი და მეორე გაკვეთილის ჩატარება უძნელდებათ, რადგან ბნელი საკლასო ოთახების გამო  სანთლის შუქზეც კი ვერ ახერხებენ წერასა და კითხვას.

"ძლივს ვკითხულობ ხოლმე ჩემს დაწერილს სანთლის შუქზე. არც კი გვქონია სინათლე სკოლაში. იძულებული ვართ, ვატაროთ სანთლები. საერთოდ არ ჩანს მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ დაფაზე დაწერილი წინადადებები", - ამბობს მე-5 კლასის მოსწავლე აკაკი ყანჩაშვილი.

ზაფხულის პერიოდში კი, მოსწავლეები ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან. როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაკვეთილის მსვლელობის დროს იატაკიდან ქვეწარმავალი ამოსულა, რის გამოც მოსწავლეებს კლასი დაუტოვიათ და სასწავლო პროცესი ჩაშლილა. "ერთხელ ჩემს ფეხებთან დავინახე შავი გველი როგორ დასისინებდა. სხვა დროსაც დამინახავს ეს გველი და როცა ვხედავ, შიშისგან ვკანკალებ. იყო შემთხვევა, როცა ჩვენს საკლასო ოთახში ჩემმა კლასელმა გველი მოკლა", - ამბობს მე-7 კლასის მოსწავლე შოთიკო სარდლიშვილი.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა