მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდემდე უნდა იწამლებოდნენ საკვებით ქართველი ჯარისკაცები?
როდემდე უნდა იწამლებოდნენ საკვებით ქართველი ჯარისკაცები?

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 16-22 სექ­ტემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში, 31-ე ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ბრი­გა­და­ში, მე-11 ბრი­გა­და­სა და სა­ინ­ჟინ­რო ბრი­გა­და­ში 330 ჯა­რის­კა­ცის მო­წამ­ვლის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და.

რო­გორც "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი არ­ჩილ კა­ი­კა­ციშ­ვი­ლი აცხა­დებს: "ბოლო პე­რი­ოდ­ში, ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წამ­ვლის გახ­ში­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლია და შეც­ვლი­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი სა­თა­ნა­დოდ ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ლო­ჯის­ტი­კის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტა­სა და ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრას. კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნისტრს და სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებთ. მარ­თა­ლია, კომ­პა­ნია "ქარ­თუ­ლი კვე­ბის" მე­ნე­ჯმენ­ტი შე­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სფე­რო­ში კვე­ბი­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ერთ-ერთი მთა­ვა­რი კონ­ტრაქ­ტო­რია, თუმ­ცა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით მო­წამ­ვლის ფაქ­ტი კვლავ სის­ტე­მურ პრობ­ლე­მად რჩე­ბა".

ორ­გა­ნი­ზა­ცია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კვე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­ტრო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს და მი­მარ­თავს, დას­ვას კვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, რად­გან 320 ჯა­რის­კა­ცის მო­წამ­ვლის ფაქ­ტი 31-ე ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ბრი­გა­და­ში, მე-11 ბრი­გა­და­სა და სა­ინ­ჟინ­რო ბრი­გა­და­ში უტყუ­ა­რია. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო "ფაქ­ტის მიჩ­ქმალ­ვას" არ შე­ეც­დე­ბა.

თა­ვის მხრივ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე არა­ფერს ამ­ბობს, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან ჯორ­ბე­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ უწყე­ბა ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს და "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტებს" ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ­დე მისი სი­ნამ­დვი­ლის გა­და­მოწ­მე­ბას ურ­ჩევს.

"ვერ­სი­ას­თან" სა­უბ­რი­სას არ­ჩილ კა­ი­კა­ციშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა ძა­ლა­შია და მას­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი უტყუ­ა­რია: "სა­მი­ნის­ტრომ კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა, რაც ნიშ­ნავს, რომ არ­გუ­მენ­ტი არ გა­აჩ­ნი­ათ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნა­წილ­შიც უწყე­ბას პო­ზი­ცია არ აქვს, რაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და­დას­ტუ­რე­ბულ ფაქტს კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს. ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წამ­ვლის შემ­თხვე­ვას ნამ­დვი­ლად ჰქონ­და ად­გი­ლი. ჩვენ ივ­ლის­ში გან­ვცა­ხა­დეთ, რომ სე­ნა­კის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე 52 ჯა­რის­კა­ცი მო­ი­წამ­ლა, რა­ზეც სა­მი­ნის­ტრომ მი­უ­თი­თა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შეგვყავ­და და ასე­თი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა; აგ­ვის­ტო­ში კი სა­მი­ნის­ტრომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით და­ა­დას­ტუ­რა სე­ნაკ­ში 52 ჯა­რის­კა­ცის მო­წამ­ვლის ფაქ­ტი და მი­უ­თი­თა, რომ აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, რა შე­დე­გე­ბით დას­რულ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა თუ არა შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებს. დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას უკვე სხვა სამ­ხედ­რო ბრი­გა­დე­ბი და სა­მი­ნის­ტრო კო­მენ­ტარს სა­ერ­თოდ არ აკე­თებს".

ამ ფონ­ზე, არ­ჩილ კა­ი­კა­ციშ­ვი­ლი სვამს კი­თხვას, რა­ტომ არ სრულ­დე­ბა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი და­პი­რე­ბა, რომ ლო­ჯის­ტი­კის სფე­რო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის დონე და სტან­დარ­ტი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. კი­თხვა­ზე, მო­წამ­ვლის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვის შეხ­ვდნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არ­ჩილ კა­ი­კა­ციშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გა რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ასე­ვე უშუ­ა­ლოდ, "ქარ­თუ­ლი კვე­ბის" კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან არა­სამ­თავ­რო­ბო­თა ფორ­მატ­ში, რის შემ­დე­გაც კომ­პა­ნი­ამ კრწა­ნი­სის პო­ლი­გონ­ზე ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ხელ­და­ხე­ლო სა­დილ­ზეც მი­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად იყო.

"წეს­რი­გი უნდა დამ­ყარ­დეს ისეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სფე­რო­ში, რო­გო­რიც თავ­დაც­ვაა, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის პა­რა­მეტ­რე­ბი. ჩვე­ნი ჯარი ნატო-ს სტან­დარ­ტე­ბის­კენ მი­ის­წრაფ­ვის და ამო­ცა­ნა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნაა, ამი­ტომ სა­კი­თხა­ვია, სფე­რო დღემ­დე რომ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია, ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შემ­თხვე­ვაა თუ სუს­ტი მე­ნე­ჯმენ­ტით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი? ჯა­რის მი­მართ მა­ღა­ლია ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, უამ­რა­ვი ფი­ნან­სუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი და­ი­ხარ­ჯა და ასე­თი ელე­მენ­ტა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე არ უნდა ვიდ­გეთ. გუ­შინ სე­ნა­კი იყო, იმის წინ - სხვა ბრი­გა­და, ახლა ეს ნა­წი­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­და, ხვალ შე­იძ­ლე­ბა სხვას და­ე­მუქ­როს, ამი­ტომ ვსვამთ კი­თხვას - რო­დემ­დე?" - აცხა­დებს არ­ჩილ კა­ი­კა­ციშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აქვე გან­მარ­ტავს, რომ მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტებ­მა" ამ ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის­გან მი­ი­ღეს.

მე­რაბ ბე­რი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როდემდე უნდა იწამლებოდნენ საკვებით ქართველი ჯარისკაცები?

როდემდე უნდა იწამლებოდნენ საკვებით ქართველი ჯარისკაცები?

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, 16-22 სექტემბრის შუალედში, 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ბრიგადაში, მე-11 ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში 330 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს: "ბოლო პერიოდში, ჯარისკაცების მოწამვლის გახშირებული ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კვების უსაფრთხოებაში არსებული პრობლემები გამოუსწორებელია და შეცვლილი მენეჯმენტი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ლოჯისტიკის სფეროში არსებული საკითხების შესაბამის გადაწყვეტასა და ხარვეზების აღმოფხვრას. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს და სათანადო რეაგირებისკენ მოვუწოდებთ. მართალია, კომპანია "ქართული კვების" მენეჯმენტი შეიცვალა, რომელიც თავდაცვის სფეროში კვებითი უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორია, თუმცა სამხედრო მოსამსახურეების საკვები პროდუქტებით მოწამვლის ფაქტი კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება".

ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროს კვებითი უსაფრთხოების მიმართულებით კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, დასვას კვებით უზრუნველყოფაზე კონტრაქტორი კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან 320 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტი 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ბრიგადაში, მე-11 ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში უტყუარია. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ თავდაცვის სამინისტრო "ფაქტის მიჩქმალვას" არ შეეცდება.

თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე არაფერს ამბობს, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე აღნიშნავს, რომ უწყება ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და "ახალგაზრდა ადვოკატებს" ინფორმაციის გავრცელებამდე მისი სინამდვილის გადამოწმებას ურჩევს.

"ვერსიასთან" საუბრისას არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაციის განცხადება ძალაშია და მასში მოყვანილი ფაქტები უტყუარია: "სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა, რაც ნიშნავს, რომ არგუმენტი არ გააჩნიათ. საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის ნაწილშიც უწყებას პოზიცია არ აქვს, რაც ორგანიზაციის მიერ დადასტურებულ ფაქტს კიდევ უფრო ამყარებს. ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ჩვენ ივლისში განვცახადეთ, რომ სენაკის სამხედრო ბაზაზე 52 ჯარისკაცი მოიწამლა, რაზეც სამინისტრომ მიუთითა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეგვყავდა და ასეთი შემთხვევა არ ყოფილა; აგვისტოში კი სამინისტრომ ოფიციალური წერილით დაადასტურა სენაკში 52 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტი და მიუთითა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ინფორმაცია არ გვაქვს, რა შედეგებით დასრულდება გამოძიება და პასუხისმგებლობა დაეკისრა თუ არა შემთხვევასთან დაკავშირებულ უფლებამოსილ პირებს. დღეს საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას უკვე სხვა სამხედრო ბრიგადები და სამინისტრო კომენტარს საერთოდ არ აკეთებს".

ამ ფონზე, არჩილ კაიკაციშვილი სვამს კითხვას, რატომ არ სრულდება თავდაცვის მინისტრის საზოგადოებისადმი დაპირება, რომ ლოჯისტიკის სფეროში უსაფრთხოების დონე და სტანდარტი ყველაზე მაღალი იქნება. კითხვაზე, მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით, ვის შეხვდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლები, არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ კომუნიკაცია შედგა როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე უშუალოდ, "ქართული კვების" კომპანიის წარმომადგენლებთან არასამთავრობოთა ფორმატში, რის შემდეგაც კომპანიამ კრწანისის პოლიგონზე ჯარისკაცების სახელდახელო სადილზეც მიიწვია საზოგადოება, სადაც ყველაფერი იდეალურად იყო.

"წესრიგი უნდა დამყარდეს ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროში, როგორიც თავდაცვაა, სადაც ყოველწლიურად იზრდება მომსახურების პარამეტრები. ჩვენი ჯარი ნატო-ს სტანდარტებისკენ მიისწრაფვის და ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, ამიტომ საკითხავია, სფერო დღემდე რომ მოუწესრიგებელია, ეს მიზანმიმართული შემთხვევაა თუ სუსტი მენეჯმენტით არის გამოწვეული? ჯარის მიმართ მაღალია ჩვენი პარტნიორების ინტერესები, უამრავი ფინანსური, ადამიანური რესურსი დაიხარჯა და ასეთი ელემენტარული პრობლემების წინაშე არ უნდა ვიდგეთ. გუშინ სენაკი იყო, იმის წინ - სხვა ბრიგადა, ახლა ეს ნაწილები გამოვლინდა, ხვალ შეიძლება სხვას დაემუქროს, ამიტომ ვსვამთ კითხვას - როდემდე?" - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი, რომელიც აქვე განმარტავს, რომ მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" ამ ჯარისკაცების ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ნათესავებისგან მიიღეს.

მერაბ ბერიძე

გაზეთი "ვერსია"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე