საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთთან ურთიერთობების დამყარებას რაციონალურ საფუძველზე ვაპირებ
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთთან ურთიერთობების დამყარებას რაციონალურ საფუძველზე ვაპირებ

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას რა­ცი­ო­ნა­ლურ სა­ფუძ­ველ­ზე ვა­პი­რებ, - გა­ნა­ცხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია МИР-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"მოკ­ლედ რომ ვი­სა­უბ­რო, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა­ზე, ამას რა­ცი­ო­ნა­ლურ სა­ფუძ­ველ­ზე, ორი­ვე მხა­რეს არ­სე­ბუ­ლი მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით ვა­პი­რებ. თუმ­ცა, რა­ცი­ო­ნა­ლურ დი­ა­ლო­გამ­დე საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის მო­ლო­დი­ნი არ უნდა გვქონ­დეს. ბოლო პე­რი­ოდს თუ გა­დავ­ხე­დავთ, სა­ვაჭ­რო და კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გარ­კვე­უ­ლი წინსვლა გვაქვს. თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი ცხინ­ვა­ლის რა­ი­ონ­ში, სა­დაც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი მავ­თულხლარ­თებს აბა­მენ. ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი მხა­რე გა­აგ­რძე­ლებს აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის არა­ღი­ა­რე­ბას. რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, და­უშ­ვე­ბე­ლია ქვეყ­ნე­ბის ისე­თი მი­ზე­ზე­ბით და­პყრო­ბა, რომ­ლის ახ­სნაც თუნ­დაც პო­ლი­ტი­კი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ის, რომ ერთ რეს­პუბ­ლი­კა­ში სამი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო იქ­მნე­ბა, ანო­მა­ლი­აა და ამას არც სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა აღი­ა­რებს.

"ჩვენ შევ­ქმნით ისეთ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა რო­გორც აფხა­ზე­ბის­თვის, ისე ოსე­ბის­თვის. ჩვენ შევ­ქმნით სა­ქარ­თვე­ლოს, სა­დაც თავ­შე­სა­ფარ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ეთ­ნი­კუ­რი, რელ­გი­უ­რი და სხვა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იპოვ­ნი­ან", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლო გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კითხს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ბა­ჟო კავ­ში­რი არც პო­ლი­ტი­კუ­რი და არც ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით არ იქ­ნე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი.

"სა­ბა­ჟო კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვე­ბის ევ­რო­პულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან შე­და­რე­ბი­სას, ნა­თე­ლია, რომ სა­ბა­ჟო კავ­ში­რი არც პო­ლი­ტი­კურ და არც ეკო­ნო­მი­კურ ჭრილ­ში არ არის მომ­გე­ბი­ა­ნი. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში ახა­ლი ბაზ­რე­ბი და ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი იშ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, ევ­რო­პა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სახ­ლია", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, დსთ-მ სა­ქარ­თვე­ლოს არც ეკო­ნო­მი­კუ­რი და არც პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით კარ­გი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნა და დსთ-სკენ იმე­დის თვა­ლით ყუ­რე­ბა არა­რე­ა­ლის­ტუ­რია.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­პას­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­ზი­ტუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი გა­იზ­რდე­ბა.

"რო­დე­საც ევ­რო­პას­თან უფრო მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს და­ვამ­ყა­რებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­ზი­ტუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი გა­იზ­რდე­ბა. ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გეგ­მე­ბი გვაქვს – შევ­ქმნათ თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოკ­რა­ტია, რო­მე­ლიც უცხო არ არის ჩვე­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და ტო­ლე­რან­ტუ­ლი კულ­ტუ­რის მქო­ნე ერის­თვის. და ამას­თან ერ­თად გავ­ხდეთ დიდი ბაზ­რის წევ­რე­ბი. ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა", - გა­ნა­ცხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი ამ ეტაპ­ზე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

"ჩვენ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ნატო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ალი­ან­სია", - დას­ძი­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია МИР-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე ფი­ლო­სო­ფი­ის შე­სა­ხებ რუ­სულ ენა­ზე წიგ­ნიც აქვს და­წე­რი­ლი.

"პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­სო­ფო­სი ვარ. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი. ფი­ლო­სო­ფი­ის შე­სა­ხებ წიგ­ნი რუ­სულ ენა­ზეც მაქვს და­წე­რი­ლი. თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის მსგავ­სად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბა. ამ­ჟა­მად ქა­ლაქ­გა­რეთ ვცხოვ­რობ და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, მომ­ყავს პო­მი­დო­რი, ვარ­დე­ბი და ლო­ბიო. მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა მის­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის­თვის, რო­მელ­თათ­ვი­საც ეს ენერ­გი­ი­სა და სწო­რად აზ­როვ­ნე­ბის რე­სურ­სია", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია МИР-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი მარგველაშვილი - რუსეთთან ურთიერთობების დამყარებას რაციონალურ საფუძველზე ვაპირებ

გიორგი მარგველაშვილი - რუსეთთან ურთიერთობების დამყარებას რაციონალურ საფუძველზე ვაპირებ

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობების დამყარებას რაციონალურ საფუძველზე ვაპირებ, - განაცხადა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია МИР-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

"მოკლედ რომ ვისაუბრო, რუსეთთან ურთიერთობების დამყარებაზე, ამას რაციონალურ საფუძველზე, ორივე მხარეს არსებული მოჭარბებული ემოციების გვერდის ავლით ვაპირებ. თუმცა, რაციონალურ დიალოგამდე საკმაოდ რთული პროცესია და სწრაფი რეაგირების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებში გარკვეული წინსვლა გვაქვს. თუმცა, ამავდროულად, გვაქვს პრობლემები ცხინვალის რაიონში, სადაც რუსი სამხედროები მავთულხლართებს აბამენ. ეს ძალიან მტკივნეულია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული მხარე გააგრძელებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარებას. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, დაუშვებელია ქვეყნების ისეთი მიზეზებით დაპყრობა, რომლის ახსნაც თუნდაც პოლიტიკითაა შესაძლებელი და ის, რომ ერთ რესპუბლიკაში სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნება, ანომალიაა და ამას არც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს.

"ჩვენ შევქმნით ისეთ საქართველოს, რომელიც საინტერესო იქნება როგორც აფხაზებისთვის, ისე ოსებისთვის. ჩვენ შევქმნით საქართველოს, სადაც თავშესაფარსა და თავისუფლებას ნებისმიერი ეთნიკური, რელგიური და სხვა უმცირესობების წარმომადგენლები იპოვნიან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის საბაჟო კავშირში საქართველოს შესაძლო გაწევრიანების საკითხს, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საბაჟო კავშირი არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური კუთხით არ იქნება მომგებიანი.

"საბაჟო კავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური პერსპექტივების ევროპულ გაერთიანებასთან შედარებისას, ნათელია, რომ საბაჟო კავშირი არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ ჭრილში არ არის მომგებიანი. საქართველოსთვის ევროკავშირში ახალი ბაზრები და ახალი ეკონომიკური პერსპექტივები იშლება. გარდა ამისა, ევროპა ჩვენი პოლიტიკური სახლია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, დსთ-მ საქართველოს არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით კარგი არაფერი მოუტანა და დსთ-სკენ იმედის თვალით ყურება არარეალისტურია.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობების შედეგად, საქართველოს ტრანზიტული ფუნქციები გაიზრდება.

"როდესაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს დავამყარებთ, საქართველოს ტრანზიტული ფუნქციები გაიზრდება. ჩვენ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს – შევქმნათ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, თანამედროვე დემოკრატია, რომელიც უცხო არ არის ჩვენი ქრისტიანული და ტოლერანტული კულტურის მქონე ერისთვის. და ამასთან ერთად გავხდეთ დიდი ბაზრის წევრები. ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა", - განაცხადა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ამ ეტაპზე ქართული სახელმწიფოს შენარჩუნების შესაძლებლობაა.

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ნატო ძალიან საინტერესო ალიანსია", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

ტელეკომპანია МИР-სთვის მიცემულ ინტერვიუში "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ფილოსოფიის შესახებ რუსულ ენაზე წიგნიც აქვს დაწერილი.

"პროფესიით ფილოსოფოსი ვარ. პოლიტიკაში მოსვლამდე რექტორი ვიყავი. ფილოსოფიის შესახებ წიგნი რუსულ ენაზეც მაქვს დაწერილი. თითოეული ქართველის მსგავსად, ძალიან მიყვარს მიწაზე მუშაობა. ამჟამად ქალაქგარეთ ვცხოვრობ და სოფლის მეურნეობით ვარ დაკავებული, მომყავს პომიდორი, ვარდები და ლობიო. მიწის დამუშავება მისტიკური პროცესია თითოეული ქართველისთვის, რომელთათვისაც ეს ენერგიისა და სწორად აზროვნების რესურსია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მომზადებულია МИР-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა