საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი უცხოური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ "ჯიჰადის ვიდეოს" გავრცელებაში
რომელი უცხოური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ "ჯიჰადის ვიდეოს" გავრცელებაში

კი­ბერ­შე­ტე­ვის საქ­მე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ჯი­ჰა­დის ვი­დე­ო­ე­ბის" სა­ხე­ლით იც­ნობს, გახ­სნი­ლია. შს სა­მი­ნის­ტრომ ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბით და­ად­გი­ნა, რომ ავ­ღა­ნეთ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი ყირ­გი­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე სა­მარ ჩო­კუ­ტა­ევ­მა აფხა­ზე­თი­დან ატ­ვირ­თა. მან კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნა ქარ­თუ­ლი GSM-ოპე­რა­ტო­რე­ბის "მაგ­თი­კო­მის", "ჯე­ო­სე­ლი­სა" და "მო­ბი­ტე­ლის" USB-ინ­ტერ­ნეტ­მო­დე­მე­ბი, რო­მე­ლიც ზუგ­დიდ­ში შე­ი­ძი­ნა. ვინ იყო სა­მარ ჩო­კუ­ტა­ე­ვის მე­კავ­ში­რე, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნეტ­მო­დე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ი­ძი­ნა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ ახ­მა­უ­რე­ბენ. თუმ­ცა ჩვე­ნი წყა­რო­ე­ბით და­ვად­გი­ნეთ, რომ ისი­ნი გა­მო­ძი­ე­ბამ უკვე დაჰ­კი­თხა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არა­ფერს ამ­ბო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი იმ ორი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხე­ბაც, რო­მელ­თა მი­სა­მარ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­თავ­სდა ვი­დე­ო­ფი­რი ინ­ტერ­ნეტ­ში. თუმ­ცა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" და­ად­გი­ნა, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მუ­შა­ვე უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბია.

გი­ორ­გი კო­ბი­აშ­ვი­ლი, აიტი-სპე­ცი­ა­ლის­ტი: - ვი­დე­ორ­გო­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აიტ­ვირ­თა მა­ლა­ი­ზი­უ­რი სერ­ვე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. რო­დე­საც კვა­ლის და­ფარ­ვა სურთ, ნე­ბის­მი­ე­რი აიტი-სპე­ცი­ა­ლის­ტი აირ­ჩევ­და მა­ლა­ი­ზი­ას, ჩი­ნეთს ან ინ­დო­ნე­ზი­ას, რად­გან იქ თა­ვი­სუ­ფა­ლი კი­ბერ­სივ­რცეა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ნაკ­ლე­ბად აკონ­ტრო­ლე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ძე­ნი­ლი უკა­ბე­ლო GSM-მო­დე­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ხერ­ხდა ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა და და­შიფ­რუ­ლი კავ­ში­რი მა­ლა­ი­ზი­ურ სერ­ვერ­თან. თა­ვის მხრივ, მა­ლა­ი­ზი­უ­რი სერ­ვე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ორი კომ­პა­ნი­ის რო­უ­ტერ­ზე შე­აღ­წი­ეს. ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის რო­უ­ტე­რე­ბი და­ცუ­ლი იყო, მაგ­რამ ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის პა­რო­ლი გა­ტე­ხეს და ფირი ისე ატ­ვირ­თეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კვა­ლის ასაბ­ნე­ვად გა­კეთ­და. ჩემ­თვის, რო­გორც აიტი-სპე­ცი­ა­ლის­ტის­თვის, სა­ინ­ტე­რე­სო ამ სქე­მა­ში ის არის, რომ ჩო­კუ­ტა­ევ­მა მო­ა­ხერ­ხა მა­ლა­ი­ზი­ა­ში სერ­ვე­რის ისე პროგ­რა­მი­რე­ბა, რომ და­ხუ­რუ­ლი (და­ცუ­ლი) ხა­ზით ემუ­შა­ვა. და­ხუ­რუ­ლი ხა­ზის შიფ­რის მოხ­სნას წლე­ბი სჭირ­დე­ბა და ზოგ­ჯერ ვერც ხსნი­ან. ალ­ბათ, სწო­რედ ამა­ში და­ეხ­მარ­ნენ ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ამე­რი­კე­ლე­ბი. და­უხ­მა­რებ­ლად ჩვე­ნი გა­მო­ძი­ე­ბა და­ხუ­რულ ხაზს ვერ გა­შიფ­რავ­და.

- რას იტყვით თვი­თონ ვი­დე­ორ­გო­ლის ხა­რისხზე, შე­ეძ­ლო ის ერთ პირს და­ემ­ზა­დე­ბი­ნა და გა­ეხ­მო­ვა­ნე­ბი­ნა? - ვი­დე­ორ­გო­ლი არ არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და არც სტუ­დი­ა­შია მომ­ზა­დე­ბუ­ლი. მისი მომ­ზა­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო ერთ ადა­მი­ანს. გახ­მო­ვა­ნე­ბაც არ არის პრობ­ლე­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბის და პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბით. კად­რე­ბი არას­წო­რად არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, კად­რი­დან კადრზე გა­დას­ვლა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რა­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი. არ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ის ეფექ­ტე­ბიც კი, რა­საც სა­შუ­ა­ლო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მე­მონ­ტა­ჟე­ე­ბი იყე­ნე­ბენ. სა­მა­გი­ე­როდ, ის პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ატ­ვირ­თა, ჩანს, მა­ღა­ლი დო­ნის აიტი-სპე­ცი­ა­ლის­ტმა.

ლაშა პა­ტა­რა­ია, უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტთა კავ­კა­სი­ის აკა­დე­მი­ის დი­რექ­ტო­რი, აშშ-ის კი­ბერ­სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ფო­რუ­მის წევ­რი, პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი: - ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­დე­ოფრ­გო­ლის ატ­ვირ­თვა­სა და ამ და­ნა­შა­უ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ნა­წილ­ზე ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი და­კავ­ში­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას­თან. ეს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და­ნა­შა­უ­ლი კი არა, უცხო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რის პრო­პა­გან­დის­ტულ-სა­ინ­ფორ­მა­ციო ომია.

გა­მო­ძი­ე­ბა რომ გო­ნივ­რულ ვა­და­ში გაგ­რძელ­და კარ­გია, რად­გან ამან ბევ­რი რა­მის და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, ვის­თვის იყო ფი­რის გავ­რცე­ლე­ბა ხელ­საყ­რე­ლი, ვინ გა­მო­ი­ყე­ნა ის პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად და ოპო­ნენ­ტებ­თან სა­კინ­კლა­ოდ.

იხი­ლეთ სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

იხი­ლეთ ვი­დეო: თა­ლი­ბა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შუ­რის­ძი­ე­ბით ემუქ­რე­ბა? - შო­კის­მომ­გვრე­ლი ვი­დეო YouTube-იდან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რომელი უცხოური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ "ჯიჰადის ვიდეოს" გავრცელებაში

რომელი უცხოური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ "ჯიჰადის ვიდეოს" გავრცელებაში

კიბერშეტევის საქმე, რომელსაც საზოგადოება "ჯიჰადის ვიდეოების" სახელით იცნობს, გახსნილია. შს სამინისტრომ ამერიკელი კოლეგების დახმარებით დაადგინა, რომ ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეორგოლი ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევმა აფხაზეთიდან ატვირთა. მან კვალის დაფარვის მიზნით გამოიყენა ქართული GSM-ოპერატორების "მაგთიკომის", "ჯეოსელისა" და "მობიტელის" USB-ინტერნეტმოდემები, რომელიც ზუგდიდში შეიძინა. ვინ იყო სამარ ჩოკუტაევის მეკავშირე, რომელმაც ინტერნეტმოდემები საქართველოში შეიძინა, სამართალდამცავები არ ახმაურებენ. თუმცა ჩვენი წყაროებით დავადგინეთ, რომ ისინი გამოძიებამ უკვე დაჰკითხა. სამართალდამცავები არაფერს ამბობენ საქართველოში არსებული იმ ორი კომპანიის შესახებაც, რომელთა მისამართების გამოყენებით განთავსდა ვიდეოფირი ინტერნეტში. თუმცა "კვირის პალიტრამ" დაადგინა, რომ ეს საქართველოში მომუშავე უცხოური კომპანიების წარმომადგენლობებია.

გიორგი კობიაშვილი, აიტი-სპეციალისტი: - ვიდეორგოლი აფხაზეთის ტერიტორიაზე აიტვირთა მალაიზიური სერვერის გამოყენებით. როდესაც კვალის დაფარვა სურთ, ნებისმიერი აიტი-სპეციალისტი აირჩევდა მალაიზიას, ჩინეთს ან ინდონეზიას, რადგან იქ თავისუფალი კიბერსივრცეა და სპეცსამსახურები ნაკლებად აკონტროლებენ. საქართველოში შეძენილი უკაბელო GSM-მოდემების საშუალებით მოხერხდა ინტერნეტთან წვდომა და დაშიფრული კავშირი მალაიზიურ სერვერთან. თავის მხრივ, მალაიზიური სერვერიდან საქართველოს ორი კომპანიის როუტერზე შეაღწიეს. ქართული კომპანიების როუტერები დაცული იყო, მაგრამ ადმინისტრატორის პაროლი გატეხეს და ფირი ისე ატვირთეს. ეს ყველაფერი კვალის ასაბნევად გაკეთდა. ჩემთვის, როგორც აიტი-სპეციალისტისთვის, საინტერესო ამ სქემაში ის არის, რომ ჩოკუტაევმა მოახერხა მალაიზიაში სერვერის ისე პროგრამირება, რომ დახურული (დაცული) ხაზით ემუშავა. დახურული ხაზის შიფრის მოხსნას წლები სჭირდება და ზოგჯერ ვერც ხსნიან. ალბათ, სწორედ ამაში დაეხმარნენ ჩვენს სამართალდამცავებს ამერიკელები. დაუხმარებლად ჩვენი გამოძიება დახურულ ხაზს ვერ გაშიფრავდა.

- რას იტყვით თვითონ ვიდეორგოლის ხარისხზე, შეეძლო ის ერთ პირს დაემზადებინა და გაეხმოვანებინა? - ვიდეორგოლი არ არის მაღალი ხარისხის და არც სტუდიაშია მომზადებული. მისი მომზადება თავისუფლად შეეძლო ერთ ადამიანს. გახმოვანებაც არ არის პრობლემა სპეციალური ეფექტების და პროგრამის გამოყენებით. კადრები არასწორად არის დამონტაჟებული, კადრიდან კადრზე გადასვლა არაპროფესიონალურადაა გაკეთებული. არ არის გამოყენებული ის ეფექტებიც კი, რასაც საშუალო კვალიფიკაციის მემონტაჟეები იყენებენ. სამაგიეროდ, ის პროფესიონალმა ატვირთა, ჩანს, მაღალი დონის აიტი-სპეციალისტმა.

ლაშა პატარაია, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი, აშშ-ის კიბერსაინიციატივო ფორუმის წევრი, პოლიტიკის საკითხებში ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის სპეციალისტი: - ინტერნეტში ვიდეოფრგოლის ატვირთვასა და ამ დანაშაულის ტექნოლოგიურ ნაწილზე ბევრად მნიშვნელოვანია მისი დაკავშირება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ეს ტექნოლოგიური დანაშაული კი არა, უცხოური სპეცსამსახურის პროპაგანდისტულ-საინფორმაციო ომია.

გამოძიება რომ გონივრულ ვადაში გაგრძელდა კარგია, რადგან ამან ბევრი რამის დანახვის საშუალება მოგვცა. ჩვენ დავინახეთ, ვისთვის იყო ფირის გავრცელება ხელსაყრელი, ვინ გამოიყენა ის პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად და ოპონენტებთან საკინკლაოდ.

იხილეთ სრულად Kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ვიდეო: თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება? - შოკისმომგვრელი ვიდეო YouTube-იდან

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა