მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზურაბიშვილი - "მოკლედ, არაფერი ამათ არ ეშველებათ"
დავით ზურაბიშვილი - "მოკლედ, არაფერი ამათ არ ეშველებათ"

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გუ­შინ­დელ ყრი­ლო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

""ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ყრი­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე მინ­და ორი­ოდ სი­ტყვა მო­გახ­სე­ნოთ.

ამ პარ­ტი­ის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის, რომ მისი ლი­დე­რე­ბიც და მომ­ხრე­ე­ბიც თავს მო­ი­აზ­რე­ბენ არა და­სავ­ლუ­რი ტი­პის პარ­ტი­ად - ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლად, რო­მე­ლიც აღი­ა­რებს სხვა ნა­წი­ლე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან არ­სე­ბო­ბას - არა­მედ ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი ტი­პის პარ­ტი­ად, რო­დე­საც პარ­ტია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი კი არაა, არა­მედ რჩე­უ­ლი ელი­ტა, მო­წი­ნა­ვე ავან­გარ­დი, რო­მელ­მაც უნდა წა­იყ­ვა­ნოს ხალ­ხი დი­ა­დი, ნა­თე­ლი იდე­ა­ლე­ბის­კენ. ჰიტ­ლე­რი ამ­ბობ­და: ხალ­ხი ნეხ­ვის გრო­ვაა, ნა­ცის­ტუ­რი პარ­ტია კი მაგ­ნი­ტი, რო­მე­ლიც ამ ნეხ­ვი­დან რკი­ნის ნაჭ­რებს, ანუ ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნებს მო­ი­ზი­დავ­სო. (გა­იხ­სე­ნეთ აგ­რეთ­ვე საბ­ჭო­უ­რი "партия - наш рулевой!"). "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მთე­ლი რი­ტო­რი­კა, მთე­ლი პა­თო­სი თუ დის­კურ­სი ად­რეც ასე­თი იყო და, რო­გორც გუ­შინ­დელ­მა ყრი­ლო­ბამ აჩ­ვე­ნა, ახ­ლაც ასე­თია.

ჰოდა, რო­დე­საც "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" პრე­ტენ­ზი­ას აცხა­დებს პრო­და­სავ­ლუ­რო­ბის ექ­სკლუ­ზივ­ზე, ანუ მი­იჩ­ნევს, რომ მარ­ტო თვი­თო­ნაა ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის მიმ­დე­ვა­რი, ეს, ჯერ ერთი, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი მი­სი­აა, რად­გან ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტია პრინ­ცი­პუ­ლად გა­მო­რი­ცხავს ასეთ ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბას; გარ­და ამი­სა, ეს ასე­ვე გა­მო­რი­ცხავს ნორ­მა­ლურ და სრულ­ფა­სო­ვან მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან ასეთ პარ­ტი­ას შე­უძ­ლე­ბე­ლია ჰყავ­დეს პარტნი­ო­რე­ბი - მას შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს მხო­ლოდ სა­ტე­ლი­ტე­ბი. ის ან მარ­ტო თვი­თო­ნაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ან მის არ­სე­ბო­ბას აზრი ეკარ­გე­ბა.

ხოლო როცა ასე­თი პარ­ტია უკვე იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ყვე­ლა ჩვენ­განს გა­მოც­დი­ლი აქვს სა­კუ­თარ თავ­ზე, თუ რა იყო ეს; როცა ასე­თი პარ­ტი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან გას­ტუმ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო გახ­და ლა­მის მთე­ლი ერის მო­ბი­ლი­ზა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი და რე­ი­ტინ­გუ­ლი პერ­სო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რო­ბა; ყვე­ლა­ზე უა­რე­სი, რაც მან შე­იძ­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არის იგი­ვე რი­ტო­რი­კა, იგი­ვე პა­თო­სი და იგი­ვე ლი­დე­რე­ბი.

მოკ­ლედ, არა­ფე­რი ამათ არ ეშ­ვე­ლე­ბათ", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

გუ­შინ სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რი­გით VI ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თა. ყრი­ლო­ბა­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რჩე­ბა, გარ­და ამი­სა, არ შე­იც­ვლე­ბა პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და ამ პარ­ტი­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ისევ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დავით ზურაბიშვილი - "მოკლედ, არაფერი ამათ არ ეშველებათ"

დავით ზურაბიშვილი - "მოკლედ, არაფერი ამათ არ ეშველებათ"

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ ყრილობას ეხმაურება.

""ნაცმოძრაობის" ყრილობის თაობაზე მინდა ორიოდ სიტყვა მოგახსენოთ.

ამ პარტიის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მისი ლიდერებიც და მომხრეებიც თავს მოიაზრებენ არა დასავლური ტიპის პარტიად - ანუ საზოგადოების ნაწილად, რომელიც აღიარებს სხვა ნაწილების სრულუფლებიან არსებობას - არამედ ტოტალიტარული ტიპის პარტიად, როდესაც პარტია საზოგადოების ნაწილი კი არაა, არამედ რჩეული ელიტა, მოწინავე ავანგარდი, რომელმაც უნდა წაიყვანოს ხალხი დიადი, ნათელი იდეალებისკენ. ჰიტლერი ამბობდა: ხალხი ნეხვის გროვაა, ნაცისტური პარტია კი მაგნიტი, რომელიც ამ ნეხვიდან რკინის ნაჭრებს, ანუ ღირსეულ ადამიანებს მოიზიდავსო. (გაიხსენეთ აგრეთვე საბჭოური "партия - наш рулевой!"). "ნაცმოძრაობის" მთელი რიტორიკა, მთელი პათოსი თუ დისკურსი ადრეც ასეთი იყო და, როგორც გუშინდელმა ყრილობამ აჩვენა, ახლაც ასეთია.

ჰოდა, როდესაც "ნაცმოძრაობა" პრეტენზიას აცხადებს პროდასავლურობის ექსკლუზივზე, ანუ მიიჩნევს, რომ მარტო თვითონაა ლიბერალური დემოკრატიის მიმდევარი, ეს, ჯერ ერთი, შეუსრულებელი მისიაა, რადგან ლიბერალური დემოკრატია პრინციპულად გამორიცხავს ასეთ ექსკლუზიურობას; გარდა ამისა, ეს ასევე გამორიცხავს ნორმალურ და სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან ასეთ პარტიას შეუძლებელია ჰყავდეს პარტნიორები - მას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ სატელიტები. ის ან მარტო თვითონაა ხელისუფლებაში, ან მის არსებობას აზრი ეკარგება.

ხოლო როცა ასეთი პარტია უკვე იყო ხელისუფლებაში და ყველა ჩვენგანს გამოცდილი აქვს საკუთარ თავზე, თუ რა იყო ეს; როცა ასეთი პარტიის ხელისუფლებიდან გასტუმრებისთვის საჭირო გახდა ლამის მთელი ერის მობილიზაცია და ქვეყანაში ყველაზე მდიდარი და რეიტინგული პერსონის პოლიტიკური ლიდერობა; ყველაზე უარესი, რაც მან შეიძლება შესთავაზოს საზოგადოებას, არის იგივე რიტორიკა, იგივე პათოსი და იგივე ლიდერები.

მოკლედ, არაფერი ამათ არ ეშველებათ", - წერს ზურაბიშვილი.

გუშინ სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" რიგით VI ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილი რჩება, გარდა ამისა, არ შეიცვლება პარტიის გენერალური მდივანი და ამ პარტიულ თანამდებობაზე ისევ ვანო მერაბიშვილი იქნება წარდგენილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა