მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალითი-შოუს გამარჯვებულს კოსმოსში სამოგზაურდ გაუშვებენ
რეალითი-შოუს გამარჯვებულს კოსმოსში სამოგზაურდ გაუშვებენ

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­არ­ხი NBC ახალ გრან­დი­ო­ზულ რე­ა­ლი­თი-შოუს წა­მო­ი­წყებს, რომ­ლის გა­მაჯ­ვე­ბუ­ლიც პრი­ზის სა­ხით კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის ბი­ლეთს მი­ი­ღებს.

შოუს, რო­მელ­საც "კოს­მო­სუ­რი რბო­ლა" ეწო­და, ბრი­ტა­ნე­ლი მარკ ბერ­გე­რი პრო­დი­უ­სი­რობს. მან სა­ხე­ლი ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვის დად­გმუ­ლი რამ­დე­ნი­მე გა­სარ­თო­ბი პრო­ექ­ტით გა­ით­ქვა.

ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით NBC და მარკ ბერ­გე­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის წა­მო­წყე­ბას ცდი­ლო­ბენ, რომ­ლის მთა­ვა­რი პრი­ზიც უწო­ნო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა იქ­ნე­ბა. 2000 წელს ტელე-ეკ­რა­ნებ­ზე მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი "და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სად­გუ­რი - "მი­რის" გაშ­ვე­ბა იგეგ­მე­ბო­და. მის ფი­ნა­ლის­ტებს რუ­სულ კოს­მო­სურ ქა­ლაქ­ში ნამ­დვი­ლი კოს­მო­ნავ­ტე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი უნდა გა­ევ­ლოთ, ფი­ნა­ლის­ტი კი - 2 კვი­რით რუ­სულ ორ­ბი­ტულ სად­გურ "მირ­ზე" გა­ემ­გზავ­რე­ბო­და. იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხელი "მი­რის" ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის შე­წყვე­ტამ და მისი წყნარ ოკე­ა­ნე­ში ჩა­ძირ­ვამ შე­უ­შა­ლა.

ამ­ჯე­რად პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კომ­პა­ნია Virgin Galactic-თან ერ­თად იგეგ­მე­ბა. 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში კომ­პა­ნი­ამ ნიუ-მექ­სი­კოს შტატ­ში მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი კერ­ძო კოს­მოდ­რო­მი გახ­სნა. მო­მა­ვა­ლი წლი­დან სწო­რედ ამ ად­გი­ლი­დან კოს­მოს­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ფრე­ნე­ბის და­წყე­ბა იგეგ­მე­ბა.

ფრე­ნის პრო­ცეს­ში ტუ­რის­ტე­ბი უწო­ნო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნას გა­მოც­დი­ან და 100 კმ-ის სი­მაღ­ლი­დან დე­და­მი­წის და­ნახ­ვას შეს­ძლე­ბენ. 2 სთ-იანი ფრე­ნის სი­ა­მოვ­ნე­ბა მსურ­ვე­ლებს 250 ათა­სი აშშ დო­ლა­რი და­უჯ­დე­ბათ. კოს­მოპ­ლა­ნის ბორტზე 2 პი­ლო­ტი და 6 მგზავ­რი გან­თავ­სდე­ბა. ამ გზით კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი უკვე 600-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა. მათ შო­რის არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბიც - ტომ ჰენ­ქსი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

რეალითი-შოუს გამარჯვებულს კოსმოსში სამოგზაურდ გაუშვებენ

რეალითი-შოუს გამარჯვებულს კოსმოსში სამოგზაურდ გაუშვებენ

უახლოეს მომავალში ამერიკული ტელეარხი NBC ახალ გრანდიოზულ რეალითი-შოუს წამოიწყებს, რომლის გამაჯვებულიც პრიზის სახით კოსმოსური ხომალდის ბილეთს მიიღებს.

შოუს, რომელსაც "კოსმოსური რბოლა" ეწოდა, ბრიტანელი მარკ ბერგერი პროდიუსირობს. მან სახელი ამერიკული ტელევიზიებისთვის დადგმული რამდენიმე გასართობი პროექტით გაითქვა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ერთობლივი ძალისხმევით NBC და მარკ ბერგერი სპეციალური პროექტის წამოწყებას ცდილობენ, რომლის მთავარი პრიზიც უწონობაში მოგზაურობა იქნება. 2000 წელს ტელე-ეკრანებზე მასშტაბური პროექტი "დანიშნულების სადგური - "მირის" გაშვება იგეგმებოდა. მის ფინალისტებს რუსულ კოსმოსურ ქალაქში ნამდვილი კოსმონავტების ანალოგიური მოსამზადებელი კურსი უნდა გაევლოთ, ფინალისტი კი - 2 კვირით რუსულ ორბიტულ სადგურ "მირზე" გაემგზავრებოდა. იდეის განხორციელებას ხელი "მირის" ექსპლუატაციის შეწყვეტამ და მისი წყნარ ოკეანეში ჩაძირვამ შეუშალა.

ამჯერად პროექტის განხორციელება კომპანია Virgin Galactic-თან ერთად იგეგმება. 2011 წლის ოქტომბერში კომპანიამ  ნიუ-მექსიკოს შტატში მსოფლიოში პირველი კერძო კოსმოდრომი გახსნა. მომავალი წლიდან სწორედ ამ ადგილიდან კოსმოსში კომერციული ფრენების დაწყება იგეგმება.

ფრენის პროცესში ტურისტები უწონობის მდგომარეობაში ყოფნას გამოცდიან და 100 კმ-ის სიმაღლიდან დედამიწის დანახვას შესძლებენ. 2 სთ-იანი ფრენის სიამოვნება მსურველებს 250 ათასი აშშ დოლარი დაუჯდებათ. კოსმოპლანის ბორტზე 2 პილოტი და 6 მგზავრი განთავსდება. ამ გზით კოსმოსში მოგზაურობის სურვილი უკვე 600-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის არიან მსახიობებიც - ტომ ჰენქსი და ანჯელინა ჯოლი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა