პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ჩხეიძე და გია სურამელაშვილი დუეტს წერენ
ნინო ჩხეიძე და გია სურამელაშვილი დუეტს წერენ

ნინო ჩხე­ი­ძე თა­ვის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს დიდ სი­ურპრიზს ჰპირ­დე­ბა - დუ­ეტს გია სუ­რა­მე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად. მა­ნამ­დე კი და­ე­ლო­დე­ბა, რო­დის წარ­დგე­ბა მისი ახა­ლი თა­ნა­მე­წყვი­ლე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე.

ნი­ნოს ახ­ლად გა­მო­სუ­ლი ალ­ბო­მის შე­სა­ხებ ვკი­თხეთ, ასე­ვე და­ვინ­ტე­რეს­დით, რა­ტომ აღარ არის "ახა­ლი ხმის" ჟი­უ­რი­ში.

- რა­ტომ აღარ ჩან­ხარ პრე­სით, ტე­ლე­ვი­ზი­ით? არა­და, შენი ალ­ბო­მი გა­მო­ვი­და.

- პირ­ვე­ლი ალ­ბო­მის შემ­დეგ არც ერთი ჩემი ალ­ბო­მი არ გა­ყი­დუ­ლა ასე­თი დიდი წარ­მა­ტე­ბით. მეც და სტუ­დი­აც, რო­მელ­მაც ეს ალ­ბო­მი გა­მოს­ცა, გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი ვართ, რად­გან არ მე­გო­ნა, დღე­ვან­დელ დღეს ალ­ბო­მე­ბი კი­დევ თუ იყი­დე­ბო­და. თა­ნაც, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხალ­ხს უყ­ვარ­ხარ და ესეც გა­მი­ხარ­და (იღი­მის).

- ალ­ბო­მის კარ­გად გა­ყიდ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში რას ნიშ­ნავს?

- ვთქვათ, გარ­კვე­ულ ტი­რაჟს უშ­ვებ. თუკი ის მალე დამ­თავ­რდე­ბა და და­მა­ტე­ბას რამ­დენ­ჯერ­მე გთხო­ვენ, ე.ი. წარ­მა­ტე­ბუ­ლია. ხში­რად გვი­რე­კა­ვენ დის­კე­ბის და­მა­ტე­ბის თხოვ­ნით. ჩემი მე­ნე­ჯე­რი და სტუ­დია ერ­თად აკონ­ტრო­ლე­ბენ ამ გა­ყიდ­ვებს, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ იყოს მე­კობ­რუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი, თუმ­ცა არ მი­ძებ­ნია. ალ­ბო­მი არც ისე ძვი­რია, რომ ადა­მი­ან­მა ვერ შე­ი­ძი­ნოს.

- კლი­პის გა­და­ღე­ბას გეგ­მავ? ამას წი­ნათ შო­უ­ბიზ­ნე­სის წევ­რე­ბი ამ სფე­როს უმოქ­მე­დო­ბა­ზე წუ­წუ­ნებ­დნენ.

- კლი­პის გა­და­ღე­ბას ვა­პი­რებ. მაქვს ტე­ლე­ვი­ზია "აფხა­ზე­თის ხმა" , რო­მე­ლიც მინ­და, მუ­სი­კა­ლურ არ­ხად გარ­დავ­ქმნა. ჩემს კო­ლე­გებს სულ ვე­უბ­ნე­ბი, რომ მო­მი­ტა­ნონ, რა ვი­დე­ორ­გო­ლე­ბიც აქვთ. სულ არის წუ­წუ­ნი იმა­ზე, რომ არ არ­სე­ბობს მუ­სი­კა­ლუ­რი არხი. აი, ვა­კე­თებ და ახლა აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ბევ­რი არ არის, ეთერს ვერ შე­ავ­სებს. ჩემი ალ­ბო­მი­დან რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა­ზე გა­და­ვი­ღებ არ­ცთუ მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან ვი­დე­ორ­გო­ლებს და და­ვატ­რი­ა­ლებ ჩემს არხზე. იმე­დი მაქვს, ჩემი კო­ლე­გე­ბიც შე­ეც­დე­ბი­ან კლი­პე­ბის გა­და­ღე­ბას და ამ­ყვე­ბი­ან, რომ შო­უ­ბიზ­ნე­სი ავა­მოქ­მე­დოთ. მე­ო­რე მხრივ, შო­უ­ბიზ­ნე­სის სხვა წევ­რებს იმა­ში ვე­თან­ხმე­ბი, რომ კლი­პე­ბის წარ­სად­გე­ნად სივ­რცე არ გვაქვს. რაც უნდა მო­თხოვ­ნა­დი იყო, რა­დიო, ტე­ლე­ვი­ზია მომ­ღერ­ლის პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. კი­დევ მაქვს გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შო­უ­ბიზ­ნე­სის ამოძ­რა­ვე­ბას შე­უ­წყობს ხელს და ვნა­ხოთ, რო­გორ გა­მო­ვა.

- არის უმოქ­მე­დო­ბა ამ სფე­რო­ში?

- არის. თა­ვი­დან მე­გო­ნა, მე ხომ არ ვარ მო­დუ­ნე­ბუ­ლი-მეთ­ქი, მაგ­რამ ეს სფე­რო გა­ჩე­რე­ბუ­ლია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ვინც აქ­ტი­უ­რობ­და, ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, ისი­ნი ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რე­ბი გავ­ხდით, თო­რემ არი­ან უც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ, მო­აქვთ რა­დი­ო­ში სიმ­ღე­რე­ბი. არის ბევ­რი ახა­ლი ჩა­ნა­წე­რი და როცა ამას ვუ­ყუ­რებ, მეც მიჩ­ნდე­ბა გა­აქ­ტი­უ­რე­ბის სურ­ვი­ლი, თუმ­ცა მა­ინც მი­ჩუ­მა­თე­ბუ­ლე­ბი ვართ ჯერ­ჯე­რო­ბით.

- ტე­ლე­ე­თერ­ში ნაკ­ლე­ბად ჩნდე­ბი, ეს შენი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა?

- პრე­სას­თან მარ­თლა არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ყო­ველკ­ვი­რა მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და სა­მოს­ზე ლა­პა­რა­კი, რა­ზეც 8 წე­ლია ვსა­უბ­რობ, არა მგო­ნია, გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს. თუკი რა­ი­მე სი­ახ­ლე მაქვს, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკონ­ტაქ­ტობ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან. გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს თქვე­ნი ჟურ­ნა­ლი. ზო­გა­დად მირ­ჩევ­ნია, ისეთ ჟურ­ნა­ლისტს მივ­ცე ექ­სკლუ­ზი­ვი, რო­მე­ლიც ვიცი, სწო­რად და­წერს ყვე­ლა­ფერს.

რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ებს, "რუს­თა­ვი 2" -ს არ ვგუ­ლის­ხმობ, სა­დაც "პრო­ფილ­ში" პრე­მი­ე­რას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ მალე, მაგ­რამ სხვა არ­ხე­ბი­დან ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბის შემ­დეგ არა­ნა­ი­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ მქო­ნია.

- "ახალ ხმა­ში" ზო­გა­დად პირ­ველ-ორ სე­ზონ­ში იგი­ვე მწვრთნე­ლე­ბი რჩე­ბი­ან ხოლ­მე, შენ და მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი კი აღარ მი­გიწ­ვი­ეს. გაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რა­ტომ მოხ­და ასე?

- "ახალ ხმას­თან" და­კავ­ში­რე­ბით ზუს­ტად ისე­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რო­გო­რიც თქვენ, ანუ არა­ნა­ი­რი. მახ­სოვს, როცა პირ­ველ სე­ზონ­ზე მწვრთნე­ლებს არ­ჩევ­დნენ, ყვე­ლას მო­ნა­ცე­მე­ბი გა­აგ­ზავ­ნეს უცხო­ეთ­ში და ჩემი რე­ი­ტინ­გის, გა­ყი­დუ­ლი ალ­ბო­მე­ბი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ამარ­ჩი­ეს. გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით ჩემი რე­ი­ტინ­გი არ და­წე­უ­ლა, თუ არ მო­ი­მა­ტა, და არ ვიცი, რა­ტომ აღარ მი­მიწ­ვი­ეს. ალ­ბათ, ეს შოუც იმ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, სა­დაც მე არ მე­ძა­ხი­ან (იღი­მის). მე­ო­რე მხრივ, შე­საძ­ლოა, რე­ჟი­სორს სხვა ტი­პის შოუს გა­კე­თე­ბა უნდა. ალ­ბათ მწვრთნელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბა უნ­დო­და და სხვე­ბიც რომ შე­ეც­ვა­ლა, არ იქ­ნე­ბო­და გა­საკ­ვი­რი. შე­იძ­ლე­ბა, ერთი და იმა­ვე სა­ხე­ე­ბის ყუ­რე­ბა ცოტა მო­სა­წყე­ნიც იყოს. ამის გა­მო­რი­ცხვაც არ შე­იძ­ლე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ნინო ჩხეიძე და გია სურამელაშვილი დუეტს წერენ

ნინო ჩხეიძე და გია სურამელაშვილი დუეტს წერენ

ნინო ჩხეიძე თავის თაყვანისმცემლებს დიდ სიურპრიზს ჰპირდება - დუეტს გია სურამელაშვილთან ერთად. მანამდე კი დაელოდება, როდის წარდგება მისი ახალი თანამეწყვილე "ცეკვავენ ვარსკვლავების" მაყურებლის წინაშე.

ნინოს ახლად გამოსული ალბომის შესახებ ვკითხეთ, ასევე დავინტერესდით, რატომ აღარ არის "ახალი ხმის" ჟიურიში.

- რატომ აღარ ჩანხარ პრესით, ტელევიზიით? არადა, შენი ალბომი გამოვიდა.

- პირველი ალბომის შემდეგ არც ერთი ჩემი ალბომი არ გაყიდულა ასეთი დიდი წარმატებით. მეც და სტუდიაც, რომელმაც ეს ალბომი გამოსცა, გაოცებულები ვართ, რადგან არ მეგონა, დღევანდელ დღეს ალბომები კიდევ თუ იყიდებოდა. თანაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს უყვარხარ და ესეც გამიხარდა (იღიმის).

- ალბომის კარგად გაყიდვა საქართველოში რას ნიშნავს?

- ვთქვათ, გარკვეულ ტირაჟს უშვებ. თუკი ის მალე დამთავრდება და დამატებას რამდენჯერმე გთხოვენ, ე.ი. წარმატებულია. ხშირად გვირეკავენ დისკების დამატების თხოვნით. ჩემი მენეჯერი და სტუდია ერთად აკონტროლებენ ამ გაყიდვებს, არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მეკობრული ვარიანტები, თუმცა არ მიძებნია. ალბომი არც ისე ძვირია, რომ ადამიანმა ვერ შეიძინოს.

- კლიპის გადაღებას გეგმავ? ამას წინათ შოუბიზნესის წევრები ამ სფეროს უმოქმედობაზე წუწუნებდნენ.

- კლიპის გადაღებას ვაპირებ. მაქვს ტელევიზია "აფხაზეთის ხმა" , რომელიც მინდა, მუსიკალურ არხად გარდავქმნა. ჩემს კოლეგებს სულ ვეუბნები, რომ მომიტანონ, რა ვიდეორგოლებიც აქვთ. სულ არის წუწუნი იმაზე, რომ არ არსებობს მუსიკალური არხი. აი, ვაკეთებ და ახლა აღმოჩნდა, რომ მასალა, რომელიც სტანდარტებს შეესაბამება, ბევრი არ არის, ეთერს ვერ შეავსებს. ჩემი ალბომიდან რამდენიმე სიმღერაზე გადავიღებ არცთუ მაღალბიუჯეტიან ვიდეორგოლებს და დავატრიალებ ჩემს არხზე. იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც შეეცდებიან კლიპების გადაღებას და ამყვებიან, რომ შოუბიზნესი ავამოქმედოთ. მეორე მხრივ, შოუბიზნესის სხვა წევრებს იმაში ვეთანხმები, რომ კლიპების წარსადგენად სივრცე არ გვაქვს. რაც უნდა მოთხოვნადი იყო, რადიო, ტელევიზია მომღერლის პოპულარობისთვის აუცილებელია. კიდევ მაქვს გეგმები, რომლებიც შოუბიზნესის ამოძრავებას შეუწყობს ხელს და ვნახოთ, როგორ გამოვა.

- არის უმოქმედობა ამ სფეროში?

- არის. თავიდან მეგონა, მე ხომ არ ვარ მოდუნებული-მეთქი, მაგრამ ეს სფერო გაჩერებულია იმ თვალსაზრისით, რომ ვინც აქტიურობდა, ცნობილი მომღერლები, ისინი ნაკლებად აქტიურები გავხდით, თორემ არიან უცნობი სახეები, რომლებიც მუშაობენ, მოაქვთ რადიოში სიმღერები. არის ბევრი ახალი ჩანაწერი და როცა ამას ვუყურებ, მეც მიჩნდება გააქტიურების სურვილი, თუმცა მაინც მიჩუმათებულები ვართ ჯერჯერობით.

- ტელეეთერში ნაკლებად ჩნდები, ეს შენი გადაწყვეტილებაა?

- პრესასთან მართლა არანაირი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ყოველკვირა მოგზაურობასა და სამოსზე ლაპარაკი, რაზეც 8 წელია ვსაუბრობ, არა მგონია, გამართლებული იყოს. თუკი რაიმე სიახლე მაქვს, სიამოვნებით ვკონტაქტობ ჟურნალისტებთან. გამორჩეულად მიყვარს თქვენი ჟურნალი. ზოგადად მირჩევნია, ისეთ ჟურნალისტს მივცე ექსკლუზივი, რომელიც ვიცი, სწორად დაწერს ყველაფერს.

რაც შეეხება ტელევიზიებს, "რუსთავი 2" -ს არ ვგულისხმობ, სადაც "პროფილში" პრემიერას შემოგთავაზებთ მალე, მაგრამ სხვა არხებიდან ახალი სეზონის დაწყების შემდეგ არანაირი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მქონია.

- "ახალ ხმაში" ზოგადად პირველ-ორ სეზონში იგივე მწვრთნელები რჩებიან ხოლმე, შენ და მერაბ სეფაშვილი კი აღარ მიგიწვიეს. გაქვს ინფორმაცია, რატომ მოხდა ასე?

- "ახალ ხმასთან" დაკავშირებით ზუსტად ისეთივე ინფორმაცია მაქვს, როგორიც თქვენ, ანუ არანაირი. მახსოვს, როცა პირველ სეზონზე მწვრთნელებს არჩევდნენ, ყველას მონაცემები გააგზავნეს უცხოეთში და ჩემი რეიტინგის, გაყიდული ალბომებისა და პოპულარობის გათვალისწინებით ამარჩიეს. გასულ წელთან შედარებით ჩემი რეიტინგი არ დაწეულა, თუ არ მოიმატა, და არ ვიცი, რატომ აღარ მიმიწვიეს. ალბათ, ეს შოუც იმ კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც მე არ მეძახიან (იღიმის). მეორე მხრივ, შესაძლოა, რეჟისორს სხვა ტიპის შოუს გაკეთება უნდა. ალბათ მწვრთნელთა შემადგენლობის გადახალისება უნდოდა და სხვებიც რომ შეეცვალა, არ იქნებოდა გასაკვირი. შეიძლება, ერთი და იმავე სახეების ყურება ცოტა მოსაწყენიც იყოს. ამის გამორიცხვაც არ შეიძლება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება