Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვეიცარიის ბანკში ლეონარდო და ვინჩის უცნობი ნახატი აღმოაჩინეს
შვეიცარიის ბანკში ლეონარდო და ვინჩის უცნობი ნახატი აღმოაჩინეს

შვე­ი­ცა­რი­ის ბან­კში ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის უც­ნო­ბი ნა­ხა­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ნა­ხატ­ზე აღორ­ძი­ნე­ბის ეპო­ქის მხატ­ვრე­ბის მფარ­ვე­ლი, მარ­კგ­რაფ მან­ტუ­ის მე­უღ­ლე იზა­ბე­ლა დ’ეს­ტეა გა­მო­სა­ხუ­ლი.

გა­ზეთ Corriere della Sera-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტილო იტა­ლი­ელ კო­ლექ­ცი­ო­ნერ­თა ოჯახს ეკუთ­ვნის. ისი­ნი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს 400 წე­ლია აგ­რო­ვე­ბენ.

სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა 61/46,5 სმ ზო­მის სუ­რა­თის რა­დი­ო­კარ­ბო­ნუ­ლი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რეს, რათა მისი ასა­კი და­ედ­გი­ნათ. აღ­მოჩ­ნდა, რომ იგი აღორ­ძი­ნე­ბის ეპო­ქა­შია შექ­მნი­ლი.

გარ­და ამი­სა, გა­მო­ცე­მა კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­კო­სი­სა და ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის მემ­კვიდ­რე­ო­ბის მკვლე­ვარ კარ­ლო პედ­რე­ტის სი­ტყვებს იშ­ვე­ლი­ებს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ პორ­ტრე­ტის ნახ­ვის­თა­ნა­ვე ოს­ტა­ტის ხელი ამო­იც­ნო.

რო­გორც Agence France-Presse-ი აღ­ნიშ­ნავს, ლე­ო­ნარ­დოს ავ­ტო­რო­ბის მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მხატ­ვრის მიერ იზა­ბე­ლა დ’ეს­ტეს პორ­ტრე­ტის­თვის 1499 წელს გა­კე­თე­ბუ­ლი ეს­კი­ზის სუ­რათ­თან მსგავ­სე­ბაა. ეს­კი­ზი ლუვრში ინა­ხე­ბა. მას­ზე და ნა­პოვნ სუ­რათ­ზე დ’ესტე პრო­ფილ­შია გა­მო­სა­ხუ­ლი (მარ­ცხნივ იყუ­რე­ბა), ხე­ლე­ბი კი მუ­ცელ­ზე აქვს და­ლა­გე­ბუ­ლი. მი­იჩ­ნე­ო­და, რომ თა­ვად პორ­ტრე­ტი ლე­ო­ნარ­დოს ან არ და­უ­ხა­ტავს ან და­ი­კარ­გა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Agence France-Presse-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შვეიცარიის ბანკში ლეონარდო და ვინჩის უცნობი ნახატი აღმოაჩინეს

შვეიცარიის ბანკში ლეონარდო და ვინჩის უცნობი ნახატი აღმოაჩინეს

შვეიცარიის ბანკში ლეონარდო და ვინჩის უცნობი ნახატი აღმოაჩინეს. ნახატზე აღორძინების ეპოქის მხატვრების მფარველი, მარკგრაფ მანტუის მეუღლე იზაბელა დ’ესტეა გამოსახული.

გაზეთ Corriere della Sera-ის ინფორმაციით, ტილო იტალიელ კოლექციონერთა ოჯახს ეკუთვნის. ისინი ხელოვნების ნიმუშებს 400 წელია აგროვებენ.

სპეციალისტებმა 61/46,5 სმ ზომის სურათის რადიოკარბონული ანალიზი ჩაატარეს, რათა მისი ასაკი დაედგინათ. აღმოჩნდა, რომ იგი აღორძინების ეპოქაშია შექმნილი.

გარდა ამისა, გამოცემა კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიკოსისა და ლეონარდო და ვინჩის მემკვიდრეობის მკვლევარ კარლო პედრეტის სიტყვებს იშველიებს, რომელმაც განაცხადა, რომ პორტრეტის ნახვისთანავე ოსტატის ხელი ამოიცნო.

როგორც Agence France-Presse-ი აღნიშნავს, ლეონარდოს ავტორობის მთავარი მტკიცებულება მხატვრის მიერ იზაბელა დ’ესტეს პორტრეტისთვის 1499 წელს გაკეთებული ესკიზის სურათთან მსგავსებაა. ესკიზი ლუვრში ინახება. მასზე და ნაპოვნ სურათზე დ’ესტე პროფილშია გამოსახული (მარცხნივ იყურება), ხელები კი მუცელზე აქვს დალაგებული. მიიჩნეოდა, რომ თავად პორტრეტი ლეონარდოს ან არ დაუხატავს ან დაიკარგა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს