მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სქესობრივ დანაშაულებზე სასჯელი მკაცრდება
სქესობრივ დანაშაულებზე სასჯელი მკაცრდება

სქე­სობ­რივ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა. "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტით პარ­ლა­მენტს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტომ მი­მარ­თა. სან­ქცი­ე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის ვა­დე­ბი იზ­რდე­ბა კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ისეთ მუხ­ლებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა (მუხ­ლი 137), სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბა (მუხ­ლი 138), სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი მოქ­მე­დე­ბის იძუ­ლე­ბა (139), სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი მოქ­მე­დე­ბა თექსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან (მუხ­ლი 140) და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა (მუხ­ლი 141).

გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი დღეს 4-დან 6-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტით, აღ­ნიშ­ნულ ქმე­დებ­ზე სან­ქცია 6-დან 8-წლამ­დე იზ­რდე­ბა, ხოლო 8-დან 10-წლამ­დე, 10-დან 13-წლამ­დე და 15-დან 20-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით და­ის­ჯე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა.

კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბით მოქ­მე­დე­ბას ეხე­ბა, რაც თა­ვის მხრივ გუ­ლის­ხმობს მა­მათ­მავ­ლო­ბას, ლეს­ბო­სე­ლო­ბას ან სხვაგ­ვარ სექ­სუ­ა­ლურ კონ­ტაქტს გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი ფორ­მით, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლია ძა­ლა­დო­ბით, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. სა­დღე­ი­სოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­ულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ვა­დით 4-დან 6-წლამ­დე. შსს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სან­ქცია 6-დან 8-წლამ­დე იზ­რდე­ბა. ამას­თან, იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბის და და­ნა­შა­ულ­ში და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვი­სუ­ფელ­ბის აღ­კვე­თის ზომა იქ­ნე­ბა 8-დან 10-წლამ­დე, 10-დან 13-წლამ­დე, 15-დან 20-წლამ­დე (სა­უ­ბა­რია 138-ე მუხ­ლის მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლებ­ზე).

2-დან 3-წლამ­დე იზ­რდე­ბა სან­ქცია სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი მოქ­მე­დე­ბის იძუ­ლე­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის, მა­მათ­მავ­ლო­ბის, ლეს­ბი­ა­ნო­ბის ან სხვაგ­ვა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის იძუ­ლე­ბა სა­ხელ­გამ­ტე­ხი ცნო­ბის გახ­მა­უ­რე­ბის, ან ქო­ნებ­რი­ვი და­ზი­ა­ნე­ბის მუ­ქა­რით, ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ან სხვაგ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, 3-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნა.

სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი მოქ­მე­დე­ბა თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან სა­დღე­ი­სოდ ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით ვა­დით 3-წლამ­დე, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 1-დან 3-წლამ­დე.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად კი, ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის სან­ქცია 5-დან 7-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა იქ­ნე­ბა.

კი­დევ ერთი მუხ­ლი, რო­მელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სან­ქცი­ის გაზ­რდაა და­გეგ­მი­ლი, გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბაა. ეს გა­ნი­მარ­ტე­ბა რო­გორც ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან და ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ვა­დით ერთ წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ორ წლამ­დე. შსს-ს კა­ნონპ­რო­ე­ტის თა­ნახ­მად, სან­ქცია ამ და­ნა­შა­ულ­ზე იქ­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ვა­დით 5-დან 7 წლამ­დე.

"კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს ზედ­მე­ტად ლი­ბე­რა­ლუ­რი მიდ­გო­მა სქე­სობ­რი­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­ხე­სა და ზო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სწო­რედ ამი­ტომ წარ­მო­იშ­ვა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, გამ­კაც­რე­ბუ­ლი­ყო თი­თო­ე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის გათ­ვა­ლის­წუ­ი­ნე­ბუ­ლი სან­ქცია", - გან­მარ­ტავს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სქესობრივ დანაშაულებზე სასჯელი მკაცრდება

სქესობრივ დანაშაულებზე სასჯელი მკაცრდება

სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტით პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტომ მიმართა. სანქციები და თავისუფლების აღკვეთის ვადები იზრდება კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ მუხლებზე, როგორიცაა: გაუპატიურება (მუხლი 137), სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (მუხლი 138), სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება (139), სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან (მუხლი 140) და გარყვნილი ქმედება (მუხლი 141).

გაუპატიურებასთან დაკავშირებული დანაშაული დღეს 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, აღნიშნულ ქმედებზე სანქცია 6-დან 8-წლამდე იზრდება, ხოლო 8-დან 10-წლამდე, 10-დან 13-წლამდე და 15-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება აღნიშნული მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

კოდექსის 138-ე მუხლი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას ეხება, რაც თავის მხრივ გულისხმობს მამათმავლობას, ლესბოსელობას ან სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტს გაუკუღმართებული ფორმით, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. სადღეისოდ აღნიშნული დანაშაულთან მიმართებაში გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან 6-წლამდე. შსს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, სანქცია 6-დან 8-წლამდე იზრდება. ამასთან, იგივე ქმედების განმეორების და დანაშაულში დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, თავისუფელბის აღკვეთის ზომა იქნება 8-დან 10-წლამდე, 10-დან 13-წლამდე, 15-დან 20-წლამდე (საუბარია 138-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებზე).

2-დან 3-წლამდე იზრდება სანქცია სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულებაზე. აღნიშნულ დანაშაულში იგულისხმება სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბიანობის ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების, ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით. პროექტის თანახმად, 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს აღნიშნული ქმედების არასრულწლოვანის მიმართ ჩადენა.

სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სადღეისოდ ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3-წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3-წლამდე.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, ამ დანაშაულისთვის სანქცია 5-დან 7-წლამდე პატიმრობა იქნება.

კიდევ ერთი მუხლი, რომელთან მიმართებაში სანქციის გაზრდაა დაგეგმილი, გარყვნილი ქმედებაა. ეს განიმარტება როგორც ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შსს-ს კანონპროეტის თანახმად, სანქცია ამ დანაშაულზე იქნება თავისუფლების აღკვეთა, ვადით 5-დან 7 წლამდე.

"კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ზედმეტად ლიბერალური მიდგომა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სანქციების სახესა და ზომასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ წარმოიშვა აუცილებლობა, გამკაცრებულიყო თითოეული დანაშაულისთვის გათვალისწუინებული სანქცია", - განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ