კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძე: "ჩვენ ვისწავლეთ წარსულის შეცდომებზე"
დავით ბაქრაძე: "ჩვენ ვისწავლეთ წარსულის შეცდომებზე"

მინ­და გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ჩვენ ვის­წავ­ლეთ წარ­სუ­ლის შეც­დო­მებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ გუ­შინ სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილს, რო­მელ­მაც მას პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის შე­სარ­ჩევ პრა­ი­მერ­ში მხა­რი და­უ­ჭი­რა და ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და.

"ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლას, ამის მი­ზა­ნი უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოა, პარ­ტია იც­ვლე­ბა და ვი­თარ­დე­ბა, ით­ვი­სებს ყვე­ლა გაკ­ვე­თილს, დღეს ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ცვლი­ლე­ბებს, რო­მელ­თა შე­დე­გად ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა უფრო ძლი­ე­რი ხდე­ბა. ფარ­თოვ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, მკვიდ­რდე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის პრინ­ცი­პი, რამ­დე­ნი­მე თვის წინ წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ვას­რუ­ლეთ ახა­ლი ეტა­პი ჩვე­ნი პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი არ­ჩე­უ­ლი იქნა არა ერთი ადა­მი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის მხარ­და­ჭე­რით ღიად და გამჭვირ­ვა­ლედ, ამით ჩვენ და­ვა­დას­ტუ­რეთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სწავ­ლობს, ვი­თარ­დე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის აზრს პა­ტივს ვცემთ," – გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ძალა ეფუძ­ნე­ბა პრინ­ცი­პებ­სა და ღი­რე­ბუ­ლებს, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბა­სა და მიზ­ნებს უნდა გა­მო­ხა­ტავ­დეს.

"ჩვე­ნი პარ­ტია გა­ნახ­ლე­ბას გა­ნიც­დის და ამავდრო­უ­ლად, ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. რაც უფრო გუნ­დუ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით ამ პრო­ცეს­ში, მით უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ. ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა ამ ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბაა. ჩვენ და­მა­ჯე­რებ­ლად და მყა­რად უნდა ვი­მოძ­რა­ოთ ახა­ლი გა­მარ­ჯვე­ბის­კენ, იმი­ტომ რომ ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა ქვეყ­ნის წინსვლის და ევ­რო­პუ­ლი გზის გა­მარ­ჯვე­ბაა. ამის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არის გა­ჩე­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კა, გაზ­რდი­ლი კრი­მი­ნა­ლი და და­კარ­გუ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. დღეს ხალ­ხს აღა­რა­ფერს პირ­დე­ბი­ან გარ­და ერ­თი­სა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კო­ჰა­ბი­ტა­ცია დას­რულ­დე­ბა, ანუ იქ­ნე­ბა არა ურ­თი­ერ­თკონ­ტრო­ლი, არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია, არა­მედ ის, რი­თაც მთავ­რო­ბა ერთი წე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლია, და­პირსპი­რე­ბა და კი­დევ უფრო მეტი და­პი­რის­პი­რე­ბა," – აღ­ნიშ­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა.

და­ვით ბაქ­რა­ძის თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უნდა დას­რულ­დეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კი არას­დროს და­ად­გე­ბა რე­ვან­შიზ­მი­სა და სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის გზას.

"ხალ­ხი და­ი­ღა­ლა მუდ­მი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბით, შუღ­ლი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის­გან შევ­წყვი­ტოთ ეს და­პი­რის­პი­რე­ბა და ენერ­გია მო­ვახ­მა­როთ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ხალ­ხის უკეთ ცხოვ­რე­ბას, მა­შინ რო­დე­საც ჩვენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ ერ­თმა­ნეთ­თან ჩხუ­ბით, გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ხალ­ხს სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. გთა­ვა­ზობთ, რომ ვი­მუ­შა­ოთ ერ­თად ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და თუ დღე­ვან­დელ მთავ­რო­ბას არ ყოფ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა და კომ­პე­ტენ­ცია, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, ჩვენ მზად ვართ ვი­მუ­შა­ოთ მას­თან ერ­თად და ვა­კონ­ტრო­ლოთ მთავ­რო­ბა ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სწო­რედ ეს უნდა იყოს ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა, რომ აკონ­ტრო­ლოს მთავ­რო­ბა ხალ­ხთან ერ­თად, რომ სა­კუ­თა­რი ენერ­გია და რე­სურ­სი მთავ­რო­ბამ და­პი­რე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ხალ­ხის და­სა­საქ­მებ­ლად და­ხარ­ჯოს. რა­ტომ უნდა ვა­კონ­ტრო­ლოთ მთავ­რო­ბა? იმი­ტომ რომ ერთი წლი წინ, ეს მთავ­რო­ბა მო­ვი­და და­პი­რე­ბით, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ხალ­ხის ცხოვ­რე­ბას, აა­შე­ნებს ახალ ქარ­ხნებს, ღირ­სე­უ­ლი და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­ა­ნა­ხევ­რებს ტა­რი­ფებს და 250 ლა­რამ­დე გაზ­რდის პენ­სი­ას, ერთი წე­ლია მოთ­მი­ნე­ბით ვუ­ყუ­რებთ და ვხე­დავთ, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი იხუ­რე­ბა, ბიზ­ნე­სი გა­ჩე­რე­ბუ­ლია, ბოლო 3 თვე­ში 42 ათა­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლი და­ი­კარ­გა, 84 სა­ჯა­როდ გა­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბი­დან 76 დღემ­დე შე­უს­რუ­ლე­ბე­ლია, "ოც­ნე­ბა" არ მუ­შა­ობს, და­პი­რე­ბე­ბი არ სრულ­დე­ბა და დღეს ამას ყვე­ლა ხე­დავს," – გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა არ უნდა და­უშ­ვას, რომ მთავ­რო­ბამ და­ი­ვი­წყოს ის, რის­თვი­საც ხალ­ხმა ხმა მის­ცა.

"პრე­ზი­დენ­ტმა ხალ­ხთან ერ­თად უნდა აი­ძუ­ლოს მთავ­რო­ბა, რომ ამო­ცა­ნად გა­ი­ხა­დოს არა პო­ლი­ტი­კუ­რი და­პირ­პის­რე­ბა, არა­მედ ხალ­ხზე ზრუნ­ვა და ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და თვი­თო­ნაც უნდა შეძ­ლოს მთავ­რო­ბას­თან მუ­შა­ო­ბა და მისი დახ­მა­რე­ბა ამ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. ჩვე­ნი ფუნ­ქცია მხო­ლოდ კრი­ტი­კა არ არის, ჩვენ უნდა გვქონ­დეს რე­ა­ლუ­რი გეგ­მა ჩვე­ნი ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის­თვის, ბიზ­ნე­სის წინსვლის­თვის და ეკო­ნო­მი­კის­თვის, ამით გან­ვსხვავ­დე­ბით ჩვენ ყვე­ლა სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის­გან, ჩვენ საქ­მეს ვა­კე­თებთ და კონ­კრე­ტულ საქ­მეს ვთა­ვა­ზობთ ჩვენს ხალ­ხსა და ჩვენს ქვე­ყა­ნას," – გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­ენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა.

და­ვით ბაქ­რა­ძემ მთავ­რო­ბას სამი ნა­ბი­ჯის ერ­თობ­ლი­ვად გა­დად­გმა შეს­თა­ვა­ზა.

"მე, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, მთავ­რო­ბას ვთა­ვა­ზობ სამი ნა­ბი­ჯი ერ­თად გა­დავგდათ ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის, პირ­ვე­ლი- გა­ვაგ­რძე­ლოთ გა­და­სახ­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მე­ო­რე - უარი ვთქვათ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა­ზე, მე­სა­მე- მო­ვახ­დი­ნოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ამ­ნის­ტრე­ბა და შევ­ქნათ ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. ალ­ტეტ­ნა­ტი­უ­ლი გეგ­მა მთავ­რო­ბას არ გა­აჩ­ნია, ჩვე­ნი გეგ­მაა ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ. მზად ვარ ვი­მუ­შაო მთავ­რო­ბას­თან ერ­თად," – აცხა­დებს ბაქ­რა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მთავ­რო­ბის კონ­ტრო­ლი და ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი და ევ­რო­პუ­ლი კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

"დღეს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა­ზე ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. მინ­და ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მაგ­რამ არა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ხარ­ჯზე. რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა კარ­გია, მაგ­რამ რუ­სე­თი უნდა მივხდეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მორ­ჩი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვიცი რო­გო­რი უნდა იყოს შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გი. რაც მეტს და­უთ­მობ, მე­ტად და­გახ­რჩობს, სწო­რედ ამის დას­ტუ­რია ახა­ლი მავ­თულხლარ­თე­ბი. დათ­მო­ბე­ბის გზა ჩი­ხია, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თბის ისე­თი მო­დე­ლი უნდა შევ­ქნათ, რო­მე­ლიც არ გვქო­ნია," – აღ­ნიშ­ნა ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს უამ­რა­ვი რამ გა­კეთ­და.

"ჩვენ უნდა ვი­ა­მა­ყოთ ჩვე­ნი წარ­სუ­ლით, თვა­ლი უნდა გა­ვუს­წო­როთ წარ­სუ­ლის შეც­დო­მებს. უც­ვლე­ლად და ობი­ექ­ტუ­რად უნდა შე­ვა­ფა­სოთ ყვე­ლა­ფე­რი. დღეს ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, რომ მოგ­ცეთ ხმა დაბ­რუნ­დე­ბა ძვე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"? "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ძალა გა­ნახ­ლე­ბის სურ­ვილ­სა და პო­ლი­ტი­კურ ნე­ბა­შია. ჩვენ მოგ­ვაქვს წარ­სუ­ლი­დან გა­მოც­დი­ლე­ბა, ენერ­გია, პატ­რი­ო­ტიზ­მი. ამას­თან ერ­თად წარ­სულ­ში ვტო­ვებთ ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეც­დო­მად მი­აჩ­ნია. ერ­თად და­ვაბ­რუ­ნოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ჩა­რე­ვა და უსა­მარ­თლო ჯა­რი­მე­ბი წარ­სულ­ში დავ­ტო­ვოთ. მაგ­რამ წარ­სულს უნდა ჩა­ვა­ბა­როთ მკაც­რი სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კა. მინ­და დღეს გულ­წრფე­ლად გი­თხრათ ჩვენ ვის­წვა­ლეთ წარ­სუ­ლის შეც­დო­მებ­ზე. ჩვენ ყვე­ლამ უამ­რა­ვი კარ­გი გა­ვა­კე­თეთ ამ ქვე­ყა­ნა­ში, შევ­ქმე­ნით ჯარი და პო­ლი­ცია, აშენ­და და გან­ვი­თარ­და ქა­ლა­ქე­ბი, გა­კეთ­და გზე­ბი. მო­ქა­ლა­ქე­ებს აღარ ძა­ლავ­დნენ ქრთამს. გაჩ­ნდა გან­ცდა, რომ ვცხოვ­რობთ სა­ხელ­მწი­ფო­ში. ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ტა­ნა ყვე­ლა ოჯახ­ში, ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის ბო­ლომ­დე აღ­კვე­თა. ჩვენ ვის­წავ­ლეთ წარ­სულ­ზე, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ვართ. დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე, შე­ნე­ბა­ზე და არა ნგრვე­ა­ზე, ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს ვერ გამ­თლი­ან­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ გამ­თლი­ან­დე­ბა ერი", – აღ­ნიშ­ნა ბაქ­რა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დავით ბაქრაძე: "ჩვენ ვისწავლეთ წარსულის შეცდომებზე"

დავით ბაქრაძე: "ჩვენ ვისწავლეთ წარსულის შეცდომებზე"

მინდა გულწრფელად გითხრათ, ჩვენ ვისწავლეთ წარსულის შეცდომებზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გუშინ სპორტის სასახლეში პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მას პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა.

"ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას, ამის მიზანი უკეთესი საქართველოა, პარტია იცვლება და ვითარდება, ითვისებს ყველა გაკვეთილს, დღეს ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომელთა შედეგად ჩვენი პოლიტიკური ძალა უფრო ძლიერი ხდება. ფართოვდება ადამიანების რიცხვი, მკვიდრდება კოლექტიური მართვის პრინციპი, რამდენიმე თვის წინ წარმატებულად დავასრულეთ ახალი ეტაპი ჩვენი პარტიული დემოკრატიის განვითარებაში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი არჩეული იქნა არა ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით, არამედ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით ღიად და გამჭვირვალედ, ამით ჩვენ დავადასტურეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სწავლობს, ვითარდება და თითოეული თქვენგანის აზრს პატივს ვცემთ," – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ძალა ეფუძნება პრინციპებსა და ღირებულებს, რომელიც ყოველი ჩვენგანის შეხედულებასა და მიზნებს უნდა გამოხატავდეს.

"ჩვენი პარტია განახლებას განიცდის და ამავდროულად, ახალი პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადება. რაც უფრო გუნდურები ვიქნებით ამ პროცესში, მით უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენი წარმატება ამ ქვეყნის წარმატებაა. ჩვენ დამაჯერებლად და მყარად უნდა ვიმოძრაოთ ახალი გამარჯვებისკენ, იმიტომ რომ ჩვენი გამარჯვება ქვეყნის წინსვლის და ევროპული გზის გამარჯვებაა. ამის ალტერნატივა არის გაჩერებული ეკონომიკა, გაზრდილი კრიმინალი და დაკარგული სამუშაო ადგილები. დღეს ხალხს აღარაფერს პირდებიან გარდა ერთისა, რომ არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია დასრულდება, ანუ იქნება არა ურთიერთკონტროლი, არა საზოგადოების კონსოლიდაცია, არამედ ის, რითაც მთავრობა ერთი წელია დაკავებულია, დაპირსპირება და კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება," – აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა.

დავით ბაქრაძის თქმით, პოლიტიკური დაპირისპირება უნდა დასრულდეს, "ნაციონალური მოძრაობა" კი არასდროს დაადგება რევანშიზმისა და სამაგიეროს გადახდის გზას.

"ხალხი დაიღალა მუდმივი დაპირისპირებით, შუღლისა და დაძაბულობისგან შევწყვიტოთ ეს დაპირისპირება და ენერგია მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებასა და ხალხის უკეთ ცხოვრებას, მაშინ როდესაც ჩვენ პოლიტიკოსები დაკავებულები ვართ ერთმანეთთან ჩხუბით, გვავიწყდება, რომ ხალხს სჭირდება დახმარება. გთავაზობთ, რომ ვიმუშაოთ ერთად ქვეყნის განვითარებისთვის და თუ დღევანდელ მთავრობას არ ყოფნის გამოცდილება და კომპეტენცია, რომ თავიდან აიცილოს ეკონომიკური კრიზისი, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მასთან ერთად და ვაკონტროლოთ მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს უნდა იყოს ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ძირითადი ამოცანა, რომ აკონტროლოს მთავრობა ხალხთან ერთად, რომ საკუთარი ენერგია და რესურსი მთავრობამ დაპირებების შესასრულებლად, ხალხის დასასაქმებლად დახარჯოს. რატომ უნდა ვაკონტროლოთ მთავრობა? იმიტომ რომ ერთი წლი წინ, ეს მთავრობა მოვიდა დაპირებით, რომ გააუმჯობესებს ხალხის ცხოვრებას, ააშენებს ახალ ქარხნებს, ღირსეული დასაქმების საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, გაანახევრებს ტარიფებს და 250 ლარამდე გაზრდის პენსიას, ერთი წელია მოთმინებით ვუყურებთ და ვხედავთ, რომ არსებული საწარმოები იხურება, ბიზნესი გაჩერებულია, ბოლო 3 თვეში 42 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა, 84 საჯაროდ გაცემული დაპირებიდან 76 დღემდე შეუსრულებელია, "ოცნება" არ მუშაობს, დაპირებები არ სრულდება და დღეს ამას ყველა ხედავს," – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მომავალმა პრეზიდენტმა არ უნდა დაუშვას, რომ მთავრობამ დაივიწყოს ის, რისთვისაც ხალხმა ხმა მისცა.

"პრეზიდენტმა ხალხთან ერთად უნდა აიძულოს მთავრობა, რომ ამოცანად გაიხადოს არა პოლიტიკური დაპირპისრება, არამედ ხალხზე ზრუნვა და ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება და თვითონაც უნდა შეძლოს მთავრობასთან მუშაობა და მისი დახმარება ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენი ფუნქცია მხოლოდ კრიტიკა არ არის, ჩვენ უნდა გვქონდეს რეალური გეგმა ჩვენი ხალხის დასახმარებლად. ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ბიზნესის წინსვლისთვის და ეკონომიკისთვის, ამით განვსხვავდებით ჩვენ ყველა სხვა ოპოზიციური ძალისგან, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და კონკრეტულ საქმეს ვთავაზობთ ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას," – განაცხადა პრეზიენტობის კანდიდატმა.

დავით ბაქრაძემ მთავრობას სამი ნაბიჯის ერთობლივად გადადგმა შესთავაზა.

"მე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მთავრობას ვთავაზობ სამი ნაბიჯი ერთად გადავგდათ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, პირველი- გავაგრძელოთ გადასახდების შემცირება, მეორე - უარი ვთქვათ ახალი რეგულაციების შემოღებაზე, მესამე- მოვახდინოთ ეკონომიკური ამნისტრება და შევქნათ ახალი სამუშაო ადგილები. ალტეტნატიული გეგმა მთავრობას არ გააჩნია, ჩვენი გეგმაა ურთიერთთანამშრომლობა ხალხის საკეთილდღეოდ. მზად ვარ ვიმუშაო მთავრობასთან ერთად," – აცხადებს ბაქრაძე.

მისივე თქმით, აუცილებელია მთავრობის კონტროლი და ქვეყნის დასავლური და ევროპული კურსის შენარჩუნება.

"დღეს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ბევრს საუბრობენ. მინდა ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგრამ არა საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ რუსეთი უნდა მივხდეს, რომ საქართველოს დამორჩილება შეუძლებელია. ვიცი როგორი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი. რაც მეტს დაუთმობ, მეტად დაგახრჩობს, სწორედ ამის დასტურია ახალი მავთულხლართები. დათმობების გზა ჩიხია, რუსეთთან ურთიერთბის ისეთი მოდელი უნდა შევქნათ, რომელიც არ გვქონია," – აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს უამრავი რამ გაკეთდა.

"ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი წარსულით, თვალი უნდა გავუსწოროთ წარსულის შეცდომებს. უცვლელად და ობიექტურად უნდა შევაფასოთ ყველაფერი. დღეს ბევრი მეკითხება, რომ მოგცეთ ხმა დაბრუნდება ძველი "ნაციონალური მოძრაობა"? "ნაციონალური მოძრაობის" ძალა განახლების სურვილსა და პოლიტიკურ ნებაშია. ჩვენ მოგვაქვს წარსულიდან გამოცდილება, ენერგია, პატრიოტიზმი. ამასთან ერთად წარსულში ვტოვებთ ყველაფერს, რაც საზოგადოებას შეცდომად მიაჩნია. ერთად დავაბრუნოთ ეკონომიკური განვითარება ჩვენს ქვეყანაში. სამართალდამცავების ჩარევა და უსამართლო ჯარიმები წარსულში დავტოვოთ. მაგრამ წარსულს უნდა ჩავაბაროთ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. მინდა დღეს გულწრფელად გითხრათ ჩვენ ვისწვალეთ წარსულის შეცდომებზე. ჩვენ ყველამ უამრავი კარგი გავაკეთეთ ამ ქვეყანაში, შევქმენით ჯარი და პოლიცია, აშენდა და განვითარდა ქალაქები, გაკეთდა გზები. მოქალაქეებს აღარ ძალავდნენ ქრთამს. გაჩნდა განცდა, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში. ჩვენ ვერ შევძელით ეკონომიკური განვითარების მიტანა ყველა ოჯახში, ადამიანთა უფლებების დარღვევების ბოლომდე აღკვეთა. ჩვენ ვისწავლეთ წარსულზე, განახლებული, გაძლიერებული პოლიტიკური ძალა ვართ. დღეს, საქართველოს სჭირდება ლიდერები, რომლებიც ორიენტირებულია გაერთიანებაზე, შენებაზე და არა ნგრვეაზე, ხალხის კეთილდღეობაზე. საქართველოს ვერ გამთლიანდება მანამ, სანამ არ გამთლიანდება ერი", – აღნიშნა ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა