მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ბაძავენ ცნობილი ქართველები ერთმანეთს ჩაცმაში
როგორ ბაძავენ ცნობილი ქართველები ერთმანეთს ჩაცმაში

პო­პუ­ლა­რულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა, მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად, ფე­ის­ბუ­ქი­დან ინ­სტაგ­რამ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. ინ­სტაგ­რამ­ზე შე­უ­ზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბით შე­გიძ­ლი­ათ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის ატ­ვირ­თვა და თქვე­ნი პრო­ფი­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი კი მათ იწო­ნე­ბენ და კო­მენ­ტა­რებს ტო­ვე­ბენ. პი­რა­დი ფოს­ტა ინ­სტაგ­რამს არ გა­აჩ­ნია, რის გა­მოც მას უპი­რა­ტე­სო­ბას ისი­ნი ანი­ჭე­ბენ, ვი­საც ზედ­მე­ტი წე­რი­ლე­ბის მი­ღე­ბით შე­წუ­ხე­ბა არ სურს. ინ­სტაგ­რამს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი "ფე­ი­სე­ბი" ძი­რი­თა­დად, სა­კუ­თა­რი ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის აფი­ში­რე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. ამ მხრივ ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი­სა და ახ­ლან­დე­ლი ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის, კახი კა­ლა­ძის მე­უღ­ლე, დი­ზა­ი­ნე­რი ანუ­კი არე­ში­ძე ლი­დე­რობს. მისი გარ­დე­რო­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბის სიმ­რავ­ლით უცხო­ელ მე­გა­ვარ­სკვლა­ვებს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. თუმ­ცა ანუ­კი ინ­სტაგ­რამ­ზე ტან­საც­მლის გარ­და, ფუ­ფუ­ნე­ბის სხვა საგ­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­შიც ხში­რად ჩნდე­ბა. მას არც სხვა ქარ­თვე­ლი "ფე­ი­სე­ბი" ჩა­მორ­ჩე­ბი­ან. ასე მა­გა­ლი­თად:

ანუ­კიმ სა­კუ­თარ ინ­სტაგ­რამ­ზე ჯერ ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ატ­ვირ­თვა და­ი­წყო – ერთი წლის წინ, მე­უღ­ლემ კი­ევ­ში გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად უკა­ნას­კნე­ლი მო­დე­ლის თეთ­რი "პორ­შე პა­ნა­მე­რა"უყი­და, რო­მე­ლიც 170 ათას ევ­რომ­დე ღირს. გა­ზა­ფხულ­ზე ანუ­კიმ ავ­ტო­მან­ქა­ნა სა­ჩუქ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მოძ­რა­ო­დაც მი­ი­ღო. ამ­ჯე­რად კა­ხიმ საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს 2013 წლის "რე­ინჯ რო­ვე­რი" აჩუ­ქა, რომ­ლის ფასი 112 ათა­სი დო­ლა­რი­დან იწყე­ბა.

კა­ლა­ძეს არ ჩა­მორ­ჩნენ მისი მე­გობ­რე­ბიც – ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა, ზურა ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა და ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვილ­მა, მე­უღ­ლე­ებს, სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილს და ნინი ზარ­ქუ­ას ასე­თი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი უყი­დეს.

ანუ­კი, ნინი და სა­ლო­მე მე­გობ­რო­ბენ და მათი გე­მოვ­ნე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გარ­და, სა­ა­თე­ბი­სა და ტან­საც­მლის ბრენ­დე­ბის სიყ­ვა­რულ­შიც ემ­თხვე­ვა. სა­მე­უ­ლი უბ­რა­ლოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია "რო­ლექ­სის" ფირ­მის სა­ა­თებ­ზე. ამ ბრენ­დის რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა ფე­რის სა­ა­თის ქო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ანუ­კი და ნინი გა­მუდ­მე­ბით ახა­ლი ფე­რის "რო­ლექსზე" "ოც­ნე­ბო­ბენ" და კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ, მთა­ვა­რია ჩვე­ნი კო­მენ­ტა­რე­ბი კა­ხიმ და ამიმ ნა­ხო­ნო. "რო­ლექ­სის" ფასი 4 ათა­სი დო­ლა­რი­დან იწყე­ბა და ზო­გი­ერ­თი მო­დე­ლი 65 ათა­სიც ღირს. სხვა­თა­შო­რის",რო­ლექ­სი" ქეთა თო­ფუ­რი­ას გა­ნუყ­რე­ლი აქ­სე­სუ­ა­რი­ცაა. სა­ა­თე­ბის გარ­და, გო­გო­ნე­ბი ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბის და ბეწ­ვე­უ­ლის ფო­ტო­ე­ბი­თაც "გვა­ნე­ბივ­რე­ბენ". მათი გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­ტა­ცე­ბა კი ფეხ­საც­მე­ლე­ბია.

რო­გორც ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, ნინი ზარ­ქუა და ანუ­კი არე­ში­ძე ფრან­გუ­ლი ფეხ­საც­მლის ცნო­ბილ ბრენ­დზე",კრის­ტი­ან ლუ­ბუ­ტე­ნის" ფეხ­საც­მე­ლებ­ზე "გიჟ­დე­ბი­ან" და "რო­ლექ­სის" სა­ა­თე­ბის მსგავ­სად, ისი­ნიც სხვა­დას­ხვა ფე­რის აქვთ. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ანი ზარ­ქუა "ლუ­ბუ­ტე­ნის" მა­ღა­ზი­ა­ში ყოფ­ნით იწო­ნე­ბენ თავს, სა­დაც თა­ვად კრის­ტი­ან ლუ­ბუ­ტე­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბათ. ცნო­ბი­ლია, რომ "ლუ­ბუ­ტე­ნი"ფეხ­საც­მელს წი­თელ ძირს უკე­თებს, რაც მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. უმე­ტე­სად ამ ბრენ­დის ფეხ­საც­მე­ლე­ბი აც­ვია ცნო­ბილ მომ­ღე­რალ ქეთა თო­ფუ­რი­ა­საც. "ლუ­ბუ­ტე­ნი" არც ისე ძვი­რია – მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი 500-დან 850 ევ­რომ­დე ღირს, თუ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­დელ­თან არ გვაქვს საქ­მე. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, "ლუ­ბუ­ტე­ნე­ბი" შე­საძ­ლოა, 4-7 ათა­სი ევრო და ზე­მოთ ღირ­დეს. ვა­ლენ­ტი­ნოს კლა­სი­კუ­რი მე­ტა­ლით გა­ფორ­მე­ბულ ფეხ­საც­მელ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ანუ­კი არე­ში­ძე. თა­ვის­თა­ვად, ანა­ლო­გი­უ­რი ტი­პის ფეხ­საც­მე­ლი სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლის გარ­დე­რობ­შიც მო­ი­ძებ­ნე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ ბაძავენ ცნობილი ქართველები ერთმანეთს ჩაცმაში

როგორ ბაძავენ ცნობილი ქართველები ერთმანეთს ჩაცმაში

პოპულარულმა ქართველებმა, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, ფეისბუქიდან ინსტაგრამში გადაინაცვლეს. ინსტაგრამზე შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ ფოტოსურათების ატვირთვა და თქვენი პროფილით დაინტერესებულნი კი მათ იწონებენ და კომენტარებს ტოვებენ. პირადი ფოსტა ინსტაგრამს არ გააჩნია, რის გამოც მას უპირატესობას ისინი ანიჭებენ, ვისაც ზედმეტი წერილების მიღებით შეწუხება არ სურს. ინსტაგრამს ცნობილი ქართველი "ფეისები" ძირითადად, საკუთარი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის აფიშირებისთვის იყენებენ. ამ მხრივ ყოფილი ფეხბურთელისა და ახლანდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ლიდერობს. მისი გარდერობი ძვირადღირებული ბრენდების სიმრავლით უცხოელ მეგავარსკვლავებს არაფრით ჩამოუვარდება. თუმცა ანუკი ინსტაგრამზე ტანსაცმლის გარდა, ფუფუნების სხვა საგნების გარემოცვაშიც ხშირად ჩნდება. მას არც სხვა ქართველი "ფეისები" ჩამორჩებიან. ასე მაგალითად:

ანუკიმ საკუთარ ინსტაგრამზე ჯერ ავტომანქანების ატვირთვა დაიწყო – ერთი წლის წინ, მეუღლემ კიევში გადასაადგილებლად უკანასკნელი მოდელის თეთრი ,,პორშე პანამერა"უყიდა, რომელიც 170 ათას ევრომდე ღირს. გაზაფხულზე ანუკიმ ავტომანქანა საჩუქრად საქართველოში სამოძრაოდაც მიიღო. ამჯერად კახიმ საყვარელ მეუღლეს 2013 წლის ,,რეინჯ როვერი" აჩუქა, რომლის ფასი 112 ათასი დოლარიდან იწყება.

კალაძეს არ ჩამორჩნენ მისი მეგობრებიც – ფეხბურთელებმა, ზურა ხიზანიშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა, მეუღლეებს, სალომე ღვინიაშვილს და ნინი ზარქუას ასეთივე ავტომანქანები უყიდეს.

ანუკი, ნინი და სალომე მეგობრობენ და მათი გემოვნება ავტომანქანების გარდა, საათებისა და ტანსაცმლის ბრენდების სიყვარულშიც ემთხვევა. სამეული უბრალოდ შეყვარებულია "როლექსის" ფირმის საათებზე. ამ ბრენდის რამდენიმე სხვადასხვა ფერის საათის ქონის მიუხედავად, ანუკი და ნინი გამუდმებით ახალი ფერის ,,როლექსზე" ,,ოცნებობენ" და კომენტარებში წერენ, მთავარია ჩვენი კომენტარები კახიმ და ამიმ ნახონო. ,,როლექსის" ფასი 4 ათასი დოლარიდან იწყება და ზოგიერთი მოდელი 65 ათასიც ღირს. სხვათაშორის, ,,როლექსი" ქეთა თოფურიას განუყრელი აქსესუარიცაა. საათების გარდა, გოგონები ძვირფასი სამკაულების და ბეწვეულის ფოტოებითაც ,,გვანებივრებენ". მათი გამორჩეული გატაცება კი ფეხსაცმელებია.

როგორც ქალების უმეტესობა, სალომე ღვინიაშვილი, ნინი ზარქუა და ანუკი არეშიძე ფრანგული ფეხსაცმლის ცნობილ ბრენდზე, ,,კრისტიან ლუბუტენის" ფეხსაცმელებზე ,,გიჟდებიან" და ,,როლექსის" საათების მსგავსად, ისინიც სხვადასხვა ფერის აქვთ. ერთ-ერთ ფოტოზე ღვინიაშვილი და ანი ზარქუა ,,ლუბუტენის" მაღაზიაში ყოფნით იწონებენ თავს, სადაც თავად კრისტიან ლუბუტენი ემსახურებათ. ცნობილია, რომ ,,ლუბუტენი"ფეხსაცმელს წითელ ძირს უკეთებს, რაც მისი სავიზიტო ბარათია. უმეტესად ამ ბრენდის ფეხსაცმელები აცვია ცნობილ მომღერალ ქეთა თოფურიასაც. ,,ლუბუტენი" არც ისე ძვირია – მისი ნამუშევრები 500-დან 850 ევრომდე ღირს, თუ რაიმე განსაკუთრებულ მოდელთან არ გვაქვს საქმე. ასეთ შემთხვევაში, "ლუბუტენები" შესაძლოა, 4-7 ათასი ევრო და ზემოთ ღირდეს. ვალენტინოს კლასიკური მეტალით გაფორმებულ ფეხსაცმელზეა შეყვარებული ანუკი არეშიძე. თავისთავად, ანალოგიური ტიპის ფეხსაცმელი სალომე ღვინიაშვილის გარდერობშიც მოიძებნება.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება