პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა მეტრეველის უცნაური ტატუ - რატომ დაამახინჯა მომღერალმა მერილინ მონრო
ლუკა მეტრეველის უცნაური ტატუ - რატომ დაამახინჯა მომღერალმა მერილინ მონრო

უკვე ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი - ლუკა მეტ­რე­ვე­ლი "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე დებს ისეთ ფო­ტო­ებს, სა­დაც მისი ტა­ტუ­ე­ბი კარ­გად ჩანს. ლუ­კას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა ქუ­ჩა­ში მო­მიხ­და და სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­მიკ­ვირ­და, გამ­ვლე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მის სვი­რინგს - მე­რი­ლინ მონ­როს და­მა­ხინ­ჯე­ბულ სა­ხეს, რო­მე­ლიც კი­სერ­ზე აქვს და­ხა­ტუ­ლი, დიდი ინ­ტე­რე­სით რომ აკ­ვირ­დე­ბო­და.

- ლუკა, რას ნიშ­ნავს შენ­თვის ტატუ?

- ეს ძა­ლი­ან მა­გა­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა, ამავდრო­უ­ლად - ძნე­ლი და სა­რის­კო არა მარ­ტო იმის­თვის, ვინც აკე­თებს, არა­მედ იმის­თვი­საც, ვინც სხე­ულ­ზე რა­ღა­ცის და­ხატ­ვას გა­და­წყვეტს. სვი­რინ­გი, რო­მელ­საც გა­ი­კე­თებ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა ატა­რო. სხვა­თა შო­რის, მისი მო­შო­რე­ბა ბევ­რად უფრო მტკივ­ნე­უ­ლი ყო­ფი­ლა, ვიდ­რე - გა­კე­თე­ბა.

- და თან, რო­გორც ვიცი, ამ პრო­ცესს სირ­თუ­ლე­ე­ბიც ახ­ლავს...

- ასეა! მაგ­რამ გა­რის­კვა ღირს...

- ტა­ტუს, რო­მე­ლიც კი­სერ­ზე გაქვს, "ფე­ის­ბუ­კე­ლე­ბის" არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა; ზოგი იმა­საც ვერ მიხ­ვდა, რა გაქვს ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი...

- მა­ხა­ტია მე­რი­ლინ მონ­რო, უფრო სწო­რად - მისი ნა­ხე­ვა­რი სახე მაქვს ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი.

- მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი ცოტა არ იყოს, უც­ნა­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა...

- ჰო, მე­ო­რე მხა­რეს და­ხა­ტუ­ლია ხორ­ცგა­მოც­ლი­ლი სახე ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩონ­ჩხი.

- მე­რი­ლინ მონ­რო შენ­თვის ქა­ლის ეტა­ლო­ნია? თუ ასეა, რა­ტომ და­ა­მა­ხინ­ჯე?

- მე­რი­ლინ მონ­რო აღი­ა­რე­ბუ­ლია ქა­ლის სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნად და ალ­ბათ, სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლამ­დე და­უ­ვი­წყარ, ყვე­ლა მა­მა­კა­ცის­თვის სა­სურ­ველ ქალ­ბა­ტო­ნად დარ­ჩე­ბა. ჩემს მონ­როს სა­ხის ერთი მხა­რე ლა­მა­ზი აქვს, მე­ო­რე მხრი­დან - ტერ­მი­ნა­ტორს ჰგავს და სხვა­თა შო­რის, ცალი თვა­ლიც წი­თე­ლი აქვს. ასე რა­ტომ და­ვა­მა­ხინ­ჯე? ამით მინ­დო­და მეთ­ქვა, რომ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ადა­მი­ან­შიც შე­იძ­ლე­ბა იმა­ლე­ბო­დეს ცუდი პი­როვ­ნე­ბა, დე­მო­ნი. ხში­რად სწო­რედ გა­რეგ­ნუ­ლად ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნე­ბი გვიც­რუ­ე­ბენ იმედს თა­ვი­ან­თი სი­მა­ხინ­ჯით. ასე მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც სა­კუ­თარ ში­ნა­გან სამ­ყა­როს გვიჩ­ვე­ნე­ბენ, რო­მე­ლიც ხში­რად, იმ­დე­ნად ცუ­დია, რომ ყვე­ლა­ნა­ირ სი­ლა­მა­ზეს აქ­რობს, აუ­ფა­სუ­რებს. მოკ­ლედ, ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თი, მისი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე გა­რეგ­ნუ­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა.

- გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გაქვს, რა ამო­ის­ვი­რინ­გე? ხომ შე­იძ­ლე­ბა, ოდეს­მე მისი მო­შო­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდეს?

- მო­გა­ტყუ­ებ, რომ გი­თხრა, ბო­ლომ­დე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს-მეთ­ქი. უბ­რა­ლოდ მო­მინ­და, "ავ­ტყდი" და ღა­მის 12 სა­ათ­ზე და­ვა­დე­ქი მე­გო­ბარს, ვუჩ­ვე­ნე ნა­ხა­ტი და ვუ­თხა­რი: - ასე­თი ტატუ გა­მი­კე­თე-მეთ­ქი... აი, პირ­ვე­ლი ტატუ რომ გა­ვი­კე­თე, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მქონ­და, რა მინ­დო­და და მზად ვარ, ის ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე ვა­ტა­რო.

- რო­მელ ტა­ტუს გუ­ლის­ხმობ?

- უკან, კი­სერ­ზე კელ­ტუ­რი სამ­კუ­თხე­დი მა­ხა­ტია.

- და რას ნიშ­ნავს შენ­თვის კელ­ტუ­რი სამ­კუ­თხე­დი?

- ეს ნი­შა­ნი ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლია რო­გორც რე­ლი­გი­ა­ში, ისე მა­გი­ა­ში, ფი­ზი­კა­ში, ოკულ­ტიზ­მში. ეს არის ბევ­რი რა­მის ერ­თი­ა­ნო­ბა. სულ რა­ღაც, სამი გან­შტო­ე­ბაა, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს: მამა ღმერ­თს, ძე ღმერ­თსა და სუ­ლიწ­მი­დას, მათ ერ­თი­ა­ნო­ბას. კელ­ტე­ბის­თვის ის არის სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სიყ­ვა­რულს, ერ­თგუ­ლე­ბა­სა და ღირ­სე­ბას. ჩემ­თვის მას მა­რა­დი­უ­ლო­ბის დატ­ვირ­თვა აქვს; ყვე­ლა­ფე­რი ერთი წრის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს, გარ­და­იქ­მნე­ბა, მაგ­რამ ბო­ლოს, ერთ სივ­რცე­ში კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა. კელ­ტუ­რი სამ­კუ­თხე­დი ჩემ­თვის არის სუ­ლის, სხე­უ­ლი­სა და გო­ნე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა.

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ლუკა მეტრეველის უცნაური ტატუ - რატომ დაამახინჯა მომღერალმა მერილინ მონრო

ლუკა მეტრეველის უცნაური ტატუ - რატომ დაამახინჯა მომღერალმა მერილინ მონრო

უკვე ცნობილი მომღერალი - ლუკა მეტრეველი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დებს ისეთ ფოტოებს, სადაც მისი ტატუები კარგად ჩანს. ლუკასთან ინტერვიუს ჩაწერა ქუჩაში მომიხდა და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, გამვლელების უმეტესობა მის სვირინგს - მერილინ მონროს დამახინჯებულ სახეს, რომელიც კისერზე აქვს დახატული, დიდი ინტერესით რომ აკვირდებოდა.

- ლუკა, რას ნიშნავს შენთვის ტატუ?

- ეს ძალიან მაგარი ხელოვნებაა, ამავდროულად - ძნელი და სარისკო არა მარტო იმისთვის, ვინც აკეთებს, არამედ იმისთვისაც, ვინც სხეულზე რაღაცის დახატვას გადაწყვეტს. სვირინგი, რომელსაც გაიკეთებ, მთელი ცხოვრება უნდა ატარო. სხვათა შორის, მისი მოშორება ბევრად უფრო მტკივნეული ყოფილა, ვიდრე - გაკეთება.

- და თან, როგორც ვიცი, ამ პროცესს სირთულეებიც ახლავს...

- ასეა! მაგრამ გარისკვა ღირს...

- ტატუს, რომელიც კისერზე გაქვს, "ფეისბუკელების" არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა; ზოგი იმასაც ვერ მიხვდა, რა გაქვს ამოსვირინგებული...

- მახატია მერილინ მონრო, უფრო სწორად - მისი ნახევარი სახე მაქვს ამოსვირინგებული.

- მეორე ნახევარი კი ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოიყურება...

- ჰო, მეორე მხარეს დახატულია ხორცგამოცლილი სახე ანუ ფაქტობრივად, ჩონჩხი.

- მერილინ მონრო შენთვის ქალის ეტალონია? თუ ასეა, რატომ დაამახინჯე?

- მერილინ მონრო აღიარებულია ქალის სილამაზის ეტალონად და ალბათ, სამყაროს დასასრულამდე დაუვიწყარ, ყველა მამაკაცისთვის სასურველ ქალბატონად დარჩება. ჩემს მონროს სახის ერთი მხარე ლამაზი აქვს, მეორე მხრიდან - ტერმინატორს ჰგავს და სხვათა შორის, ცალი თვალიც წითელი აქვს. ასე რატომ დავამახინჯე? ამით მინდოდა მეთქვა, რომ ყველაზე ლამაზ ადამიანშიც შეიძლება იმალებოდეს ცუდი პიროვნება, დემონი. ხშირად სწორედ გარეგნულად ლამაზი ადამიანები გვიცრუებენ იმედს თავიანთი სიმახინჯით. ასე მაშინ ხდება, როდესაც საკუთარ შინაგან სამყაროს გვიჩვენებენ, რომელიც ხშირად, იმდენად ცუდია, რომ ყველანაირ სილამაზეს აქრობს, აუფასურებს. მოკლედ, ჩემთვის ადამიანის ხასიათი, მისი შინაგანი სამყარო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნული მომხიბვლელობა.

- გაცნობიერებული გაქვს, რა ამოისვირინგე? ხომ შეიძლება, ოდესმე მისი მოშორების სურვილი გაგიჩნდეს?

- მოგატყუებ, რომ გითხრა, ბოლომდე გაცნობიერებული მაქვს-მეთქი. უბრალოდ მომინდა, "ავტყდი" და ღამის 12 საათზე დავადექი მეგობარს, ვუჩვენე ნახატი და ვუთხარი: - ასეთი ტატუ გამიკეთე-მეთქი... აი, პირველი ტატუ რომ გავიკეთე, გაცნობიერებული მქონდა, რა მინდოდა და მზად ვარ, ის ცხოვრების ბოლომდე ვატარო.

- რომელ ტატუს გულისხმობ?

- უკან, კისერზე კელტური სამკუთხედი მახატია.

- და რას ნიშნავს შენთვის კელტური სამკუთხედი?

- ეს ნიშანი ძალიან დიდი დატვირთვის მატარებელია როგორც რელიგიაში, ისე მაგიაში, ფიზიკაში, ოკულტიზმში. ეს არის ბევრი რამის ერთიანობა. სულ რაღაც, სამი განშტოებაა, რომელიც ქრისტიანობაში აღნიშნავს: მამა ღმერთს, ძე ღმერთსა და სულიწმიდას, მათ ერთიანობას. კელტებისთვის ის არის სიმბოლო, რომელიც აერთიანებს სიყვარულს, ერთგულებასა და ღირსებას. ჩემთვის მას მარადიულობის დატვირთვა აქვს; ყველაფერი ერთი წრის გარშემო ტრიალებს, გარდაიქმნება, მაგრამ ბოლოს, ერთ სივრცეში კონცენტრირდება. კელტური სამკუთხედი ჩემთვის არის სულის, სხეულისა და გონების ერთიანობა.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია