Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
PR-ის ჯანდაცვის მინისტრისეული სამედიცინო განმარტება ინტერნეტჰიტი გახდა
PR-ის ჯანდაცვის მინისტრისეული სამედიცინო განმარტება ინტერნეტჰიტი გახდა

"ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გაფრ­თხი­ლებთ, ჭარ­ბი ჟანგბა­დი და პი­ა­რი მავ­ნე­ბე­ლია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ის" ეთერ­ში, და­ვით აქუ­ბარ­დი­ას გა­და­ცე­მა "სპექტრში".

გა­და­ცე­მა­ში მი­ნის­ტრი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნის მო­სა­ზღვრე სოფ­ლებ­ში ჩას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­იწ­ვი­ეს. მი­ნის­ტრი ამ რე­გი­ო­ნის მკვიდრთათ­ვის და­გეგ­მილ სა­მე­დი­ცი­ნო შე­ღა­ვა­თებ­ზე სა­უბ­რობ­და. გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა, და­ვით აქუ­ბარ­დი­ამ სერ­გე­ენ­კოს ურ­ჩია, რომ მსგავ­სი სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უფრო მე­ტად გა­ა­პი­ა­როს. რის პა­სუ­ხა­დაც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა პი­არ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­მარ­ტა და ამის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა მო­იშ­ვე­ლია. სერ­გე­ენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ ჭარ­ბი პი­ა­რი, ისე­ვე რო­გორც ჭარ­ბი ჟანგბა­დი, მავ­ნე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

"ძა­ლი­ან ზუს­ტი ანა­ლო­გია პი­არ­სა და ჰა­ერ­ში ჟანგბა­დის რა­ო­დე­ნო­ბას შო­რის. ისე­ვე, რო­გორც ჟანგბა­დის რა­ო­დე­ნო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამის (პი­ა­რის) გა­რე­შე ვერ იარ­სე­ბებს ვე­რა­ნა­ი­რი სტრუქ­ტუ­რა. ჟანგბა­დის კონ­ცენ­ტრა­ცია უნდა იყოს შერ­ჩე­უ­ლი ისე, რომ უზ­რუნ­ველ­ყოს ოპ­ტი­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

რო­დე­საც ჟანგბადს ვაწ­ვდით ბევ­რს, იმა­ზე მეტს, რაც სა­ჭი­როა, (ვგუ­ლის­ხმობ პი­არს) მე გე­ტყვით სამ სიმპტომს და ვფიქ­რობ, რომ გე­ნიშ­ნე­ბათ ეს სამი სიმპტო­მი - პირ­ვე­ლი ეს არის აგ­ზნე­ბა, ეი­ფო­რია, იმის შეგ­რძნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად არის. მე­ო­რე ნი­შა­ნია მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღვე­ვა, გვი­რა­ბი­სებ­რი მხედ­ვე­ლო­ბა, რო­დე­საც მხედ­ვე­ლო­ბის ველი შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი გაქვს და ხე­დავ მარ­ტო იმას, რისი და­ნახ­ვაც გინ­და. ამის მერე იწყე­ბა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბე­ბი, რო­დე­საც იწყე­ბა ორ­გა­ნო­ე­ბის შე­უქ­ცე­ვა­დი და­ზი­ა­ნე­ბა, და სის­ტე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ამი­ტომ, ჩვენ პი­არს ანუ ჟანგბადს ვი­ყე­ნებთ ზუს­ტად იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომ უზ­რუნ­ველ­ვყოთ სის­ტე­მის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეჩ­ვე­უ­ლი იყო ჭარბ ჟანგბადს და უბ­რა­ლოდ, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გაფრ­თხი­ლებთ, რომ ჭარ­ბი ჟანგბა­დი და პი­ა­რი მავ­ნე­ბე­ლია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის",- გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა გა­და­ცე­მის ეთერ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

PR-ის ჯანდაცვის მინისტრისეული სამედიცინო განმარტება ინტერნეტჰიტი გახდა

PR-ის ჯანდაცვის მინისტრისეული სამედიცინო განმარტება ინტერნეტჰიტი გახდა

”ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, ჭარბი ჟანგბადი და პიარი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემა "სპექტრში".

გადაცემაში მინისტრი კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებში ჩასვლასთან დაკავშირებით მიიწვიეს. მინისტრი ამ რეგიონის მკვიდრთათვის დაგეგმილ სამედიცინო შეღავათებზე საუბრობდა. გადაცემის წამყვანმა, დავით აქუბარდიამ სერგეენკოს ურჩია, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტრომ უფრო მეტად გააპიაროს. რის პასუხადაც ჯანდაცვის მინისტრმა პიართან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება განმარტა და ამისთვის სამედიცინო პრაქტიკა მოიშველია. სერგეენკომ განაცხადა, რომ ჭარბი პიარი, ისევე როგორც ჭარბი ჟანგბადი, მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

"ძალიან ზუსტი ანალოგია პიარსა და ჰაერში ჟანგბადის რაოდენობას შორის. ისევე, როგორც ჟანგბადის რაოდენობა აუცილებელია,  ამის (პიარის) გარეშე ვერ იარსებებს ვერანაირი სტრუქტურა. ჟანგბადის კონცენტრაცია უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ უზრუნველყოს ოპტიმალური ფუნქციონირება.

როდესაც ჟანგბადს ვაწვდით ბევრს, იმაზე მეტს, რაც საჭიროა, (ვგულისხმობ პიარს) მე გეტყვით სამ სიმპტომს და ვფიქრობ, რომ გენიშნებათ ეს სამი სიმპტომი - პირველი ეს არის აგზნება, ეიფორია, იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად არის. მეორე ნიშანია მხედველობის დარღვევა, გვირაბისებრი მხედველობა, როდესაც მხედველობის ველი შევიწროებული გაქვს  და ხედავ მარტო იმას, რისი დანახვაც გინდა. ამის მერე  იწყება ძალიან სამწუხარო ამბები, როდესაც იწყება ორგანოების შეუქცევადი  დაზიანება, და სისტემის გარდაცვალება. ამიტომ, ჩვენ პიარს ანუ ჟანგბადს ვიყენებთ ზუსტად იმ მოცულობით, რომ უზრუნველვყოთ სისტემის ეფექტური მუშაობა, მაგრამ წლების განმავლობაში საზოგადოება შეჩვეული იყო ჭარბ ჟანგბადს და უბრალოდ, ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ჭარბი ჟანგბადი და პიარი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის",- განაცხადა მინისტრმა გადაცემის ეთერში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა