მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული მედია - საქართველოდან ირანელი ბიზნესმენები გარბიან
რუსული მედია - საქართველოდან ირანელი ბიზნესმენები გარბიან

"სა­ქარ­თვე­ლო­დან ირა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი გარ­ბი­ან", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "იზ­ვეს­ტია" სტა­ტი­ას.

რო­გორც "იზ­ვეს­ტი­ას" ქარ­თულ-ირა­ნუ­ლი ბიზ­ნეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაჰ­მუდ და­ვარ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო უკვე და­ტო­ვა 1 700-მა ირა­ნელ­მა მე­წარ­მემ, რო­მელ­თაც შე­ა­ჩე­რეს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში კი ირა­ნე­ლე­ბის 150-ზე მეტი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში გა­ი­ყი­ნა.

"ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლომ ცალ­მხრი­ვად გა­ა­უქ­მა ირან­თან უვი­ზო რე­ჟი­მი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თულ­მა მხა­რემ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიგ­რა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის მო­წეს­რი­გე­ბის მიზ­ნით ახ­სნა, ექ­სპერ­ტე­ბი ამა­ში ვა­შინგტო­ნის მო­თხოვ­ნას ხე­და­ვენ", - წერს "იზ­ვეს­ტია".

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა ასე­ვე ცი­ტი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ზუ­რაბ გვა­სა­ლი­ას კო­მენ­ტრას, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მას შემ­დეგ რაც სა­ზღვარ­გა­რეთ შე­ი­ტყვეს იმის შე­სა­ხებ, რომ ირა­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა ხდე­ბო­და.

"თა­ვის დრო­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ირან­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა, რათა ამით აშშ-ის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­ეწ­ვია. ეს იმით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, ბა­რაკ ობა­მას მთავ­რო­ბა­ში პი­რა­დად მის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბილ­ნი არ იყ­ვნენ", - ცი­ტი­რებს "იზ­ვეს­ტია" ანა­ლი­ტი­კო­სის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს.

"იზ­ვეს­ტია" ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბა კი იმის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რათა და­არ­წმუ­ნოს და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ თბი­ლი­სი ემ­ხრო­ბა გა­ე­რო-ს მიერ ირა­ნის­თვის და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი გა­და­რი­ცხვე­ბის სა­კი­თხში.

რო­გორც "იზ­ვეს­ტი­ას" სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნის სა­ელ­ჩო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ ეტაპ­ზე არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვის და­ცე­მა, რო­მე­ლიც 120 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს.

"თუმ­ცა, რო­გორც ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ირა­ნე­ლე­ბის­თვის და­წე­სე­ბულ ახალ შე­ზღუდ­ვებს სა­პა­სუ­ხო რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყვეს და ირა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა ამის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია", - წერს "იზ­ვეს­ტია".

რო­გორც რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა წერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინც აქვთ ირან­თან სტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის იმე­დე­ბი.

"არ­სე­ბობს ამე­რი­კულ-ირა­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ამის თა­ო­ბა­ზე საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სიგ­ნა­ლე­ბი გა­ის­მა. რა თქმა უნდა, ეს სა­ქარ­თვე­ლო-ირა­ნის ურ­თი­ერ­თო­ე­ბებ­საც შე­ამ­სუ­ბუ­ქებს", - ცი­ტი­რებს "იზ­ვეს­ტია" ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია izvestia.ru-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რუსული მედია - საქართველოდან ირანელი ბიზნესმენები გარბიან

რუსული მედია - საქართველოდან ირანელი ბიზნესმენები გარბიან

"საქართველოდან ირანელი ბიზნესმენები გარბიან", - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა "იზვესტია" სტატიას.

როგორც "იზვესტიას" ქართულ-ირანული ბიზნეს თანამშრომლობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა მაჰმუდ დავარმა განუცხადა, საქართველო უკვე დატოვა 1 700-მა ირანელმა მეწარმემ, რომელთაც შეაჩერეს სხვადასხვა პროექტები, საქართველოს ბანკებში კი ირანელების 150-ზე მეტი საბანკო ანგარიში გაიყინა.

"ამის მიზეზი ის არის, რომ ივლისის დასაწყისში საქართველომ ცალმხრივად გააუქმა ირანთან უვიზო რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მიგრაციული პოლიტიკის მოწესრიგების მიზნით ახსნა, ექსპერტები ამაში ვაშინგტონის მოთხოვნას ხედავენ", - წერს "იზვესტია".

რუსული გამოცემა ასევე ციტირებს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას კომენტრას, რომელმაც განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც საზღვარგარეთ შეიტყვეს იმის შესახებ, რომ ირანელი მოქალაქეები საქართველოში საბანკო ოპერაციებს ახორციელებდნენ, გაჩნდა ეჭვი, რომ ფულის გათეთრება ხდებოდა.

"თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ირანთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, რათა ამით აშშ-ის გაღიზიანება გამოეწვია. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ბარაკ ობამას მთავრობაში პირადად მის მიმართ ლოიალურად განწყობილნი არ იყვნენ", - ციტირებს "იზვესტია" ანალიტიკოსის უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილის კომენტარს.

"იზვესტია" ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედება კი იმისკენაა მიმართული, რათა დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები, რომ თბილისი ემხრობა გაერო-ს მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს საერთაშორისო ფინანსური გადარიცხვების საკითხში.

როგორც "იზვესტიას" საქართველოში ირანის საელჩოში განუცხადეს, ამ ეტაპზე არ შეინიშნება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის დაცემა, რომელიც 120 მილიონ დოლარს შეადგენს.

"თუმცა, როგორც ბესიკ ალადაშვილი მიიჩნევს, შეუძლებელია ირანელებისთვის დაწესებულ ახალ შეზღუდვებს საპასუხო რეაგირება არ მოჰყვეს და ირანელი ბიზნესმენების ქვეყნიდან გაქცევა ამის პირველი ნიშანია", - წერს "იზვესტია".

როგორც რუსული გამოცემა წერს, საქართველოში მაინც აქვთ ირანთან სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნების იმედები.

"არსებობს ამერიკულ-ირანული ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ირანის პრეზიდენტის მხრიდან ამის თაობაზე საკმაოდ საინტერესო სიგნალები გაისმა. რა თქმა უნდა, ეს საქართველო-ირანის ურთიერთოებებსაც შეამსუბუქებს", - ციტირებს "იზვესტია" ბესიკ ალადაშვილის სიტყვებს.

მომზადებულია izvestia.ru-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა