მეტეხის ხიდზე, ჟურნალ "აუტო ბილდის" ორგანიზებით ავტომანქანების გამოფენა იმართება. მეტეხის ხიდის ერთ მხარეს წარმოდგენილია რეტრო ავტომობილები, ხოლო ხიდის მეორე მხარეს, თანამედროვე ავტომანქანები. სწორედ რეტროავტომობილების მიმართ იჩენენ თბილისობის დღესასწაულზე მოსული მოქალაქეები განსაკუთრებულ ყურადღებას. თბილისში მყოფ ტურისტებს საშუალება აქვთ ფოტოები გადაიღონ ძველებურ ავტომობილებთან.
დღესვე, მეტეხის ხიდზე, 14:00 საათზე 19 წლის მძლეოსანი გურამ უსტიაშვილი მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება და ის ერთმანეთზე თოკებით გადაბმულ სამ ავტომობილს კბილებით გასწევს.
გარდა ამისა, 14:00 საათზე ევროპის მოედანზე ავტო და მოტო დრაფტინგი დაიწყება.
ასევე იხილეთ: გიგი უგულავას ფოტოსესია "აუტო ბილდის" რეტროავტომობილებთან