"მიჯირყვნა არ მითქვამს, მიჭირხვნა ვთქვი და ეს აბსოლუტურად ქართული სიტყვაა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
პრემიერ-მინიტრმა ჟურნალისტს დაუზუსტა, რომ მან ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე სიტყვა "მიჭირხვნა" გამოიყენა და არა მიჯირყვნა, რაც ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს. ამასთან, ივანიშვილმა ისიც დასძინა, რომ მას რომელიმე ენის საფუძვლიანი ფლობის პრეტენზია არ აქვს.
"საუბედუროდ, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ რომელიმე ენას დახვეწილად ვფლობ და პირველ რიგში კი ქართულს. ამას ძალიან განვიცდი და საზოგადოება მინდა გაგებით მოეკიდოს. მიჯირყვნა არ მითქვამს, მიჭირხნვა ვთქვი. ეს აბსოლუტურად ქართული სიტყვაა და დაწოლას ნიშნავს. ამ სიტყვას ხშირად ვხმარობ, ეს სიტყვა არალიტერატურული არ არის და არც შეურაცხმყოფელი არაა. ცუდია, რომ ჟურნალისტებმა ეს ვერ გაიგეს, მათ ქართული ენა კარგად უნდა იცოდნენ. აი, ერთ-ერთი პრეტენზია", - განაცხადა ივანიშვილმა.