პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - კადრების გავრცელება უკვე კანონდარღვევაა
სოზარ სუბარი - კადრების გავრცელება უკვე კანონდარღვევაა

რო­გორ გავ­რცელ­და ბაჩო ახა­ლა­ი­ას სა­კან­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, ამას პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. "მოკ­ვლე­ვა და­წყე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბის მიერ. რო­გორ გავ­რცელ­და ეს ვი­დეო, ამას პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა. ის, რომ კად­რე­ბი გავ­რცელ­და, უკვე კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა, რად­გან ამით დარ­ღვე­უ­ლია გარ­კვე­უ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის უფ­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სუ­ბარ­მა.

ამას­თან, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტრო ახა­ლა­ი­ას სა­კან­ზე ვი­დეო და აუ­დიო კონ­ტროლს კა­ნო­ნი­ე­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და.

"პა­ტიმ­რო­ბის შე­სა­ხებ" კო­დექ­სის მე-9 მუხ­ლი იც­ნობს ვი­ზუ­ა­ლურ და ელექტრო­ნულ თვალ­თვალს. ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნიშ­ნავს, როცა აკ­ვირ­დე­ბი თვა­ლით და ელექტრო­ნუ­ლი ნიშ­ნავს ყვე­ლა­ნა­ი­რი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც სხვა კა­ნო­ნებ­შია გან­მარ­ტე­ბუ­ლი. ამის გა­კე­თე­ბა სა­ჭი­რო გახ­და თვი­თონ ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მას ემუქ­რე­ბო­და საფრ­თხე. ამის შე­სა­ხებ ის იყო გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­ვო­კა­ტე­ბის მო­თხოვ­ნას, სო­ზარ სუ­ბა­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­ნის­ტრის აზ­რით, "გოგა ონი­ა­ნი სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხის გა­ცე­მის ღირ­სი არაა, რად­გან ისაა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დარ­ბო­და და არ­ბევ­და მი­ტინ­გებს".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სოზარ სუბარი - კადრების გავრცელება უკვე კანონდარღვევაა

სოზარ სუბარი - კადრების გავრცელება უკვე კანონდარღვევაა

როგორ გავრცელდა ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ვიდეომასალა, ამას პასუხი გაეცემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულზე გამოძიება უკვე დაწყებულია. "მოკვლევა დაწყებულია სხვადასხვა უწყებების მიერ. როგორ გავრცელდა ეს ვიდეო, ამას პასუხი გაეცემა. ის, რომ კადრები გავრცელდა, უკვე კანონდარღვევაა, რადგან ამით დარღვეულია გარკვეული კონფიდენციალურობის უფლება", - აღნიშნა სუბარმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ახალაიას საკანზე ვიდეო და აუდიო კონტროლს კანონიერად ახორციელებდა.

"პატიმრობის შესახებ" კოდექსის მე-9 მუხლი იცნობს ვიზუალურ და ელექტრონულ თვალთვალს. ვიზუალური ნიშნავს, როცა აკვირდები თვალით და ელექტრონული ნიშნავს ყველანაირი სხვა საშუალების გამოყენებას, რაც სხვა კანონებშია განმარტებული. ამის გაკეთება საჭირო გახდა თვითონ ახალაიას განცხადებიდან გამომდინარე, რომ მას ემუქრებოდა საფრთხე. ამის შესახებ ის იყო გაფრთხილებული", - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ადვოკატების მოთხოვნას, სოზარ სუბარის პასუხისმგებლობაში მიცემასთან დაკავშირებით, მინისტრის აზრით, "გოგა ონიანი სერიოზული პასუხის გაცემის ღირსი არაა, რადგან ისაა ადამიანი, რომელიც დარბოდა და არბევდა მიტინგებს".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"