მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე გოგიაშვილი ავი თვალის შიშით ორსულობას მალავდა
სალომე გოგიაშვილი ავი თვალის შიშით ორსულობას მალავდა

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ხუთი თვის ფეხ­მძი­მეა. აქამ­დე ორ­სუ­ლო­ბა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი არ უნ­დო­და, რად­გან ავი თვა­ლის ეში­ნია, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, არას­დროს ერი­დე­ბა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბას და "ფე­ის­ბუ­ქის" კედ­ლებ­ზე არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს მისი ღია კონფრონ­ტა­ცია ალი­ნა არ­ვე­ლა­ძეს­თან, თიკო სა­დუ­ნიშ­ვილ­თან... წინა კვი­რას ამ სიას ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლიც და­ე­მა­ტა. სა­ლო­მე ამ თე­მა­ზე სა­ბო­ლო­ოდ სა­უბ­რობს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ადა­მი­ან­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას ეკუთ­ვნის, რომ­ლე­ბიც ად­ვი­ლად არა­ფერს აპა­ტი­ე­ბენ...

- ჩემი ორ­სუ­ლო­ბის მე­ხუ­თე თვე და­ი­წყო. აქამ­დე სა­ჯა­როდ ვე­რი­დე­ბო­დი ლა­პა­რაკს ამ თე­მა­ზე, რად­გან ძა­ლი­ან მჯე­რა ცუდი თვა­ლის არ­სე­ბო­ბის. ამ ჯან­და­ბა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ყვე­ლა­ფე­რი ით­ქმის და იწე­რე­ბა. ამ­დე­ნი გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხი არ­სად მი­ნა­ხავს. კარ­გად მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ცუდი ემო­ცი­ე­ბი აქვთ და არ მინ­დო­და, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ბავ­შვი ყა­ლიბ­დე­ბო­და, ორ­სუ­ლო­ბა­ზე ღიად მე­ლა­პა­რა­კა. ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რად ვკი­თხუ­ლობ ხოლ­მე, მა­გას რა უჭირს, კი­დევ გა­თხოვ­დე­ბაო და ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ აქვთ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ქმა­რი არა­ვის­თვის წა­მირ­თმე­ვია და არც არა­ვი­სი ოჯა­ხი და­მინ­გრე­ვია და ნე­ბის­მი­ერ ქალს შე­უძ­ლია, თუ მო­ინ­დო­მებს, გა­თხოვ­დეს და ოჯა­ხი აა­წყოს. ვხვდე­ბი, რომ სა­ერ­თოდ არა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კი აღარ ღირს. პირ­და­პირ ჩემ­თან ასე­თი რეპ­ლი­კე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი არ მო­სუ­ლა, ასეთ კო­მენ­ტა­რებს, ჩემი აზ­რით, უსაქ­მუ­რე­ბი წე­რენ. არა­ნორ­მა­ლუ­რი უნდა იყო, ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რებ ან ორ­სულ ქალ­ზე სა­ზი­ზღრო­ბე­ბი წერო, აი, შორს რომ არ წა­ვი­დეთ, რაც ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს და­ე­მარ­თა. რა­ი­მე ცუდს რომ იტყვი ადა­მი­ან­ზე და ეს გსი­ა­მოვ­ნებს, ნორ­მა­ლუ­რიც არ ხარ. ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ინ­ტერ­ვი­უს ქვეშ ლან­ძღვა-გი­ნე­ბაა, ერ­თიც ვერ ნახე, ვის­ზეც კარ­გი ეწე­რა რა­ი­მე. სა­ერ­თოდ, ვინ­მე თუ უყ­ვართ, მა­ინ­ტე­რე­სებს. გა­მო­იკ­ვე­თა, რომ უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა, და­ბოღ­მი­ლი, შე­უმ­დგა­რი ხალ­ხი წერს კო­მენ­ტა­რებს.

- შენს ორ­სუ­ლო­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ. მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბი, მე­უღ­ლეს­თან, ვახო ნი­კო­ლა­იშ­ვილ­თან ეს პირ­ვე­ლი შვი­ლი იქ­ნე­ბა...

- სი­ახ­ლე ისაა, რომ მივ­ხვდი, კაც­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლად იცხოვ­რო. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში კა­ცე­ბიც არ­სე­ბო­ბენ (იცი­ნის). აღ­მო­ვა­ჩი­ნე ისიც, რომ ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ისე იზ­რუ­ნოს შენს შვი­ლებ­ზე, რომ ნამ­დვილ მა­მად იქ­ცეს. მაშ­კას თა­ვის მა­მას­თან გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და არა­ფე­რი მაქვს სა­წუ­წუ­ნო, მაგ­რამ ცი­ბუ­კა ვა­ხოს შვი­ლია. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ცი­ბუ­კა გახ­დეს ფეხ­ბურ­თე­ლი. დღეს ვახო თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ადგა, წა­ვი­და და ცი­ბუ­კას ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­ძი­ნა, რაც ფეხ­ბურ­თელს სჭირ­დე­ბა. აღ­მო­ვა­ჩი­ნე ისიც, რომ თურ­მე ამ ასაკ­ში ყვე­ლა­ზე კარ­გია ოჯა­ხის შექ­მნა. სამი წე­ლი­წა­დია, გა­თხო­ვი­ლი ვარ, ახლა 30-ის გახ­ლა­ვართ და სულ სხვა­ნა­ი­რად ვა­ფა­სებ ოჯა­ხურ სით­ბოს, კომ­ფორ­ტს. დე­ტა­ლებს, რა­ზეც ათი წლის წინ ნერ­ვე­ბი მო­მეშ­ლე­ბო­და, ახლა ყუ­რა­დღე­ბას აღარ ვაქ­ცევ. მზად ვარ, ქმრის გამო დათ­მო­ბებ­ზე წა­ვი­დე, ბევ­რი რამ გა­ვა­ტა­რო. როცა გა­მო­უც­დე­ლი ხარ, ბევრ რა­ღა­ცა­ზე ამახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას და მერე იმი­ტომ ინ­გრე­ვა ამ­დე­ნი ოჯა­ხი...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სალომე გოგიაშვილი ავი თვალის შიშით ორსულობას მალავდა

სალომე გოგიაშვილი ავი თვალის შიშით ორსულობას მალავდა

სალომე გოგიაშვილი ხუთი თვის ფეხმძიმეა. აქამდე ორსულობაზე საჯაროდ ლაპარაკი არ უნდოდა, რადგან ავი თვალის ეშინია, თუმცა ამის მიუხედავად, არასდროს ერიდება საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას და ''ფეისბუქის'' კედლებზე არაერთხელ გვინახავს მისი ღია კონფრონტაცია ალინა არველაძესთან, თიკო სადუნიშვილთან... წინა კვირას ამ სიას ნინა წკრიალაშვილიც დაემატა. სალომე ამ თემაზე საბოლოოდ საუბრობს. ჩვენი რესპონდენტი ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც ადვილად არაფერს აპატიებენ...

- ჩემი ორსულობის მეხუთე თვე დაიწყო. აქამდე საჯაროდ ვერიდებოდი ლაპარაკს ამ თემაზე, რადგან ძალიან მჯერა ცუდი თვალის არსებობის. ამ ჯანდაბა ინტერნეტსივრცეში ყველაფერი ითქმის და იწერება. ამდენი გამწარებული ხალხი არსად მინახავს. კარგად მყოფი ადამიანების მიმართ ცუდი ემოციები აქვთ და არ მინდოდა, რომ იმ პერიოდში, როცა ბავშვი ყალიბდებოდა, ორსულობაზე ღიად მელაპარაკა. ჩემთან დაკავშირებით ხშირად ვკითხულობ ხოლმე, მაგას რა უჭირს, კიდევ გათხოვდებაო და ვერ ვხვდები, რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება. ქმარი არავისთვის წამირთმევია და არც არავისი ოჯახი დამინგრევია და ნებისმიერ ქალს შეუძლია, თუ მოინდომებს, გათხოვდეს და ოჯახი ააწყოს. ვხვდები, რომ საერთოდ არაფერზე ლაპარაკი აღარ ღირს. პირდაპირ ჩემთან ასეთი რეპლიკები და კომენტარები არ მოსულა, ასეთ კომენტარებს, ჩემი აზრით, უსაქმურები წერენ. არანორმალური უნდა იყო, ახალნამშობიარებ ან ორსულ ქალზე საზიზღრობები წერო, აი, შორს რომ არ წავიდეთ, რაც ნინი ბადურაშვილს დაემართა. რაიმე ცუდს რომ იტყვი ადამიანზე და ეს გსიამოვნებს, ნორმალურიც არ ხარ. ყველა ცნობილი ადამიანის ინტერვიუს ქვეშ ლანძღვა-გინებაა,  ერთიც ვერ ნახე, ვისზეც კარგი ეწერა რაიმე. საერთოდ, ვინმე თუ უყვართ, მაინტერესებს. გამოიკვეთა, რომ უსაქმური ადამიანების უმეტესობა, დაბოღმილი, შეუმდგარი ხალხი წერს კომენტარებს.

- შენს ორსულობას დავუბრუნდეთ. მესამე შვილს ელოდები, მეუღლესთან, ვახო ნიკოლაიშვილთან ეს პირველი შვილი იქნება...

- სიახლე ისაა, რომ მივხვდი, კაცთან ერთად შეიძლება კომფორტულად იცხოვრო. აღმოვაჩინე, რომ ჩვენს დედაქალაქში კაცებიც არსებობენ (იცინის). აღმოვაჩინე ისიც, რომ ადამიანმა შეიძლება ისე იზრუნოს შენს შვილებზე, რომ ნამდვილ მამად იქცეს. მაშკას თავის მამასთან გადასარევი ურთიერთობა აქვს და არაფერი მაქვს საწუწუნო, მაგრამ ციბუკა ვახოს შვილია. გადავწყვიტეთ, რომ ციბუკა გახდეს ფეხბურთელი. დღეს ვახო თავისი ინიციატივით ადგა, წავიდა და ციბუკას ყველაფერი შეუძინა, რაც ფეხბურთელს სჭირდება. აღმოვაჩინე ისიც, რომ თურმე ამ ასაკში ყველაზე კარგია ოჯახის შექმნა. სამი წელიწადია, გათხოვილი ვარ, ახლა 30-ის გახლავართ და სულ სხვანაირად ვაფასებ ოჯახურ სითბოს, კომფორტს. დეტალებს, რაზეც ათი წლის წინ ნერვები მომეშლებოდა, ახლა ყურადღებას აღარ ვაქცევ. მზად ვარ, ქმრის გამო დათმობებზე წავიდე, ბევრი რამ გავატარო. როცა გამოუცდელი ხარ, ბევრ რაღაცაზე ამახვილებ ყურადღებას და მერე იმიტომ ინგრევა ამდენი ოჯახი...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება