პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული..." - სალომე ზურაბიშვილი ჯანრიზე, შვილებსა და კარიერაზე
"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული..." - სალომე ზურაბიშვილი ჯანრიზე, შვილებსა და კარიერაზე

დიპ­ლო­მა­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს გზის" ლი­დე­რი და ახლა უკვე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი - ეს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გზის არას­რუ­ლი ნა­წი­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე და პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან შე­უდ­გა.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პი­რა­დი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი ყო­ველ­თვის იყო, მაგ­რამ ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­მა "რე­ი­ტინ­გმა" პო­ლი­ტი­კოს­თან 2013 წელს ჩა­წე­რა.

პრე­ზი­დენ­ტის მე­ო­რე მე­უღ­ლე მწე­რა­ლი, მკვლე­ვა­რი და ჟურ­ნა­ლის­ტი ჯან­რი კა­შია 2012 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. წყვი­ლი 1993 წლი­დან იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში. მათ ერ­თობ­ლი­ვი შვი­ლე­ბი არ ჰყო­ლი­ათ, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ორი შვი­ლი - თე­ი­მუ­რაზ და ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნე­ბი ჰყავს.

  • ჯან­რი კა­შია

"რო­დე­საც ოჯახ­ზე ვლა­პა­რა­კობ, ყო­ველ­თვის მინ­და, სა­უ­ბა­რი ჯან­რით და­ვი­წყო, მაგ­რამ რო­გორ გა­მო­მი­ვა, არ ვიცი... რო­დე­საც ჯან­რიმ, რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ­ჩია და საფ­რან­გეთს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვა, მა­შინ იქა­ურ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ვმუ­შა­ობ­დი და მთხო­ვეს გა­მერ­კვია, სად უნდა მი­ე­ტა­ნა სა­ბუ­თე­ბი. მა­შინ გა­ვი­ცა­ნი ჯან­რი, მაგ­რამ რო­დე­საც ”ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი" და­ა­არ­სა, უფრო და­ვუ­ახ­ლოვ­დით ერ­თმა­ნეთს... ამ დროს პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი.

შემ­დეგ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე სპარ­სეთ­ში, თე­ი­რან­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი ქარ­თვე­ლი იყო, გვა­რად გუ­გუშ­ვი­ლი. მის­გან ორი შვი­ლი მყავს, გო­გო­ნა და ბიჭი... მე და ჩემი მე­უღ­ლე რომ დავ­შორ­დით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ით აფ­რი­კა­ში, ჩად­ში წა­ვე­დი. ეს არის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა. მე და ჩემი შვი­ლე­ბი იქ სამი წელი ვცხოვ­რობ­დით. მა­შინ იქ ომიც იყო. ქუ­ჩე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობ­და, ქვი­შა იყო ყველ­გან.

იქი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, მერე გავ­ყე­ვი ჯან­რის. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი. დიდი ტკი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ვცხოვ­რობ­დი. ის მხო­ლოდ მე­უღ­ლე კი არა, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო... სა­ერ­თო შვი­ლი არ გვყავს, მაგ­რამ მის შვი­ლებ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, სულ ვამ­ბობ­დით, რომ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ოჯა­ხი გვქონ­და...

ჯან­რის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ასე მე­გო­ნა, ცხოვ­რე­ბის ძალა და მო­ტი­ვა­ცია დავ­კარ­გე. ხში­რად ვკა­მა­თობ­დით კი­დეც, რად­გან სა­ჭი­როა, ვი­ღა­ცამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­გი­წი­ოს და შენ და­უმ­ტკი­ცო, რომ ასე არ არის, ან პი­რი­ქით, და­ე­თან­ხმო. მის თა­ნად­გო­მას და რაც მთა­ვა­რია, სიყ­ვა­რულს ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი. ხან­და­ხან ჯი­უ­ტად არ მინ­და მას­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი, რად­გან ვგრძნობ, ჩემ გვერ­დით არის..."

  • შვი­ლე­ბი

"ჩემს შვი­ლებ­ზეც მო­გიყ­ვე­ბით: მყავს ვაჟი თე­მუ­რი და გო­გო­ნა ქე­თე­ვა­ნი. მათ ასაკს რომ ვამ­ბობ, თა­ვა­დაც არ მჯე­რა... გო­გო­ნა ბიჭ­ზე პა­ტა­რაა. თე­მუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­ურ გზას გაჰ­ყვა. ნიუ-იორკში ცხოვ­რობს და გა­ე­როს მი­სი­ა­ში მუ­შა­ობს. ქა­ლიშ­ვილ­მა კი ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის დრო­ინ­დე­ლი ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა - პა­რიზ­ში, ფრან­გულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორე­ნო­ვან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს. სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის­თვის სი­უ­ჟე­ტებს ამ­ზა­დებს და სპორ­ტუ­ლი ნა­წი­ლის წამ­ყვა­ნია... ორი­ვე გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით ლა­პა­რა­კობს..."

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არა­ერ­თხელ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ან ქალ პო­ლი­ტი­კო­სად. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, დი­ზა­ი­ნე­რი და სტი­ლის­ტი არას­დროს ჰყო­ლია, თუმ­ცა ვი­ზუ­ა­ლის სა­კი­თხში მისი კომ­პე­ტენ­ტუ­რი კრი­ტი­კო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია:

"ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, დი­ზა­ი­ნე­რი ან თუნ­დაც რჩე­ვის მიმ­ცე­მი თუ მყავს... არა, არას­დროს მყო­ლია. ერ­თა­დერ­თი, ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი მაკ­რი­ტი­კებს, რო­დე­საც ჩემს სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლას ნა­ხუ­ლობს, მერე მე­უბ­ნე­ბა, ეს არ უნდა ჩა­გეც­ვა, იმა­ზე ეს სამ­კა­უ­ლი არ უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნა, ხე­ლებს ძა­ლი­ან ხში­რად და სწრა­ფად იქ­ნევ­დიო...

სხვა­თა შო­რის, თა­ვად ძა­ლი­ან კარ­გად ეხერ­ხე­ბა მა­კი­ა­ჟი, ჩაც­მაც, ვარ­ცხნი­ლო­ბის შერ­ჩე­ვაც. მას ვი­ზა­ჟის­ტო­ბა ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­და და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბამ გა­მოც­დი­ლე­ბა მის­ცა. იცის, რა ფე­რე­ბი უნდა შე­უ­ხა­მოს ერ­თმა­ნეთს. მა­კი­აჟ­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად აკე­თებს. მე სულ მეჩ­ქა­რე­ბა და ბოლო წუ­თებ­ში, სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე ვი­კე­თებ იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული..." - სალომე ზურაბიშვილი ჯანრიზე, შვილებსა და კარიერაზე

"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული..." - სალომე ზურაბიშვილი ჯანრიზე, შვილებსა და კარიერაზე

დიპლომატი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი და ახლა უკვე საქართველოს პრეზიდენტი - ეს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზის არასრული ნაწილია. საქართველოს მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეუდგა.

ზურაბიშვილის პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება, ინტერესის საგანი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. გთავაზობთ ინტერვიუს სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც ჟურნალმა "რეიტინგმა" პოლიტიკოსთან 2013 წელს ჩაწერა.

პრეზიდენტის მეორე მეუღლე მწერალი, მკვლევარი და ჟურნალისტი ჯანრი კაშია 2012 წელს გარდაიცვალა. წყვილი 1993 წლიდან იყო ქორწინებაში. მათ ერთობლივი შვილები არ ჰყოლიათ, თუმცა პირველი ქორწინებიდან სალომე ზურაბიშვილს ორი შვილი - თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანები ჰყავს.

  • ჯანრი კაშია

"როდესაც ოჯახზე ვლაპარაკობ, ყოველთვის მინდა, საუბარი ჯანრით დავიწყო, მაგრამ როგორ გამომივა, არ ვიცი... როდესაც ჯანრიმ, როგორც თავად ამბობდა, თავისუფლება არჩია და საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, მაშინ იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და მთხოვეს გამერკვია, სად უნდა მიეტანა საბუთები. მაშინ გავიცანი ჯანრი, მაგრამ როდესაც ”ქართულ-ევროპული ინსტიტუტი" დააარსა, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს... ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი.

შემდეგ მეუღლესთან ერთად ამერიკაში წავედი. პირველი მეუღლე სპარსეთში, თეირანში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი იყო, გვარად გუგუშვილი. მისგან ორი შვილი მყავს, გოგონა და ბიჭი... მე და ჩემი მეუღლე რომ დავშორდით, დიპლომატიური მისიით აფრიკაში, ჩადში წავედი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბი ქვეყანა. მე და ჩემი შვილები იქ სამი წელი ვცხოვრობდით. მაშინ იქ ომიც იყო. ქუჩები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ქვიშა იყო ყველგან.

იქიდან რომ დავბრუნდი, მერე გავყევი ჯანრის. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული. დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო... საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სულ ვამბობდით, რომ გაფართოებული ოჯახი გვქონდა...

ჯანრის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ასე მეგონა, ცხოვრების ძალა და მოტივაცია დავკარგე. ხშირად ვკამათობდით კიდეც, რადგან საჭიროა, ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწიოს და შენ დაუმტკიცო, რომ ასე არ არის, ან პირიქით, დაეთანხმო. მის თანადგომას და რაც მთავარია, სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ხანდახან ჯიუტად არ მინდა მასზე წარსულში ლაპარაკი, რადგან ვგრძნობ, ჩემ გვერდით არის..."

  • შვილები

"ჩემს შვილებზეც მოგიყვებით: მყავს ვაჟი თემური და გოგონა ქეთევანი. მათ ასაკს რომ ვამბობ, თავადაც არ მჯერა... გოგონა ბიჭზე პატარაა. თემური დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქალიშვილმა კი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აისრულა - პარიზში, ფრანგულ საერთაშორისო ორენოვან ტელევიზიაში მუშაობს. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ამზადებს და სპორტული ნაწილის წამყვანია... ორივე გამართული ქართულით ლაპარაკობს..."

სალომე ზურაბიშვილი არაერთხელ დაუსახელებიათ ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალ პოლიტიკოსად. როგორც თავად ამბობს, დიზაინერი და სტილისტი არასდროს ჰყოლია, თუმცა ვიზუალის საკითხში მისი კომპეტენტური კრიტიკოსი ქალიშვილია:

"ხშირად მეკითხებიან, დიზაინერი ან თუნდაც რჩევის მიმცემი თუ მყავს... არა, არასდროს მყოლია. ერთადერთი, ჩემი ქალიშვილი მაკრიტიკებს, როდესაც ჩემს სატელევიზიო გამოსვლას ნახულობს, მერე მეუბნება, ეს არ უნდა ჩაგეცვა, იმაზე ეს სამკაული არ უნდა გაგეკეთებინა, ხელებს ძალიან ხშირად და სწრაფად იქნევდიო...

სხვათა შორის, თავად ძალიან კარგად ეხერხება მაკიაჟი, ჩაცმაც, ვარცხნილობის შერჩევაც. მას ვიზაჟისტობა ყოველთვის აინტერესებდა და ტელევიზიაში მუშაობამ გამოცდილება მისცა. იცის, რა ფერები უნდა შეუხამოს ერთმანეთს. მაკიაჟსაც პროფესიონალურად აკეთებს. მე სულ მეჩქარება და ბოლო წუთებში, სახლიდან გასვლამდე ვიკეთებ იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია