პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო დანელია - ვადასტურებ, რომ მირეკავდნენ და კატეგორიულად მთხოვდნენ საბჭოს დატოვებას
ნინო დანელია - ვადასტურებ, რომ მირეკავდნენ და კატეგორიულად მთხოვდნენ საბჭოს დატოვებას

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი ნინო და­ნე­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ბორ­დის და­ტო­ვე­ბის სა­კი­თხზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს. და­ნე­ლია აცხა­დებს, რომ მას ურე­კავ­დნენ და საბ­ჭოს და­ტო­ვე­ბას თხოვ­დნენ, მაგ­რამ ის ამას არ აპი­რებს.

"რად­გან ბევ­რმა მკი­თხეთ, ვი­ფიქ­რე, პირ­და­პირ აქ და­მე­დო: ვა­დას­ტუ­რებ, რომ მი­რე­კავ­დნენ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მთხოვ­დნენ საბ­ჭოს და­ტო­ვე­ბას. ასე­ვე, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ საბ­ჭოს სხვა წევ­რებ­თა­ნაც ქონ­დათ ამა­ვე სა­კი­თხზე ინ­ტენ­სი­უ­რი სა­უ­ბა­რი. ამ ადა­მი­ა­ნებს არ ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან ყვე­ლა სა­უ­ბა­რი პი­რა­დი სა­უ­ბა­რი იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი ემ­ზარ გო­გუ­ა­ძეს, საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს აშან­ტა­ჟებ­და მის კა­ბი­ნეტ­ში. ავ­თან­დილ ან­თი­ძეს შეს­თა­ვა­ზეს მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რი საბ­ჭო­დან გას­ვლის სა­ნაც­ვლოდ. ამ ფონ­ზე საბ­ჭო­დან გა­ვი­და საბ­ჭოს კი­დევ ერთი წევ­რი ეკა­ტე­რი­ნე მაზ­მიშ­ვი­ლი.

რად­გან ჩემ­თვის დღეს, ზუს­ტად ისე­ვე, რო­გორც ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, არ ვა­პი­რებ საბ­ჭოს და­ტო­ვე­ბას.

თუმ­ცა, საბ­ჭო თა­ვის ფუნ­ქცი­ას ვე­ღარ შე­ას­რუ­ლებს, რად­გან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ახ­ლან­დე­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, 8 ხმაა სა­ჭი­რო. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ბი­უ­ჯე­ტი ვერ დამ­ტკიც­დე­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ნო­ემ­ბრი­დან ხელ­ფა­სის მი­ღე­ბის პრობ­ლე­მა და­უდ­გე­ბათ, ახა­ლი დი­რექ­ტო­რი ვერ აირ­ჩე­ვა ახა­ლი საბ­ჭოს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. ბუ­ნებ­რი­ვია, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუხს საბ­ჭოს დარ­ჩე­ნი­ლი წევ­რე­ბი ვერ აგე­ბენ."- წერს და­ნე­ლია თა­ვი­სი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ემ­ზარ გო­გუ­ა­ძემ ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა. გო­გუ­ა­ძის მტკი­ცე­ბით, მას დუ­შე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ერეკ­ლე ტრი­პოლ­სკი ბორ­დის დაშ­ლით და­ე­მუქ­რა.

ნინო დანელია - ვადასტურებ, რომ მირეკავდნენ და კატეგორიულად მთხოვდნენ საბჭოს დატოვებას

ნინო დანელია - ვადასტურებ, რომ მირეკავდნენ და კატეგორიულად მთხოვდნენ საბჭოს დატოვებას

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნინო დანელია "ფეისბუქის" გვერდზე ბორდის დატოვების საკითხზე პოსტს აქვეყნებს. დანელია აცხადებს, რომ მას ურეკავდნენ და საბჭოს დატოვებას თხოვდნენ, მაგრამ ის ამას არ აპირებს.

"რადგან ბევრმა მკითხეთ, ვიფიქრე, პირდაპირ აქ დამედო: ვადასტურებ, რომ მირეკავდნენ და კატეგორიულად მთხოვდნენ საბჭოს დატოვებას. ასევე, მეუბნებოდნენ, რომ საბჭოს სხვა წევრებთანაც ქონდათ ამავე საკითხზე ინტენსიური საუბარი. ამ ადამიანებს არ ვასახელებ, რადგან ყველა საუბარი პირადი საუბარი იყო. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ უშიშროების თანამშრომელი ემზარ გოგუაძეს, საბჭოს თავმჯდომარეს აშანტაჟებდა მის კაბინეტში. ავთანდილ ანთიძეს შესთავაზეს მაღალანაზღაურებადი სამსახური საბჭოდან გასვლის სანაცვლოდ. ამ ფონზე საბჭოდან გავიდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი ეკატერინე მაზმიშვილი.

რადგან ჩემთვის დღეს, ზუსტად ისევე, როგორც ნაციონალების მმართველობის დროს, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, არ ვაპირებ საბჭოს დატოვებას.

თუმცა, საბჭო თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად ახლანდელი კანონის მიხედვით, 8 ხმაა საჭირო. რაც ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი ვერ დამტკიცდება, ტელევიზიის თანამშრომლებს ნოემბრიდან ხელფასის მიღების პრობლემა დაუდგებათ, ახალი დირექტორი ვერ აირჩევა ახალი საბჭოს არჩევნებამდე. ბუნებრივია, შექმნილ ვითარებაზე პასუხს საბჭოს დარჩენილი წევრები ვერ აგებენ."- წერს დანელია თავისი "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ ბრიფინგი გამართა. გოგუაძის მტკიცებით, მას დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დაემუქრა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს