მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ჟღალთმიანი ფოტოგრაფი და კადრები, რომლებმაც მსოფლიო მოიარა
ქართველი ჟღალთმიანი ფოტოგრაფი და კადრები, რომლებმაც მსოფლიო მოიარა

სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი, ქუჩა, აქ­ცია, ესა თუ ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა და კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი ად­გი­ლია ისე­თი, სა­დაც ამ პა­ტა­რა ჟღალ­თმი­ა­ნი გო­გო­ნას ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ. თიკო ციც­ვი­ძე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი გახ­ლავთ. მისი თვა­ლი­სა და ფო­ტო­კა­მე­რის მიღ­მა არას­დროს რჩე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კად­რი, მოვ­ლე­ნა და ფაქ­ტი. საქ­მეს დიდი მონ­დო­მე­ბით, მთე­ლი გუ­ლით აკე­თებს და შე­დე­გიც საკ­მა­ოდ კარ­გი აქვს...

- ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ხელ­ში პირ­ვე­ლად რო­დის აიღე?

- პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი ვარ, სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. თა­ვი­დან­ვე ფო­ტო­მოყ­ვა­რუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის სურ­ვი­ლიც ყო­ველ­თვის მქონ­და. სხვე­ბიც მირ­ჩევ­დნენ, ეს საქ­მე მეს­წავ­ლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან კარ­გი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი არ მქონ­და, თავს ვი­კა­ვებ­დი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სწავ­ლის­თვის და ფო­ტო­ა­პა­რა­ტის შე­სა­ძე­ნად ფული შე­ვაგ­რო­ვე: ჯერ სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე და შემ­დეგ აპა­რა­ტიც ვი­ყი­დე. კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და - კახა ფხა­კა­ძე. ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სფე­რო­ში ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მოკ­ლედ, ამ კურ­სე­ბის გავ­ლის შემ­დეგ უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ფო­ტო­მოყ­ვა­რუ­ლი გავ­ხდი. ახ­ლაც ვერ ვი­ტყვი, რომ ფო­ტოგ­რა­ფი ვარ.

- ახლა რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 25 წლის ვარ და უკვე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, ქვეყ­ნის მთა­ვარ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ში" სე­რი­ო­ზულ თე­მებ­ზე ვმუ­შა­ობ.

- ეს არის შენი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი?

- კი, მა­ნამ­დე არ­სად მი­მუ­შა­ვია. ისე, სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც მაქვს, პე­ი­ზა­ჟე­ბის გა­და­ღე­ბაც მიც­დია და კი­დევ ბევ­რი რამ, მაგ­რამ სა­ა­გენ­ტო­ში რე­პორ­ტა­ჟე­ბის კე­თე­ბი­სას ყვე­ლა­ზე უკეთ ვგრძნობ თავს...

- თუ გახ­სოვს, რა იყო შენი პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ა­გენ­ტო­ში მოგ­ცეს?

- ერთხელ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა. მა­შინ ჯერ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ იყო მო­სუ­ლი. პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­არ­თვეს, მაგ­რამ იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი იყო და სა­ში­ნე­ლი ქა­ო­სი. გა­და­ღე­ბა გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ვხე­დავ­დი, ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ოპე­რა­ტო­რე­ბი კად­რის­თვის გა­და­სა­ღე­ბად სას­წა­უ­ლებს აკე­თებ­დნენ (სა­დღაც ადი­ოდ­ნენ, ძვრე­ბოდ­ნენ, ხტე­ბოდ­ნენ). იმ ყვე­ლაფ­რის ყუ­რე­ბის შემ­დეგ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და შო­კი­რე­ბუ­ლი დავ­რჩი. ვფიქ­რობ­დი, - კად­რის გამო ეკ­ლე­სი­ა­ში ასე რო­გორ იქ­ცე­ვი­ან, მე ამას ვერ გა­ვა­კე­თებ, მით უმე­ტეს, რომ გოგო ვარ-მეთ­ქი და ფო­ტო­ე­ბი არ გა­და­მი­ღია...

- გა­და­ღე­ბის დროს, შენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა არის?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რე­პორ­ტა­ჟუ­ლი და მხატ­ვრუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ასე­თი ფო­ტო­ე­ბის­თვის აქ­ცი­ე­ბი სა­უ­კე­თე­სო რამ არის. ხში­რად რე­გი­ონ­შიც მი­წევს გას­ვლა, რაც კარ­გია. გა­და­ღე­ბი­სას მთა­ვა­რია, არ შე­მამ­ჩნი­ონ, რომ ვი­ღებ. ერთხელ, ლა­ფან­ყურ­ში მომ­ხდა­რი ამ­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ფო­ტოგ­რა­ფე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბას ვცდი­ლობ­დით. ერთ ად­გი­ლას ვი­დე­ქით, იმის იქით პო­ლი­ცია აღარ გვიშ­ვებ­და. მაგ­რამ ჩვენ: მე, ჟურ­ნა­ლის­ტმა, ოპე­რა­ტორ­მა გამ­ბე­და­ო­ბა გა­მო­ვი­ჩი­ნეთ და აკ­რძა­ლულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვი­პა­რეთ, სა­დაც სამ­ხედ­რო­ებ­მა დაგ­ვი­ჭი­რეს და "პრეს­კარ­ტა" ჩა­მოგ­ვარ­თვეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩი­პებ­საც ჩა­მოგ­ვარ­თმევ­დნენ, მაგ­რამ რა­ღაც პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ და გა­დავ­რჩით. იმ ტე­რი­ტო­რი­ი­დან კი გა­მოგ­ვა­ძე­ვეს, მაგ­რამ კად­რე­ბი შეგ­ვრჩა.

- ერ­თა­დერ­თი ფო­ტოგ­რა­ფი ხარ, ვინც გახ­მა­უ­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზეც არის ნამ­ყო­ფი. იქ გა­და­ღე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი დრო გაქვს?

- თა­ვი­დან სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე შეს­ვლა ყვე­ლას შე­ეძ­ლო, ახლა ერთი კა­მე­რა და ერთი ფო­ტოგ­რა­ფი შე­დის და მთე­ლი დღე იქ ვრჩე­ბით.

- რო­გორ მო­ი­პო­ვე ამის უფ­ლე­ბა?

- "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოა და ამი­ტო­მაც მომ­ცეს ამის უფ­ლე­ბა. აქ მუ­შა­ო­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ყველ­გან უნდა მი­ვი­დე და ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვი­ღო.

- რო­დე­საც გა­და­ღე­ბას გიკ­რძა­ლა­ვენ, რო­გორ იქ­ცე­ვი?

- ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რომ სა­ჭი­რო კად­რი მა­ინც გა­და­ვი­ღო. როცა კად­რის გა­და­სა­ღე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი დგე­ბა, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ვხდე­ბი...

- შენი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან, ერთ-ერთი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის რე­პორ­ტა­ჟი მო­მე­წო­ნა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი იყო წამი, რო­მე­ლიც არ მე­ორ­დე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი შენ და­ი­ჭი­რე, შე­ა­ჩე­რე (მე­რა­ბიშ­ვი­ლი ვი­ღა­ცას ენას უყოფს, კოც­ნას უგ­ზავ­ნის, თვალს უკ­რავს და ა.შ.). ამ ფო­ტო­ებ­მა მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა...

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ნი­კა­პის და­ლურ­ჯე­ბის ხარ­ჯზე მო­ვა­ხერ­ხე. მთე­ლი პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხელ­ში კა­მე­რა მე­ჭი­რა და ნა­ხევ­რად მჯდო­მა­რე პო­ზი­ცი­ა­ში ვი­ღებ­დი იმი­ტომ, რომ ად­გი­ლი არ იყო და ნი­კა­პით მო­ა­ჯირს ვეყ­რდნო­ბო­დი. მერე რამ­დე­ნი­მე დღე და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ნი­კა­პით დავ­დი­ო­დი.

- წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე შენ­თვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი დღე რო­მე­ლი იყო?

- შარ­შან, ცი­ხე­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად შე­ვე­დი. ეს ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ემო­ცი­უ­რი დღე იყო. ცი­ხე­ში ვნა­ხე პა­ტიმ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ მი­მართ, მო­ვის­მი­ნე მათი შე­ძა­ხი­ლე­ბი, გვა­წო­დებ­დნენ ახ­ლობ­ლე­ბის­თვის გა­და­სა­ცემ წე­რი­ლებს, რა­ღა­ცებს გვიყ­ვე­ბოდ­ნენ. მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ არას­რულ­წლოვ­ნე­ბიც. ავად­მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბის ნახ­ვა და მათ­თან ლა­პა­რა­კი, სა­პა­ტიმ­როს ერთი კორ­პუ­სი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვლა ძა­ლი­ან მძი­მე იყო... იქ ისიც მო­მეს­მა, რომ ვი­ღაც ჩემს სა­ხელს ყვი­რო­და: - "თიკო! თიკო!" თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე: ვინ უნდა მე­ძახ­დეს ცი­ხე­ში-მეთ­ქი? აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი მე­ზო­ბე­ლი ყო­ფი­ლა...

- 17 მა­ი­სის აქ­ცი­ა­ზე იყა­ვი?

- რო­გორ არა! იმ პე­რი­ოდ­ში სტა­ფი­ლოს­ფრად მქონ­და თმა შე­ღე­ბი­ლი, ხელ­ში აპა­რა­ტი მე­კა­ვა და ქუ­ჩა­ში დავ­რბო­დი. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "ელ­გე­ბე­ტე­ე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­უ­ლად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლე­ბი, მეც გა­მო­მე­კიდ­ნენ. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­მიც­ვეს, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა, ვარ­ცხნი­ლო­ბის გამო, ვინ­მეს ჩა­ვე­ქო­ლე.

- ვიცი, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ დვან­ში იყა­ვი...

- მძი­მე და ემო­ცი­უ­რი დღე მქონ­და. იქი­დან დათ­რგუნ­ვი­ლი ჩა­მო­ვე­დი. საათ-ნა­ხევ­რის სა­ვალ გზა­ზე რუ­სე­ბი დგა­ნან და სა­ზღვარს აკე­თე­ბენ... დამ­ძა­ბა ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ნახ­ვამ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ფო­ტო­ა­პა­რა­ტით აღვბეჭ­დე. მავ­თულხლარ­თის იქით ოსი ცხოვ­რობს, აქეთ - ქარ­თვე­ლი. სა­ო­ცა­რი სი­ტუ­ა­ცი­აა.

- ცოტა ხნის წინ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ავ­ღა­ნეთ­შიც იყა­ვი. შეხ­ვდი ქარ­თველ მე­ომ­რებს, რომ­ლე­ბიც იქ მსა­ხუ­რო­ბენ. რას ნიშ­ნავს ეს შენ­თვის?

- სამ­ხედ­რო თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის კი­დევ რა­ღაც ცალ­კე მი­მარ­თუ­ლე­ბაა - მიყ­ვარს და მომ­წონს მე­ომ­რე­ბის გა­და­ღე­ბა. რა­ღაც სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მი­მართ და კად­რე­ბიც ემო­ცი­უ­რი გა­მომ­დის. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ვცდი­ლობ, მთე­ლი გუ­ლით ვი­მუ­შაო. სხვა­თა შო­რის, მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია სა­ოც­რად კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

- რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა შენ­ზე ავ­ღა­ნეთ­მა?

- ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის ბა­ზა­ზე გახ­ლდით. იქ რამ­დე­ნი­მე ავ­ღა­ნელს მოვ­კა­რით თვა­ლი, რომ­ლებ­თა­ნაც კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და, ამი­ტომ მათ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან მძაფ­რი იყო; ავ­ღა­ნეთს პირ­ვე­ლად თვითმფრი­ნა­ვი­დან რომ გა­დავ­ხე­დე, და­ვი­ნა­ხე უზარ­მა­ზა­რი, ყვი­თე­ლი სივ­რცე, ქვი­შის­ფე­რი სახ­ლე­ბი. სა­დღაც, მხო­ლოდ ერთი ხე ჩან­და... იქ სა­ო­ცა­რი და ულა­მა­ზე­სი პე­ი­ზა­ჟი ვნა­ხე - ქვი­შის­ფერ სივ­რცე­ში მზის ჩას­ვლა, მაგ­რამ ეს მო­მენ­ტი ვერ გა­და­ვი­ღე: რა­ღა­ცებ­ში შე­ზღუ­დუ­ლი ვი­ყა­ვი და იქა­ურ წე­სებს ვერ და­ვარ­ღვევ­დი...

- თა­ვად ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებ­ზე რას იტყვი?

- ემო­ცი­უ­რი იყო ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებ­თან შეხ­ვედ­რა, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან ენატ­რე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო და ერთი სული აქვთ, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბი­ან შინ. ზო­გი­ერ­თებ­მა "ფე­ის­ბუკ­ზე" და­მი­მე­გობ­რეს და ახლა მწე­რენ ხოლ­მე, სა­ჩუქ­რე­ბის ჩა­მო­ტა­ნას მპირ­დე­ბი­ან (იღი­მის). თი­თო­ე­ულ მათ­განს დიდ პა­ტივს ვცემ.

- ვიცი, რომ გა­ზა­ფხულ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო კურ­სი გა­ი­ა­რე იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ჟურ­ნა­ლის­ტი ავ­ღა­ნეთ­ში კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის დროს...

- ამ სას­წავ­ლო კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ უფრო მე­ტად მო­მინ­და ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლა. ტრე­ნინ­გებ­ზე ისეთ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ას გვი­ხა­ტავ­დნენ, რომ ვფიქ­რობ­დი, ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟის გამო, მი­ღირ­და თუ არა სი­ცო­ცხლით გა­რის­კვა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოგ­ვიხ­და ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რომ ფიქ­რის დროც არ იყო... 7 სა­ა­თი ვი­ყა­ვით ავ­ღა­ნეთ­ში, სა­დაც გა­და­ვი­ღეთ ჯა­რის­კა­ცე­ბი და ისიც, თუ რო­გორ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ისი­ნი ამა თუ იმ ამო­ცა­ნას... იქ ყოფ­ნი­სას მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი მქონ­და, მაგ­რამ ერთი დღე ძა­ლი­ან ცოტა გახ­ლდათ იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი გვე­ნა­ხა... გზა­ში ცუდ­ზე არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი, უბ­რა­ლოდ, ერთი პე­რი­ო­დი, ცოტა არ იყოს და­ვი­ძა­ბე, როცა ავ­ტო­ბუს­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი ამო­ვი­და და გაგ­ვაფრ­თხი­ლა, პირ­და­პი­რი ცე­ცხლის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი ისე­თი გამ­კაც­რე­ბუ­ლი იყო, რომ თავ­დას­ხმა სა­ერ­თოდ რო­გორ ხდე­ბა, მიკ­ვირს. მოკ­ლედ, ავ­ღა­ნეთ­ში ში­შის მო­მენ­ტი გა­მიქ­რა.

- იქ ჩას­ვლით ოც­ნე­ბა აის­რუ­ლე. კი­დევ რა გინ­და, რომ გა­და­ი­ღო?

- რა­ღაც პრო­ექ­ტე­ბი მაქვს და­გეგ­მი­ლი. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვა­ხერ­ხებ, სამ­ხედ­რო თე­მა­ტი­კა­ზე ფო­ტო­ებს გა­და­ვი­ღებ და გა­მოვ­ფენ. კი­დევ, აზი­ა­ში მინ­და ვი­მოგ­ზა­უ­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, სპი­ლო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე და მათ­თან ჩა­ხუ­ტე­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ. ვფიქ­რობ, ამას აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებ.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ქართველი ჟღალთმიანი ფოტოგრაფი და კადრები, რომლებმაც მსოფლიო მოიარა

ქართველი ჟღალთმიანი ფოტოგრაფი და კადრები, რომლებმაც მსოფლიო მოიარა

სასამართლო დარბაზი, ქუჩა, აქცია, ესა თუ ის ოფიციალური სტრუქტურა და კიდევ ძალიან ბევრი ადგილია ისეთი, სადაც ამ პატარა ჟღალთმიანი გოგონას ნახვა შეგიძლიათ. თიკო ციცვიძე საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორი გახლავთ. მისი თვალისა და ფოტოკამერის მიღმა არასდროს რჩება მნიშვნელოვანი კადრი, მოვლენა და ფაქტი. საქმეს დიდი მონდომებით, მთელი გულით აკეთებს და შედეგიც საკმაოდ კარგი აქვს...

- ფოტოაპარატი ხელში პირველად როდის აიღე?

- პროფესიით ფილოლოგი ვარ, სოხუმის უნივერსიტეტი დავამთავრე. თავიდანვე ფოტომოყვარული ვიყავი, მაგრამ პროფესიონალური ფოტოების გადაღების სურვილიც ყოველთვის მქონდა. სხვებიც მირჩევდნენ, ეს საქმე მესწავლა, მაგრამ ვინაიდან კარგი ფოტოაპარატი არ მქონდა, თავს ვიკავებდი. დროთა განმავლობაში, სწავლისთვის და ფოტოაპარატის შესაძენად ფული შევაგროვე: ჯერ სპეციალური კურსები გავიარე და შემდეგ აპარატიც ვიყიდე. კარგი მასწავლებელი მყავდა - კახა ფხაკაძე. ჩემი აზრით, საქართველოში ამ სფეროში ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია. მოკლედ, ამ კურსების გავლის შემდეგ უფრო დამაჯერებელი ფოტომოყვარული გავხდი. ახლაც ვერ ვიტყვი, რომ ფოტოგრაფი ვარ.

- ახლა რამდენი წლის ხარ?

- 25 წლის ვარ და უკვე წელიწად-ნახევარია, ქვეყნის მთავარ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსში" სერიოზულ თემებზე ვმუშაობ.

- ეს არის შენი პირველი ოფიციალური სამსახური?

- კი, მანამდე არსად მიმუშავია. ისე, სტუდიაში მუშაობის გამოცდილებაც მაქვს, პეიზაჟების გადაღებაც მიცდია და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ სააგენტოში რეპორტაჟების კეთებისას ყველაზე უკეთ ვგრძნობ თავს...

- თუ გახსოვს, რა იყო შენი პირველი დავალება, რომელიც სააგენტოში მოგცეს?

- ერთხელ, ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძარში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შეხვდა. მაშინ ჯერ, ხელისუფლებაში არ იყო მოსული. პოლიტიკოსებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მაგრამ იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო და საშინელი ქაოსი. გადაღება გამიჭირდა, მაგრამ ვხედავდი, ფოტორეპორტიორები, ჟურნალისტები და ოპერატორები კადრისთვის გადასაღებად სასწაულებს აკეთებდნენ (სადღაც ადიოდნენ, ძვრებოდნენ, ხტებოდნენ). იმ ყველაფრის ყურების შემდეგ, გაოგნებული და შოკირებული დავრჩი. ვფიქრობდი, - კადრის გამო ეკლესიაში ასე როგორ იქცევიან, მე ამას ვერ გავაკეთებ, მით უმეტეს, რომ გოგო ვარ-მეთქი და ფოტოები არ გადამიღია...

- გადაღების დროს, შენთვის მნიშვნელოვანი რა არის?

- მნიშვნელოვანია, რეპორტაჟული და მხატვრული ფოტოების გადაღება. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ფოტოებისთვის აქციები საუკეთესო რამ არის. ხშირად რეგიონშიც მიწევს გასვლა, რაც კარგია. გადაღებისას მთავარია, არ შემამჩნიონ, რომ ვიღებ. ერთხელ, ლაფანყურში მომხდარი ამბის შემდეგ ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ინფორმაციის მოგროვებას ვცდილობდით. ერთ ადგილას ვიდექით, იმის იქით პოლიცია აღარ გვიშვებდა. მაგრამ ჩვენ: მე, ჟურნალისტმა, ოპერატორმა გამბედაობა გამოვიჩინეთ და აკრძალულ ტერიტორიაზე შევიპარეთ, სადაც სამხედროებმა დაგვიჭირეს და "პრესკარტა" ჩამოგვართვეს, სავარაუდოდ, ჩიპებსაც ჩამოგვართმევდნენ, მაგრამ რაღაც პრობლემა შეექმნათ და გადავრჩით. იმ ტერიტორიიდან კი გამოგვაძევეს, მაგრამ კადრები შეგვრჩა.

- ერთადერთი ფოტოგრაფი ხარ, ვინც გახმაურებულ სასამართლო პროცესებზეც არის ნამყოფი. იქ გადაღებისთვის განსაზღვრული დრო გაქვს?

- თავიდან სასამართლო პროცესებზე შესვლა ყველას შეეძლო, ახლა ერთი კამერა და ერთი ფოტოგრაფი შედის და მთელი დღე იქ ვრჩებით.

- როგორ მოიპოვე ამის უფლება?

- "ინტერპრესნიუსი" ქვეყანაში პირველი საინფორმაციო სააგენტოა და ამიტომაც მომცეს ამის უფლება. აქ მუშაობა იმას ნიშნავს, რომ ყველგან უნდა მივიდე და ყველაფერი გადავიღო.

- როდესაც გადაღებას გიკრძალავენ, როგორ იქცევი?

- ვაკეთებ ყველაფერს, რომ საჭირო კადრი მაინც გადავიღო. როცა კადრის გადასაღებად მნიშვნელოვანი მომენტი დგება, არაადეკვატური ვხდები...

- შენი ბოლოდროინდელი ფოტოებიდან, ერთ-ერთი სასამართლო პროცესიდან, ვანო მერაბიშვილის რეპორტაჟი მომეწონა. თითოეული მათგანი იყო წამი, რომელიც არ მეორდება და ეს ყველაფერი შენ დაიჭირე, შეაჩერე (მერაბიშვილი ვიღაცას ენას უყოფს, კოცნას უგზავნის, თვალს უკრავს და ა.შ.). ამ ფოტოებმა მსოფლიო მოიარა...

- ეს ყველაფერი ნიკაპის დალურჯების ხარჯზე მოვახერხე. მთელი პროცესის განმავლობაში, ხელში კამერა მეჭირა და ნახევრად მჯდომარე პოზიციაში ვიღებდი იმიტომ, რომ ადგილი არ იყო და ნიკაპით მოაჯირს ვეყრდნობოდი. მერე რამდენიმე დღე დალურჯებული ნიკაპით დავდიოდი.

- წელიწად-ნახევრის მანძილზე შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დღე რომელი იყო?

- შარშან, ციხეში ჟურნალისტებთან და სასულიერო პირებთან ერთად შევედი. ეს ამ წლების განმავლობაში ერთ-ერთი ემოციური დღე იყო. ციხეში ვნახე პატიმრების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, მოვისმინე მათი შეძახილები, გვაწოდებდნენ ახლობლებისთვის გადასაცემ წერილებს, რაღაცებს გვიყვებოდნენ. მოვინახულეთ არასრულწლოვნებიც. ავადმყოფი პატიმრების ნახვა და მათთან ლაპარაკი, საპატიმროს ერთი კორპუსიდან მეორეში გადასვლა ძალიან მძიმე იყო... იქ ისიც მომესმა, რომ ვიღაც ჩემს სახელს ყვიროდა: - "თიკო! თიკო!" თავიდან ვიფიქრე: ვინ უნდა მეძახდეს ციხეში-მეთქი? აღმოჩნდა, რომ ჩემი მეზობელი ყოფილა...

- 17 მაისის აქციაზე იყავი?

- როგორ არა! იმ პერიოდში სტაფილოსფრად მქონდა თმა შეღებილი, ხელში აპარატი მეკავა და ქუჩაში დავრბოდი. ადამიანები, რომლებიც "ელგებეტეების" წინააღმდეგ აგრესიულად იყვნენ განწყობილები, მეც გამომეკიდნენ. ჟურნალისტებმა დამიცვეს, თორემ შეიძლება, ვარცხნილობის გამო, ვინმეს ჩავექოლე.

- ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ დვანში იყავი...

- მძიმე და ემოციური დღე მქონდა. იქიდან დათრგუნვილი ჩამოვედი. საათ-ნახევრის სავალ გზაზე რუსები დგანან და საზღვარს აკეთებენ... დამძაბა ამდენი გაჭირვებული ადამიანის ნახვამ. ეს ყველაფერი ფოტოაპარატით აღვბეჭდე. მავთულხლართის იქით ოსი ცხოვრობს, აქეთ - ქართველი. საოცარი სიტუაციაა.

- ცოტა ხნის წინ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ავღანეთშიც იყავი. შეხვდი ქართველ მეომრებს, რომლებიც იქ მსახურობენ. რას ნიშნავს ეს შენთვის?

- სამხედრო თემაზე მუშაობა ჩემთვის კიდევ რაღაც ცალკე მიმართულებაა - მიყვარს და მომწონს მეომრების გადაღება. რაღაც სხვა დამოკიდებულება მაქვს ქართველი სამხედროების მიმართ და კადრებიც ემოციური გამომდის. ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობ, მთელი გულით ვიმუშაო. სხვათა შორის, მინისტრი ირაკლი ალასანია საოცრად კომფორტული ადამიანია.

- რა შთაბეჭდილება მოახდინა შენზე ავღანეთმა?

- ჰელმანდის პროვინციაში ქართველი მეომრების ბაზაზე გახლდით. იქ რამდენიმე ავღანელს მოვკარით თვალი, რომლებთანაც კონტაქტის საშუალება არ გვქონდა, ამიტომ მათზე ვერაფერს გეტყვით. ქვეყნის შესახებ ჩემი შთაბეჭდილება ძალიან მძაფრი იყო; ავღანეთს პირველად თვითმფრინავიდან რომ გადავხედე, დავინახე უზარმაზარი, ყვითელი სივრცე, ქვიშისფერი სახლები. სადღაც, მხოლოდ ერთი ხე ჩანდა... იქ საოცარი და ულამაზესი პეიზაჟი ვნახე - ქვიშისფერ სივრცეში მზის ჩასვლა, მაგრამ ეს მომენტი ვერ გადავიღე: რაღაცებში შეზღუდული ვიყავი და იქაურ წესებს ვერ დავარღვევდი...

- თავად ქართველ სამხედროებზე რას იტყვი?

- ემოციური იყო ქართველ სამხედროებთან შეხვედრა, რომლებსაც ძალიან ენატრებათ საქართველო და ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდებიან შინ. ზოგიერთებმა "ფეისბუკზე" დამიმეგობრეს და ახლა მწერენ ხოლმე, საჩუქრების ჩამოტანას მპირდებიან (იღიმის). თითოეულ მათგანს დიდ პატივს ვცემ.

- ვიცი, რომ გაზაფხულზე სპეციალური სასწავლო კურსი გაიარე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი ავღანეთში კონფლიქტური სიტუაციის დროს...

- ამ სასწავლო კურსის გავლის შემდეგ უფრო მეტად მომინდა ავღანეთში წასვლა. ტრენინგებზე ისეთ მძიმე სიტუაციას გვიხატავდნენ, რომ ვფიქრობდი, ფოტორეპორტაჟის გამო, მიღირდა თუ არა სიცოცხლით გარისკვა, მაგრამ იმდენად ექსტრემალურ სიტუაციაში მოგვიხდა ავღანეთში წასვლის გადაწყვეტილების მიღება, რომ ფიქრის დროც არ იყო... 7 საათი ვიყავით ავღანეთში, სადაც გადავიღეთ ჯარისკაცები და ისიც, თუ როგორ ახორციელებენ ისინი ამა თუ იმ ამოცანას... იქ ყოფნისას მძაფრი შთაბეჭდილებები მქონდა, მაგრამ ერთი დღე ძალიან ცოტა გახლდათ იმისთვის, რომ ყველაფერი გვენახა... გზაში ცუდზე არაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ, ერთი პერიოდი, ცოტა არ იყოს დავიძაბე, როცა ავტობუსში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ამოვიდა და გაგვაფრთხილა, პირდაპირი ცეცხლის შემთხვევაში როგორ უნდა მოვქცეულიყავით. უსაფრთხოების ზომები ისეთი გამკაცრებული იყო, რომ თავდასხმა საერთოდ როგორ ხდება, მიკვირს. მოკლედ, ავღანეთში შიშის მომენტი გამიქრა.

- იქ ჩასვლით ოცნება აისრულე. კიდევ რა გინდა, რომ გადაიღო?

- რაღაც პროექტები მაქვს დაგეგმილი. აუცილებლად მოვახერხებ, სამხედრო თემატიკაზე ფოტოებს გადავიღებ და გამოვფენ. კიდევ, აზიაში მინდა ვიმოგზაურო, განსაკუთრებით კი, სპილოების გადაღებაზე და მათთან ჩახუტებაზე ვოცნებობ. ვფიქრობ, ამას აუცილებლად შევძლებ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები